სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნატუკა გულისაშვილი: ''ჩემს ოჯახში ერთი კაცია და ისიც გალიაში გვყავს''
ნატუკა გულისაშვილი: ''ჩემს ოჯახში ერთი კაცია და ისიც გალიაში გვყავს''

თუ­თი­ყუ­ში, ზა­ზუ­ნა, კუ, ციყ­ვი, ღა­მუ­რა, შვე­ლი, ქვე­წარ­მა­ვა­ლი, ძაღ­ლე­ბის ნა­ირ­სა­ხე­ო­ბა, - ეს არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია იმ ცხო­ვე­ლე­ბის, ფრინ­ვე­ლე­ბის, ქვე­წარ­მავ­ლე­ბის, რომ­ლე­ბიც მსა­ხი­ობ­სა და ტე­ლე­წამ­ყვან ნა­ტუ­კა გუ­ლი­საშ­ვილს სახ­ლში ჰყო­ლია. დღეს თუ­თი­ყუ­ში "ბე­ჰე­მო­თის" და 11 თვის პუ­დე­ლი "დაფ­ნას" გა­რე­მოც­ვა­შია და ძა­ლი­ან კარ­გად გრძნობს თავს.

- რაც თავი მახ­სოვს, სახ­ლში ცხო­ვე­ლი და ფრინ­ვე­ლი სულ გვყავ­და. ქვე­წარ­მა­ვა­ლიც კი გვყო­ლია. ჯერ კი­დევ ღრმა ბავ­შვო­ბა­ში მა­მა­ჩემ­მა კა­ხეთ­ში ვო­ლი­ე­რე­ბი ამი­შე­ნა. მო­მიყ­ვა­ნა ორი შვე­ლი, ჯერო და მარ­დი და­ვარ­ქვი. მყავ­და თუ­თი­ყუ­შე­ბი, ხო­ხო­ბი, "ია­პონ­კა" ქათ­მე­ბი, კურ­დღლე­ბი. და არ მყავ­და, ძმა ბევ­რად უფ­რო­სი იყო ჩემ­ზე და ცხო­ვე­ლებ­სა და ფრინ­ვე­ლებ­თან უკეთ ვერ­თო­ბო­დი, თა­ვად ვუვ­ლი­დი. ჩემი მშობ­ლე­ბის მად­ლო­ბე­ლი ვარ, რომ თა­ვი­დან­ვე გა­აღ­ვი­ძეს ჩემ­ში ეს გრძნო­ბა. მე მი­ნა­ხავს მშობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ძაღ­ლით, ზო­გა­დად ცხო­ვე­ლით აში­ნე­ბენ ბავ­შვებს, ჭამე, თო­რემ მგე­ლი წა­გიყ­ვან­სო, ეუბ­ნე­ბი­ან. ასე არ შე­იძ­ლე­ბა, ბავ­შვში სი­ძულ­ვი­ლი ინერ­გე­ბა. თბი­ლის­ში ციყ­ვიც კი მყავ­და სახ­ლში.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ "ანო და ვა­ნოს" ვი­ღებ­დით. გა­და­ღე­ბა­ზე მო­რი­ე­ლი ნა­ხეს. ატყდა ყვი­რი­ლი, ჩოჩ­ქო­ლი, ქვას ეძებ­დნენ, უნდა მო­ეკ­ლათ. ჩავ­სვი პო­ლი­ე­თი­ლე­ნის ბოთ­ლში და წა­მო­ვიყ­ვა­ნე სახ­ლში. შე­იძ­ლე­ბა, ცო­ტა­თი ვაფ­რენ, მაგ­რამ ძა­ლი­ან მიყ­ვარს ცხო­ვე­ლე­ბი და ფრინ­ვე­ლე­ბი. ჩემი შვი­ლიც ზუს­ტად ჩემ­ნა­ი­რია, იმ­დე­ნად უყ­ვარს ცხო­ვე­ლე­ბი, რომ ვეგე-ტა­რი­ა­ნე­ლია.

- შენს სახ­ლში ციყ­ვი რო­გორ მოხ­ვდა?

- მე და დე­და­ჩე­მი ბა­ზარ­ში ვი­ყა­ვით, ერთი ლოთი კაცი და­დი­ო­და, ციყ­ვი ფეხ­საც­მლის ყუთ­ში ეჯდა და ფულს ითხოვ­და. ხუთი მა­ნე­თი გა­და­ვუ­ხა­დეთ და წა­მო­ვიყ­ვა­ნე. და­მიღრღნა სახ­ლში სარ­კის კიდე, მა­გი­დის ფე­ხე­ბი, მაგ­რამ ჩემი ტო­ტო­შა ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. მერე კა­ხეთ­ში წა­ვე­დით და წა­ვიყ­ვა­ნეთ. ხე­ებ­ზე დახ­ტო­და, მაგ­რამ და­ვუ­ძა­ხებ­დი თუ არა, მო­დი­ო­და და მხარ­ზე მა-ჯდე­ბო­და. ერთ-ერთ და­ძა­ხე­ბა­ზე აღარ მო­ვი­და. დრო­ის გას­ვლის შემ­დეგ ერ­თმა მე­ზო­ბელ­მა მეო-რეზე გვი­თხრა, იმას სახ­ლში ციყ­ვის ფი­ტუ­ლი აქ­ვსო. ამ ამ­ბავს მძი­მედ ვიხ­სე­ნებ. მას მერე იმ მე­ზო­ბელს გა­მარ­ჯო­ბას აღარ ვე­უბ­ნე­ბო­დი. ღა­მუ­რაც მყავ­და სახ­ლში.

კა­ხეთ­ში ფა­რეხ­ში ვი­პო­ვე, გა­ლი­ა­ში ჩავ­სვი, უნდა წა­მო­მეყ­ვა­ნა, მაგ­რამ მერე მივ­ხვდი, რომ არ­სე­ბობს ცხო­ვე­ლი, ფრინ­ვე­ლი, რო­მელ­საც შენ ვერ გა­მოკ­ვე­ბავ და აღარ წა­მო­ვიყ­ვა­ნე.

- რო­მე­ლი იყო პირ­ვე­ლი ძაღ­ლი, რო­მე­ლიც შენს სახ­ლში და­ბი­ნავ­და?

- მოს­კოვ­ში, ცხო­ვე­ლე­ბის ბა­ზარ­ში ვი­ყი­დეთ პე­კი­ნე­სი, მიკი და­ვარ­ქვით. ისე­თი პა­ტა­რა იყო, მა­მა­ჩე­მის ჩუს­ტებ­ში ეძი­ნა. მამა რომ გარ­და­იც­ვა­ლა, მის ფო­ტო­ებ­თან იწვა იქ, სა­დაც მა­მა­ჩემს სან­თელს ვუნ­თებ­დით ორ­მო­ცი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. მა­მას დაკ­რძალ­ვის მერე ხში­რად გარ­ბო­და სახ­ლი­დან. ერთხე­ლაც გა­იქ­ცა და აღარ მო­ვი­და. ის არ იყო ცხო­ვე­ლი, ადა­მი­ა­ნი იყო. ხუთი წელი ცხოვ­რობ­და ჩვენ­თან. სა­საფ­ლა­ო­ზე ვე­ძე­ბეთ, მაგ­რამ იქ არ დაგ­ვხვდა.

მე­ო­რეც პე­კი­ნე­სი მო­ვიყ­ვა­ნე, ოღონდ ალ­ბი­ნო­სი. იმა­საც მიკი და­ვარ­ქვი. აქ, მე­ლი­ქიშ­ვილ­ზე, მო­დი­ო­და ქალი, რო­მელ­საც კა­ლა­თით მოჰ­ყავ­და ლეკ­ვე­ბი, მათი დედა - სა­ყე­ლუ­რით. მა­შინ ანკა უკვე მყავ­და. ყვე­ლა­ზე უშნო წა­მო­ვიყ­ვა­ნე - თეთ­რი წი­თე­ლი თვა­ლე­ბით. შე­მე­ცო­და. ცოტა ხანს მყავ­და, მაგ­რამ ძა­ლი­ან სცვი­ო­და ბეწ­ვი, თან თეთ­რი ბეწ­ვი ჰქონ­და, არ ჩან­და და გა­ვა­ჩუ­ქე. ეს ჩემ­თვის ტრა­გე­დია იყო, სულ ვკი­თხუ­ლობ­დი, ვნა­ხუ­ლობ­დი.

მყავ­და ავ­ღა­ნუ­რი მწე­ვა­რი, ირ­ლან­დი­უ­რი სე­ტე­რი, კავ­კა­სი­უ­რი ნა­გა­ზი. ეს უკა­ნას­კნე­ლი მა­მა­ჩე­მის ღვი­ნის ქარ­ხა­ნა­ში გვყავ­და. იმ­ხე­ლა იყო, ყვე­ლა ამ­ბობ­და, დათ­ვი­აო. მერე ქარ­ხა­ნა­ში ქურ­დი შე-მოძ­ვრა, ამან დაგ­ლი­ჯა და მოკ­ლეს ჩემი ბა­სა­რა...

- პუ­დე­ლი ად­ვი­ლი მო­სავ­ლე­ლია?

- თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმას, რომ ბეწ­ვი სა­ერ­თოდ არ სცვი­ვა, კი. გო­გოა ჩემი დაფ­ნა, ეს სა­ხე­ლი ან­კამ და­არ­ქვა. ჩემს სახ­ლში სულ გო­გო­ნე­ბი ვართ. ერთი კა­ცია ოჯახ­ში, თუ­თი­ყუ­ში, და ისიც გა­ლი­ა­ში გვყავს (იცი­ნის). ან­კამ ბე­ჰე­მო­თი და­არ­ქვა, "ოს­ტა­ტი და მარ­გა­რი­ტა" წა­ი­კი­თხა მა­შინ. იქ ეს სა­ხე­ლი კა­ტას ჰქვია და ამან იქო­ნია გავ­ლე­ნა. ჩემი თუ­თი­ყუ­ში ცოტა უზ­რდე­ლია. ყვე­ლას "ბი­ჭო­თი" მი­მარ­თავს. მკა­ფი­ოდ გა­მოთ­ქვამს ასო ბგე­რებს "ტ", "კ", "ყ"... კუც გვყავ­და სახ­ლში. დე­და­ლი იყო და ძუკუ და­ვარ­ქვით.

იხი­ლეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

ნატუკა გულისაშვილი: ''ჩემს ოჯახში ერთი კაცია და ისიც გალიაში გვყავს''

ნატუკა გულისაშვილი: ''ჩემს ოჯახში ერთი კაცია და ისიც გალიაში გვყავს''

თუთიყუში, ზაზუნა, კუ, ციყვი, ღამურა, შველი, ქვეწარმავალი, ძაღლების ნაირსახეობა, - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ცხოველების, ფრინველების, ქვეწარმავლების, რომლებიც მსახიობსა და ტელეწამყვან ნატუკა გულისაშვილს სახლში ჰყოლია. დღეს თუთიყუში ''ბეჰემოთის'' და 11 თვის პუდელი ''დაფნას'' გარემოცვაშია და ძალიან კარგად გრძნობს თავს.

- რაც თავი მახსოვს, სახლში ცხოველი და ფრინველი სულ გვყავდა. ქვეწარმავალიც კი გვყოლია. ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში მამაჩემმა კახეთში ვოლიერები ამიშენა. მომიყვანა ორი შველი, ჯერო და მარდი დავარქვი. მყავდა თუთიყუშები, ხოხობი, ''იაპონკა'' ქათმები, კურდღლები. და არ მყავდა, ძმა ბევრად უფროსი იყო ჩემზე და ცხოველებსა და ფრინველებთან უკეთ ვერთობოდი, თავად ვუვლიდი. ჩემი მშობლების მადლობელი ვარ, რომ თავიდანვე გააღვიძეს ჩემში ეს გრძნობა. მე მინახავს მშობლები, რომლებიც ძაღლით, ზოგადად ცხოველით აშინებენ ბავშვებს, ჭამე, თორემ მგელი წაგიყვანსო, ეუბნებიან. ასე არ შეიძლება, ბავშვში სიძულვილი ინერგება. თბილისში ციყვიც კი მყავდა სახლში.

რამდენიმე წლის წინ ''ანო და ვანოს'' ვიღებდით. გადაღებაზე მორიელი ნახეს. ატყდა ყვირილი, ჩოჩქოლი, ქვას ეძებდნენ, უნდა მოეკლათ. ჩავსვი პოლიეთილენის ბოთლში და წამოვიყვანე სახლში. შეიძლება, ცოტათი ვაფრენ, მაგრამ ძალიან მიყვარს ცხოველები და ფრინველები. ჩემი შვილიც ზუსტად ჩემნაირია, იმდენად უყვარს ცხოველები, რომ ვეგე-ტარიანელია.

- შენს სახლში ციყვი როგორ მოხვდა?

- მე და დედაჩემი ბაზარში ვიყავით, ერთი ლოთი კაცი დადიოდა, ციყვი ფეხსაცმლის ყუთში ეჯდა და ფულს ითხოვდა. ხუთი მანეთი გადავუხადეთ და წამოვიყვანე. დამიღრღნა სახლში სარკის კიდე, მაგიდის ფეხები, მაგრამ ჩემი ტოტოშა ძალიან მიყვარდა. მერე კახეთში წავედით და წავიყვანეთ. ხეებზე დახტოდა, მაგრამ დავუძახებდი თუ არა, მოდიოდა და მხარზე მა-ჯდებოდა. ერთ-ერთ დაძახებაზე აღარ მოვიდა. დროის გასვლის შემდეგ ერთმა მეზობელმა მეო-რეზე გვითხრა, იმას სახლში ციყვის ფიტული აქვსო. ამ ამბავს მძიმედ ვიხსენებ. მას მერე იმ მეზობელს გამარჯობას აღარ ვეუბნებოდი. ღამურაც მყავდა სახლში.

კახეთში ფარეხში ვიპოვე, გალიაში ჩავსვი, უნდა წამომეყვანა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ არსებობს ცხოველი, ფრინველი, რომელსაც შენ ვერ გამოკვებავ და აღარ წამოვიყვანე.

- რომელი იყო პირველი ძაღლი, რომელიც შენს სახლში დაბინავდა?

- მოსკოვში, ცხოველების ბაზარში ვიყიდეთ პეკინესი, მიკი დავარქვით. ისეთი პატარა იყო, მამაჩემის ჩუსტებში ეძინა. მამა რომ გარდაიცვალა, მის ფოტოებთან იწვა იქ, სადაც მამაჩემს სანთელს ვუნთებდით ორმოცი დღის განმავლობაში. მამას დაკრძალვის მერე ხშირად გარბოდა სახლიდან. ერთხელაც გაიქცა და აღარ მოვიდა. ის არ იყო ცხოველი, ადამიანი იყო. ხუთი წელი ცხოვრობდა ჩვენთან. სასაფლაოზე ვეძებეთ, მაგრამ იქ არ დაგვხვდა.

მეორეც პეკინესი მოვიყვანე, ოღონდ ალბინოსი. იმასაც მიკი დავარქვი. აქ, მელიქიშვილზე, მოდიოდა ქალი, რომელსაც კალათით მოჰყავდა ლეკვები, მათი დედა - საყელურით. მაშინ ანკა უკვე მყავდა. ყველაზე უშნო წამოვიყვანე - თეთრი წითელი თვალებით. შემეცოდა. ცოტა ხანს მყავდა, მაგრამ ძალიან სცვიოდა ბეწვი, თან თეთრი ბეწვი ჰქონდა, არ ჩანდა და გავაჩუქე. ეს ჩემთვის ტრაგედია იყო, სულ ვკითხულობდი, ვნახულობდი.

მყავდა ავღანური მწევარი, ირლანდიური სეტერი, კავკასიური ნაგაზი. ეს უკანასკნელი მამაჩემის ღვინის ქარხანაში გვყავდა. იმხელა იყო, ყველა ამბობდა, დათვიაო. მერე ქარხანაში ქურდი შე-მოძვრა, ამან დაგლიჯა და მოკლეს ჩემი ბასარა...

- პუდელი ადვილი მოსავლელია?

- თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბეწვი საერთოდ არ სცვივა, კი. გოგოა ჩემი დაფნა, ეს სახელი ანკამ დაარქვა. ჩემს სახლში სულ გოგონები ვართ. ერთი კაცია ოჯახში, თუთიყუში, და ისიც გალიაში გვყავს (იცინის). ანკამ ბეჰემოთი დაარქვა, ''ოსტატი და მარგარიტა'' წაიკითხა მაშინ. იქ ეს სახელი კატას ჰქვია და ამან იქონია გავლენა. ჩემი თუთიყუში ცოტა უზრდელია. ყველას ''ბიჭოთი'' მიმართავს. მკაფიოდ გამოთქვამს ასო ბგერებს ''ტ'', ''კ'', ''ყ''... კუც გვყავდა სახლში. დედალი იყო და ძუკუ დავარქვით.

იხილეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება