საფრანგეთის კუთვნილ რეიუნონის კუნძულზე მრავალწლიანი რეკონსტრუქციის შემდეგ უჩვეულო მუზეუმი გაიხსნა.
მუზეუმი მოქედი ვულკანის, ფურნეზის კრატერში მდებარეობს (Piton de la Fournaise, 2631 მ) და მისი მიზანია დამთვალიერებლებს კუნძულის უნიკალური ბუნება გააცნოს.
მუზეუმის საგამოფენო სივრცე 6000 კვ.მ ფართობს მოიცავს, რომელიც უახლესი კომპიუტერული ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი.
დამთვალიერებლებს "ლავის დერეფანში" გასეირნება და ნამდვილი მინი-ამოფრქვევის ახლოდან დანახვა შეუძლიათ. 3D-ვიდეოების საშუალებით ტურისტები ეცნობიან კუნძულის ისტორიას, რომელიც სამი მლნ წლის წინ მასშტაბური ვულკანური ამოფრქვევის შედეგად ჩამოყალიბდა.
დამთვალიერებლებს ასევე სთავაზობენ ექსკურსიას ვულკან ფურნეზის მწვერვალზე.
მოზადებულია Travel.ru-ს მიხედვით.