მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უნგრეთი, ჩეხოსლოვაკია, საქართველო, უკრაინა... - ვინ იქნება შემდეგი?
უნგრეთი, ჩეხოსლოვაკია, საქართველო, უკრაინა... - ვინ იქნება შემდეგი?

უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ში რუ­სე­თის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უკვე აღა­რა­ვის აღარ უკ­ვირს. მე­ამ­ბო­ხე­ე­ბის­თვის ია­რა­ღი­სა და სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის მი­წო­დე­ბას­თან ერ­თად, მოს­კო­ვი მო­სა­ზღვრე რა­ი­ო­ნე­ბი­დან არც უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ის სა­არ­ტი­ლე­რიო და­ბომბვებს ერი­დე­ბა. სა­კუ­თა­რი გავ­ლე­ნი­სა და ძა­ლის დე­მონ­სტრი­რე­ბის­თვის, მოს­კო­ვის მხრი­დან ღია თუ ფა­რუ­ლი სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ის გა­მოვ­ლე­ნა სი­ახ­ლეს აღარ წარ­მო­ად­გენს.

სამ­წუ­ხა­როდ უკ­რა­ი­ნა არც პირ­ვე­ლი და სა­ვა­რა­უ­დოდ არც უკა­ნა­ნას­კნე­ლი სა­ხელ­მწი­ფოა, რომ­ლის წი­ნა­აღ­მდე­გაც რუ­სე­თი სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ას მი­მარ­თავს. ქვეყ­ნის შიდა საქ­მე­ებ­ში ჩვე­ნი ჩრდი­ლო მე­ზობ­ლის ჩა­რე­ვა და ამ ჩა­რე­ვის შე­დე­გი, სა­ქარ­თვე­ლომ 1990-ია­ნე­ბის და­ას­წყის­ში, აფხა­ზე­თის ომის მა­გა­ლით­ზე თვალ­ნათ­ლივ და­ი­ნა­ხა.

მიმ­დი­ნა­რე წლის 21 აგ­ვის­ტოს, ჩე­ხოს­ლო­ვა­კი­ა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც ის­ტო­რი­ა­ში "პრა­ღის გა­ზა­ფხუ­ლის" სა­ხე­ლით შე­ვი­და, 46 წე­ლი­წა­დი შეს­რულ­და. "პრა­ღის გა­ზა­ფხუ­ლი" სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­სა და კონ­ტრო­ლის გამ­ყა­რე­ბის მიზ­ნით, და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მწი­ფოს შიდა საქ­მე­ებ­ში სამ­ხედ­რო ინ­ტერ­ვენ­ცი­ის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია. ჩე­ხოს­ლო­ვა­კი­ამ­დე იყო უნ­გრე­თი.

უნ­გრუ­ლი ამ­ბო­ხე­ბის 18 დღე - ასე შე­ვი­და ის­ტო­რი­ა­ში 1956 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე ბუ­და­პეშ­ტში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი. სის­ხლი­ან და­პი­სირ­პი­რე­ბა­ში გა­და­სუ­ლი ან­ტი­საბ­ჭო­უ­რი გა­მოს­ვლე­ბი, ბუ­და­ბეშ­ტის ქუ­ჩებ­ში საბ­ჭო­უ­რი ტან­კე­ბის შეყ­ვა­ნით დას­რულ­და.

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი­სას, უნ­გრე­თი გერ­მა­ნი­ის მხა­რეს იბ­რძო­და და ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, საბ­ჭო­თა ოკუ­პა­ცი­ის ზო­ნა­ში მოხ­ვდა. ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში მო­სულ­მა კომ­პარ­ტი­ამ, საბ­ჭო­უ­რი პო­ლი­ტი­კი­სა და წე­სე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო ხალ­ხის რეპ­რე­სი­რე­ბა და­ი­წყო. მხო­ლოდ 1952 წელს - 540,000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი.

უნ­გრულ სკო­ლებ­ში რუ­სუ­ლი ენა აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­გა­ნი გახ­და. თან­და­თა­ნო­ბით მო­სახ­ლე­ო­ბა­ში დაგ­რო­ვი­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მუხ­ტი სა­ხალ­ხო გა­მოს­ვლებ­ში გა­და­ი­ზარ­და.

1956 წლის 23 ოქ­ტომ­ბერს სი­ტუ­ა­ცია კონ­სტოლს გას­ცდა. კო­მუ­ნის­ტე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო ხალ­ხი სტა­ლი­ნის ძეგ­ლებ­სა და საბ­ჭო­ურ სიმ­ბო­ლი­კას ანად­გუ­რებ­და. ბუ­და­პეშ­ტი ბრძო­ლის ველს და­ემ­სგავ­სა. ყველ­გან საბ­ჭო­ურ რე­ჟიმ­თან ყო­ველ­გვა­რი კავ­ში­რის გა­წყვე­ტის ლო­ზუნ­გე­ბი გა­ის­მო­და.

მალე მოს­კო­ვი მკაცრ ქმე­დე­ბებ­ზე გა­და­ვი­და. 4 ნო­ემ­ბერს გამ­თე­ნი­ი­სას რუ­მი­ნე­თი­დან, ჩე­ხოს­ლო­ვა­კი­ი­დან და სსრკ-დან უნ­გრე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჯა­რე­ბი შე­იჭრ­ნენ. ოპე­რა­ცია "გრი­გალ­ში" 60,000 ჯა­რის­კა­ცი და 3000-მდე ტან­კი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ბუ­და­პეშ­ტში სრო­ლა 10 ნო­ემ­ბერს შე­წყდა.

კო­მუ­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ მებ­რძოლ ამ­ბო­ხე­ბულ­თა "კონ­ტრე­ვო­ლუ­ცი­უ­რი აჯან­ყე­ბის ჩახ­შო­ბის­თვის", მარ­შალ­მა ჟუ­კოვ­მა სსრკ-ს გმი­რის მე-4 ვარ­სკვლა­ვი მი­ი­ღო.

მოს­კო­ვის მხრი­დან ბუ­და­პეშ­ტის ამ­ბო­ხე­ბის ძა­ლის­ხმი­ე­რი მე­თო­დე­ბით ჩახ­შო­ბას, მსოფ­ლი­ო­ში მწვა­ვე რე­აქ­ცია მოჰ­ყვა. პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად ეს­პა­ნეთ­მა, ჰო­ლან­დი­ამ და შვე­ი­ცა­რი­ამ მელ­ბურ­ნის XVI-ე ზა­ფხუ­ლის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი თქვეს.

უნ­გრულ ამ­ბო­ხე­ბას 3,000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა. პა­რა­დოქ­სა­ლუ­რია, მაგ­რამ ბუ­და­ბეშ­ტის მოვ­ლე­ნე­ბი­დან 12 წლის შემ­დეგ, ერთ დროს კო­მუ­ნის­ტუ­რი წყო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მებ­რძო­ლი უნ­გრე­თი და უნ­გრე­ლე­ბი, 1968 წლის პრა­ღის სის­ხლი­ა­ნი გა­ზა­ფხუ­ლის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე­ნი გახ­დე­ბი­ან და უკვე სა­კუ­თა­რი ტან­კე­ბით, კო­მუ­ნის­ტუ­რი წყო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მებ­რძოლ ჩე­ხოს­ლო­ვაკ მე­ამ­ბო­ხე­ე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბას და­ი­წყე­ბენ.

ჩე­ხოს­ლო­ვა­კი­ა­ში ან­ტი­საბ­ჭო­უ­რი მოძ­რა­ო­ბა 1968 წლის 4 იან­ვარს და­ი­წყო. იმ დღეს ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში ახა­ლი მმარ­თვე­ლი ალექ­სან­დრე დუბ­ჩე­კი მო­ვი­და. მას შემ­დეგ ქვე­ყა­ნამ სსრკ-სგან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი არ­სე­ბო­ბის სურ­ვი­ლის გა­მო­ხატ­ვა სულ უფრო აქ­ტი­უ­რად და­ი­წყო. ქვე­ყა­ნა­ში შერ­ბილ­და ცენ­ზუ­რა, და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი მო­დე­ლის შექ­მნა­ზე.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ას­თან ერ­თად, ქვე­ყა­ნა­ში ან­ტი­საბ­ჭო­უ­რი გან­წყო­ბა მა­ტუ­ლობ­და. 15 თე­ბერ­ვალს, გრე­ნობლში გა­მარ­თულ ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე ჩე­ხოს­ლო­ვა­კის ნაკ­რებ­მა ან­გა­რი­შით 5:4 სსრკ და­ა­მარ­ცხა. ქუ­ჩებ­ში გაჩ­ნდა პლა­კა­ტე­ბი წარ­წე­რით "ჩე­ხოს­ლო­ვა­კია-ოკუ­პან­ტე­ბი 5:4".

მოს­კო­ვი ამ ყვე­ლა­ფერ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბით უყუ­რებ­და და კრემ­ლი­დან დუბ­ჩეკს თითი არა­ერ­თხელ და­უქ­ნი­ეს. 4 მა­ისს გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე, ბრეჟნევ­მა დუბ­ჩე­კის მოქ­მე­დე­ბა და ჩე­ხოს­ლო­ვა­კი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი ან­ტი­საბ­ჭო­უ­რი ვი­თა­რე­ბა ღიად გა­აკ­რი­ტი­კა.

პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­ბე­რა­ლიზ­მის ეპო­ქა ჩე­ხოს­ლო­ვა­კი­ა­ში 1968 წლის 21 აგ­ვის­ტოს დას­რულ­და. ღა­მის 2 სა­ათ­ზე პრა­ღის აე­რო­პორ­ტში საბ­ჭო­უ­რი თვითმფრი­ნა­ვი ვი­თომ­და გა­უ­მარ­თა­ო­ბის გამო, ავა­რი­უ­ლად და­ეშ­ვა. სი­ნამ­დვი­ლე­ში მის ბორტზე საბ­ჭო­უ­რი მე­დე­სან­ტე­ე­ბი იყ­ვნენ, რომ­ლებ­მაც რამ­დე­ნი­მე წუთ­ში სა­დის­პე­ჩე­რო კოშ­კი და საკ­ვან­ძო პუნ­ქტე­ბი აიყ­ვა­ნეს. ცოტა ხან­ში აე­რო­პორ­ტში მე­დე­სან­ტე­ე­ბი­თა და სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კით დატ­ვირ­თუ­ლი პირ­ვე­ლი სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვე­ბი და­ეშ­ვნენ. და­ი­წყო ოპე­რა­ცია "დუ­ნაი". 18 წერ­ტი­ლი­დან ჩე­ხოს­ლო­ვა­კი­ა­ში პო­ლო­ნე­თი­დან, უნ­გრე­თი­დან, სსრკ-დან და გერ­მა­ნი­ის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კი­დან 24 დი­ვი­ზია შე­იჭ­რა. ვარ­შა­ვის პაქ­ტის ქვეყ­ნე­ბი­დან "დუ­ნა­ი­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი მხო­ლოდ რუ­მი­ნეთ­მა თქვა. 21 აგ­ვის­ტოს სა­ღა­მოს შე­მოჭ­რილ­მა და­ნა­ყო­ფებ­მა ქვეყ­ნის ყვე­ლა საკ­ვან­ძო ობი­ექ­ტი და­ი­კა­ვეს. ჩე­ხოს­ლო­ვა­კი­ის არ­მი­ას ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა ბრძა­ნე­ბით აეკ­რძა­ლა.

ქა­ლა­ქე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი პრა­ღის ქუ­ჩებ­ში გა­მო­ჩე­ნილ საბ­ჭო­ურ ტან­კებს მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა ებ­რძო­და. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ქუ­ჩებს სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით ხერ­გავ­დნენ და მძი­მე ტექ­ნი­კის გა­და­ად­გი­ლე­ბას აფერ­ხებ­დნენ. ტან­კებ­ზე ან­ტი­საბ­ჭო­ურ ლო­ზუნ­გებს წერ­დნენ და ნა­ცის­ტურ სიმ­ბო­ლი­კას ხა­ტავ­დნენ. ჯა­რის­კა­ცებს ქვებს, ას­ფალ­ტის ნა­ტე­ხებს, "მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ილს" უშენ­დნენ. ინ­ტერ­ვენ­ცი­ის შე­დე­გად აგ­ვის­ტო­სა და სექ­ტემ­ბერ­ში ჩე­ხოს­ლო­ვა­კი­ის 108 მო­ქა­ლა­ქე და­ი­ღუ­პა, 500-მდე კი და­იჭ­რა. საბ­ჭო­თა არ­მი­ის და­ნა­კარ­გმა 98 ჯა­რის­კა­ცი შე­ად­გი­ნა.

პრო­ტეს­ტმა არა მხო­ლოდ ჩე­ხოს­ლო­ვა­კია, არა­მედ ევ­რო­პაც მო­იც­ვა. მსხვილ ქა­ლა­ქებ­ში ან­ტო­საბ­ჭო­უ­რი მი­ტინ­გე­ბი იმარ­თე­ბო­და. თა­ვად ჩე­ხოს­ლო­ვა­კი­ა­ში რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­მა თა­ვის დაწ­ვა სცა­და.

თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის მცდე­ლო­ბა, მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნის ინ­ტერ­ვენ­ცი­ით დას­რულ­და. ხან­გრძლი­ვი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შემ­დეგ, საბ­ჭო­ურ­მა ტან­კებ­მა პრა­ღა 11 სექ­ტემ­ბერს და­ტო­ვეს.

სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ტეს­ტი მოს­კოვს დი­დად არ ანაღ­ვლებ­და. მთა­ვა­რი სი­ცი­ა­ლის­ტურ ბლოკ­ში წეს­რი­გის დამ­ყა­რე­ბა იყო. წეს­რი­გის დამ­ყა­რე­ბის მე­თო­დებ­ზე კი კრემლში არც მა­შინ ფიქ­რობ­დნენ და რო­გორც ჩანს, არც ახლა დი­დად იწუ­ხე­ბენ თავს.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

უნგრეთი, ჩეხოსლოვაკია, საქართველო, უკრაინა... - ვინ იქნება შემდეგი?

უნგრეთი, ჩეხოსლოვაკია, საქართველო, უკრაინა... - ვინ იქნება შემდეგი?

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში რუსეთის მონაწილეობა უკვე აღარავის აღარ უკვირს. მეამბოხეებისთვის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მიწოდებასთან ერთად, მოსკოვი მოსაზღვრე რაიონებიდან არც უკრაინის ტერიტორიის საარტილერიო დაბომბვებს ერიდება. საკუთარი გავლენისა და ძალის დემონსტრირებისთვის, მოსკოვის მხრიდან ღია თუ ფარული სამხედრო აგრესიის გამოვლენა სიახლეს აღარ წარმოადგენს.

სამწუხაროდ უკრაინა არც პირველი და სავარაუდოდ არც უკანანასკნელი სახელმწიფოა, რომლის წინააღმდეგაც რუსეთი სამხედრო აგრესიას მიმართავს. ქვეყნის შიდა საქმეებში ჩვენი ჩრდილო მეზობლის ჩარევა და ამ ჩარევის შედეგი, საქართველომ 1990-იანების დაასწყისში, აფხაზეთის ომის მაგალითზე თვალნათლივ დაინახა.

მიმდინარე წლის 21 აგვისტოს, ჩეხოსლოვაკიაში განვითარებული მოვლენებიდან, რომლებიც ისტორიაში "პრაღის გაზაფხულის" სახელით შევიდა, 46 წელიწადი შესრულდა. "პრაღის გაზაფხული" საკუთარი ინტერესების შენარჩუნებისა და კონტროლის გამყარების მიზნით, დამოუკიდებელ სახელმწიფოს შიდა საქმეებში სამხედრო ინტერვენციის ნათელი მაგალითია. ჩეხოსლოვაკიამდე იყო უნგრეთი.

უნგრული ამბოხების 18 დღე - ასე შევიდა ისტორიაში 1956 წლის შემოდგომაზე ბუდაპეშტში განვითარებული მოვლენები. სისხლიან დაპისირპირებაში გადასული ანტისაბჭოური გამოსვლები, ბუდაბეშტის ქუჩებში საბჭოური ტანკების შეყვანით დასრულდა.

მეორე მსოფლიო ომისას, უნგრეთი გერმანიის მხარეს იბრძოდა და ომის დასრულების შემდეგ, საბჭოთა ოკუპაციის ზონაში მოხვდა. ქვეყნის სათავეში მოსულმა კომპარტიამ, საბჭოური პოლიტიკისა და წესებით უკმაყოფილო ხალხის რეპრესირება დაიწყო. მხოლოდ 1952 წელს - 540,000-ზე მეტი ადამიანი.

უნგრულ სკოლებში რუსული ენა აუცილებელი საგანი გახდა. თანდათანობით მოსახლეობაში დაგროვილი უკმაყოფილების მუხტი სახალხო გამოსვლებში გადაიზარდა.

1956 წლის 23 ოქტომბერს სიტუაცია კონსტოლს გასცდა. კომუნისტებით უკმაყოფილო ხალხი სტალინის ძეგლებსა და საბჭოურ სიმბოლიკას ანადგურებდა. ბუდაპეშტი ბრძოლის ველს დაემსგავსა. ყველგან საბჭოურ რეჟიმთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტის ლოზუნგები გაისმოდა.

მალე მოსკოვი მკაცრ ქმედებებზე გადავიდა. 4 ნოემბერს გამთენიისას რუმინეთიდან, ჩეხოსლოვაკიიდან და სსრკ-დან უნგრეთის ტერიტორიაზე ჯარები შეიჭრნენ. ოპერაცია "გრიგალში" 60,000 ჯარისკაცი და 3000-მდე ტანკი მონაწილეობდა. ბუდაპეშტში სროლა 10 ნოემბერს შეწყდა.

კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ ამბოხებულთა "კონტრევოლუციური აჯანყების ჩახშობისთვის", მარშალმა ჟუკოვმა სსრკ-ს გმირის მე-4 ვარსკვლავი მიიღო.

მოსკოვის მხრიდან ბუდაპეშტის ამბოხების ძალისხმიერი მეთოდებით ჩახშობას, მსოფლიოში მწვავე რეაქცია მოჰყვა. პროტესტის ნიშნად ესპანეთმა, ჰოლანდიამ და შვეიცარიამ მელბურნის XVI-ე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

უნგრულ ამბოხებას 3,000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. პარადოქსალურია, მაგრამ ბუდაბეშტის მოვლენებიდან 12 წლის შემდეგ, ერთ დროს კომუნისტური წყობის წინააღმდეგ მებრძოლი უნგრეთი და უნგრელები, 1968 წლის პრაღის სისხლიანი გაზაფხულის ერთ-ერთი მონაწილენი გახდებიან და უკვე საკუთარი ტანკებით, კომუნისტური წყობის წინააღმდეგ მებრძოლ ჩეხოსლოვაკ მეამბოხეების განადგურებას დაიწყებენ.

ჩეხოსლოვაკიაში ანტისაბჭოური მოძრაობა 1968 წლის 4 იანვარს დაიწყო. იმ დღეს ქვეყნის სათავეში ახალი მმართველი ალექსანდრე დუბჩეკი მოვიდა. მას შემდეგ ქვეყანამ სსრკ-სგან დამოუკიდებელი არსებობის სურვილის გამოხატვა სულ უფრო აქტიურად დაიწყო. ქვეყანაში შერბილდა ცენზურა, დაიწყო მუშაობა მრავალპარტიული მოდელის შექმნაზე.

საზოგადოების ლიბერალიზაციასთან ერთად, ქვეყანაში ანტისაბჭოური განწყობა მატულობდა. 15 თებერვალს, გრენობლში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე ჩეხოსლოვაკის ნაკრებმა ანგარიშით 5:4 სსრკ დაამარცხა. ქუჩებში გაჩნდა პლაკატები წარწერით "ჩეხოსლოვაკია-ოკუპანტები 5:4".

მოსკოვი ამ ყველაფერ უკმაყოფილებით უყურებდა და კრემლიდან დუბჩეკს თითი არაერთხელ დაუქნიეს. 4 მაისს გამართულ შეხვედრაზე, ბრეჟნევმა დუბჩეკის მოქმედება და ჩეხოსლოვაკიაში არსებული ანტისაბჭოური ვითარება ღიად გააკრიტიკა.

პოლიტიკური ლიბერალიზმის ეპოქა ჩეხოსლოვაკიაში 1968 წლის 21 აგვისტოს დასრულდა. ღამის 2 საათზე პრაღის აეროპორტში საბჭოური თვითმფრინავი ვითომდა გაუმართაობის გამო, ავარიულად დაეშვა. სინამდვილეში მის ბორტზე საბჭოური მედესანტეები იყვნენ, რომლებმაც რამდენიმე წუთში სადისპეჩერო კოშკი და საკვანძო პუნქტები აიყვანეს. ცოტა ხანში აეროპორტში მედესანტეებითა და სამხედრო ტექნიკით დატვირთული პირველი სამხედრო თვითმფრინავები დაეშვნენ. დაიწყო ოპერაცია "დუნაი". 18 წერტილიდან ჩეხოსლოვაკიაში პოლონეთიდან, უნგრეთიდან, სსრკ-დან და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან 24 დივიზია შეიჭრა. ვარშავის პაქტის ქვეყნებიდან "დუნაიში" მონაწილეობაზე უარი მხოლოდ რუმინეთმა თქვა. 21 აგვისტოს საღამოს შემოჭრილმა დანაყოფებმა ქვეყნის ყველა საკვანძო ობიექტი დაიკავეს. ჩეხოსლოვაკიის არმიას იარაღის გამოყენება ბრძანებით აეკრძალა.

ქალაქების, განსაკუთრებით კი პრაღის ქუჩებში გამოჩენილ საბჭოურ ტანკებს მშვიდობიანი მოსახლეობა ებრძოდა. მოქალაქეები ქუჩებს სატვირთო ავტომობილებით ხერგავდნენ და მძიმე ტექნიკის გადაადგილებას აფერხებდნენ. ტანკებზე ანტისაბჭოურ ლოზუნგებს წერდნენ და ნაცისტურ სიმბოლიკას ხატავდნენ. ჯარისკაცებს ქვებს, ასფალტის ნატეხებს, "მოლოტოვის კოქტეილს" უშენდნენ. ინტერვენციის შედეგად აგვისტოსა და სექტემბერში ჩეხოსლოვაკიის 108 მოქალაქე დაიღუპა, 500-მდე კი დაიჭრა. საბჭოთა არმიის დანაკარგმა 98 ჯარისკაცი შეადგინა.

პროტესტმა არა მხოლოდ ჩეხოსლოვაკია, არამედ ევროპაც მოიცვა. მსხვილ ქალაქებში ანტოსაბჭოური მიტინგები იმართებოდა. თავად ჩეხოსლოვაკიაში რამდენიმე ადამიანმა თავის დაწვა სცადა.

თავისუფალი სახელმწიფოს ჩამოყალიბების მცდელობა, მეზობელი ქვეყნის ინტერვენციით დასრულდა. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, საბჭოურმა ტანკებმა პრაღა 11 სექტემბერს დატოვეს.

საერთაშორისო პროტესტი მოსკოვს დიდად არ ანაღვლებდა. მთავარი სიციალისტურ ბლოკში წესრიგის დამყარება იყო. წესრიგის დამყარების მეთოდებზე კი კრემლში არც მაშინ ფიქრობდნენ და როგორც ჩანს, არც ახლა დიდად იწუხებენ თავს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა