პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მერია "სითი პარკთან" ხელშეკრულების შეცვლას გეგმავს - დატოვებს თუ არა კომპანია თბილისს
მერია "სითი პარკთან" ხელშეკრულების შეცვლას გეგმავს - დატოვებს თუ არა კომპანია თბილისს

თბი­ლი­სის მე­რია კომ­პა­ნია "სითი პარკთან" არ­სე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შეც­ვლას გეგ­მავს, - ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა თბი­ლი­სის მთავ­რო­ბის წევ­რებ­მა "სითი პარ­კის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ა­კე­თეს.

რო­გორც თა­ვად დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა და­ვით ნარ­მა­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, ის კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას სექ­ტემ­ბრის ბო­ლომ­დე აძ­ლევს ვა­დას ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში გო­ნივ­რუ­ლი, გა­ან­გა­რი­შე­ბა­სა და მხა­რე­თა თა­ნას­წო­რო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნის­თვის.

"ეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა არ ემ­სა­ხუ­რე­ბა ხალ­ხის და ქა­ლა­ქის ინ­ტე­რე­სებს. ის არის კონ­კრე­ტუ­ლი ფირ­მის და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის გამ­დიდ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. არ­სე­ბუ­ლი კონ­ტრაქ­ტით მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი მხო­ლოდ უსუ­სუ­რი წარ­მო­ნაქ­მნია. მე არ ვიცი სხვა­გან ანა­ლო­გი­უ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ასეთ უსუ­სურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აყე­ნებ­დეს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს. მო­ვემ­ზა­დოთ, რათა დავ­ჯდეთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის – გო­ნივ­რულ და გა­ან­გა­რი­შე­ბა­ზე, ასე­ვე მხა­რე­თა თა­ნას­წო­რო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის. გთა­ვა­ზობთ, სექ­ტემ­ბრის ბო­ლომ­დე ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დეთ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა შევ­ცვა­ლოთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა: ჩვენ ჩვენს წი­ნა­და­დე­ბებს შე­მოგ­თა­ვა­ზებთ, თქვენ თქვე­ნი წი­ნა­და­დე­ბე­ბი მოგ­ვახ­სე­ნეთ", - მი­მარ­თა კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

ამას­თან, ვიცე-მე­რის, ალექ­სან­დრე მარ­გიშ­ვი­ლის თქმით, "სითი პარ­კმა" უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, რომ მე­რი­ა­ში ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა შე­იც­ვა­ლა და ის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც მათ აქვთ არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა იმას, რო­გო­რიც უნდა იყოს მი­ლი­ონ­ნა­ხე­ვა­რი ადა­მი­ა­ნის მიერ არ­ჩე­უ­ლი ორ­გა­ნო.

"მე­რი­ა­ში შე­იც­ვა­ლა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა და მო­ვი­და ახა­ლი, რო­მე­ლიც თბი­ლი­სე­ლებ­ზე ზრუ­ნავს. ჩვენ ვხე­დავთ პრობ­ლე­მებს იმ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში, რო­მე­ლიც კომ­პა­ნი­ა­სა და მე­რი­ას შო­რის გა­ფორმ­და და ვფიქ­რობ, ნელ­ნე­ლა უნდა შე­ვე­გუ­ოთ იმას, რომ ამ კონ­ტრაქტს მო­მა­ვა­ლი არ უწე­რია", - გა­ნა­ცხა­და მარ­გიშ­ვილ­მა.

კი­დევ ერთი ვიცე-მე­რის, გი­ორ­გი ხე­ლა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით კი, თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მა­ში­ნაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, როცა მხა­რე­ებს შო­რის სას­ტარ­ტო პი­რო­ბე­ბი თა­ნა­ბა­რია.

"იმის­თვის, რომ ვი­თა­ნამ­შრომ­ლოთ, სას­ტარ­ტო პი­რო­ბე­ბი უნდა იყოს თა­ნა­ბა­რი. კონ­ტრაქ­ტი არის ორი­ვე მხა­რის გა­მომ­ხატ­ვე­ლი დო­კუ­მენ­ტი. იმ პი­რო­ბებ­ში, როცა ერთი მხა­რის უფ­ლე­ბე­ბი დაყ­ვა­ნი­ლია ნუ­ლამ­დე და მე­ო­რე უმაღ­ლეს ხა­რისხშია აყ­ვა­ნი­ლი, ძა­ლი­ან რთუ­ლია ვი­სა­უბ­როთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი ხე­ლა­ი­ამ.

თბი­ლი­სის მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა გან­ცხა­დე­ბე­ბის სა­პა­სუ­ხოდ "სითი პარ­კის" გე­ნე­რა­ლურ­მა მე­ნე­ჯერ­მა ბენი ლა­ჰა­ვიმ აღ­ნიშ­ნა, რომ მე­რი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ცვლი­ლე­ბა არ ნიშ­ნავს იმას, რომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მოხ­დეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შეც­ვლა.

"ვი­ცით, რომ არ­ჩე­უ­ლი ხართ ხალ­ხის მიერ, მაგ­რამ მე­ო­რე სა­კი­თხია, რომ ჩვენ გვაქვს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ორი­ვე მხა­რის მიერ არის და­დე­ბუ­ლი და იმე­დი მაქვს იმის, რომ ამას ორი­ვე მხა­რე პა­ტივს სცემს. თუ რა­ი­მე უკე­თესს შე­მოგ­ვთა­ვა­ზებთ, შეგ­ვიძ­ლია გან­ვი­ხი­ლოთ, რად­გან არც მე ვარ ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ნაკ­ლე­ბად ფიქ­რობს მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე, თუმ­ცა ის ფაქ­ტი, რომ მთავ­რო­ბა შე­იც­ვა­ლა არ ნიშ­ნავს იმას, რომ უნდა შე­იც­ვა­ლოს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბაც", - აღ­ნიშ­ნა "სითი პარ­კის" გე­ნე­რა­ლურ­მა მე­ნე­ჯერ­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ და­ვით ნარ­მა­ნი­ამ კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­გან დღეს მო­ი­თხო­ვა თბი­ლი­სის მთავ­რო­ბას წა­რუდ­გი­ნონ სხვა­დას­ხვა სა­ხის დო­კუ­მენ­ტა­ცია, მათ შო­რის მი­მო­წე­რა, რაც კი მე­რი­ის ყო­ფილ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­სა და კომ­პა­ნი­ის შო­რის ყო­ფი­ლა. ასე­ვე კომ­პა­ნი­ის ფი­ნან­სუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია. კერ­ძოდ, რა ინ­ვეს­ტი­ცია ჩადო "სითი პარ­კმა" სა­ქარ­თვე­ლო­ში და რა მო­გე­ბა აქვს დღეს­დღე­ო­ბით. ასე­ვე, გეგ­მა სა­მო­მავ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­სა­ხებ და კონ­კრე­ტუ­ლი და­სა­ბუ­თე­ბა და გა­ან­გა­რი­შე­ბა იმი­სა, თუ რამ გა­ნა­პი­რო­ბა პარ­კი­რე­ბა­ზე ტა­რი­ფის გაზ­რდა.

კომ­პა­ნია "სითი პარ­კი" თბი­ლი­სი­დან წას­ვლას არ აპი­რებს, - ასე უპა­სუ­ხა კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლურ­მა მე­ნე­ჯერ­მა, ბენი ლა­ჰა­ვიმ თბი­ლი­სის მთავ­რო­ბის წევ­რებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას, რომ მან კონ­ტრაქ­ტის გა­ფორ­მე­ბა­ზე უარი თა­ვად თქვას.

"მად­ლობთ რჩე­ვის­თვის, მაგ­რამ ჩვენ თბი­ლი­სის და­ტო­ვე­ბას არ ვა­პი­რებთ. ჩვენ გვაქვს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და გა­ვაგ­რძე­ლებთ ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბას", - გა­ნა­ცხა­და "სითი პარ­კის" გე­ნე­რა­ლურ­მა მე­ნე­ჯერ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ის ითხოვს თუნ­დაც ერთ მი­ნიშ­ნე­ბას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ სრულ­დე­ბა კომ­პა­ნი­ის მხრი­დან.

"ჩვენ ვას­რუ­ლებთ ყვე­ლა ვალ­დე­ბუ­ლე­ბას და პრე­ტენ­ზი­ებს ვერ მი­ვი­ღებ", - აღ­ნიშ­ნა მან.

"სითი პარ­კის" ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის შეხ­ვედ­რა დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბი­სა და საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რებ­თან თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში იმარ­თე­ბა. შეხ­ვედ­რას უძღვე­ბა და­ვით ნარ­მა­ნია, რო­მელ­მაც ასე­ვე გა­მოთ­ქვა კრი­ტი­კუ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბი კომ­პა­ნი­ის მი­მართ. კონ­ტრაქ­ტზე ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით უა­რის თქმის­კენ კი, კომ­პა­ნი­ას საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტატ­მა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა მო­უ­წო­და.

"კო­მი­კუ­რი და ამა­ვე დროს ტრა­გი­კუ­ლია, რა­საც ახლა ვუ­ყუ­რებთ. კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც პარ­კი­რე­ბის კუ­თხით თბი­ლის­ში 7 წე­ლია ოპე­რი­რებს, დღეს პირ­ვე­ლად ჩნდე­ბა. ციფ­რებ­საც, სად რა გა­და­ი­რი­ცხა, 7 წლის თავ­ზე პირ­ვე­ლად ვი­გებთ მა­შინ, როცა ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ის ჩვე­ნი ჯი­ბი­დან ამო­ი­ღო. თქვენ ხართ კომ­პა­ნია, რო­მელ­მაც თბი­ლი­სე­ლე­ბის სა­ყო­ველ­თაო სი­ძულ­ვი­ლი და­იმ­სა­ხუ­რა. მე მაქვს ერთი რჩე­ვა, რო­გორც მო­ქა­ლა­ქეს და რო­გორც საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რს - თა­ვად თქვით უარი და გა­წყვი­ტეთ კონ­ტრაქ­ტი. შე­ირ­გეთ, რა­საც თბი­ლი­სე­ლე­ბის ჯი­ბე­ე­ბი­დან იღებ­დით. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თქვე­ნი კომ­პა­ნია კო­რუფ­ცი­ულ გა­რი­გე­ბა­ში იყო მე­რი­ის ყო­ფილ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან და შე­სა­ბა­მის მო­ნა­ცე­მებს უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში წარ­მო­ვად­გენ. თქვენ ჩა­ვარ­დე­ბით ძა­ლი­ან ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. გირ­ჩევთ, ამ მდგო­მა­რე­ო­ბას თავი აა­რი­დოთ, უბ­რა­ლოდ თქვით უარი და წაბ­რძან­დით. შე­ლა­ხუ­ლი რე­პუ­ტა­ცი­ის კომ­პა­ნია იქ­ნე­ბით, მაგ­რამ სა­მა­გი­ე­როდ შე­ირ­გებთ ნა­ძარცვს", - მი­მარ­თა ელი­საშ­ვილ­მა კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მერია "სითი პარკთან" ხელშეკრულების შეცვლას გეგმავს - დატოვებს თუ არა კომპანია თბილისს

მერია "სითი პარკთან" ხელშეკრულების შეცვლას გეგმავს - დატოვებს თუ არა კომპანია თბილისს

თბილისის მერია კომპანია "სითი პარკთან" არსებული ხელშეკრულების შეცვლას გეგმავს, - ამის შესახებ განცხადება თბილისის მთავრობის წევრებმა "სითი პარკის" წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთეს.

როგორც თავად დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ აღნიშნა, ის კომპანიის ხელმძღვანელობას სექტემბრის ბოლომდე აძლევს ვადას ხელშეკრულებაში გონივრული, გაანგარიშებასა და მხარეთა თანასწორობაზე დაფუძნებული ცვლილებების შეტანისთვის.

"ეს ხელშეკრულება არ ემსახურება ხალხის და ქალაქის ინტერესებს. ის არის კონკრეტული ფირმის და მასთან დაკავშირებული პირების გამდიდრების საშუალება. არსებული კონტრაქტით მუნიციპალიტეტი მხოლოდ უსუსური წარმონაქმნია. მე არ ვიცი სხვაგან ანალოგიური ხელშეკრულება, რომელიც ასეთ უსუსურ მდგომარეობაში აყენებდეს მუნიციპალიტეტს. მოვემზადოთ, რათა დავჯდეთ ხელშეკრულებაში ცვლილებებისთვის – გონივრულ და გაანგარიშებაზე, ასევე მხარეთა თანასწორობაზე დაფუძნებული ცვლილებებისთვის. გთავაზობთ, სექტემბრის ბოლომდე ჩამოვყალიბდეთ როგორ შეიძლება შევცვალოთ ხელშეკრულება: ჩვენ ჩვენს წინადადებებს შემოგთავაზებთ, თქვენ თქვენი წინადადებები მოგვახსენეთ", - მიმართა კომპანიის ხელმძღვანელობას დავით ნარმანიამ.

ამასთან, ვიცე-მერის, ალექსანდრე მარგიშვილის თქმით, "სითი პარკმა" უნდა გაითვალისწინოს, რომ მერიაში ხელმძღვანელობა შეიცვალა და ის დამოკიდებულება, რომელიც მათ აქვთ არ შეესაბამება იმას, როგორიც უნდა იყოს მილიონნახევარი ადამიანის მიერ არჩეული ორგანო.

"მერიაში შეიცვალა ხელმძღვანელობა და მოვიდა ახალი, რომელიც თბილისელებზე ზრუნავს. ჩვენ ვხედავთ პრობლემებს იმ ხელშეკრულებაში, რომელიც კომპანიასა და მერიას შორის გაფორმდა და ვფიქრობ, ნელნელა უნდა შევეგუოთ იმას, რომ ამ კონტრაქტს მომავალი არ უწერია", - განაცხადა მარგიშვილმა.

კიდევ ერთი ვიცე-მერის, გიორგი ხელაიას განცხადებით კი, თანამშრომლობა მაშინაა შესაძლებელი, როცა მხარეებს შორის სასტარტო პირობები თანაბარია.

"იმისთვის, რომ ვითანამშრომლოთ, სასტარტო პირობები უნდა იყოს თანაბარი. კონტრაქტი არის ორივე მხარის გამომხატველი დოკუმენტი. იმ პირობებში, როცა ერთი მხარის უფლებები დაყვანილია ნულამდე და მეორე უმაღლეს ხარისხშია აყვანილი, ძალიან რთულია ვისაუბროთ თანამშრომლობაზე", - აღნიშნა გიორგი ხელაიამ.

თბილისის მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებების საპასუხოდ "სითი პარკის" გენერალურმა მენეჯერმა ბენი ლაჰავიმ აღნიშნა, რომ მერიის ხელმძღვანელობის ცვლილება არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს ხელშეკრულების შეცვლა.

"ვიცით, რომ არჩეული ხართ ხალხის მიერ, მაგრამ მეორე საკითხია, რომ ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება, რომელიც ორივე მხარის მიერ არის დადებული და იმედი მაქვს იმის, რომ ამას ორივე მხარე პატივს სცემს. თუ რაიმე უკეთესს შემოგვთავაზებთ, შეგვიძლია განვიხილოთ, რადგან არც მე ვარ ის ადამიანი, რომელიც ნაკლებად ფიქრობს მოქალაქეებზე, თუმცა ის ფაქტი, რომ მთავრობა შეიცვალა არ ნიშნავს იმას, რომ უნდა შეიცვალოს ხელშეკრულებაც", - აღნიშნა "სითი პარკის" გენერალურმა მენეჯერმა.

აღსანიშნავია, რომ დავით ნარმანიამ კომპანიის ხელმძღვანელობისგან დღეს მოითხოვა თბილისის მთავრობას წარუდგინონ სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია, მათ შორის მიმოწერა, რაც კი მერიის ყოფილ ხელმძღვანელობასა და კომპანიის შორის ყოფილა. ასევე კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია. კერძოდ, რა ინვესტიცია ჩადო "სითი პარკმა" საქართველოში და რა მოგება აქვს დღესდღეობით. ასევე, გეგმა სამომავლო სამუშაოების შესახებ და კონკრეტული დასაბუთება და გაანგარიშება იმისა, თუ რამ განაპირობა პარკირებაზე ტარიფის გაზრდა.

კომპანია "სითი პარკი" თბილისიდან წასვლას არ აპირებს, - ასე უპასუხა კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა, ბენი ლაჰავიმ თბილისის მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე გაკეთებულ განცხადებას, რომ მან კონტრაქტის გაფორმებაზე უარი თავად თქვას.

"მადლობთ რჩევისთვის, მაგრამ ჩვენ თბილისის დატოვებას არ ვაპირებთ. ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება და გავაგრძელებთ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას", - განაცხადა "სითი პარკის" გენერალურმა მენეჯერმა.

მისივე განმარტებით, ის ითხოვს თუნდაც ერთ მინიშნებას იმასთან დაკავშირებით, რა ვალდებულება არ სრულდება კომპანიის მხრიდან.

"ჩვენ ვასრულებთ ყველა ვალდებულებას და პრეტენზიებს ვერ მივიღებ", - აღნიშნა მან.

"სითი პარკის" ხელმძღვანელების შეხვედრა დედაქალაქის მთავრობისა და საკრებულოს წევრებთან თბილისის მერიაში იმართება. შეხვედრას უძღვება დავით ნარმანია, რომელმაც ასევე გამოთქვა კრიტიკული შენიშვნები კომპანიის მიმართ. კონტრაქტზე ნებაყოფლობით უარის თქმისკენ კი, კომპანიას საკრებულოს დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა მოუწოდა.

"კომიკური და ამავე დროს ტრაგიკულია, რასაც ახლა ვუყურებთ. კომპანია, რომელიც პარკირების კუთხით თბილისში 7 წელია ოპერირებს, დღეს პირველად ჩნდება. ციფრებსაც, სად რა გადაირიცხა, 7 წლის თავზე პირველად ვიგებთ მაშინ, როცა ამ წლების განმავლობაში ის ჩვენი ჯიბიდან ამოიღო. თქვენ ხართ კომპანია, რომელმაც თბილისელების საყოველთაო სიძულვილი დაიმსახურა. მე მაქვს ერთი რჩევა, როგორც მოქალაქეს და როგორც საკრებულოს წევრს - თავად თქვით უარი და გაწყვიტეთ კონტრაქტი. შეირგეთ, რასაც თბილისელების ჯიბეებიდან იღებდით. ჩემი ინფორმაციით, თქვენი კომპანია კორუფციულ გარიგებაში იყო მერიის ყოფილ ხელმძღვანელობასთან და შესაბამის მონაცემებს უახლოეს მომავალში წარმოვადგენ. თქვენ ჩავარდებით ძალიან ცუდ მდგომარეობაში. გირჩევთ, ამ მდგომარეობას თავი აარიდოთ, უბრალოდ თქვით უარი და წაბრძანდით. შელახული რეპუტაციის კომპანია იქნებით, მაგრამ სამაგიეროდ შეირგებთ ნაძარცვს", - მიმართა ელისაშვილმა კომპანიის ხელმძღვანელობას.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა