"კაზანტიპის რესპუბლიკაში", ცოტა ხნის წინ დაახლოებით ოცდაათმა წყვილმა "იქორწინა". საზეიმო ღონისძიება "კაზანტიპის რესპუბლიკის" მთავარ სცენაზე გაიმართა. დაქორწინებული წყვილებიდან არიან გოგოებიც, რომლებმაც ერთმანეთზე "იქორწინეს". დაქორწინებულ წყვილებს "კაზანტიპისგან" ქორწინების სპეციალური დოკუმენტები გადაეცათ.
როგორც ერთ-ერთმა დაქორწინებულმა წყვილმა განაცხადა, ისინი უკვე დიდი ხანია იცნობენ ერთმანეთს. უკვე დიდი ხანია ერთად ცხოვრობენ, თუმცა ცოტა ხნის წინ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ "კაზანტიპის" ფესტივალზე "დაქორწინებულიყვნენ".
"ჩვენ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და ბედნიერები ვართ, რომ დღეს ერთად ვართ. დღეს ჩვენ დავქორწინდით და ვაპირებთ, რომ მთელი ცხოვრება ერთად ვიყოთ", - განაცხადეს დაქორწინებულებმა.
"კაზანტიპის" ღონისძიების ფარგლებში, კიდევ არაერთი წყვილი დაქორწინდება, რადგან საქორწინო ღონისძიება კიდევ ორჯერ გაიმართება.
რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-15 მუხლის თანახმად, რესპუბლიკის ტერიტორიაზე მისასალმებელია სიყვარული ნებისმიერი სახის გამოვლინებით, გარდა სექსუალური აღვირახსნილობისა. მათთვის, ვინც ამას გვერდს აუვლის, დაწესებულია "სწრაფი ქორწინების" ინსტიტუტი. მოქალაქეები, რომელთაც უცებ შეუყვარდებათ ერთმანეთი, საშუალება ეძლევათ, სწრაფად განახორციელონ ზეციური ქორწინება, ანუ გაიარონ "სწრაფი ქორწინების" ცერემონია. "ზეციური კავშირის რაოდენობა განუსაზღვრელია. ღმერთმა დალოცოს თქვენი კავშირი!", - აღნიშნულია კონსტიტუციაში.
გთავაზობთ ექსკლუზიურ კადრებს ცერემონიის ადგილიდან.
იხილეთ ფოტოგალერეა
ასევე დაგაინტერესებთ: სექსი მხოლოდ "ზეციური ქორწინების" შემდეგ... - რა წერია "კაზანტიპის" კონსტიტუციაში