პოლიტიკა
სამართალი

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინა იარაღის დეფიციტის წინაშეა - რა ვითარებაა ქვეყნის კონფლიქტურ ქალაქებში
უკრაინა იარაღის დეფიციტის წინაშეა - რა ვითარებაა ქვეყნის კონფლიქტურ ქალაქებში

უკ­რა­ი­ნა­ში ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცია გრძელ­დე­ბა. სამ­თავ­რო­ბო და­ნა­ყო­ფე­ბის წინსვლის მი­უ­ხე­და­ვად, ამ­ბო­ხე­ბულ­თა მხრი­დან ისი­ნი დიდ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას აწყდე­ბი­ან. თუ ოპე­რა­ცი­ის და­სა­წყის­ში მათ გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში მხო­ლოდ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი იყო, ამ­ჟა­მად ლუ­განსკის და დო­ნეც­კის თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კე­ბის არ­მი­ე­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში ტან­კე­ბი, ჯავ­შან­ტექ­ნი­კა და არ­ტი­ლე­რი­აც არის.

უკ­რა­ი­ნის არ­მი­ა­ში ტექ­ნი­კის და შე­ი­რა­ღე­ბის დე­ფი­ცი­ტი შე­იმ­ჩნე­ვა. და­ნა­კარ­გე­ბის შე­სავ­სე­ბად კი­ევს სულ უფრო ხშრად უწევს, და­კონ­სერ­ვე­ბუ­ლი ტექ­ნი­კის აღ­დგე­ნა და წინა ხაზ­ზე გაშ­ვე­ბის წინ საჩ­ქა­რო რე­მონ­ტის ჩა­ტა­რე­ბა. უკ­რა­ი­ნუ­ლი არ­მი­ის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი შე­ი­რა­ღე­ბი­სა და ტექ­ნი­კის ლო­მის წილი საბ­ჭო­უ­რი წარ­მო­ე­ბის ნი­მუ­შებ­ზე მო­დის. მათი ნა­წი­ლი ამორ­ტი­ზი­რე­ბუ­ლი და მოძ­ვე­ლე­ბუ­ლია.

სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­შია უკ­რა­ი­ნუ­ლი სამ­ხედ­რო ავი­ა­ცი­აც. ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცი­ი­სას, მე­ამ­ბო­ხე­ებ­მა 8 შვე­ულმფრე­ნი და ამ­დე­ნი­ვე თვითმფრი­ნა­ვი ჩა­მო­აგ­დეს. სსრკ-ს დაშ­ლის მო­მენ­ტის­თვის, უკ­რა­ი­ნა პოსტ-საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი სა­ა­ვი­ა­ციო პარ­კის მფლო­ბე­ლი გახ­და. კი­ე­ვის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში 1,100 სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვი და თით­ქმის ამ­დე­ნი­ვე შვე­ულმფრე­ნი აღ­მოჩ­ნდა. თან­და­თა­ნო­ბით უფუ­ლო­ბის გამო, საფ­რენ აპ­რა­ტებს შე­ი­ა­რა­ღე­ბი­დან ხსნიდ­ნენ, აკონ­სერ­ვებ­დნენ და ყიდ­დნენ. ასე მა­გა­ლი­თად, 1992 წელს არ­სე­ბუ­ლი 250-მდე Ми-24-დან ამ­ჟა­მად მწყობ­რში მხო­ლოდ 30 ირი­ცხე­ბა. თუმ­ცა მათ­გან რამ­დე­ნი დაფ­რი­ნავს უც­ნო­ბია.

არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში კი­ე­ვი და­სავ­ლეთს სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბას უკვე ღიად სთხოვს. 18 აგ­ვის­ტოს, უკ­რა­ი­ნის რა­დის სპი­კერ­მა ალექ­სან­დრე ტურ­ჩი­ნოვ­მა ლიტ­ვურ სა­ა­გენ­ტო BNS-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში, და­სავ­ლეთს უკ­რა­ი­ნის­თვის სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის მი­წო­დე­ბა სთხო­ვა. მისი თქმით, ამ­ჟა­მად ქვე­ყა­ნას თა­ნა­მედ­რო­ვე შე­ი­ა­რა­ღე­ბა და საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბი სჭირ­დე­ბა.

თხოვ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, ამ ეტაპ­ზე ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რე­ბი ასე­თი დახ­მა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას გა­მო­რი­ცხა­ვენ. ამის შე­სა­ხებ სა­კუ­თარ ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში გერ­მა­ნი­ი­სა და ფი­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრებ­მა ისა­უბ­რეს. მათ მო­საზ­რე­ბას "ნა­ტოს" გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნიც იზი­ა­რებს.

სა­გუ­ლის­ხმოა, რომ პო­რო­შენ­კოს გან­ცხა­დე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, თა­ვად მოს­კო­ვი უკ­რა­ი­ნის­გან სამ­ხედ­რო პრო­დუქ­ცი­ის იმ­პორტზე უა­რის თქმას აპი­რებს. საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, უკ­რი­ნა­ში ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბი, სამ­ხედ­რო შვე­ულმფრე­ნე­ბი­სა და თვითმფრი­ნა­ვე­ბის ძრა­ვე­ბი მზად­დე­ბო­და. სსრკ-ს დაშ­ლის შემ­დეგ, უკ­რა­ი­ნუ­ლი ქარ­ხნე­ბი რუ­სე­თის მო­მა­რა­გე­ბას ახა­ლი პრო­დუქ­ცი­ით და მა­რაგ­ნა­წი­ლე­ბით, მოს­კოვ­სა და კი­ევს შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუ­ძელ­ზე გა­ნაგ­რძობ­დნენ. ამ­ჟა­მად ვი­თა­რე­ბა შე­იც­ვა­ლა. ივ­ნი­სის თვე­ში, პრე­ზი­დენ­ტმა პო­რო­შენ­კომ რუ­სეთ­ში სამ­ხედ­რო პრო­დუქ­ცი­ის ექ­სპორ­ტი აკ­რძა­ლა.

წლე­ბის წინ, უკ­რა­ი­ნის ქა­ლაქ დნეპ­რო­პეტ­როვ­სკში ბირ­თვულ ქო­ბი­ნი­ან ბა­ლის­ტი­კურ რა­კე­ტებს P-36-ს ამ­ზა­დებ­დნენ, რომ­ლებ­საც და­სავ­ლეთ­ში "სა­ტა­ნა" შე­არ­ქვეს. ამ­ჟა­მად ეს რა­კე­ტე­ბი რუ­სუ­ლი ბირ­თვუ­ლი ტრი­ა­დის ერთ-ერთი მთა­ვა­რი შე­მად­გე­ნე­ლი კომ­პო­ნენ­ტია. მათი გა­მარ­თუ­ლი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის­თვის სა­ჭი­რო მა­რაგ­ნა­წი­ლე­ბის მი­ღე­ბა მოს­კოვს მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნის­გან შე­უძ­ლია.

ანა­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ბო­ბა სა­ა­ვი­ა­ციო ძრა­ვებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. რუ­სუ­ლი მსუ­ბუ­ქი საბ­რძო­ლო სას­წავ­ლო თვითმფრი­ნა­ვი Як-130, რო­მე­ლიც მოს­კოვს ექ­სპორტზეც გა­აქვს, უკ­რა­ი­ნის ქა­ლაქ ზა­პო­რო­ჟი­ე­ში დამ­ზა­დე­ბუ­ლი ძრა­ვე­ბით დაფ­რი­ნავს. ამა­ვე ქარ­ხა­ნა­ში იწყო­ბა სატ­რან­სპორ­ტო თვითმფრი­ნა­ვე­ბის ძრა­ვე­ბიც.

რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო-სატ­რან­სპორ­ტო და დამ­რტყმე­ლი შვე­ულმფრე­ნე­ბის ძრა­ვებს ასე­ვე უკ­რა­ი­ნა­ში, კომ­პა­ნია Мотор Сич ამ­ზა­დებს.

უკ­რა­ი­ნი­დან სამ­ხედ­რო პრო­დუქ­ცი­ის იმ­პორ­ტის შემ­ცი­რე­ბა­ზე რუ­სეთ­ში უკვე დიდი ხა­ნია ლა­პა­რა­კო­ბენ. რუ­სუ­ლი ქარ­ხნე­ბი უკ­რა­ი­ნუ­ლი მა­რაგ­ნა­წი­ლე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბას სა­კუ­თა­რი პრო­დუქ­ცი­ით აპი­რე­ბენ. ყო­ველ­წლი­უ­რად რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო საშ­ვე­ულმფრე­ნო პარ­კი 300-350 ახალ ძრავს სა­ჭი­რო­ებს. რუ­სუ­ლი ქარ­ხნე­ბი კი წე­ლი­წად­ში მხო­ლოდ 50-ს ამ­ზა­დე­ბენ. და­ნარ­ჩენ რა­ო­დე­ნო­ბას მოს­კო­ვი კი­ე­ვის­გან ყი­დუ­ლობ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ჭი­რო მო­ცუ­ლო­ბის ძრა­ვე­ბის, სა­კუ­თა­რი რე­სურ­სე­ბით დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას რუ­სე­ბი მხო­ლოდ 2016 წლის­თვის შეძ­ლე­ბენ.

რა თქმა უნდა, პო­რო­შენ­კოს ბრა­ნე­ბამ, რუ­სეთ­ში სამ­ხედ­რო პრო­დუქ­ცი­ის ექ­სპორ­ტის აკ­რძალ­ვის თა­ო­ბა­ზე, უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო მრეწ­ვე­ლო­ბა­ზე მძი­მედ იმოქ­მე­და. თუმ­ცა სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არც რუ­სე­თი აღ­მოჩ­ნდა.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

უკრაინა იარაღის დეფიციტის წინაშეა - რა ვითარებაა ქვეყნის კონფლიქტურ ქალაქებში

უკრაინა იარაღის დეფიციტის წინაშეა - რა ვითარებაა ქვეყნის კონფლიქტურ ქალაქებში

უკრაინაში ანტიტერორისტული ოპერაცია გრძელდება. სამთავრობო დანაყოფების წინსვლის მიუხედავად, ამბოხებულთა მხრიდან ისინი დიდ წინააღმდეგობას აწყდებიან. თუ ოპერაციის დასაწყისში მათ განკარგულებაში მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღი იყო, ამჟამად ლუგანსკის და დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების არმიების განკარგულებაში ტანკები, ჯავშანტექნიკა და არტილერიაც არის.

უკრაინის არმიაში ტექნიკის და შეირაღების დეფიციტი შეიმჩნევა. დანაკარგების შესავსებად კიევს სულ უფრო ხშრად უწევს, დაკონსერვებული ტექნიკის აღდგენა და წინა ხაზზე გაშვების წინ საჩქარო რემონტის ჩატარება. უკრაინული არმიის განკარგულებაში არსებული შეირაღებისა და ტექნიკის ლომის წილი საბჭოური წარმოების ნიმუშებზე მოდის. მათი ნაწილი ამორტიზირებული და მოძველებულია.

სავალალო მდგომარეობაშია უკრაინული სამხედრო ავიაციაც. ანტიტერორისტული ოპერაციისას, მეამბოხეებმა 8 შვეულმფრენი და ამდენივე თვითმფრინავი ჩამოაგდეს. სსრკ-ს დაშლის მომენტისთვის, უკრაინა პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკებიდან ყველაზე მსხვილი საავიაციო პარკის მფლობელი გახდა. კიევის განკარგულებაში 1,100 სამხედრო თვითმფრინავი და თითქმის ამდენივე შვეულმფრენი აღმოჩნდა. თანდათანობით უფულობის გამო, საფრენ აპრატებს შეიარაღებიდან ხსნიდნენ, აკონსერვებდნენ და ყიდდნენ. ასე მაგალითად, 1992 წელს არსებული 250-მდე Ми-24-დან ამჟამად მწყობრში მხოლოდ 30 ირიცხება. თუმცა მათგან რამდენი დაფრინავს უცნობია.

არსებულ ვითარებაში კიევი დასავლეთს სამხედრო დახმარებას უკვე ღიად სთხოვს. 18 აგვისტოს, უკრაინის რადის სპიკერმა ალექსანდრე ტურჩინოვმა ლიტვურ სააგენტო BNS-სთან ინტერვიუში, დასავლეთს უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდება სთხოვა. მისი თქმით, ამჟამად ქვეყანას თანამედროვე შეიარაღება და საფრენი აპარატები სჭირდება.

თხოვნის მიუხედავად, ამ ეტაპზე ევროპელი ლიდერები ასეთი დახმარების შესაძლებლობას გამორიცხავენ. ამის შესახებ საკუთარ ინტერვიუებში გერმანიისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისაუბრეს. მათ მოსაზრებას "ნატოს" გენერალური მდივანიც იზიარებს.

საგულისხმოა, რომ პოროშენკოს განცხადების პარალელურად, თავად მოსკოვი უკრაინისგან სამხედრო პროდუქციის იმპორტზე უარის თქმას აპირებს. საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, უკრინაში ბალისტიკური რაკეტები, სამხედრო შვეულმფრენებისა და თვითმფრინავების ძრავები მზადდებოდა. სსრკ-ს დაშლის შემდეგ, უკრაინული ქარხნები რუსეთის მომარაგებას ახალი პროდუქციით და მარაგნაწილებით, მოსკოვსა და კიევს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძელზე განაგრძობდნენ. ამჟამად ვითარება შეიცვალა. ივნისის თვეში, პრეზიდენტმა პოროშენკომ რუსეთში სამხედრო პროდუქციის ექსპორტი აკრძალა.

წლების წინ, უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში ბირთვულ ქობინიან ბალისტიკურ რაკეტებს P-36-ს ამზადებდნენ, რომლებსაც დასავლეთში "სატანა" შეარქვეს. ამჟამად ეს რაკეტები რუსული ბირთვული ტრიადის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი კომპონენტია. მათი გამართული ექსპლუატაციისთვის საჭირო მარაგნაწილების მიღება მოსკოვს მხოლოდ უკრაინისგან შეუძლია.

ანალოგიური მდგომარებობა საავიაციო ძრავებთან მიმართებაში. რუსული მსუბუქი საბრძოლო სასწავლო თვითმფრინავი Як-130, რომელიც მოსკოვს ექსპორტზეც გააქვს, უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეში დამზადებული ძრავებით დაფრინავს. ამავე ქარხანაში იწყობა სატრანსპორტო თვითმფრინავების ძრავებიც.

რუსული სამხედრო-სატრანსპორტო და დამრტყმელი შვეულმფრენების ძრავებს ასევე უკრაინაში, კომპანია Мотор Сич ამზადებს.

უკრაინიდან სამხედრო პროდუქციის იმპორტის შემცირებაზე რუსეთში უკვე დიდი ხანია ლაპარაკობენ. რუსული ქარხნები უკრაინული მარაგნაწილების ჩანაცვლებას საკუთარი პროდუქციით აპირებენ. ყოველწლიურად რუსული სამხედრო საშვეულმფრენო პარკი 300-350 ახალ ძრავს საჭიროებს. რუსული ქარხნები კი წელიწადში მხოლოდ 50-ს ამზადებენ. დანარჩენ რაოდენობას მოსკოვი კიევისგან ყიდულობდა. აღსანიშნავია, რომ საჭირო მოცულობის ძრავების, საკუთარი რესურსებით დაკმაყოფილებას რუსები მხოლოდ 2016 წლისთვის შეძლებენ.

რა თქმა უნდა, პოროშენკოს ბრანებამ, რუსეთში სამხედრო პროდუქციის ექსპორტის აკრძალვის თაობაზე, უკრაინის სამხედრო მრეწველობაზე მძიმედ იმოქმედა. თუმცა სახარბიელო მდგომარეობაში არც რუსეთი აღმოჩნდა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა