კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დამრიგებლებისთვის მშობლებთან რეგულარული კომუნიკაცია სავალდებულო ხდება
დამრიგებლებისთვის მშობლებთან რეგულარული კომუნიკაცია სავალდებულო ხდება

დამ­რი­გებ­ლე­ბის­თვის მშობ­ლებ­თან რე­გუ­ლა­რუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია სა­ვალ­დე­ბუ­ლო ხდე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო მშობ­ლე­ბის სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში ჩარ­თუ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ახალ პროგ­რა­მებს იწყებს, რო­მელ­თა პრე­ზენ­ტა­ცია დღეს მი­ნის­ტრმა თა­მარ სა­ნი­კი­ძემ გა­მარ­თა.

თა­მარ სა­ნი­კი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბის პროგ­რა­მა სხვა ქვეყ­ნებ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლია, რა­მაც დიდი ზე­გავ­ლე­ნა იქო­ნია სწავ­ლის შე­დე­გე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე.

მი­სი­ვე თქმით, ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში არ­სე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რი კლა­სის დამ­რი­გებ­ლებს და­ა­ვალ­დე­ბუ­ლებს, იქო­ნი­ოს მშო­ბელ­თან მუდ­მი­ვი და სტა­ბი­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია.

"ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის ჩა­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით, წარ­მო­ვად­გენთ დე­ტა­ლურ გზამ­კვლევს, სა­დაც კარ­გად იქ­ნე­ბა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, რო­გო­რი უნდა იყოს ფორ­მა­ტი, სიხ­ში­რე, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის თე­მე­ბი. ჩვენ შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბით მოს­წავ­ლის ქცე­ვი­სა და აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბის შე­სა­ხებ იმ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბით, რო­მე­ლიც მშო­ბელს გარ­კვე­უ­ლი ანა­ლი­ზის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს. ასე­ვე, მშო­ბელს მი­ე­წო­დე­ბა შვი­ლის ქცე­ვას­თან და მოს­წრე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რომ­ლის ნა­წი­ლი შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა სახ­ლის პი­რო­ბებ­ში, ნა­წი­ლი კი - სას­კო­ლო აქ­ტი­ვო­ბებ­ში", - გან­მარ­ტა თა­მარ სა­ნი­კი­ძემ.

ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის თა­ნახ­მად, დამ­რი­გებ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბებს შო­რის არის მშობ­ლის რე­გუ­ლა­რუ­ლი ინ­ფორ­მი­რე­ბა მოს­წავ­ლის მიღ­წე­ვე­ბის შე­სა­ხებ არა­ნაკ­ლებ თვე­ში ერთხელ, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით, პი­რა­დი შეხ­ვედ­რი­სას, ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით, მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბით და სხვ.

მი­ნის­ტრის გან­მარ­ტე­ბით, ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცია დამ­რი­გე­ბელს პა­სუხს მოს­თხოვს.

გარ­და ამი­სა, 2015 წლის იან­ვრი­დან უწყე­ბა ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბის მიზ­ნით მშო­ბელ­თა გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას იწყებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მა გუ­ლის­ხმობს მშო­ბელ­თა ინ­ფორ­მი­რე­ბას ისეთ თე­მებ­ზე, რო­გო­რე­ბიც არის სახ­ლში სწავ­ლის­თვის სა­ჭი­რო უნარჩვე­ვე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის ხელ­შე­წყო­ბა, მო­ზარ­დის ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის დაც­ვა, ბავ­შვის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნა და ა.შ.

ასეე, მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, 2015 წლის იან­ვრი­დან ამოქ­მედ­დე­ბა ინ­კლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­თა მშობ­ლე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი, მოხ­დე­ბა მშო­ბელ­თა გა­დამ­ზა­დე­ბა და მათი სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში ჩარ­თუ­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა.

რო­გორც თა­მარ სა­ნი­კი­ძემ აღ­ნიშ­ნა, მშო­ბელ­თა გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მა­ში ჩარ­თვა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი იქ­ნე­ბა, თუმ­ცა სა­მი­ნის­ტროს მი­ზა­ნია, პროგ­რა­მა­ში ყვე­ლა მშო­ბე­ლი ჩა­ერ­თოს.

გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის თქმით, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­სა და სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ შე­მუ­შავ­დე­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბი, დე­ტა­ლუ­რი გზამ­კვლევ­ნი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სკო­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას მი­ე­წო­დე­ბა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

დამრიგებლებისთვის მშობლებთან რეგულარული კომუნიკაცია სავალდებულო ხდება

დამრიგებლებისთვის მშობლებთან რეგულარული კომუნიკაცია სავალდებულო ხდება

დამრიგებლებისთვის მშობლებთან რეგულარული კომუნიკაცია სავალდებულო ხდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მშობლების სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობასთან დაკავშირებით ახალ პროგრამებს იწყებს, რომელთა პრეზენტაცია დღეს მინისტრმა თამარ სანიკიძემ გამართა.

თამარ სანიკიძის განცხადებით, მშობელთა ჩართულობის პროგრამა სხვა ქვეყნებში პოპულარულია, რამაც დიდი ზეგავლენა იქონია სწავლის შედეგების გაუმჯობესებაზე.

მისივე თქმით, ეროვნულ სასწავლო გეგმაში არსებული ჩანაწერი კლასის დამრიგებლებს დაავალდებულებს, იქონიოს მშობელთან მუდმივი და სტაბილური კომუნიკაცია.

"ეროვნული სასწავლო გეგმის ჩანაწერის მიხედვით, წარმოვადგენთ დეტალურ გზამკვლევს, სადაც კარგად იქნება ჩამოყალიბებული, როგორი უნდა იყოს ფორმატი, სიხშირე, კომუნიკაციის თემები. ჩვენ შემოვიფარგლებით მოსწავლის ქცევისა და აკადემიური მოსწრების შესახებ იმფორმაციის მიწოდებით, რომელიც მშობელს გარკვეული ანალიზის საშუალებას მისცემს. ასევე, მშობელს მიეწოდება შვილის ქცევასთან და მოსწრებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები, რომლის ნაწილი შესასრულებელი იქნება სახლის პირობებში, ნაწილი კი - სასკოლო აქტივობებში", - განმარტა თამარ სანიკიძემ.

ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, დამრიგებლის მოვალეობებს შორის არის მშობლის რეგულარული ინფორმირება მოსწავლის მიღწევების შესახებ არანაკლებ თვეში ერთხელ, კომუნიკაციის ნებისმიერი ფორმით, პირადი შეხვედრისას, ელექტრონული ფოსტის საშუალებით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით და სხვ.

მინისტრის განმარტებით, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სკოლის ადმინისტრაცია დამრიგებელს პასუხს მოსთხოვს.

გარდა ამისა, 2015 წლის იანვრიდან უწყება ზოგადი განათლების ხელშეწყობის მიზნით მშობელთა განათლების პროგრამის განხორციელებას იწყებს. აღნიშნული პროგრამა გულისხმობს მშობელთა ინფორმირებას ისეთ თემებზე, როგორებიც არის სახლში სწავლისთვის საჭირო უნარჩვევების გამომუშავება, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, მოზარდის ჰიგიენური ნორმების დაცვა, ბავშვის საჭიროებების გამოვლენა და ა.შ.

ასეე, მინისტრის განცხადებით, 2015 წლის იანვრიდან ამოქმედდება ინკლუზიური განათლების მიმართულებით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მშობლების საგანმანათლებლო პროგრამები, მოხდება მშობელთა გადამზადება და მათი სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის უზრუნველყოფა.

როგორც თამარ სანიკიძემ აღნიშნა, მშობელთა განათლების პროგრამაში ჩართვა ნებაყოფლობითი იქნება, თუმცა სამინისტროს მიზანია, პროგრამაში ყველა მშობელი ჩაერთოს.

განათლების მინისტრის თქმით, განათლების სამინისტროსა და სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ შემუშავდება საგანმანათლებლო რესურსები, დეტალური გზამკვლევნი და რეკომენდაციები, რომლებიც სკოლების ადმინისტრაციას მიეწოდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია