მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ "აბამენ" ქართველი ვაჟკაცები უკრაინელ გოგონას პლაჟზე
როგორ "აბამენ" ქართველი ვაჟკაცები უკრაინელ გოგონას პლაჟზე

სა­ქარ­თვე­ლოს შა­ვი­ზღვის­პი­რეთ­ში წელს გან­სა­კუთ­რე­ბით ბევ­რი დამ­სვე­ნე­ბე­ლია. სა­ზღვაო სე­ზო­ნი პიკს აგ­ვის­ტო­ში აღ­წევს და აჭა­რის ცნო­ბილ კუ­რორ­ტებს სულ უფრო მეტი ად­გი­ლობ­რი­ვი და ჩა­მო­სუ­ლი ტუ­რის­ტი სტუმ­რობს. უცხო­ე­ლებს შო­რის არი­ან რო­გორც მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან ჩა­მო­სუ­ლი დამ­სვე­ნებ­ლე­ბი, ასე­ვე მე­გო­ბა­რი სა­ხელ­მწი­ფოს, უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე გა­მო­სულ ქარ­თველ მა­მა­კა­ცებს, გან­სა­კუთ­რე­ბით ახა­რებთ უკ­რა­ი­ნე­ლი გო­გო­ნე­ბის გა­მო­ჩე­ნა, რომ­ლე­ბიც ად­გი­ლობ­რი­ვი დამ­სვე­ნებ­ლე­ბის­გან პირ­ველ რიგ­ში თა­მა­მი სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. ეს კი საკ­მა­რი­სი სა­ბა­ბია სა­კუ­რორ­ტო ნაც­ნო­ბო­ბის და­სა­წყე­ბად, მაგ­რამ ყვე­ლა მცდე­ლო­ბა წარ­მა­ტე­ბით როდი მთავ­რდე­ბა.

ქო­ბუ­ლე­თის ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე გა­მო­სუ­ლი დამ­სვე­ნე­ბე­ლი, ყო­ვე­ლი შემ­თხვე­ვის­თვის მათ, ვინც ჩემს გვერ­დით ეფი­ცხე­ბო­და მზეს, შე­ამ­ჩნევ­და ახალ­გაზ­რდა ქე­რათ­მი­ან გო­გო­ნას, რო­მე­ლიც სა­ნა­პი­რო­ზე მარ­ტო გა­მო­დი­ო­და და თა­ნა­ბა­რი რუ­ჯის მი­სა­ღე­ბად სხე­უ­ლის პი­კან­ტუ­რი ად­გი­ლე­ბის გა­მო­ჩე­ნა­საც არ ერი­დე­ბო­და. ეს არც მის გვერ­დით მო­კა­ლა­თე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბის სა­მე­გობ­როს გა­მო­პარ­ვია და რად­გან ხე­ლის­შემ­შლე­ლი არა­ვინ ჰყავ­დათ, ში­ნა­უ­რი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის გა­რე­მოც­ვის სა­ხით, ხან­მოკ­ლე ფიქ­რის შემ­დეგ მოქ­მე­დე­ბა­ზე ტრა­დი­ცი­უ­ლი ხერ­ხე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­და­ვიდ­ნენ: ჯერ გო­გო­ნას ცივი გა­მაგ­რი­ლე­ბე­ლი სას­მე­ლი გა­უგ­ზავ­ნეს, შემ­დეგ ცხე­ლი სი­მინ­დი და მას შემ­დეგ რაც ქა­ლის­გან "სპა­სი­ბა" მო­ის­მი­ნეს, ახ­ლო­საც მი­უ­ცუც­ქდნენ.

რო­გორც მათი სა­უბ­რი­დან გა­ირ­კვა, დი­ა­ნა მე­გო­ბარ გო­გო­ნას­თან ერ­თად უკ­რა­ი­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლა და რად­გან მე­გო­ბარს ნამ­ზე­უ­რი აწუ­ხებ­და, სა­პა­ნი­რო­ზე მარ­ტო უწევ­და გა­მოს­ვლა. ქარ­თველ ბი­ჭებ­სა და უკ­რა­ი­ნელ გო­გო­ნას შო­რის უფრო მჭიდ­რო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პრობ­ლე­მას მხო­ლოდ ის ქმნი­და, რომ მათ შო­რის რუ­სუ­ლი მხო­ლოდ ერ­თმა იცო­და, სხვე­ბი კი თავ­ბედს იწყევ­ლიდ­ნენ: გვეს­წავ­ლა სკო­ლა­ში რუ­სუ­ლიო. "თარ­ჯი­მა­ნი" კი ენის ცოდ­ნას ოს­ტა­ტუ­რად იყე­ნებ­და თა­ვის სა­სარ­გებ­ლოდ და უკ­რა­ი­ნელ გო­გო­ნას ბი­ჭე­ბის კომ­პლი­მენ­ტე­ბის მხო­ლოდ ნა­წილს უთარ­გმნი­და. ისი­ნი რომ უკ­რა­ი­ნე­ლი ქა­ლე­ბის სი­ლა­მა­ზეს ას­ხამ­დნენ ხოტ­ბას, "თარ­ჯი­მა­ნი" კი­ევ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბით და­ინ­ტე­რეს­და და ივა­ნე მრის­ხა­ნეც კი ახ­სე­ნა, ალ­ბათ სა­კუ­თა­რი ერუ­დი­ცი­ის ხაზ­გა­სას­მე­ლად.

უკ­რა­ი­ნელ მან­დი­ლო­სანს მე­ტად ეამა ქარ­თვე­ლი კა­ცე­ბის ასე­თი თავ­შე­კა­ვე­ბა და შე­ა­ქო კი­დეც: არა­და მაფრ­თხი­ლებ­დნენ, ქარ­თვე­ლი კა­ცე­ბი არ მო­გას­ვე­ნე­ბო. და­ი­წუ­წუ­ნა კი­დეც: ეგ­ვიპ­ტე­ში ვარ ნამ­ყო­ფი და ქუ­ჩა­ში ვერ გავ­დი­ო­დი არა­ბე­ბის ში­ში­თო. არა­და იმ დროს, როცა "თარ­ჯი­მა­ნი" უკ­რა­ი­ნელ სტუ­მარს მა­ღალ მა­ტე­რი­ებ­ზე ელა­პა­რა­კე­ბო­და, მისი მე­გობ­რე­ბი უკვე ბატ­კნის დაკ­ვლა­ზე ფიქ­რობ­დნენ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თით­ქმის ყვე­ლამ იცის გა­მო­ნათ­ქვა­მი ბატ­კნი­სა და მისი თან­მდე­ვი პრო­ცე­სე­ბის შე­სა­ხებ, ამი­ტომ მისი შეხ­სე­ნე­ბით აღარ შე­გა­წუ­ხებთ.

მოკ­ლედ, ქარ­თულ-უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­გობ­რო­ბა ლა­მის კულ­მი­ნა­ცი­ამ­დე იყო მი­სუ­ლი, როცა სა­მე­გობ­რო­დან ერთ-ერ­თმა ზღვა­ში გაგ­რი­ლე­ბა გა­და­წყვი­ტა და თარ­ჯი­მანს მი­ა­ძა­ხა: სა­ღა­მოს შეხ­ვედ­რა­ზე შე­უ­თან­ხმდი, უთხა­რი და­ქა­ლიც წა­მო­იყ­ვა­ნოს, მაგ­რამ იცო­დე, მე ეს მომ­წონს და "პე­რეხ­ვა­ტებს" არა ვარ­თო. "პე­რეხ­ვა­ტის" გა­გო­ნე­ბა­ზე კი იუ­რისტ დი­ა­ნას გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბა შე­ეც­ვა­ლა, "თავ­შე­კა­ვე­ბულ" ბი­ჭებს მო­უ­ბო­დი­შა და მას შემ­დეგ სა­ნა­პი­რო­ზე "ნი­ვი­ჟუს" ურტყამ­და.

აი ასე იცის, როცა "პე­რეხ­ვა­ტი" ქარ­თუ­ლი სი­ტყვა გგო­ნია და როცა ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბის ცხვი­რი­სა და თე­ძო­ე­ბის ფორ­მებს უკ­რა­ი­ნელ გო­გოს­თან ერ­თად გა­ნი­ხი­ლავ. დი­ა­ნა კი­ევ­ში გაფ­რინ­და, ეს ფოტო კი თქვენ სახ­სოვ­რად ჩემ­გან!

შო­რე­ნა გი­ორ­გო­ბი­ა­ნი, Ambebi.ge

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ | რო­გორ "შე­ვა­ბათ" ქა­ლე­ბი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

როგორ "აბამენ" ქართველი ვაჟკაცები უკრაინელ გოგონას პლაჟზე

როგორ "აბამენ" ქართველი ვაჟკაცები უკრაინელ გოგონას პლაჟზე

საქართველოს შავიზღვისპირეთში წელს განსაკუთრებით ბევრი დამსვენებელია. საზღვაო სეზონი პიკს აგვისტოში აღწევს და აჭარის ცნობილ კურორტებს სულ უფრო მეტი ადგილობრივი და ჩამოსული ტურისტი სტუმრობს. უცხოელებს შორის არიან როგორც მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული დამსვენებლები, ასევე მეგობარი სახელმწიფოს, უკრაინის მოქალაქეები. ზღვის სანაპიროზე გამოსულ ქართველ მამაკაცებს, განსაკუთრებით ახარებთ უკრაინელი გოგონების გამოჩენა, რომლებიც ადგილობრივი დამსვენებლებისგან პირველ რიგში თამამი საცურაო კოსტიუმებით გამოირჩევიან. ეს კი საკმარისი საბაბია საკურორტო ნაცნობობის დასაწყებად, მაგრამ ყველა მცდელობა წარმატებით როდი მთავრდება.

ქობულეთის ზღვის სანაპიროზე გამოსული დამსვენებელი, ყოველი შემთხვევისთვის მათ, ვინც ჩემს გვერდით ეფიცხებოდა მზეს, შეამჩნევდა ახალგაზრდა ქერათმიან გოგონას, რომელიც სანაპიროზე მარტო გამოდიოდა და თანაბარი რუჯის მისაღებად სხეულის პიკანტური ადგილების გამოჩენასაც არ ერიდებოდა. ეს არც მის გვერდით მოკალათებული მამაკაცების სამეგობროს გამოპარვია და რადგან ხელისშემშლელი არავინ ჰყავდათ, შინაური ქალბატონების გარემოცვის სახით, ხანმოკლე ფიქრის შემდეგ მოქმედებაზე ტრადიციული ხერხების გამოყენებით გადავიდნენ: ჯერ გოგონას ცივი გამაგრილებელი სასმელი გაუგზავნეს, შემდეგ ცხელი სიმინდი და მას შემდეგ რაც ქალისგან "სპასიბა" მოისმინეს, ახლოსაც მიუცუცქდნენ.

როგორც მათი საუბრიდან გაირკვა, დიანა მეგობარ გოგონასთან ერთად უკრაინიდან ჩამოსულა და რადგან მეგობარს ნამზეური აწუხებდა, საპანიროზე მარტო უწევდა გამოსვლა. ქართველ ბიჭებსა და უკრაინელ გოგონას შორის უფრო მჭიდრო კომუნიკაციის პრობლემას მხოლოდ ის ქმნიდა, რომ მათ შორის რუსული მხოლოდ ერთმა იცოდა, სხვები კი თავბედს იწყევლიდნენ: გვესწავლა სკოლაში რუსულიო. "თარჯიმანი" კი ენის ცოდნას ოსტატურად იყენებდა თავის სასარგებლოდ და უკრაინელ გოგონას ბიჭების კომპლიმენტების მხოლოდ ნაწილს უთარგმნიდა. ისინი რომ უკრაინელი ქალების სილამაზეს ასხამდნენ ხოტბას, "თარჯიმანი"  კიევში მიმდინარე მოვლენებით დაინტერესდა და ივანე მრისხანეც კი ახსენა, ალბათ საკუთარი ერუდიციის ხაზგასასმელად.

უკრაინელ მანდილოსანს მეტად ეამა ქართველი კაცების ასეთი თავშეკავება და შეაქო კიდეც: არადა მაფრთხილებდნენ, ქართველი კაცები არ მოგასვენებო. დაიწუწუნა კიდეც: ეგვიპტეში ვარ ნამყოფი და ქუჩაში ვერ გავდიოდი არაბების შიშითო. არადა იმ დროს, როცა "თარჯიმანი" უკრაინელ სტუმარს მაღალ მატერიებზე ელაპარაკებოდა, მისი მეგობრები უკვე ბატკნის დაკვლაზე ფიქრობდნენ. დარწმუნებული ვარ, თითქმის ყველამ იცის გამონათქვამი ბატკნისა და მისი თანმდევი პროცესების შესახებ, ამიტომ მისი შეხსენებით აღარ შეგაწუხებთ.

მოკლედ, ქართულ-უკრაინული მეგობრობა ლამის კულმინაციამდე იყო მისული, როცა სამეგობროდან ერთ-ერთმა ზღვაში გაგრილება გადაწყვიტა და თარჯიმანს მიაძახა: საღამოს შეხვედრაზე შეუთანხმდი, უთხარი დაქალიც წამოიყვანოს, მაგრამ იცოდე, მე ეს მომწონს და "პერეხვატებს" არა ვართო. "პერეხვატის" გაგონებაზე კი იურისტ დიანას გამომეტყველება შეეცვალა, "თავშეკავებულ" ბიჭებს მოუბოდიშა და მას შემდეგ სანაპიროზე "ნივიჟუს" ურტყამდა.

აი ასე იცის, როცა "პერეხვატი" ქართული სიტყვა გგონია და როცა ქართველი ქალების ცხვირისა და თეძოების ფორმებს უკრაინელ გოგოსთან ერთად განიხილავ. დიანა კიევში გაფრინდა, ეს ფოტო კი თქვენ სახსოვრად ჩემგან!

შორენა გიორგობიანი, Ambebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ | როგორ "შევაბათ" ქალები?

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"