მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კულტურის უმნიშვნელოვანესი ნიმუშები, რომლებიც შემთხვევით გადარჩა
კულტურის უმნიშვნელოვანესი ნიმუშები, რომლებიც შემთხვევით გადარჩა

არ­ქი­მე­დეს უსას­რუ­ლო­ბის ტრაქ­ტა­ტი

 

2011 წელს მა­თე­მა­ტი­კო­სებ­მა აქამ­დე და­კარ­გუ­ლად ცნო­ბი­ლი მა­ნუს­კრიპ­ტი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ბერ­ძე­ნი გე­ნი­ო­სის ტრაქ­ტა­ტი უსას­რუ­ლო­ბის შე­სა­ხებ 2000 წლის წინ არის და­წე­რი­ლი, 2000 წლით ადრე, სა­ნამ ეს კონ­ცეპ­ტი ვინ­მეს მო­ა­ფიქ­რდე­ბო­და. ამ აღ­მო­ჩე­ნას მა­თე­მა­ტი­კის ის­ტო­რი­ა­ში უდი­დეს აღ­მო­ჩე­ნად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ.

ემი­ლი დი­კინ­სო­ნის ლექ­სე­ბი

ემი­ლი დი­კინ­სო­ნი ამე­რი­კის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ე­ტია. ემი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მისი ხელ­ნა­წე­რე­ბი მის დას, ლა­ვი­ნას გა­და­ე­ცა, რო­მელ­მაც წე­რი­ლე­ბი, მა­ნუს­კრიპ­ტე­ბი და ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ჩა­ნა­წე­რე­ბი ცე­ცხლში შე­ყა­რა.მაგ­რამ რო­დე­საც ლექ­სე­ბის დაწ­ვაც და­ა­პი­რა, ერთი გა­და­კი­თხვის შემ­დეგ მიხ­ვდა, რომ დიდ შეც­დო­მას უშ­ვებ­და. მას რომ დი­კინ­სო­ნის ლექ­სე­ბის დაწ­ვა არ გა­და­ე­ფიქ­რე­ბი­ნა, ამე­რი­კუ­ლი პო­ე­ზი­ის ლან­დშაფ­ტე­ბი დღეს სულ სხვა­ნა­ი­რი იქ­ნე­ბო­და.

მონ­ტი პა­ი­ტო­ნი

ბრი­ტა­ნუ­ლი კო­მე­დი­უ­რი კო­ლექ­ტი­ვის, "მონ­ტი პა­ი­ტო­ნის" პირ­ვე­ლი სკე­ჩი 1969 წელს გა­ვი­და ეთე­რე­ში. 1970 წელს "ბი­ბი­სიმ" შე­მო­ი­ღო გა­ნა­წე­სი, რომ ძვე­ლი ფი­რე­ბი გა­და­ე­ყა­რათ. კო­მე­დი­ის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის სა­ბედ­ნი­ე­როდ, "მონ­ტი პა­ი­ტო­ნის" წევ­რმა ტერი ჯონსმა დრო­ზე შე­ი­ტყო "ბი­ბი­სის" გეგ­მის შე­სა­ხებ და არ­სე­ბუ­ლი ფი­რე­ბი შე­ი­ძი­ნა. რომ არა ჯონ­სის წინ­და­ხე­დუ­ლო­ბა, დღეს ლე­გენ­და­რუ­ლი კო­ლექ­ტი­ვის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი კა­ცობ­რი­ო­ბის­თვის და­კარ­გუ­ლი იქ­ნე­ბო­და.

დოქ­ტორ ჯე­კი­ლის და მის­ტერ ჰა­ი­დის უც­ნა­უ­რი საქ­მე

1886 წელს და­წე­რი­ლი სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ჟან­რის კლა­სი­კა სი­ნამ­დვი­ლე­ში რი­მე­ი­ქია. 1985 წელს რო­ბერტ ლუის სტი­ვენ­სონ­მა ორი­გი­ნა­ლი ხელ­ნა­წე­რი და­ას­რუ­ლა, მის­მა ცოლ­მა ფა­ნიმ კი დაწ­ვა. რო­დე­საც სტი­ვენ­სონ­მა ცოლს გა­ნუ­ცხა­და, რომ ეს გი­ჟუ­რი ის­ტო­რია მისი შე­დევ­რი იყო, ქალ­მა ჩათ­ვა­ლა, რომ ქმა­რი ჭკუ­ი­დან შე­ი­შა­ლა. მისი რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მიზ­ნით, ფა­ნიმ გა­და­წყვი­ტა ხელ­ნა­წე­რი გა­ენ­და­გუ­რე­ბი­ნა. შემ­დე­გი სამი წელი სტი­ვენ­სო­ნი ცდი­ლობ­და აღედ­გი­ნა ყო­ვე­ლი დე­ტა­ლი, რო­მე­ლიც ორი­გი­ნალ ტექ­სტში და­წე­რა. არა­ვინ იცის, რამ­დე­ნად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ხელ­ნა­წე­რი.

ავ­ღა­ნუ­რი ტი­ლო­ე­ბი

ავ­ღა­ნეთს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძვე­ლი და კომ­პლექ­სუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა გა­აჩ­ნია. რო­დე­საც ძა­ლა­უფ­ლე­ბა ხელ­ში თა­ლი­ბან­მა აიღო, გა­და­წყვი­ტეს ეს კულ­ტუ­რუ­ლი სიმ­დიდ­რე გა­ენ­და­გუ­რე­ბი­ნათ. მხატ­ვარ­მა მუ­ჰა­მედ იუ­სუფ ასე­ფიმ მუ­ზე­უმ­ში აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ა­ტა­რა და ასე გა­და­არ­ჩი­ნა კულ­ტუ­რუ­ლი სა­გან­ძუ­რი.

ნოს­ფე­რა­ტუ

მუნ­ჯი სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ფილ­მი "ნოს­ფე­რა­ტუ" ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფილ­მია კი­ნოს ის­ტო­რი­ა­ში. და ასე­ვე პლა­გი­ა­ტის მო­ნუ­მენ­ტუ­რი აქტი. რო­დე­საც "დრა­კუ­ლას" ავ­ტო­რი ბრემ სტო­კე­რი გარ­და­იც­ვა­ლა, მის­მა ქვრივ­მა ყვე­ლა ას­ლის გა­ნად­გუ­რე­ბა გა­და­წყვი­ტა. სა­ბედ­ნი­ე­როდ ფილ­მის შემ­ქმნე­ლებ­მა მო­ა­ხერ­ხეს ერთი ეგ­ზემპლა­რის გა­და­მალ­ვა და ამ ერთი ეგ­ზემპლა­რით გავ­რცელ­და შემ­დეგ "და­კუ­ლა" მსოფ­ლიო მას­შტა­ბით.

ყვე­ლა­ფე­რი, რაც ფრანც კაფ­კამ და­წე­რა

სი­ცო­ცხლის ბოლო კვი­რას, კაფ­კამ თა­ვის მე­გო­ბარს მაქს ბროდს თხო­ვა, რომ მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ყვე­ლა ხელ­ნა­წე­რი და­ეწ­ვა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ბროდ­მა არ შე­ას­რუ­ლა მე­გობ­რის უკა­ნას­ნე­ლი თხოვ­ნა და ყვე­ლა­ფე­რი და­ბეჭ­და, რაც კაფ­კამ გა­დას­ცა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია listverse.com-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

კულტურის უმნიშვნელოვანესი ნიმუშები, რომლებიც შემთხვევით გადარჩა

კულტურის უმნიშვნელოვანესი ნიმუშები, რომლებიც შემთხვევით გადარჩა

არქიმედეს უსასრულობის ტრაქტატი

 

2011 წელს მათემატიკოსებმა აქამდე დაკარგულად ცნობილი მანუსკრიპტი აღმოაჩინეს. ბერძენი გენიოსის ტრაქტატი უსასრულობის შესახებ 2000 წლის წინ არის დაწერილი, 2000 წლით ადრე, სანამ ეს კონცეპტი ვინმეს მოაფიქრდებოდა. ამ აღმოჩენას მათემატიკის ისტორიაში უდიდეს აღმოჩენად მოიხსენიებენ.

ემილი დიკინსონის ლექსები

ემილი დიკინსონი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოეტია. ემილის გარდაცვალების შემდეგ მისი ხელნაწერები მის დას, ლავინას გადაეცა, რომელმაც წერილები, მანუსკრიპტები და ნებისმიერი სახის ჩანაწერები ცეცხლში შეყარა.მაგრამ როდესაც ლექსების დაწვაც დააპირა, ერთი გადაკითხვის შემდეგ მიხვდა, რომ დიდ შეცდომას უშვებდა. მას რომ დიკინსონის ლექსების დაწვა არ გადაეფიქრებინა, ამერიკული პოეზიის ლანდშაფტები დღეს სულ სხვანაირი იქნებოდა.

მონტი პაიტონი

ბრიტანული კომედიური კოლექტივის, ”მონტი პაიტონის” პირველი სკეჩი 1969 წელს გავიდა ეთერეში. 1970 წელს ”ბიბისიმ” შემოიღო განაწესი, რომ ძველი ფირები გადაეყარათ. კომედიის მოყვარულების საბედნიეროდ, ”მონტი პაიტონის” წევრმა ტერი ჯონსმა დროზე შეიტყო ”ბიბისის” გეგმის შესახებ და არსებული ფირები შეიძინა. რომ არა ჯონსის წინდახედულობა, დღეს ლეგენდარული კოლექტივის პირველი ნაბიჯები კაცობრიობისთვის დაკარგული იქნებოდა.

დოქტორ ჯეკილის და მისტერ ჰაიდის უცნაური საქმე

1886 წელს დაწერილი საშინელებათა ჟანრის კლასიკა სინამდვილეში რიმეიქია. 1985 წელს რობერტ ლუის სტივენსონმა ორიგინალი ხელნაწერი დაასრულა, მისმა ცოლმა ფანიმ კი დაწვა. როდესაც სტივენსონმა ცოლს განუცხადა, რომ ეს გიჟური ისტორია მისი შედევრი იყო, ქალმა ჩათვალა, რომ ქმარი ჭკუიდან შეიშალა. მისი რეპუტაციის შენარჩუნების მიზნით, ფანიმ გადაწყვიტა ხელნაწერი გაენდაგურებინა. შემდეგი სამი წელი სტივენსონი ცდილობდა აღედგინა ყოველი დეტალი, რომელიც ორიგინალ ტექსტში დაწერა. არავინ იცის, რამდენად განსხვავებული იყო პირველი და მეორე ხელნაწერი.

ავღანური ტილოები

ავღანეთს ერთ-ერთი ყველაზე ძველი და კომპლექსური კულტურული მემკვიდრეობა გააჩნია. როდესაც ძალაუფლება ხელში თალიბანმა აიღო, გადაწყვიტეს ეს კულტურული სიმდიდრე გაენდაგურებინათ. მხატვარმა მუჰამედ იუსუფ ასეფიმ მუზეუმში აღდგენითი სამუშაოები ჩაატარა და ასე გადაარჩინა კულტურული საგანძური.

ნოსფერატუ

მუნჯი საშინელებათა ფილმი ”ნოსფერატუ” ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმია კინოს ისტორიაში. და ასევე პლაგიატის მონუმენტური აქტი. როდესაც ”დრაკულას” ავტორი ბრემ სტოკერი გარდაიცვალა, მისმა ქვრივმა ყველა ასლის განადგურება გადაწყვიტა. საბედნიეროდ ფილმის შემქმნელებმა მოახერხეს ერთი ეგზემპლარის გადამალვა და ამ ერთი ეგზემპლარით გავრცელდა შემდეგ ”დაკულა” მსოფლიო მასშტაბით.

ყველაფერი, რაც ფრანც კაფკამ დაწერა

სიცოცხლის ბოლო კვირას, კაფკამ თავის მეგობარს მაქს ბროდს თხოვა, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ, ყველა ხელნაწერი დაეწვა. საბედნიეროდ, ბროდმა არ შეასრულა მეგობრის უკანასნელი თხოვნა და ყველაფერი დაბეჭდა, რაც კაფკამ გადასცა.

მომზადებულია listverse.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს