სოფელ ბოდორნასთან ტრაილერებისა და მსუბუქი ავტომობილების კოლონაა გაჩერებული

სოფელ ბოდორნასთან ტრაილერებისა და მსუბუქი ავტომობილების კოლონაა გაჩერებული

დუშეთის რაიონის სოფელ ბოდორნასთან რუსეთისკენ მიმავალი ტრაილერებისა და მსუბუქი ავტომობილების კოლონაა გაჩერებული.

”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტის ინფორმაციით, ტერიტორიაზე დაახლოებით ათამდე ტრაილერი და 20-მდე მსუბუქი მანქანაა. ავტომობილების უმრავლესობას რუსული ნომრები აქვს.

კოლონასთან იმყოფება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც.

დარიალის ხეობაში მეწყერი წუხელ ჩამოწვა. დატბორილია ყაზბეგი-ლარსის საბაჟო. ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ამ დროისთვის ვრცელდება ინფორმაცია ორი დაკარგული ადამიანის შესახებ, თუმცა, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჰესზე მომუშავე ოთხ მუშასთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.

დარიალის ხეობაში მეწყერი მიმდინარე წლის 17 მაისსაც ჩამოწვა. მაშინ სტიქიას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა