პოლიტიკა
კონფლიქტები

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დარიალის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლის შემდეგ ოთხ ადამიანს ვერ პოულობენ - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პირველი კომენტარი
დარიალის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლის შემდეგ ოთხ ადამიანს ვერ პოულობენ - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პირველი კომენტარი

და­რი­ა­ლის ხე­ო­ბა­ში მე­წყე­რის ჩა­მო­წო­ლის შემ­დეგ ოთხ ადა­მი­ანს ვერ პო­უ­ლო­ბენ. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ერთ-ერ­თმა თვითმხილ­ველ­მა გა­ნუ­ცხა­და , ამ წუ­თებ­ში ად­გილ­ზე ის­მის ვერ­ტმფრე­ნე­ბის ხმა, თუმ­ცა ცუდი ხილ­ვა­დო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ძნე­ლი სათ­ქმე­ლია, მიმ­დი­ნა­რე­ობს თუ არა სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ამას­თან, ვერ ხერ­ხდე­ბა და­კავ­ში­რე­ბა 4 ადა­მი­ან­თან, რომ­ლე­ბიც მე­წყე­რის ჩა­მო­წო­ლის მო­მენ­ტში ჰე­სის გვი­რაბ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

"და­ახ­ლო­ე­ბით, 22:10 სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და, რო­დე­საც გა­ის­მა სა­ში­ნე­ლი გრუ­ხუ­ნი. გახ­სოვთ, რომ 17 მა­ისს ჩა­მოწ­ვა მე­წყე­რი, თუმ­ცა ნა­წი­ლი დარ­ჩა და შემ­დეგ გე­ო­ლო­გე­ბი დაკ­ვირ­ვე­ბას აწარ­მო­ებ­დნენ. ახლა ჩა­მოწ­ვა მე­ო­რე ნა­წი­ლი. ჩა­ირ­თო სპე­ცი­ა­ლუ­რი ე.წ. გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი სა­სიგ­ნა­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბა და ჰე­სის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ასე­ვე მგზავ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ლარ­სის სა­ბა­ჟო-გამ­შვე­ბი პუნ­ქტი­დან მო­ე­მარ­თე­ბოდ­ნენ მთის ფერ­დობს შე­ე­ფარ­ნენ. მათ შო­რის არი­ან ბავ­შვე­ბი და ქა­ლე­ბი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მდი­ნა­რე თერ­გი არ ჩა­კე­ტი­ლა. ამ წუ­თებ­შიც მი­ე­დი­ნე­ბა ეს წყა­ლი, პემ­ზა­ნა­რე­ვი შავი მასა მო­აქვს, მაგ­რამ რა არის, კარ­გად ვერ ვარ­ჩევთ", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თვითმხილ­ველ­მა.

ამას­თან, რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან აც­ნო­ბეს, ღვარ­ცო­ფუ­ლი ჩა­მო­ნა­ტა­ნე­ბის შე­დე­გად გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი გა­და­ი­კე­ტა, რის გა­მოც აღ­ნიშ­ნულ მო­ნაკ­ვეთ­ზე ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა აკ­რძა­ლუ­ლია.

და­რი­ა­ლის ხე­ო­ბა­ში ვი­თა­რე­ბის გა­საც­ნო­ბად რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრი, და­ვით შავ­ლი­აშ­ვი­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, ვაჟა ფან­ჩუ­ლი­ძე გა­ემ­გზავრნენ.

ყაზ­ბე­გის რა­ი­ო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებ­ლის, გივი ქი­რი­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, რთუ­ლი მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბის გამო, მე­წყე­რის ჩა­მო­წი­ლის ად­გი­ლას სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა ვერ ხერ­ხდე­ბა.

"და­რი­ა­ლის ხე­ო­ბა­ში გზა გა­და­კე­ტი­ლია. არა­ფე­რი ჩანს, ძლი­ე­რი წვი­მაა და მოგ­ვი­წია უკან, სტე­ფან­წმინ­და­ში დაბ­რუ­ნე­ბა. არა­ვი­თა­რი ინ­ფორ­მა­ცია არ გაქვს მსხვერ­პლის თა­ო­ბა­ზე. ჯერ­ჯე­რო­ბით ზუს­ტად არ ვი­ცით ჰე­სის 4 მუ­შის ად­გილ­სამ­ყოფ­ლის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც გვი­რაბ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. ძლი­ე­რი წვი­მაა და დი­ლამ­დე, ალ­ბათ, ვერ მო­ხერ­ხდე­ბა ვერც მგზავ­რე­ბის და ვერ მო­ნას­ტერ­ში შე­კედ­ლე­ბუ­ლი ხალ­ხის გა­მოყ­ვა­ნა", - გა­ნა­ცხა­და გივი ქი­რი­კაშ­ვილ­მა.

რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა:

"მცხე­თა-სტე­ფან­წმინ­და-ლარ­სის გზის 134 კმ-ზე ღვარ­ცო­ფუ­ლი გა­მო­ნა­ტა­ნის შე­დე­გად გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი გა­და­ი­კე­ტა, რის გა­მოც აღ­ნიშ­ნულ მო­ნაკ­ვეთ­ში ყვე­ლა სა­ხის ავტო-ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა აკ­რძა­ლუ­ლია. პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­ტენ­სი­უ­რი წვი­მი­სა და ღვარ­ცო­ფის შე­დე­გად, დევ­დო­რა­კის ხე­ო­ბა­ში მთის მასა ჩა­მოწ­ვა. ცუდი ხილ­ვა­დო­ბის გამო ამ ეტაპ­ზე, შე­უძ­ლე­ბე­ლია გა­ნი­სა­ზღვროს, ჩა­მო­ნა­შა­ლის რა­ო­დე­ნო­ბა და შე­მად­გენ­ლო­ბა. ამ დრო­ი­სათ­ვის არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, თერ­გის და­გუ­ბე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა არ არ­სე­ბობს, რად­გან მდი­ნა­რემ თა­ვი­სით იპო­ვა დრო­ე­ბით კა­ლა­პო­ტი, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე წლის მა­ი­სის თვე­ში და­რი­ა­ლის ხე­ო­ბა­ში ჩა­მო­წო­ლი­ლი მე­წყე­რის გამო სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტმა სა­გან­გე­ბოდ მო­ა­წყო. არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით მსხვერ­პლი არ არის. სტი­ქი­ის ზო­ნა­ში უკვე გა­ემ­გზავ­რა რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრი და­ვით შავ­ლი­აშ­ვი­ლი, მისი პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი ამა­შუ­კე­ლი და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე ვაჟა ფან­ჩუ­ლი­ძე", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ და­რი­ალ­ში მე­წყე­რი 17 მა­ი­საც ჩა­მოწ­ვა. მა­შინ სტი­ქი­ას 5 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

დარიალის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლის შემდეგ ოთხ ადამიანს ვერ პოულობენ - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პირველი კომენტარი

დარიალის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლის შემდეგ ოთხ ადამიანს ვერ პოულობენ - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პირველი კომენტარი

დარიალის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლის შემდეგ ოთხ ადამიანს ვერ პოულობენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა , ამ წუთებში ადგილზე ისმის ვერტმფრენების ხმა, თუმცა ცუდი ხილვადობიდან გამომდინარე, ძნელი სათქმელია, მიმდინარეობს თუ არა სამაშველო სამუშაოები. ამასთან, ვერ ხერხდება დაკავშირება 4 ადამიანთან, რომლებიც მეწყერის ჩამოწოლის მომენტში ჰესის გვირაბში იმყოფებოდნენ.

"დაახლოებით, 22:10 საათი იქნებოდა, როდესაც გაისმა საშინელი გრუხუნი. გახსოვთ, რომ 17 მაისს ჩამოწვა მეწყერი, თუმცა ნაწილი დარჩა და შემდეგ გეოლოგები დაკვირვებას აწარმოებდნენ. ახლა ჩამოწვა მეორე ნაწილი. ჩაირთო სპეციალური ე.წ. გამაფრთხილებელი სასიგნალო მოწყობილობა და ჰესის თანამშრომლები, ასევე მგზავრები, რომლებიც ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტიდან მოემართებოდნენ მთის ფერდობს შეეფარნენ. მათ შორის არიან ბავშვები და ქალები. საბედნიეროდ, მდინარე თერგი არ ჩაკეტილა. ამ წუთებშიც მიედინება ეს წყალი, პემზანარევი შავი მასა მოაქვს, მაგრამ რა არის, კარგად ვერ ვარჩევთ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველმა.

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ღვარცოფული ჩამონატანების შედეგად გზის სავალი ნაწილი გადაიკეტა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

დარიალის ხეობაში ვითარების გასაცნობად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით შავლიაშვილი და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ვაჟა ფანჩულიძე გაემგზავრნენ.

ყაზბეგის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებლის, გივი ქირიკაშვილის განცხადებით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მეწყერის ჩამოწილის ადგილას სამაშველო სამუშაოების ჩატარება ვერ ხერხდება.

"დარიალის ხეობაში გზა გადაკეტილია. არაფერი ჩანს, ძლიერი წვიმაა და მოგვიწია უკან, სტეფანწმინდაში დაბრუნება. არავითარი ინფორმაცია არ გაქვს მსხვერპლის თაობაზე. ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცით ჰესის 4 მუშის ადგილსამყოფლის შესახებ, რომლებიც გვირაბში იმყოფებოდნენ. ძლიერი წვიმაა და დილამდე, ალბათ, ვერ მოხერხდება ვერც მგზავრების და ვერ მონასტერში შეკედლებული ხალხის გამოყვანა", - განაცხადა გივი ქირიკაშვილმა.

რამდენიმე წუთის წინ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა:

"მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 134 კმ-ზე ღვარცოფული გამონატანის შედეგად გზის სავალი ნაწილი გადაიკეტა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთში ყველა სახის ავტო-ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. პირველადი ინფორმაციით, ინტენსიური წვიმისა და ღვარცოფის შედეგად, დევდორაკის ხეობაში მთის მასა ჩამოწვა. ცუდი ხილვადობის გამო ამ ეტაპზე, შეუძლებელია განისაზღვროს, ჩამონაშალის რაოდენობა და შემადგენლობა. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, თერგის დაგუბების საშიშროება არ არსებობს, რადგან მდინარემ თავისით იპოვა დროებით კალაპოტი, რომელიც მიმდინარე წლის მაისის თვეში დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყერის გამო საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საგანგებოდ მოაწყო. არსებული მონაცემებით მსხვერპლი არ არის. სტიქიის ზონაში უკვე გაემგზავრა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, მისი პირველი მოადგილე გიორგი ამაშუკელი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დარიალში მეწყერი 17 მაისაც ჩამოწვა. მაშინ სტიქიას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია