საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სილუეტებზე და ჩრდილებზე მონადირე ფოტოგრაფი, რომელმაც ''უცხოდ'' დარჩენა არჩია
სილუეტებზე და ჩრდილებზე მონადირე ფოტოგრაფი, რომელმაც ''უცხოდ'' დარჩენა არჩია

გი­ორ­გი ბეჟა­ნიშ­ვი­ლი თვით­ნას­წავ­ლი ფო­ტოგ­რა­ფია და საყ­ვა­რელ საქ­მეს­თან ერ­თად, კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრში კო­რეს­პონ­დენ­ტად მუ­შა­ობს. და­ბა­დე­ბის შემ­დეგ თე­ლავ­ში ცხოვ­რობს. იღებს იქა­ურ ყო­ფას და ქუ­ჩის მოძ­რავ კად­რებს ფო­ტო­ებ­ზე აჩე­რებს. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და გარ­შე­მო ყვე­ლა უცხოგ­რა­ფად იც­ნობს. ამ­ბობს, რომ ეს ბავ­შვო­ბი­დან მოჰ­ყვე­ბა, რო­დე­საც რე­პე­რო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და.

- გი­ორ­გი, პირ­ველ რიგ­ში, შენ შე­სა­ხებ მოგ­ვი­ყე­ვი...

- თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე, თუმ­ცა 28 წე­ლია, თე­ლავ­ში ვცხოვ­რობ. ბავ­შვო­ბა­ში მომ­ღერ­ლო­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი, ცოტა ხანს ვმღე­რო­დი კი­დეც, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჟურ­ნა­ლის­ტი­კით და­ვინ­ტე­რეს­დი. თე­ლავ­ში ჟურ­ნა­ლის­ტი­კის სპე­ცი­ა­ლო­ბა არ იყო და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე, თუმ­ცა ჩემი სპე­ცი­ა­ლო­ბით თით­ქმის არას­დროს მი­მუ­შა­ვია.

- რო­გორ შე­მო­ვი­და შენს ცხოვ­რე­ბა­ში ფო­ტოგ­რა­ფია?

- ბოლო ორი წე­ლია, და­ვინ­ტე­რეს­დი. ბავ­შვო­ბა­ში გვქონ­და ფო­ტო­ა­პა­რა­ტი, რომ­ლი­თაც მხო­ლოდ სა­ო­ჯა­ხო ალ­ბო­მი­სათ­ვის ვი­ღებ­დით სუ­რა­თებს. პირ­ვე­ლი კად­რიც მა­შინ გა­და­ვი­ღე, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერს სპონ­ტა­ნუ­რი სახე ჰქონ­და და არ მახ­სოვს. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს და­ინ­ტე­რე­სე­ბას, ეს მოხ­და თე­ლა­ვის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­დაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხურ­ში ვმუ­შა­ობ­დი. სწო­რედ იქ და­ვი­წყე ციფ­რუ­ლი ფო­ტო­ა­პა­რა­ტით გა­და­ღე­ბა.

- რა­ტომ უცხოგ­რა­ფი?..

- ბავ­შვო­ბა­ში ჯგუ­ფი მქონ­და, რეპს ვმღე­რო­დი მე­გობ­რებ­თან ერ­თად და ჩვენს ჯგუფს სა­ხე­ლად "უცხო" ერ­ქვა. შემ­დეგ ჯგუ­ფი და­ი­შა­ლა და ეს სა­ხე­ლი მე დამ­რჩა. თე­ლავ­ში ყვე­ლა ამ მეტ­სა­ხე­ლით მიც­ნობს. მე­გობ­რე­ბის რჩე­ვით გა­ვა­კე­თე "ფე­ის­ბუქ­ში" ჩემი ფო­ტო­ე­ბის გვერ­დი და სა­ხე­ლიც სი­ტყვე­ბის - "უცხო" და "ფო­ტოგ­რა­ფი" კომ­ბი­ნი­რე­ბით შე­ვად­გი­ნე.

- საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ფო­ტო­არ­ქი­ვი გაქვს...

- მიყ­ვარს პორ­ტრე­ტე­ბი, ძი­რი­თა­დად, სწო­რედ პორ­ტრე­ტებს ვი­ღებ. ასე­ვე ძა­ლი­ან მი­ტა­ცებს ქუ­ჩის ფო­ტოგ­რა­ფია. ხში­რად დავ­დი­ვარ ქუ­ჩა­ში ტელე-ფო­ტო­ლინ­ზით და ვცდი­ლობ, შე­უმ­ჩნევ­ლად

გა­და­ვი­ღო ქა­ლა­ქის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა. ძა­ლი­ან ხში­რად და­ვე­ძებ გრა­ფი­კულ კად­რებს. სი­ლუ­ე­ტებ­სა და ჩრდი­ლებ­ზე მო­ნა­დი­რე ვარ.

იხი­ლეთ ვრცლად

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

სილუეტებზე და ჩრდილებზე მონადირე ფოტოგრაფი, რომელმაც ''უცხოდ'' დარჩენა არჩია

სილუეტებზე და ჩრდილებზე მონადირე ფოტოგრაფი, რომელმაც ''უცხოდ'' დარჩენა არჩია

გიორგი ბეჟანიშვილი თვითნასწავლი ფოტოგრაფია და საყვარელ საქმესთან ერთად, კახეთის საინფორმაციო ცენტრში კორესპონდენტად მუშაობს. დაბადების შემდეგ თელავში ცხოვრობს. იღებს იქაურ ყოფას და ქუჩის მოძრავ კადრებს ფოტოებზე აჩერებს. სოციალურ ქსელში და გარშემო ყველა უცხოგრაფად იცნობს. ამბობს, რომ ეს ბავშვობიდან მოჰყვება, როდესაც რეპერობაზე ოცნებობდა.

- გიორგი, პირველ რიგში, შენ შესახებ მოგვიყევი...

- თბილისში დავიბადე, თუმცა 28 წელია, თელავში ვცხოვრობ. ბავშვობაში მომღერლობაზე ვოცნებობდი, ცოტა ხანს ვმღეროდი კიდეც, თუმცა მოგვიანებით ჟურნალისტიკით დავინტერესდი. თელავში ჟურნალისტიკის სპეციალობა არ იყო და უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე, თუმცა ჩემი სპეციალობით თითქმის არასდროს მიმუშავია.

- როგორ შემოვიდა შენს ცხოვრებაში ფოტოგრაფია?

- ბოლო ორი წელია, დავინტერესდი. ბავშვობაში გვქონდა ფოტოაპარატი, რომლითაც მხოლოდ საოჯახო ალბომისათვის ვიღებდით სურათებს. პირველი კადრიც მაშინ გადავიღე, მაგრამ ამ ყველაფერს სპონტანური სახე ჰქონდა და არ მახსოვს. რაც შეეხება ჩემს დაინტერესებას, ეს მოხდა თელავის უნივერსიტეტში, სადაც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ვმუშაობდი. სწორედ იქ დავიწყე ციფრული ფოტოაპარატით გადაღება.

- რატომ უცხოგრაფი?..

- ბავშვობაში ჯგუფი მქონდა, რეპს ვმღეროდი მეგობრებთან ერთად და ჩვენს ჯგუფს სახელად ''უცხო'' ერქვა. შემდეგ ჯგუფი დაიშალა და ეს სახელი მე დამრჩა. თელავში ყველა ამ მეტსახელით მიცნობს. მეგობრების რჩევით გავაკეთე ''ფეისბუქში'' ჩემი ფოტოების გვერდი და სახელიც სიტყვების - ''უცხო'' და ''ფოტოგრაფი'' კომბინირებით შევადგინე.

- საკმაოდ მრავალფეროვანი ფოტოარქივი გაქვს...

- მიყვარს პორტრეტები, ძირითადად, სწორედ პორტრეტებს ვიღებ. ასევე ძალიან მიტაცებს ქუჩის ფოტოგრაფია. ხშირად დავდივარ ქუჩაში ტელე-ფოტოლინზით და ვცდილობ, შეუმჩნევლად

გადავიღო ქალაქის ყოველდღიურობა. ძალიან ხშირად დავეძებ გრაფიკულ კადრებს. სილუეტებსა და ჩრდილებზე მონადირე ვარ.

იხილეთ ვრცლად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება