პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მართვის მოწმობა ცუდი წესით ავიღე, არ მიყიდია, მაგრამ ''ჩავაწყვე'' - დეპუტატი ანი მიროტაძე
მართვის მოწმობა ცუდი წესით ავიღე, არ მიყიდია, მაგრამ ''ჩავაწყვე'' - დეპუტატი ანი მიროტაძე

სა­ნამ მოქ­მე­დი ჟურ­ნა­ლის­ტი იყო, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით სარ­გებ­ლობ­და. როცა ძა­ლი­ან ეჩ­ქა­რე­ბო­და, მამა ითავ­სებ­და მისი მძღო­ლის ფუნ­ქცი­ას. მერე თა­ვა­დაც ის­წავ­ლა მარ­თვა და სა­კუ­თა­რი და­ნა­ზო­გით შე­ი­ძი­ნა პირ­ვე­ლი მან­ქა­ნა, "ფორდ-მონ­დეო". მერე "მერ­სე­დე­სიც" ჰყავ­და. ახლა პარ­ლა­მენ­ტა­რი ანი მი­რო­ტა­ძე "მი­ცუ­ბი­ში-პა­ჯე­როს" სა­ჭეს უზის.

- ანი, პირ­ვე­ლად რა ასაკ­ში მი­უ­ჯე­ქი სა­ჭეს?

- მან­ქა­ნის მარ­თვა მა­მამ მას­წავ­ლა, მა­შინ სკო­ლა ახა­ლი დამ­თავ­რე­ბუ­ლი მქონ­და. მარ­თვა მე­ქა­ნი­კა­ზე ვის­წავ­ლე. მარ­თვის მოწ­მო­ბა ცუდი წე­სით ავი­ღე, იმ თა­ო­ბას ვე­კუთ­ვნი, უგა­მოც­დოდ რომ იღებ­დნენ მარ­თვის მოწ­მო­ბებს, რომ ყი­დუ­ლობ­დნენ ე.წ. "პრა­ვებს". არ მი­ყი­დია, მაგ­რამ "ჩა­ვა­წყვე". თე­ო­რი­ის რა გი­თხრათ, მაგ­რამ სა­ჭეს­თან რომ დავ­ჯე­ქი, მან­ქა­ნის მარ­თვა უკვე ვი­ცო­დი.

- რო­მე­ლი იყო შენი პირ­ვე­ლი მან­ქა­ნა?

- ეს იყო მე­ქა­ნი­კა, "ფორდ-მონ­დეო", რო­მე­ლიც ჩემი ფუ­ლით ვი­ყი­დე. სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ზე 2003 წლი­დან დავ­ჯე­ქი. მა­ნამ­დე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით ვსარ­გებ­ლობ­დი, ძა­ლი­ან რომ მეჩ­ქა­რე­ბო­და, ისე ძა­ლი­ან, რომ ტაქ­სი­ზე სწრა­ფად უნდა მივ­სუ­ლი­ყა­ვი, მა­მას ვთხოვ­დი ხოლ­მე და მას მივ­ყავ­დი ინ­ტერ­ვი­უ­ზე. რა ექნა, სხვა გზა არ ჰქონ­და, ის იყო ჩემი მძღო­ლი. ზოგ­ჯერ თა­ვად ვჯდე­ბო­დი მა­მის მან­ქა­ნა­ზე. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჟურ­ნა­ლის­ტებს ტაქ­სის ფული ყო­ველ­თვის არ გვქონ­და, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში არ გვემ­სა­ხუ­რე­ბო­და სამ­სა­ხუ­რის მან­ქა­ნა და იყო ისე­თი გა­და­ღე­ბე­ბი, სა­დაც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით ვერ მიხ­ვი­დო­დი.

- რა იყო მთა­ვა­რი სირ­თუ­ლე, როცა სა­ჭეს პირ­ვე­ლად მი­უ­ჯე­ქი?

- არ ვიბ­ნე­ვი და არც მა­შინ ვიბ­ნე­ო­დი. ზო­გა­დად, თუ ყო­ველ­დღი­უ­რად არ გი­წევს მარ­თვა, გა­დაჩ­ვე­ვა იცის. დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, შენს მან­ქა­ნას მარ­თავ თუ სხვი­სას. შენ­სას უკეთ მარ­თავ, შეჩ­ვე­ვა იცის, შე­ნი­ა­ნია თით­ქოს. მთა­ვა­რი სირ­თუ­ლე? არ ვიცი, ალ­ბათ ის, რომ სის­წრა­ფე მიყ­ვარს.

- ამის გამო პრობ­ლე­მე­ბი ხომ არ გქო­ნია?

- არა. ორ­ჯერ მქონ­და მსუ­ბუ­ქი შე­ჯა­ხე­ბა, მაგ­რამ ორ­ჯერ­ვე ისე­თი სა­სა­ცი­ლო შემ­თხვე­ვა იყო, ავა­რი­ა­დაც არ მი­მაჩ­ნია.

- გვი­ამ­ბე სა­სა­ცი­ლო შე­ჯა­ხე­ბებ­ზე...

- ერთხელ სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სის გა­ვუს­ვი. გვერ­დით მა­მა­ჩე­მი მეჯ­და, მე­უბ­ნე­ბო­და, მან­ქა­ნას აფუ­ჭე­ბო და ვამ­შვი­დებ­დი, არა უშავს-მეთ­ქი. გა­ვა­ჩე­რე, ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დე მძღოლს, დამ­ნა­შა­ვე ვარ, რა ვქნათ-მეთ­ქი. 50 ლარი მო­მე­ცი და მე გა­ვა­კე­თე­ბო, მი­თხრა. მი­ვე­ცი და გა­ვაგ­რძე­ლე გზა. მე­ო­რე შემ­თხვე­ვა უფრო სა­სა­ცი­ლოა. ჩემი ავ­ტო­ფა­რე­ხი­დან გა­მომ­ყავ­და მან­ქა­ნა და ავ­ტო­ფა­რე­ხის კარს გა­ვუს­ვი. არა­და, საკ­მა­ოდ დიდი, 56 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რია ფა­რე­ხი. ისე მრცხვე­ნო­და ამის გამო, მთე­ლი დღე ვფიქ­რობ­დი, რა მო­მე­ტყუ­ე­ბი­ნა მა­მა­ჩე­მის­თვის (იცი­ნის).

- რა მო­ი­ფიქ­რე?

- ათა­სი ვერ­სია მქონ­და, მაგ­რამ ვერ მო­ვი­ტყუე, ისევ სი­მარ­თლე ვარ­ჩიე.

- ანი, შენი მე­გობ­რე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი რო­გორ გრძნო­ბენ თავს მან­ქა­ნა­ში, რო­მელ­საც შენ მარ­თავ?

- ჩემი და ძა­ლი­ან კარ­გი მძღო­ლია, არას­დროს არ­ღვევს წე­სებს, არ ჩქა­რობს, კარ­გად იცის თე­ო­რია და მას­თან ყო­ველ­თვის მშვი­დად ვარ, ამი­ტომ ის ნამ­დვი­ლად არა­კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობს თავს ჩემს მან­ქა­ნა­ში, მაგ­რამ ვი­საც სის­წრა­ფე უყ­ვარს, ჩემ გვერ­დით თავს მშვე­ნივ­რად გრძნობს. რო­გორც მე­უბ­ნე­ბი­ან, კარ­გი მძღო­ლი ვარ. 12 წე­ლია, სა­ჭეს ვუ­ზი­ვარ.

- კა­ნონ­მორ­ჩი­ლი ხარ?

- კი. არ ვარ­ღვევ საგ­ზაო წე­სებს, არ დავ­დი­ვარ ღვე­დის გა­რე­შე, არ ვცდი­ლობ, შუქ­ნი­შან­ზე სხვებს და­ვას­წრო და პირ­ვე­ლი გა­ვიქ­ცე ყვი­თელ შუქ­ზე, არ ვკვეთ ღერ­ძუ­ლა ხაზს. თუმ­ცა ამ უკა­ნას­კნე­ლის გამო ერთხელ გა­და­ვი­ხა­დე ჯა­რი­მა, ძა­ლი­ან მეჩ­ქა­რე­ბო­და, იმ­დე­ნად, რომ ჯა­რი­მა­ზეც თა­ნახ­მა ვი­ყა­ვი.

- პატ­რულ­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვს?

- არა­ნა­ი­რი. ამ 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პატ­რულს არას­დროს გა­ვუ­ჩე­რე­ბი­ვარ. პი­რი­ქით, მე გა­ვა­ჩე­რე პატ­რუ­ლი.

იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

მართვის მოწმობა ცუდი წესით ავიღე, არ მიყიდია, მაგრამ ''ჩავაწყვე'' - დეპუტატი ანი მიროტაძე

მართვის მოწმობა ცუდი წესით ავიღე, არ მიყიდია, მაგრამ ''ჩავაწყვე'' - დეპუტატი ანი მიროტაძე

სანამ მოქმედი ჟურნალისტი იყო, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობდა. როცა ძალიან ეჩქარებოდა, მამა ითავსებდა მისი მძღოლის ფუნქციას. მერე თავადაც ისწავლა მართვა და საკუთარი დანაზოგით შეიძინა პირველი მანქანა, ''ფორდ-მონდეო''. მერე ''მერსედესიც'' ჰყავდა. ახლა პარლამენტარი ანი მიროტაძე ''მიცუბიში-პაჯეროს'' საჭეს უზის.

- ანი, პირველად რა ასაკში მიუჯექი საჭეს?

- მანქანის მართვა მამამ მასწავლა, მაშინ სკოლა ახალი დამთავრებული მქონდა. მართვა მექანიკაზე ვისწავლე. მართვის მოწმობა ცუდი წესით ავიღე, იმ თაობას ვეკუთვნი, უგამოცდოდ რომ იღებდნენ მართვის მოწმობებს, რომ ყიდულობდნენ ე.წ. ''პრავებს''. არ მიყიდია, მაგრამ ''ჩავაწყვე''. თეორიის რა გითხრათ, მაგრამ საჭესთან რომ დავჯექი, მანქანის მართვა უკვე ვიცოდი.

- რომელი იყო შენი პირველი მანქანა?

- ეს იყო მექანიკა, ''ფორდ-მონდეო'', რომელიც ჩემი ფულით ვიყიდე. საკუთარ მანქანაზე 2003 წლიდან დავჯექი. მანამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვსარგებლობდი, ძალიან რომ მეჩქარებოდა, ისე ძალიან, რომ ტაქსიზე სწრაფად უნდა მივსულიყავი, მამას ვთხოვდი ხოლმე და მას მივყავდი ინტერვიუზე. რა ექნა, სხვა გზა არ ჰქონდა, ის იყო ჩემი მძღოლი. ზოგჯერ თავად ვჯდებოდი მამის მანქანაზე. მოგეხსენებათ, ჟურნალისტებს ტაქსის ფული ყოველთვის არ გვქონდა, ხშირ შემთხვევაში არ გვემსახურებოდა სამსახურის მანქანა და იყო ისეთი გადაღებები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვერ მიხვიდოდი.

- რა იყო მთავარი სირთულე, როცა საჭეს პირველად მიუჯექი?

- არ ვიბნევი და არც მაშინ ვიბნეოდი. ზოგადად, თუ ყოველდღიურად არ გიწევს მართვა, გადაჩვევა იცის. დიდი მნიშვნელობა აქვს, შენს მანქანას მართავ თუ სხვისას. შენსას უკეთ მართავ, შეჩვევა იცის, შენიანია თითქოს. მთავარი სირთულე? არ ვიცი, ალბათ ის, რომ სისწრაფე მიყვარს.

- ამის გამო პრობლემები ხომ არ გქონია?

- არა. ორჯერ მქონდა მსუბუქი შეჯახება, მაგრამ ორჯერვე ისეთი სასაცილო შემთხვევა იყო, ავარიადაც არ მიმაჩნია.

- გვიამბე სასაცილო შეჯახებებზე...

- ერთხელ სამარშრუტო ტაქსის გავუსვი. გვერდით მამაჩემი მეჯდა, მეუბნებოდა, მანქანას აფუჭებო და ვამშვიდებდი, არა უშავს-მეთქი. გავაჩერე, ბოდიში მოვუხადე მძღოლს, დამნაშავე ვარ, რა ვქნათ-მეთქი. 50 ლარი მომეცი და მე გავაკეთებო, მითხრა. მივეცი და გავაგრძელე გზა. მეორე შემთხვევა უფრო სასაცილოა. ჩემი ავტოფარეხიდან გამომყავდა მანქანა და ავტოფარეხის კარს გავუსვი. არადა, საკმაოდ დიდი, 56 კვადრატული მეტრია ფარეხი. ისე მრცხვენოდა ამის გამო, მთელი დღე ვფიქრობდი, რა მომეტყუებინა მამაჩემისთვის (იცინის).

- რა მოიფიქრე?

- ათასი ვერსია მქონდა, მაგრამ ვერ მოვიტყუე, ისევ სიმართლე ვარჩიე.

- ანი, შენი მეგობრები, ახლობლები როგორ გრძნობენ თავს მანქანაში, რომელსაც შენ მართავ?

- ჩემი და ძალიან კარგი მძღოლია, არასდროს არღვევს წესებს, არ ჩქარობს, კარგად იცის თეორია და მასთან ყოველთვის მშვიდად ვარ, ამიტომ ის ნამდვილად არაკომფორტულად გრძნობს თავს ჩემს მანქანაში, მაგრამ ვისაც სისწრაფე უყვარს, ჩემ გვერდით თავს მშვენივრად გრძნობს. როგორც მეუბნებიან, კარგი მძღოლი ვარ. 12 წელია, საჭეს ვუზივარ.

- კანონმორჩილი ხარ?

- კი. არ ვარღვევ საგზაო წესებს, არ დავდივარ ღვედის გარეშე, არ ვცდილობ, შუქნიშანზე სხვებს დავასწრო და პირველი გავიქცე ყვითელ შუქზე, არ ვკვეთ ღერძულა ხაზს. თუმცა ამ უკანასკნელის გამო ერთხელ გადავიხადე ჯარიმა, ძალიან მეჩქარებოდა, იმდენად, რომ ჯარიმაზეც თანახმა ვიყავი.

- პატრულთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- არანაირი. ამ 12 წლის განმავლობაში პატრულს არასდროს გავუჩერებივარ. პირიქით, მე გავაჩერე პატრული.

იხილეთ ვრცლად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია