პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თქვენ არჩეული ხართ მსახურებად და არა ბატონებად!" - სოციალურ ქსელში შემოქმედელი მიტროპოლიტის გარშემო აგორებულ სკანდალს ეხმაურებიან
 "თქვენ არჩეული ხართ მსახურებად და არა ბატონებად!" - სოციალურ ქსელში შემოქმედელი მიტროპოლიტის გარშემო აგორებულ სკანდალს ეხმაურებიან

19 აგ­ვის­ტოს კუ­რორტ ბახ­მა­რო­ში მიმ­დი­ნა­რე, ფე­რიც­ვა­ლე­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ, ტრა­დი­ცი­ულ სპორ­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე შე­მოქ­მე­დელ მიტ­რო­პო­ლიტს, იო­სებს, ად­გი­ლობ­რივ­მა პო­ლი­ცი­ამ, დას­წრე­ბის უფ­ლე­ბა არ მის­ცა. ამის შე­სა­ხებ "გუ­რი­ის მო­ამ­ბემ" თვითმხილ­ვე­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბით გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია. ამ ფაქტს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ambebi.ge ერთ-ერთი ინ­ტერ­ნეტ-მომ­ხმა­რებ­ლის, და­ვით თე­ნი­ეშ­ვი­ლის პოსტს უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"19 აგ­ვის­ტოს შე­მოქ­მე­დე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტი იო­სე­ბი ბახ­მა­როს ფე­რიც­ვა­ლე­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში, დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­ეკ­ლე­სიო რი­ტუ­ა­ლის შემ­დეგ, სპორ­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე და­სას­წრე­ბად მი­ე­მარ­თე­ბო­და, როცა ად­გი­ლობ­რივ­მა პო­ლი­ცი­ამ მას გზა გა­და­უ­კე­ტა და სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სათ­ვის გან­კუთ­ვნილ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეს­ვლი­სა და მას­ზე დას­წრე­ბის უფ­ლე­ბა არ მის­ცა.

ამ ფაქ­ტმა ნა­თე­ლი გა­ხა­და, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა ის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, როცა სა­ჭი­როდ თვლის, თურ­მე მშვე­ნივ­რად იყე­ნებს ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებს სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მა­შინ, რო­დე­საც რა­ტომ­ღაც სრუ­ლი­ად უუ­ნა­რო ხდე­ბა რიგ შემ­თხვე­ვებ­ში. პო­ლი­ცია უუ­ნა­რო აღ­მოჩ­ნდა "მღვდლე­ბი­სა" და ზო­გი­ერ­თი "მე­უ­ფის" (ბრჭყა­ლებ­ში იმი­ტომ ვსვამ, რომ არ მი­ვიჩ­ნევ მათ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბად და, შე­სა­ბა­მი­სად, მათი მღვდლე­ბად ან ეპის­კო­პო­სე­ბად მოხ­სე­ნი­ე­ბაც მკრე­ხე­ლო­ბად მი­მაჩ­ნია) და მათ მიერ წა­ქე­ზე­ბუ­ლი ჭკუ­ა­სუს­ტი ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად გა­სუ­ლი წლის 17 მა­ისს. ქარ­თვე­ლო­ბის და­კარ­გვით შეძ­რუ­ლი ბრბო ჰო­მო­ფო­ბი­ას­თან და ტრანსფო­ბი­ას­თან ბრძო­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მო­სუ­ლი დე­მონ­სტრან­ტე­ბის და­სარ­ბე­ვად მი­ი­წევ­დნენ და ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის ფაქ­ტე­ბიც მრავ­ლად გვქონ­და. პო­ლი­ცი­ამ ვერ შეძ­ლო მათი შე­ჩე­რე­ბა, თუმ­ცა მო­ა­ხერ­ხა სპორ­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მი­მა­ვა­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა და აღ­ნიშ­ნულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე დას­წრე­ბა აეკ­რძა­ლა მათ­თვის.

ვფიქ­რობ, და სრუ­ლი­ად სა­ფუძ­ვლი­ა­ნად, რომ ეს არის პირ­და­პი­რი პო­ლი­ტი­კუ­რი სა­ხის ან­გა­რიშს­წო­რე­ბა და სა­კუ­თა­რი ძა­ლის დე­მონ­სტრი­რე­ბა იმ რე­გი­ო­ნებ­ში, რო­მელ­თა მღვდლე­ბი ან ეპის­კო­პო­სე­ბი შე­იძ­ლე­ბა არ იყ­ვნენ რა­დი­კა­ლუ­რად პრო­რუ­სუ­ლე­ბი, ან უბ­რა­ლოდ არ ოც­ნე­ბობ­დნენ თქვენს ლურჯ წი­აღ­ში, გა­აჩ­ნდეთ სხვა ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, და არ დას­დევ­დნენ ადა­მი­ა­ნებს ქუ­ჩებ­ში გი­ნე­ბით და ტა­ბუ­რე­ტე­ბით.

მინ­და მივ­მარ­თო სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­ხით უმ­რავ­ლე­სო­ბას წარ­მო­ად­გე­ნენ რე­გი­ო­ნებ­ში: თქვენ­თვის რაც არ უნდა გა­საკ­ვი­რი იყოს, ყვე­ლა სა­სუ­ლი­ე­რო პირი ვერ იქ­ნე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის", ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და თქვე­ნი პრო­რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კის მხარ­დამ­ჭე­რი.

გა­სა­გე­ბია და და­ვი­ნა­ხეთ, რომ თქვე­ნი ფა­ვო­რი­ტე­ბი არი­ან სა­პატ­რი­არ­ქოს რუ­პო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც დღე­ნი­ა­დაგ გვი­ქა­და­გე­ბენ ერ­თმორ­წმუ­ნე მე­ზობ­ლის სი­დი­ა­დე­ზე და სიწ­მინ­დე­ზე და მისი ჯა­რე­ბი, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­ზღვრებ­თან ლა­მის ღვთის ნე­ბის აღმსრუ­ლებ­ლე­ბად, ან­გე­ლო­ზე­ბად გა­მოჰ­ყავთ, იმ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის უმ­ცი­რე­სო­ბას კი, რო­მელ­თაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი გა­აჩ­ნი­ათ და შე­საძ­ლოა გარ­კვე­ულ სა­კი­თხებ­ში არ ეთან­ხმე­ბი­ან თქვენს მიდ­გო­მებს, ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დო­ნე­ზეც კი ვე­ღარ ეგუ­ე­ბით და მათ დის­კრე­დი­ტა­ცი­ას ახ­დენთ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ თქვენ არ გაქვთ უფ­ლე­ბა და არ შე­გიძ­ლი­ათ აუკ­რძა­ლოთ ადა­მი­ა­ნებს სპორ­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე დას­წრე­ბა, არ გაქვთ უფ­ლე­ბა გა­მო­ყოთ და გა­ნა­ცალ­კე­ვოთ ისი­ნი პარ­ტი­უ­ლი ნიშ­ნით.

რე­გი­ო­ნა­ლუ­რო ხე­ლი­სუფ­ლე­ბავ, (და არა მარ­ტო თქვენ) მინ­და იცო­დეთ, რომ არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ისე­თი­ვე მონ­დო­მე­ბით და­ი­ცა­ვენ ამ იერ­არ­ქი­ულ უმ­ცი­რე­სო­ბებს, რო­გორც იცავ­დნენ სხვა უმ­ცი­რე­სო­ბებს თქვე­ნი და სა­პატ­რი­არ­ქო­დან გა­მო­სუ­ლი ზო­გი­ერ­თი ვაი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბი­სა­გან.

მე რო­გორც რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე, პი­რო­ბას გაძ­ლევთ, რომ ყო­ველ­თვის ვიქ­ნე­ბი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რი­სა და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო ადა­მი­ან­თა დევ­ნი­სა და დის­კრე­დი­ტა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდე­გი და რომ მე მარ­ტო არ ვიქ­ნე­ბი ამ ბრძო­ლა­ში. ჩემ გვერ­დით უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იდ­გე­ბა თქვენ წი­ნა­აღ­მდეგ და ეს იქ­ნე­ბა ბევ­რად უფრო ძლი­ე­რი და მას­შტა­ბუ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა.

ჩვენ ყო­ველ­თვის ვიქ­ნე­ბით იმ გა­დაგ­ვა­რე­ბუ­ლი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი­სა და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლე­ბიც პირ­და­პირ ტრი­ბუ­ნე­ბი­დან და ამ­ბი­ო­ნე­ბი­დან აღ­ვი­ვე­ბენ სი­ძულ­ვილს ადა­მი­ა­ნებ­ში და მათ კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად მო­უ­წო­დე­ბენ ვი­თომ­და ცოდ­ვებ­თან, გარ­ყვნი­ლე­ბას­თან და გა­და­შე­ნე­ბას­თან ბრძო­ლის მო­ტი­ვით.

ამ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს სა­კუ­თა­რი აზ­რი­სა და შე­ხე­დუ­ლე­ბის ქო­ნი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

ნუ და­გა­ვი­წყდე­ბათ, რომ თქვენ არ­ჩე­უ­ლი ხართ მსა­ხუ­რე­ბად და არა ბა­ტო­ნე­ბად!", - წერს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რე­ბე­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, ბახ­მა­როს დღე­სას­წა­უ­ლი რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წე­ლია ტარ­დე­ბა და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ნგრე­ვის შემ­დეგ, ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, როცა ის ეპარ­ქი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის გა­რე­შე ჩა­ტარ­და. პო­ლი­ცი­ელ­თა ქმე­დე­ბის პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად, ღო­ნის­ძი­ე­ბას, არ­ცერ­თი სა­სუ­ლი­ე­რო პირი არ დას­წრე­ბია. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, კო­მენ­ტარს არ­ცერ­თი მხა­რე არ აკე­თებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"თქვენ არჩეული ხართ მსახურებად და არა ბატონებად!" - სოციალურ ქსელში შემოქმედელი მიტროპოლიტის გარშემო აგორებულ სკანდალს ეხმაურებიან

 "თქვენ არჩეული ხართ მსახურებად და არა ბატონებად!" - სოციალურ ქსელში შემოქმედელი მიტროპოლიტის გარშემო აგორებულ სკანდალს ეხმაურებიან

19 აგვისტოს კურორტ ბახმაროში მიმდინარე, ფერიცვალების დღესთან დაკავშირებულ, ტრადიციულ სპორტულ ღონისძიებებზე შემოქმედელ მიტროპოლიტს, იოსებს, ადგილობრივმა პოლიციამ, დასწრების უფლება არ მისცა. ამის შესახებ "გურიის მოამბემ" თვითმხილველებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. ambebi.ge ერთ-ერთი ინტერნეტ-მომხმარებლის, დავით თენიეშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"19 აგვისტოს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები ბახმაროს ფერიცვალების ეკლესიაში, დღესასწაულთან დაკავშირებით ჩატარებული საეკლესიო რიტუალის შემდეგ, სპორტულ ღონისძიებებზე დასასწრებად მიემართებოდა, როცა ადგილობრივმა პოლიციამ მას გზა გადაუკეტა და სპორტული ღონისძიებებისათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე შესვლისა და მასზე დასწრების უფლება არ მისცა.

ამ ფაქტმა ნათელი გახადა, უპირველეს ყოვლისა ის, რომ ხელისუფლება, როცა საჭიროდ თვლის, თურმე მშვენივრად იყენებს ძალოვან სტრუქტურებს სასულიერო პირების წინააღმდეგ მაშინ, როდესაც რატომღაც სრულიად უუნარო ხდება რიგ შემთხვევებში. პოლიცია უუნარო აღმოჩნდა „მღვდლებისა" და ზოგიერთი „მეუფის" (ბრჭყალებში იმიტომ ვსვამ, რომ არ მივიჩნევ მათ სასულიერო პირებად და, შესაბამისად, მათი მღვდლებად ან ეპისკოპოსებად მოხსენიებაც მკრეხელობად მიმაჩნია) და მათ მიერ წაქეზებული ჭკუასუსტი ადამიანების შესაჩერებლად გასული წლის 17 მაისს. ქართველობის დაკარგვით შეძრული ბრბო ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გამოსული დემონსტრანტების დასარბევად მიიწევდნენ და ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებიც მრავლად გვქონდა. პოლიციამ ვერ შეძლო მათი შეჩერება, თუმცა მოახერხა სპორტულ ღონისძიებაზე მიმავალი სასულიერო პირები შეეჩერებინა და აღნიშნულ ღონისძიებაზე დასწრება აეკრძალა მათთვის.

ვფიქრობ, და სრულიად საფუძვლიანად, რომ ეს არის პირდაპირი პოლიტიკური სახის ანგარიშსწორება და საკუთარი ძალის დემონსტრირება იმ რეგიონებში, რომელთა მღვდლები ან ეპისკოპოსები შეიძლება არ იყვნენ რადიკალურად პრორუსულები, ან უბრალოდ არ ოცნებობდნენ თქვენს ლურჯ წიაღში, გააჩნდეთ სხვა ღირებულებები, და არ დასდევდნენ ადამიანებს ქუჩებში გინებით და ტაბურეტებით.

მინდა მივმართო საქართველოს ხელისუფლებას და იმ ადამიანებს, რომლებიც „ქართული ოცნების" სახით უმრავლესობას წარმოადგენენ რეგიონებში: თქვენთვის რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ყველა სასულიერო პირი ვერ იქნება „ქართული ოცნების", ბიძინა ივანიშვილის და თქვენი პრორუსული პოლიტიკის მხარდამჭერი.

გასაგებია და დავინახეთ, რომ თქვენი ფავორიტები არიან საპატრიარქოს რუპორები, რომლებიც დღენიადაგ გვიქადაგებენ ერთმორწმუნე მეზობლის სიდიადეზე და სიწმინდეზე და მისი ჯარები, ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრებთან ლამის ღვთის ნების აღმსრულებლებად, ანგელოზებად გამოჰყავთ, იმ სასულიერო პირების უმცირესობას კი, რომელთაც განსხვავებული აზრი გააჩნიათ და შესაძლოა გარკვეულ საკითხებში არ ეთანხმებიან თქვენს მიდგომებს, ადგილობრივი ხელისუფლების დონეზეც კი ვეღარ ეგუებით და მათ დისკრედიტაციას ახდენთ.

შეგახსენებთ, რომ თქვენ არ გაქვთ უფლება და არ შეგიძლიათ აუკრძალოთ ადამიანებს სპორტულ ღონისძიებაზე დასწრება, არ გაქვთ უფლება გამოყოთ და განაცალკევოთ ისინი პარტიული ნიშნით.

რეგიონალურო ხელისუფლებავ, (და არა მარტო თქვენ) მინდა იცოდეთ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ისეთივე მონდომებით დაიცავენ ამ იერარქიულ უმცირესობებს, როგორც იცავდნენ სხვა უმცირესობებს თქვენი და საპატრიარქოდან გამოსული ზოგიერთი ვაი სასულიერო პირის მიზანმიმართული ძალადობრივი ქმედებებისაგან.

მე როგორც რიგითი მოქალაქე, პირობას გაძლევთ, რომ ყოველთვის ვიქნები განსხვავებული აზრისა და შეხედულებების გამო ადამიანთა დევნისა და დისკრედიტაციის წინააღმდეგი და რომ მე მარტო არ ვიქნები ამ ბრძოლაში. ჩემ გვერდით უამრავი ადამიანი იდგება თქვენ წინააღმდეგ და ეს იქნება ბევრად უფრო ძლიერი და მასშტაბური წინააღმდეგობა.

ჩვენ ყოველთვის ვიქნებით იმ გადაგვარებული ჩინოვნიკებისა და სასულიერო პირების წინააღმდეგ, რომლებიც პირდაპირ ტრიბუნებიდან და ამბიონებიდან აღვივებენ სიძულვილს ადამიანებში და მათ კონკრეტული პოლიტიკური ძალების მხარდასაჭერად მოუწოდებენ ვითომდა ცოდვებთან, გარყვნილებასთან და გადაშენებასთან ბრძოლის მოტივით.

ამ ქვეყანაში ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრისა და შეხედულების ქონისა და გამოხატვის თავისუფლება.

ნუ დაგავიწყდებათ, რომ თქვენ არჩეული ხართ მსახურებად და არა ბატონებად!", - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

შეგახსენებთ, ბახმაროს დღესასწაული რამდენიმე ათეული წელია ტარდება და საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ის ეპარქიის ხელმძღვანელის გარეშე ჩატარდა. პოლიციელთა ქმედების პროტესტის ნიშნად, ღონისძიებას, არცერთი სასულიერო პირი არ დასწრებია. მომხდართან დაკავშირებით, კომენტარს არცერთი მხარე არ აკეთებს.

"კვლევამ აჩვენა, რომ MRNA ვაქცინების გამოყენების შემდეგ სპერმის ხარისხს და მამაკაცის განაყოფიერების უნარს არაფერი ემუქრება!" - კულუმბეგოვი

"ახალი წითელი პორშე მაჩუქა, რომლის ნომერია LOVE" - მარიამ კუკუნაშვილს "ფეისბუქ-პოსტის" შემდეგ მეუღლე შეურიგდა

შორენა ბეგაშვილი კორონავირუსის წინააღმდეგ ქალიშვილთან ერთად აიცრა - ფოტოები