საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცირკი ნახერხის გარეშე: როგორ დაუბრუნებს სააკაშვილი ერს სიამოვნებაში დახარჯულ თანხებს
ცირკი ნახერხის გარეშე: როგორ დაუბრუნებს სააკაშვილი ერს სიამოვნებაში დახარჯულ თანხებს

გუ­შინ ექს-პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მისი 7 პი­ჯა­კი და ქაშ­მი­რის პალ­ტო მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ას გა­ეგ­ზავ­ნა. ექს-პრე­ზი­დენ­ტმა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მას შემ­დეგ მი­ი­ღო, რაც პრო­კუ­რა­ტუ­რამ ის კოს­ტუ­მე­ბის და ქაშ­მი­რის პალ­ტოს სა­ხელ­მწი­ფოს ხარ­ჯზე შეს­ყიდ­ვა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ამ ეს "წმინ­და ტვრი­თი" არ მი­ი­ღო. მე­ტიც, მას ძონ­ძე­ბი უწო­და და პატ­რულს გა­დას­ცა, რო­მელ­მაც ძვირ­ფა­სი სა­ქო­ნე­ლი უკან და­აბ­რუ­ნა პატ­რონ­თან. ამი­ტომ გო­ნივ­რუ­ლი ეჭვი მაქვს, ეს პი­ჯა­კე­ბი ბო­ლოს ისევ დი­ზა­ი­ნერს წრე­ზე და­უბ­რუნ­დე­ბა და მერე მარ­თლა სა­თი­თა­ოდ უნდა დაწ­ვა კო­ცონ­ზე, ვინც ბრუ­ნოს არ უჯე­რებ­და, რომ დე­და­მი­წა ბრუ­ნავს.

ისე, ჩვენ­ში დარ­ჩეს, იმ კოს­ტუ­მებს არა­ფე­რი ეტყო­ბო­და იმ ფა­სი­სა, რა­საც პრო­კუ­რა­ტუ­რა ამ­ბობს და და­ვი­ჯე­რო, ბა­ტო­ნი მი­ხე­ი­ლი გვა­ტყუ­ებს და სხვა კოს­ტუ­მე­ბის შე­მო­სა­ღე­ბა უნდა?!

რო­გორც ბიზ­ნეს­ში ჩა­ხე­დუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ამ­ბო­ბენ, კოს­ტუ­მე­ბის უკან დაბ­რუ­ნე­ბა დიდ ცვლი­ლე­ბას შე­ი­ტანს მე­ო­რა­დი სა­ქონ­ლის ბა­ზარ­ზე, რად­გან დიდი ალ­ბა­თო­ბით, ექს-პრე­ზი­დენ­ტი მათ აღარ ჩა­იც­ვამს და ისი­ნი სწო­რედ ზე­მოთ აღ­ნიშ­ნულ ბა­ზარ­ზე ჰპო­ვე­ბენ ნავ­სა­ყუ­დელს.

გარ­და კოს­ტუ­მე­ბი­სა, ბა­ტონ მი­ხე­ილს პრო­კუ­რა­ტუ­რა სხვა ბევრ რა­მე­საც ედა­ვე­ბა და ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს, მათ დაბ­რუ­ნე­ბას რო­გორ აპი­რებს. მე შე­მოგ­თა­ვა­ზებთ დაბ­რუ­ნე­ბის ჩე­მე­ულ ვერ­სი­ებს:

ეს­პა­ნე­ლი მზა­რე­უ­ლის­თვის ათა­სო­ბით ლა­რის მი­ცე­მა - ალ­ბათ, სა­ა­კაშ­ვი­ლი 2-3 თვე სა­ერ­თოდ არა­ფერს შე­ჭამს და საჭ­მელს ქვე­ყა­ნას გა­მო­უგ­ზავ­ნის;

სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის სას­ტუმ­რო­ებ­ში გა­დახ­დი­ლი ათა­სო­ბით ლარი - სა­ა­კაშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე თვე არ და­ი­ძი­ნებს და ამ პე­რი­ოდ­ში ქვეყ­ნის­თვის სა­სარ­გებ­ლო შრო­მას მიჰ­ყოფს ხელს.

ეპი­ლა­ცი­ა­სა და ბო­ტოქსში და­ხარ­ჯუ­ლი ათა­სო­ბით ლარი - პრე­ზი­დენ­ტი აა­შე­ნებს ქარ­ხა­ნას, სა­დაც გა­მო­უშ­ვე­ბენ ეპი­ლა­ტორს "ნმ" (ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა), რო­მე­ლიც უფა­სოდ და­უ­რიგ­დე­ბა ყვე­ლას, ვი­საც კი ბეწ­ვი აწუ­ხებს, ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა ბო­ტოქ­სის ღი­რე­ბუ­ლე­ბის უკან დაბ­რუ­ნე­ბას, აქ რას მო­ი­ფიქ­რებს მისი ნა­თე­ლი გო­ნე­ბა, ამა­ზე დღემ­დე კვლე­ვა მი­დის მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან ინ­სტი­ტუ­ტებ­ში.

ბა­ტონ ექსს ედა­ვე­ბი­ან მკერ­დითმხატ­ვრის ნა­ხატ­ში 15 000 ლა­რის გა­დახ­დას - სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­კუ­თა­რი მკერ­დით შექ­მნის ტი­ლოს "9 წელი" და გა­ყი­დულ თან­ხას სრუ­ლად ქველ­მოქ­მე­დე­ბას მო­ახ­მარს, ან არის მე­ო­რე ვა­რი­ან­ტიც - კი­დევ ერთხელ და­ა­ხატ­ვი­ნებს, ფა­რუ­ლად გა­და­ი­ღებს ხატ­ვის პრო­ცესს და გვა­ყუ­რე­ბი­ნებს.

თურ­მე ნუ იტყვით და ბა­ტონ მი­ხელს სა­ა­თე­ბიც ჩვენს ხარ­ჯზე შე­უ­ძე­ნია. ამის სა­ნაც­ვლოდ ის აპი­რებს ყვე­ლა ქარ­თველს, დღის ნე­ბის­მი­ერ მო­ნაკ­ვეთ­ში გას­ცეს პა­სუ­ხი კი­თხვა­ზე - რო­მე­ლი სა­ა­თია?!

ბა­ტო­ნი მი­ხე­ი­ლი მა­სა­ჟებ­საც არ იკ­ლებ­და, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ახლა ისე უჭირს, რომ მე­გობ­რე­ბი არ­ჩე­ნენ. ამი­ტომ უთ­ქვამს, მე იმ მა­სა­ჟე­ბის ფულს ვერ და­ვაბ­რუ­ნებ და სა­მა­გი­ე­როდ, ვი­საც გა­გი­ხარ­დე­ბათ, ყვე­ლას გა­გი­კე­თებთ მა­საჟ­სო.

ჩემი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი აზ­რით, სწო­რედ ასე მოხ­დე­ბა იმ ყვე­ლაფ­რის დაბ­რუ­ნე­ბა, რაც მან წაგ­ვარ­თვა. რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თვე­ლო­ბას, ამას ევ­რო­პა გვარ­თმევს და ბა­ტონ მი­ხე­ილს ამას ნუ და­ვაბ­რა­ლებთ.

მე, რო­გორც ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს, მიჩ­ნდე­ბა გო­ნივ­რუ­ლი კი­თხვა, სა­დაა ისე­თი სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის სა­მო­სე­ბი, რო­გო­რი­ცაა - ექს-პრე­ზი­დენ­ტის მწვა­ნე კომ­ბი­ნი­ზო­ნი, რომ­ლი­თაც ბა­კუ­რი­ან­ში შეხ­ვდა ინ­ვეს­ტო­რებს; სა­დაა ექ­სის მუხ­ლე­ბამ­დე საც­ვა­ლი, რომ­ლი­თაც და­ე­ჯა­ხა და კი­ნა­ღამ და­ახ­რჩო მისი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ქალ­ბა­ტო­ნი; სა­დაა ფორ­მუ­ლა ერ­თის პი­ლო­ტის კომ­ბი­ნი­ზო­ნი. ნუთუ ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ექ­სპო­ნა­ტე­ბი და­კარ­გუ­ლია?!

პ.ს. ისე, ბა­ტო­ნო მი­ხე­ილ, ამ­დენ რა­მეს ყი­დუ­ლობ­დით და ნა­ხერ­ხიც რომ გე­ყი­დათ? მერე მო­გეპ­ნი­ათ, თო­რემ სად გი­ნა­ხავთ ცირ­კი ნა­ხერ­ხის გა­რე­შე?!

ლადო გო­გო­ლა­ძე, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ცირკი ნახერხის გარეშე: როგორ დაუბრუნებს სააკაშვილი ერს სიამოვნებაში დახარჯულ თანხებს

ცირკი ნახერხის გარეშე: როგორ დაუბრუნებს სააკაშვილი ერს სიამოვნებაში დახარჯულ თანხებს

გუშინ ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, მისი 7 პიჯაკი და ქაშმირის პალტო მთავრობის კანცელარიას გაეგზავნა. ექს-პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პროკურატურამ ის კოსტუმების და ქაშმირის პალტოს სახელმწიფოს ხარჯზე შესყიდვაში დაადანაშაულა. მთავრობის კანცელარიამ ეს "წმინდა ტვრითი" არ მიიღო. მეტიც, მას ძონძები უწოდა და პატრულს გადასცა, რომელმაც ძვირფასი საქონელი უკან დააბრუნა პატრონთან. ამიტომ გონივრული ეჭვი მაქვს, ეს პიჯაკები ბოლოს ისევ დიზაინერს წრეზე დაუბრუნდება და მერე მართლა სათითაოდ უნდა დაწვა კოცონზე, ვინც ბრუნოს არ უჯერებდა, რომ დედამიწა ბრუნავს.

ისე, ჩვენში დარჩეს, იმ კოსტუმებს არაფერი ეტყობოდა იმ ფასისა, რასაც პროკურატურა ამბობს და დავიჯერო, ბატონი მიხეილი გვატყუებს და სხვა კოსტუმების შემოსაღება უნდა?!

როგორც ბიზნესში ჩახედული ადამიანები ამბობენ, კოსტუმების უკან დაბრუნება დიდ ცვლილებას შეიტანს მეორადი საქონლის ბაზარზე, რადგან დიდი ალბათობით, ექს-პრეზიდენტი მათ აღარ ჩაიცვამს და ისინი სწორედ ზემოთ აღნიშნულ ბაზარზე ჰპოვებენ ნავსაყუდელს.

გარდა კოსტუმებისა, ბატონ მიხეილს პროკურატურა სხვა ბევრ რამესაც ედავება და ძალიან მაინტერესებს, მათ დაბრუნებას როგორ აპირებს. მე შემოგთავაზებთ დაბრუნების ჩემეულ ვერსიებს:

ესპანელი მზარეულისთვის ათასობით ლარის მიცემა - ალბათ, სააკაშვილი 2-3 თვე საერთოდ არაფერს შეჭამს და საჭმელს ქვეყანას გამოუგზავნის;

სხვადასხვა ქვეყნის სასტუმროებში გადახდილი ათასობით ლარი - სააკაშვილი რამდენიმე თვე არ დაიძინებს და ამ პერიოდში ქვეყნისთვის სასარგებლო შრომას მიჰყოფს ხელს.

ეპილაციასა და ბოტოქსში დახარჯული ათასობით ლარი - პრეზიდენტი ააშენებს ქარხანას,  სადაც გამოუშვებენ ეპილატორს "ნმ" (ნაციონალური მოძრაობა), რომელიც უფასოდ დაურიგდება ყველას, ვისაც კი ბეწვი აწუხებს, ხოლო რაც შეეხება ბოტოქსის ღირებულების უკან დაბრუნებას, აქ რას მოიფიქრებს მისი ნათელი გონება, ამაზე დღემდე კვლევა მიდის მსოფლიოს წამყვან ინსტიტუტებში.

ბატონ ექსს ედავებიან მკერდითმხატვრის ნახატში 15 000 ლარის გადახდას - სააკაშვილი საკუთარი მკერდით შექმნის ტილოს "9 წელი" და გაყიდულ თანხას სრულად ქველმოქმედებას მოახმარს, ან არის მეორე ვარიანტიც - კიდევ ერთხელ დაახატვინებს, ფარულად გადაიღებს ხატვის პროცესს და გვაყურებინებს.

თურმე ნუ იტყვით და ბატონ მიხელს საათებიც ჩვენს ხარჯზე შეუძენია. ამის სანაცვლოდ ის აპირებს ყველა ქართველს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში გასცეს პასუხი კითხვაზე - რომელი საათია?!

ბატონი მიხეილი მასაჟებსაც არ იკლებდა, მოგეხსენებათ, ახლა ისე უჭირს, რომ მეგობრები არჩენენ. ამიტომ უთქვამს, მე იმ მასაჟების ფულს ვერ დავაბრუნებ და სამაგიეროდ, ვისაც გაგიხარდებათ, ყველას გაგიკეთებთ მასაჟსო.

ჩემი მოკრძალებული აზრით, სწორედ ასე მოხდება იმ ყველაფრის დაბრუნება, რაც მან წაგვართვა. რაც შეეხება ქართველობას, ამას ევროპა გვართმევს და ბატონ მიხეილს ამას ნუ დავაბრალებთ.

მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, მიჩნდება გონივრული კითხვა, სადაა ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის სამოსები, როგორიცაა - ექს-პრეზიდენტის მწვანე კომბინიზონი, რომლითაც ბაკურიანში შეხვდა ინვესტორებს; სადაა ექსის მუხლებამდე საცვალი, რომლითაც დაეჯახა და კინაღამ დაახრჩო მისი გულშემატკივარი ქალბატონი; სადაა ფორმულა ერთის პილოტის კომბინიზონი. ნუთუ ასეთი მნიშვნელოვანი ექსპონატები დაკარგულია?!

პ.ს. ისე, ბატონო მიხეილ, ამდენ რამეს ყიდულობდით და ნახერხიც რომ გეყიდათ? მერე მოგეპნიათ, თორემ სად გინახავთ ცირკი ნახერხის გარეშე?!

ლადო გოგოლაძე, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია