მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კახა თარგამაძე დღევანდელ ქართულ რეალობაში ისევე გამოიყურება, როგორც დმანისელი ზეზვა თანამედროვე მეგაპოლისში"
"კახა თარგამაძე დღევანდელ ქართულ რეალობაში ისევე გამოიყურება, როგორც დმანისელი ზეზვა თანამედროვე მეგაპოლისში"

მმარ­თვე­ლი კო­ა­ლი­ცი­ის წევ­რი, რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის ერთ-ერთი ლი­დე­რი და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ყო­ფი­ლი შს მი­ნის­ტრის, კახა თარ­გა­მა­ძის­თვის მო­ა­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე უა­რის თქმის თე­მას ეხ­მა­უ­რე­ბა.

"კახა თარ­გა­მა­ძის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბი­სა გამო ატე­ხილ ამ­ბავ­სა ზედა მინ­და მო­გახ­სე­ნოთ ცოტა ვრცლად და, ვი­მე­დოვ­ნებ, არა მო­სა­წყე­ნად.

სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჩემ­თვის იყო პრინ­ცი­პუ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი, რო­გორც ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხა­ვი და ძა­ლა­დო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მი.

მაგ­რამ რო­გო­რი მი­უ­ღე­ბე­ლიც არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო ის რე­ჟი­მი, ფაქ­ტია, რომ მისი ცხრაწ­ლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბის დროს ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა. კერ­ძოდ, პო­ლი­ტი­კო­სე­ბის და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვად აქ­ტი­უ­რი პერ­სო­ნე­ბის მი­მართ დღეს ცოტა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბია, ვიდ­რე ეს იყო ათი წლის წინ.

ჩე­მის ღრმა რწმე­ნით, ეს ცვლი­ლე­ბე­ბი უფრო დრომ მო­ი­ტა­ნა, ვიდ­რე სა­ა­კაშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბამ, ნაც­მოძ­რა­ო­ბის მომ­ხრე­ე­ბი ალ­ბათ (ალ­ბათ კი არა და­ნამ­დვი­ლე­ბით) პი­რი­ქით ფიქ­რო­ბენ, მაგ­რამ კონ­კრე­ტუ­ლად ამ სტა­ტუ­სის­თვის ამას არა აქვს არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა.

არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა კი აქვს იმას, რომ კახა თარ­გა­მა­ძე თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბით, ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა სის­ტე­მი­თა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბით არის მთლი­ა­ნად იმ პე­რი­ოდ­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი, რო­მე­ლიც ჩვენ, მთელ­მა ქვე­ყა­ნამ უკვე ათი წე­ლია გა­ვი­ა­რეთ. მისი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი, გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი და რეპ­ლი­კე­ბიც ამას ცხად­ყოფს.

ეს არ ნიშ­ნავს, რომ ის ბრუ­ტა­ლუ­რად ბო­რო­ტია ან რა­ღაც ისე­თი სა­ში­ნე­ლე­ბე­ბი აქვს ნა­კე­თე­ბი, რომ­ლის მსგავ­სიც არ გვსმე­ნია. აქ მისი პი­როვ­ნე­ბის ავ-კარ­გზეც არაა ლა­პა­რა­კი და შე­იძ­ლე­ბა სხვას უა­რე­სი მი­ნუ­სე­ბიც გა­მო­ვუ­ჩხრი­კოთ. უბ­რა­ლოდ თარ­გა­მა­ძის ტი­პა­ჟი დღე­ვან­დელ ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში ისე­ვე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, რო­გორც, ვთქვათ, შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს დმა­ნი­სე­ლი ზეზ­ვა თა­ნა­მედ­რო­ვე მე­გა­პო­ლის­ში. ის მთლი­ა­ნად ამო­ვარ­დნი­ლია ეპო­ქის კონ­ტექ­სტი­დან, მისი ლექ­სი­კა მთლი­ა­ნად გაჟ­ღენ­თი­ლია ოთხმოც­და­ა­თი­ა­ნე­ბის მი­წუ­რუ­ლის ნოს­ტალ­გი­ით და "ეჰ-დრო­ზე-უნდა-მოგ­ვეგ­რი­ხა-ამ-სო­რო­სე­ლე­ბის­თვის-კი­სე­რი" დის­კურ­სით. ერ­თა­დერ­თი აზრი, რაც მისი მოს­მე­ნი­სას მიჩ­ნდე­ბა, არის ის, რომ "ეს ისევ იქაა".

და ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში კახა თარ­გა­მა­ძის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბა (არა ნა­ტუ­რა­ლი­ზა­ცი­ის წე­სით, არა­მედ ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის, დაშ­ვე­ბით, რაც ამ პი­როვ­ნე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა­სა და აქ­ტის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ მნიშ­ვნე­ლო­ბას გა­უს­ვამ­და ხაზს), იქ­ნე­ბო­და, არც მეტი არც ნაკ­ლე­ბი, პირ­და­პი­რი გზავ­ნი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, რომ ჩვენ­თვის ასე­თი პერ­სო­ნე­ბი, ასე­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი ფი­გუ­რე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვი. და რა ქვე­ყა­ნა შე­იძ­ლე­ბა აშენ­დეს ასე­თი "ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვი" პერ­სო­ნე­ბის ხე­ლით, ეს უკვე ვი­ცით. ნა­ნა­ხი გვაქვს.

ამი­ტომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კახა თარ­გა­მა­ძის­თვის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბა­ზე უა­რის თქმი­სა, არის არა უბ­რა­ლოდ სწო­რი, არა­მედ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად და პო­ლი­ტი­კუ­რად ერ­თა­დერ­თი სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. იმ ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მელ­საც ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე აქვს ხელი მო­წე­რი­ლი და რო­მელ­საც ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სივ­რცე­ში სრულ­ფა­სო­ვა­ნი ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრე­ტენ­ზია გა­აჩ­ნია.

ასეა ეს! @ დ. თუ­თაშ­ხია კი არა და ზ", - წერს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

იხი­ლეთ ასე­ვე: გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა კახა თარ­გა­მა­ძეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე უარი უთხრა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოს საკითხი კვლავ საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია - რას აცხადებენ დეპუტატები

"კახა თარგამაძე დღევანდელ ქართულ რეალობაში ისევე გამოიყურება, როგორც დმანისელი ზეზვა თანამედროვე მეგაპოლისში"

"კახა თარგამაძე დღევანდელ ქართულ რეალობაში ისევე გამოიყურება, როგორც დმანისელი ზეზვა თანამედროვე მეგაპოლისში"

მმართველი კოალიციის წევრი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ყოფილი შს მინისტრის, კახა თარგამაძისთვის მოაქალაქეობაზე უარის თქმის თემას ეხმაურება.

"კახა თარგამაძის მოქალაქეობისა გამო ატეხილ ამბავსა ზედა მინდა მოგახსენოთ ცოტა ვრცლად და, ვიმედოვნებ, არა მოსაწყენად.

სააკაშვილის ხელისუფლება ჩემთვის იყო პრინციპულად მიუღებელი, როგორც ადამიანის ღირსების შემლახავი და ძალადობაზე დაფუძნებული ავტორიტარული რეჟიმი.

მაგრამ როგორი მიუღებელიც არ უნდა ყოფილიყო ის რეჟიმი, ფაქტია, რომ მისი ცხრაწლიანი მმართველობის დროს ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა. კერძოდ, პოლიტიკოსების და საზოგადოებრივად აქტიური პერსონების მიმართ დღეს ცოტა განსხვავებული დამოკიდებულებაა, განსხვავებული სტანდარტებია, ვიდრე ეს იყო ათი წლის წინ.

ჩემის ღრმა რწმენით, ეს ცვლილებები უფრო დრომ მოიტანა, ვიდრე სააკაშვილის მმართველობამ, ნაცმოძრაობის მომხრეები ალბათ (ალბათ კი არა დანამდვილებით) პირიქით ფიქრობენ, მაგრამ კონკრეტულად ამ სტატუსისთვის ამას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა.

არსებითი მნიშვნელობა კი აქვს იმას, რომ კახა თარგამაძე თავისი შეხედულებებით, ღირებულებათა სისტემითა და დამოკიდებულებებით არის მთლიანად იმ პერიოდში ჩარჩენილი, რომელიც ჩვენ, მთელმა ქვეყანამ უკვე ათი წელია გავიარეთ. მისი ინტერვიუები, გამოხმაურებები და რეპლიკებიც ამას ცხადყოფს.

ეს არ ნიშნავს, რომ ის ბრუტალურად ბოროტია ან რაღაც ისეთი საშინელებები აქვს ნაკეთები, რომლის მსგავსიც არ გვსმენია. აქ მისი პიროვნების ავ-კარგზეც არაა ლაპარაკი და შეიძლება სხვას უარესი მინუსებიც გამოვუჩხრიკოთ. უბრალოდ თარგამაძის ტიპაჟი დღევანდელ ქართულ რეალობაში ისევე გამოიყურება, როგორც, ვთქვათ, შეიძლება გამოიყურებოდეს დმანისელი ზეზვა თანამედროვე მეგაპოლისში. ის მთლიანად ამოვარდნილია ეპოქის კონტექსტიდან, მისი ლექსიკა მთლიანად გაჟღენთილია ოთხმოცდაათიანების მიწურულის ნოსტალგიით და "ეჰ-დროზე-უნდა-მოგვეგრიხა-ამ-სოროსელებისთვის-კისერი" დისკურსით. ერთადერთი აზრი, რაც მისი მოსმენისას მიჩნდება, არის ის, რომ "ეს ისევ იქაა".

და ამ სიტუაციაში კახა თარგამაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება (არა ნატურალიზაციის წესით, არამედ ორმაგი მოქალაქეობის, დაშვებით, რაც ამ პიროვნების დამსახურებასა და აქტის სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას გაუსვამდა ხაზს), იქნებოდა, არც მეტი არც ნაკლები, პირდაპირი გზავნილი საზოგადოებისთვის, რომ ჩვენთვის ასეთი პერსონები, ასეთი ღირებულებებისა და შეხედულებების მატარებელი ფიგურები მნიშვნელოვანია და ანგარიშგასაწევი. და რა ქვეყანა შეიძლება აშენდეს ასეთი "ანგარიშგასაწევი" პერსონების ხელით, ეს უკვე ვიცით. ნანახი გვაქვს.

ამიტომ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება კახა თარგამაძისთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმისა, არის არა უბრალოდ სწორი, არამედ სახელმწიფოებრივად და პოლიტიკურად ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. იმ ქვეყნის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომელსაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე აქვს ხელი მოწერილი და რომელსაც ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაციის პრეტენზია გააჩნია.

ასეა ეს! @ დ. თუთაშხია კი არა და ზ", - წერს ზურაბიშვილი.

იხილეთ ასევე: გიორგი მარგველაშვილმა კახა თარგამაძეს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი უთხრა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს