პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სურამელი თაღლითი, რომელმაც ლიტვაში 100 000 მანეთი იშოვა (ნამდვილი ამბავი)
სურამელი თაღლითი, რომელმაც ლიტვაში 100 000 მანეთი იშოვა (ნამდვილი ამბავი)

სუ­რა­მე­ლი ულო მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის 40-იან წლებ­ში და­ი­ბა­და. რო­გორც მისი თა­ნა­მედ­რო­ვე­ე­ბი ჰყვე­ბი­ან პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე ხელმრუ­დი იყო. გა­მო­რი­ცხუ­ლი იყო ვინ­მეს­თვის რამე მო­ე­პა­რა, მაგ­რამ მის­თვის სა­სურ­ველ ნივთს რა­ი­მე თაღ­ლი­თუ­რი გზით პატ­რონს სა­კუ­თა­რი ხე­ლით­ვე აჩუ­ქე­ბი­ნებ­და ხოლ­მე. პირ­ვე­ლად სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­ჭი­რეს, თუმ­ცა მა­ლე­ვე გა­მო­უშ­ვეს, რად­გან არ­ცთუ ისე მძი­მე ბრალ­დე­ბა ჰქონ­და.

ულომ მა­ლე­ვე და­ტო­ვა სა­ქარ­თვე­ლო და მა­შინ­დე­ლი საბ­ჭო­ე­თის უკი­დე­გა­ნო მი­წებს მი­ა­შუ­რა. სა­დაც ჩა­ვი­და, ყველ­გან თა­ვის კვა­ლი და­ტო­ვა, ხში­რად ბრუნ­დე­ბო­და ხოლ­მე უკან და ყო­ველ ჩა­მოს­ვლა­ზე ახალ-ახა­ლი "გა­მო­გო­ნე­ბე­ბი" ჩა­მოჰ­ქონ­და.

ერთ-ერთი ჩა­მოს­ვლი­სა ე.წ. "სამი სა­თი­თით" თა­მა­ში ჩა­მო­ი­ტა­ნა, რო­მე­ლიც სუ­რამ­ში­ვე და­ნერ­გა და საკ­მა­ოდ დიდი ფუ­ლიც იშო­ვა, რად­გან "სა­თი­თე­ე­ბი" მა­შინ ახა­ლი ხილი იყო. დღეს უკვე ყვე­ლას­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი თაღ­ლი­თუ­რი თა­მა­ში, მა­შინ სრუ­ლი­ად უცხო იყო და ად­ვი­ლად ტყუვ­დე­ბო­და ხალ­ხი, რო­გორც ულო ამ­ბობ­და, ეს მისი მო­გო­ნი­ლი თა­მა­ში იყო და ბალ­ტი­ის­პი­რეთ­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბი­თაც სარ­გებ­ლობ­და. თავს ვე­რა­ვინ და­დებს, მარ­თლა ულოს უნდა "ვუ­მად­ლო­დეთ" თუ არა "სა­თი­თე­ებს", მაგ­რამ ფაქ­ტია, სა­ქარ­თვე­ლო­ში სწო­რედ მან შე­მო­ი­ტა­ნა.

ულო, რო­გორც წესი წვრილ­მა­ნი აფე­რით ირ­ჩენ­და თავს, თუმ­ცა იმას, რაც მან ლიტ­ვა­ში გა­ა­კე­თა, ნე­ბის­მი­ე­რი მსოფ­ლიო დო­ნის აფე­რის­ტი მო­ა­წერ­და ხელს.

ერთ დღეს ულომ გა­ი­გო, რომ ერთ-ერთ ლიტ­ველ საქ­მო­სანს (თა­ნა­მედ­რო­ვე გა­გე­ბით ბიზ­ნეს­მენს) ძა­ლი­ან დიდი ფული ჰქონ­და, რომ­ლის გა­მო­ჩე­ნა­საც ერი­დე­ბო­და და მა­ლავ­და. ულომ ამ საქ­მოს­ნის მე­ზო­ბელ კორ­პუს­ში ბუხ­რის მწმენ­და­ვად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, თან პა­რა­ლე­ლუ­რად ამ პი­როვ­ნე­ბის მარ­შრუ­ტის შეს­წავ­ლა და­ი­წყო. ლიტ­ვა­ში მე­ბუხ­რის შეხ­ვედ­რა კარ­გის ნი­შა­ნია და ყვე­ლას უხა­რია. ერთხე­ლაც ულო ვი­თომ­და შემ­თხვე­ვით, ბიზ­ნეს­მენ­თან ერ­თად ტრამ­ვა­ი­ში მოხ­ვდა ( ეს ბიზ­ნეს­მე­ნი იმ­დე­ნად ასა­ი­დუმ­ლო­ებ­და სა­კუ­თარ ქო­ნე­ბას, რომ ტრამ­ვა­ით მგზავ­რობ­და და ერთ-ერთ ფაბ­რი­კა­ში მუ­შად მუ­შა­ობ­და) ეს გან­მე­ორ­და მე­ო­რე დღე­საც, მე­სა­მე­დაც და უკვე მე­ო­თხე შეხ­ვედ­რი­სას ერ­თმა­ნეთს მი­ე­სალმნენ, ხოლო გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის მერე მო­ი­კი­თხეს კი­დეც ერ­თურ­თი. და­ახ­ლო­ე­ბით 2 თვე იყო გა­სუ­ლი პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რი­დან. ულო და ბიზ­ნეს­მე­ნი ერ­თმა­ნეთს ტრა­დი­ცი­უ­ლად ტრამ­ვა­ი­ში შეხ­ვდნენ, ბუხ­რი­დან ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი, გა­მუ­რუ­ლი ულო ხელ­ში ოქ­როს მო­ნე­ტას ათა­მა­შებ­და. უცებ ბიზ­ნეს­მენს მი­ა­წო­და.

- შენ ნას­წავ­ლი კაცი ხარ და ერთი ნახე, ეს რა არი­სო - მო­ნე­ტა ის­ტო­რი­ულ იშ­ვი­ა­თო­ბას წარ­მო­ად­გენ­და და მისი ფასი და­ახ­ლო­ე­ბით 5000 მა­ნე­თი იყო, რაც ძა­ლი­ან კარ­გად იცო­და საქ­მო­სან­მა და ბუ­ნებ­რი­ვია, ულო­მაც.

- კი მაგ­რამ ეს შენ სა­ი­დან გაქვს?

- რა ვიცი, ბუ­ხარს რომ ვწმენ­დავ­დი ერთი ტო­მა­რა ვი­პო­ვე, და­ახ­ლო­ე­ბით 1000 ცალი კი იქ­ნე­ბა შიგ. ალ­ბათ ლე­ნინს და­უ­მა­ლეს - იხუმ­რა ულომ

- მარ­თლა ერთი ტო­მა­რა გაქვს?

- კი. რა იყო, იყი­დი?

- რამ­დე­ნი გინ­და ერთი ცალ­ში?

- რად­გან 1000 ცა­ლია 1000 მა­ნე­თი მო­მე­ცი, თუ ბევ­რია ასი მა­ნე­თი იყოს.

- არა, არა იყოს 1000 მა­ნე­თი. ხვალ­ვე, აქ მო­ი­ტა­ნე ტო­მა­რა და მე ჩან­თით მოგ­ცემ ფულს.

ულომ მარ­თლაც მი­ი­ტა­ნა ტო­მა­რა, რო­მელ­საც ზე­ვი­დან 10-15 ცალი მო­ნე­ტა ედო (რო­მე­ლიც ულომ "ნი­სი­ად" გა­მო­არ­თვა ებ­რა­ელ იუ­ვე­ლირს) და სა­მა­გი­ე­როდ მი­ი­ღო კუთ­ვნი­ლი 100 000 მა­ნე­თი. ულო დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ საქ­მო­სა­ნი ვერ უჩივ­ლებ­და, რად­გან თუ საქ­მეს აღ­ძრავ­და იმ მი­ლი­ო­ნე­ბის და­კარ­გვა მო­უ­წევ­და, რო­მელ­საც სა­ხელ­მწი­ფოს უმა­ლავ­და და რომც აღეძ­რათ საქ­მე, ულო ლიტ­ვი­დან ათა­სო­ბით კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით იყო.

ამის მერე ულომ დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი დას­ვე­ნე­ბა მო­ი­წყო, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ის ფული ისე მალე და­ხარ­ჯა, რო­გორც იშო­ვა, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ოდ­ნა­ვა­დაც არ უდარ­დია. ამ ამ­ბი­დან 5-6 წლის შემ­დეგ ულო ერთ-ერთი მო­რი­გი თაღ­ლი­თო­ბი­სას ჩა­ვარ­და, და­ა­პა­ტიმ­რეს და ციმ­ბირ­ში უკ­რეს თავი, სა­დაც გარ­და­იც­ვა­ლა კი­დეც.

ლადო გო­გო­ლა­ძე

სურამელი თაღლითი, რომელმაც ლიტვაში 100 000 მანეთი იშოვა (ნამდვილი ამბავი)

სურამელი თაღლითი, რომელმაც ლიტვაში 100 000 მანეთი იშოვა (ნამდვილი ამბავი)

სურამელი ულო მეოცე საუკუნის 40-იან წლებში დაიბადა. როგორც მისი თანამედროვეები ჰყვებიან პატარაობიდანვე ხელმრუდი იყო. გამორიცხული იყო ვინმესთვის რამე მოეპარა, მაგრამ მისთვის სასურველ ნივთს რაიმე თაღლითური გზით პატრონს საკუთარი ხელითვე აჩუქებინებდა ხოლმე. პირველად სკოლის დამთავრებისთანავე დაიჭირეს, თუმცა მალევე გამოუშვეს, რადგან არცთუ ისე მძიმე ბრალდება ჰქონდა.

ულომ მალევე დატოვა საქართველო და მაშინდელი საბჭოეთის უკიდეგანო მიწებს მიაშურა. სადაც ჩავიდა, ყველგან თავის კვალი დატოვა, ხშირად ბრუნდებოდა ხოლმე უკან და ყოველ ჩამოსვლაზე ახალ-ახალი "გამოგონებები" ჩამოჰქონდა.

ერთ-ერთი ჩამოსვლისა ე.წ. "სამი სათითით" თამაში ჩამოიტანა, რომელიც სურამშივე დანერგა და საკმაოდ დიდი ფულიც იშოვა, რადგან "სათითეები" მაშინ ახალი ხილი იყო. დღეს უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობი თაღლითური თამაში, მაშინ სრულიად უცხო იყო და ადვილად ტყუვდებოდა ხალხი, როგორც ულო ამბობდა, ეს მისი მოგონილი თამაში იყო და ბალტიისპირეთში დიდი პოპულარობითაც სარგებლობდა. თავს ვერავინ დადებს, მართლა ულოს უნდა "ვუმადლოდეთ" თუ არა "სათითეებს", მაგრამ ფაქტია, საქართველოში სწორედ მან შემოიტანა.

ულო, როგორც წესი წვრილმანი აფერით ირჩენდა თავს, თუმცა იმას, რაც მან ლიტვაში გააკეთა, ნებისმიერი მსოფლიო დონის აფერისტი მოაწერდა ხელს.

ერთ დღეს ულომ გაიგო, რომ ერთ-ერთ ლიტველ საქმოსანს (თანამედროვე გაგებით ბიზნესმენს) ძალიან დიდი ფული ჰქონდა, რომლის გამოჩენასაც ერიდებოდა და მალავდა. ულომ ამ საქმოსნის მეზობელ კორპუსში ბუხრის მწმენდავად დაიწყო მუშაობა, თან პარალელურად ამ პიროვნების მარშრუტის შესწავლა დაიწყო. ლიტვაში მებუხრის შეხვედრა კარგის ნიშანია და ყველას უხარია. ერთხელაც ულო ვითომდა შემთხვევით, ბიზნესმენთან ერთად ტრამვაიში მოხვდა ( ეს ბიზნესმენი იმდენად ასაიდუმლოებდა საკუთარ ქონებას, რომ ტრამვაით მგზავრობდა და ერთ-ერთ ფაბრიკაში მუშად მუშაობდა) ეს განმეორდა მეორე დღესაც, მესამედაც და უკვე მეოთხე შეხვედრისას ერთმანეთს მიესალმნენ, ხოლო გარკვეული პერიოდის მერე მოიკითხეს კიდეც ერთურთი. დაახლოებით 2 თვე იყო გასული პირველი შეხვედრიდან. ულო და ბიზნესმენი ერთმანეთს ტრადიციულად ტრამვაიში შეხვდნენ, ბუხრიდან ახალი ჩამოსული, გამურული ულო ხელში ოქროს მონეტას ათამაშებდა. უცებ ბიზნესმენს მიაწოდა.

- შენ ნასწავლი კაცი ხარ და ერთი ნახე, ეს რა არისო - მონეტა ისტორიულ იშვიათობას წარმოადგენდა და მისი ფასი დაახლოებით 5000 მანეთი იყო, რაც ძალიან კარგად იცოდა საქმოსანმა და ბუნებრივია, ულომაც.

- კი მაგრამ ეს შენ საიდან გაქვს?

- რა ვიცი, ბუხარს რომ ვწმენდავდი ერთი ტომარა ვიპოვე, დაახლოებით 1000 ცალი კი იქნება შიგ. ალბათ ლენინს დაუმალეს - იხუმრა ულომ

- მართლა ერთი ტომარა გაქვს?

- კი. რა იყო, იყიდი?

- რამდენი გინდა ერთი ცალში?

- რადგან 1000 ცალია 1000 მანეთი მომეცი, თუ ბევრია ასი მანეთი იყოს.

- არა, არა იყოს 1000 მანეთი. ხვალვე, აქ მოიტანე ტომარა და მე ჩანთით მოგცემ ფულს.

ულომ მართლაც მიიტანა ტომარა, რომელსაც ზევიდან 10-15 ცალი მონეტა ედო (რომელიც ულომ "ნისიად" გამოართვა ებრაელ იუველირს) და სამაგიეროდ მიიღო კუთვნილი 100 000 მანეთი. ულო დარწმუნებული იყო, რომ საქმოსანი ვერ უჩივლებდა, რადგან თუ საქმეს აღძრავდა იმ მილიონების დაკარგვა მოუწევდა, რომელსაც სახელმწიფოს უმალავდა და რომც აღეძრათ საქმე, ულო ლიტვიდან ათასობით კილომეტრის დაშორებით იყო.

ამის მერე ულომ დამსახურებული დასვენება მოიწყო, როგორც ამბობენ, ის ფული ისე მალე დახარჯა, როგორც იშოვა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ოდნავადაც არ უდარდია. ამ ამბიდან 5-6 წლის შემდეგ ულო ერთ-ერთი მორიგი თაღლითობისას ჩავარდა, დააპატიმრეს და ციმბირში უკრეს თავი, სადაც გარდაიცვალა კიდეც.

ლადო გოგოლაძე

როგორ გამოიყურება კერძო სახლი ბათუმში, რომელიც 10 მლნ ლარამდე ღირს - ნახეთ ფოტოები

5 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით "დაბნელებების დერეფანია" - რა უნდა ვიცოდეთ ამ ერთ თვესთან დაკავშირებით

ბადრი ვადაჭკორიას ულამაზესი ფოტოები დენდროლოგიური პარკიდან, რომელიც 15 ივლისიდან იხსნება