პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
20 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე პირადობის ახალი მოწმობის აღება 15 ლარი ეღირება
20 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე პირადობის ახალი მოწმობის აღება 15 ლარი ეღირება

20 აგ­ვის­ტო­დან 20 სექ­ტემ­ბრამ­დე, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი აქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში, პი­რა­დო­ბის ახა­ლი მოწ­მო­ბის აღე­ბა 34 ლა­რის ნაც­ვლად, 15 ლარი ეღი­რე­ბა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, თბი­ლი­სის იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში, დღეს სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს თავ­მჯდო­მა­რემ სოსო ბა­ღა­თუ­რი­ამ და იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა ირაკ­ლი ლო­მი­ძემ აქ­ცი­ით სარ­გებ­ლო­ბის პი­რო­ბებ­ზე ისა­უბ­რეს.

აქ­ცი­ის პი­რო­ბე­ბის თა­ნახ­მად, პი­რა­დო­ბის ახა­ლი მოწ­მო­ბის მი­ღე­ბის მსურ­ვე­ლე­ბი პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ ახალ დო­კუ­მენტს 15 ლა­რად, სტან­დარ­ტუ­ლად 10 დღის ვა­და­ში მი­ი­ღე­ბენ და გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან ფო­ტო­სუ­რა­თის გა­და­ღე­ბის 3 ლა­რის გა­და­სა­ხა­დის­გა­ნაც.

დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბის მსურ­ვე­ლებს კი 15 ლარ­თან ერ­თად, მხო­ლოდ დაჩ­ქა­რე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბის გა­დახ­და მო­უხ­დე­ბათ.

აქ­ცი­ით სარ­გებ­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ნე­ბი­ე­მი­ე­რი ასა­კობ­რი­ვი კა­ტე­გო­რი­ის, რო­გორც სრულ­წლო­ვან ისე და არას­რულ­წლო­ვან მო­ქა­ლა­ქე­ებს ექ­ნე­ბათ. აქ­ცი­ა­ში ჩარ­თვა შე­უძ­ლი­ათ იმ მო­ქა­ლა­ქე­ებ­საც, რომ­ლე­ბიც მი­სა­მარ­თის გა­რე­შე არი­ან რე­გის­ტრი­რე­ბულ­ნი. პი­რა­დო­ბის ახა­ლი მოწ­მო­ბის მი­სა­ღე­ბად მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა იუს­ტი­ცი­ის სახ­ლებს, სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ფი­ლი­ა­ლებს ან სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცენ­ტრებს უნდა მი­მარ­თონ.

მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ დო­კუ­მენ­ტის გა­ცე­მას­თან ერ­თად ხდე­ბა რე­გის­ტრა­ცი­ის ად­გი­ლის შეც­ვლა, მო­ქა­ლა­ქემ უნდა მი­მარ­თოს სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს/იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის იმ ფი­ლი­ალს, რომ­ლის სა­მოქ­მე­დო ტე­რი­ტო­რი­ა­საც გა­ნე­კუთ­ვნე­ბა მისი ამ­ჟა­მინ­დე­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მი­სა­მარ­თი.

დღე­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, ელექტრო­ნუ­ლი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბას უკვე 1 200 000 ადა­მი­ა­ნი ფლობს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

.
0

თუ დაკარგული პირადობის აღდგენა მინდა ამ შეთხვევაშიც 15 ლარია თუ სტანდარტულად 60?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

20 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე პირადობის ახალი მოწმობის აღება 15 ლარი ეღირება

20 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე პირადობის ახალი მოწმობის აღება 15 ლარი ეღირება

20 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით გამოცხადებული აქციის ფარგლებში, პირადობის ახალი მოწმობის აღება 34 ლარის ნაცვლად, 15 ლარი ეღირება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, თბილისის იუსტიციის სახლში, დღეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო ბაღათურიამ და იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი ლომიძემ აქციით სარგებლობის პირობებზე ისაუბრეს.

აქციის პირობების თანახმად, პირადობის ახალი მოწმობის მიღების მსურველები პირადობის დამადასტურებელ ახალ დოკუმენტს 15 ლარად, სტანდარტულად 10 დღის ვადაში მიიღებენ და გათავისუფლდებიან ფოტოსურათის გადაღების 3 ლარის გადასახადისგანაც.

დაჩქარებული მომსახურების მიღების მსურველებს კი 15 ლართან ერთად, მხოლოდ დაჩქარების ღირებულების გადახდა მოუხდებათ.

აქციით სარგებლობის საშუალება ნებიემიერი ასაკობრივი კატეგორიის, როგორც სრულწლოვან ისე და არასრულწლოვან მოქალაქეებს ექნებათ. აქციაში ჩართვა შეუძლიათ იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც მისამართის გარეშე არიან რეგისტრირებულნი. პირადობის ახალი მოწმობის მისაღებად მოქალაქეებმა იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა მიმართონ.

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტის გაცემასთან ერთად ხდება რეგისტრაციის ადგილის შეცვლა, მოქალაქემ უნდა მიმართოს სერვისების განვითარების სააგენტოს/იუსტიციის სახლის იმ ფილიალს, რომლის სამოქმედო ტერიტორიასაც განეკუთვნება მისი ამჟამინდელი საცხოვრებელი მისამართი.

დღეის მონაცემებით, ელექტრონული პირადობის მოწმობას უკვე 1 200 000 ადამიანი ფლობს.

"ინტერპრესნიუსი"