პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნავიდან გადავვარდი, არ ეგონათ, თუ გადავრჩებოდი" - "მოულოდნელი კითხვები" ნიკა წულუკიძესთან
"ნავიდან გადავვარდი, არ ეგონათ, თუ გადავრჩებოდი" - "მოულოდნელი კითხვები" ნიკა წულუკიძესთან

თე­ატრმ­ცოდ­ნე ნიკა წუ­ლუ­კი­ძე ცოტა ხნის წინ მამა გახ­და, ის ახლა თა­ვის ოჯახ­თან ერ­თად, ქა­ლაქ­გა­რეთ ატა­რებს სა­ზა­ფხუ­ლო შვე­ბუ­ლე­ბას და პა­ტა­რა გო­გო­ნას შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მზრუნ­ვე­ლო­ბას არ აკ­ლებს.

ამ­ჯე­რად ნიკა ჩემი სტუ­მა­რი ბლიც-სე­რი­ით - "მო­უ­ლოდ­ნე­ლი კი­თხვე­ბი" გახ­და.

- სად ხარ და რას საქ­მი­ა­ნობ?

- ამ წუ­თას ვარ ლე­ლუ­ბან­ში, თბი­ლის­თან ახ­ლოს და პა­ტა­რა სე­სი­ლი­ას ეტ­ლით ვა­სე­ირ­ნებ...

- რო­გორ ხა­სი­ათ­ზე ხარ?

- ყვე­ლა­ზე კარგ ხა­სი­ათ­ზე, რად­გა­ნაც მაქვს ცო­ტა­ო­დე­ნი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო და სა­ზა­ფხუ­ლო შვე­ბუ­ლე­ბას ჩემს ცოლ-შვილ­თან ერ­თად ვა­ტა­რებ. რამ­დე­ნი­მე დღე­ში კი ყვა­რელ­ში, "ილი­ას ტბა­ზე" ვა­პი­რებთ ას­ვლას.

- სი­ცხე­სა და მზეს რო­გორ ემა­ლე­ბი?

- არ მიყ­ვარს გა­და­მე­ტე­ბუ­ლი სი­ცხე. სიგ­რი­ლე მირ­ჩევ­ნია, მაგ­რამ სად არის? თუმ­ცა ერთი ჯა­დოს­ნუ­რი სი­თხე ვიცი, რომ­ლის და­ლე­ვის შემ­დეგ, მთე­ლი შეგ­რძნე­ბი­თა და ში­ნა­გა­ნი კორ­პუ­სით თავს გრი­ლად ვგრძნობ. ის ჩემ­მა ახ­ლო­ბელ­მა ნატა გა­გუ­ამ მას­წავ­ლა.

- რა სი­თხეა ასე­თი?

- ეს არის კიტ­რის, პიტ­ნის, ლი­მო­ნის და კი­დევ რა­ღაც კომ­პო­ნენ­ტე­ბის ნა­ერ­თი. ეს ყვე­ლა­ფე­რი უნდა დაჭ­რათ და წყლით სავ­სე ლიტ­რა-ნა­ხევ­რი­ან ჭურ­ჭელ­ში მო­ა­თავ­სოთ და დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ნელ-ნელა სვათ. ეს სი­თხე თერ­მო­რე­გუ­ლა­ცი­ას უწყობს ხელს...

- დღე­ში რამ­დენ ლიტრ წყალს სვამ?

- ვცდი­ლობ, ორი ლიტ­რი მი­ვი­ღო, რად­გან აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

- წყა­ლი თუ ალ­კოჰო­ლი?

- წყა­ლი და წყა­ლი...

- ალ­კოჰო­ლი რა­ტომ არა?

- თუ სა­ჭი­როა, ცო­ტას დავ­ლევ, მაგ­რამ წყა­ლი ჯან­სა­ღი სი­თხეა... ალ­კოჰოლს ცო­ტას კი ვსვამ, მაგ­რამ იშ­ვი­ათ შემ­თხვე­ვა­ში.

- სა­ში­ნე­ლი სი­ცხის გამო ბავ­შვი ქა­ლაქ­გა­რეთ, ტყე­ში კი წა­გიყ­ვა­ნია, მაგ­რამ გუ­შინ ერთ-ერთი ექი­მი სა­ში­ნე­ლი ცხე­ლი დღეების ფონ­ზე მშობ­ლებს ურ­ჩევ­და, ბავ­შვე­ბი, როცა სი­ცხე ძა­ლი­ან შე­ა­წუ­ხებთ, გა­საგ­რი­ლებ­ლად მეტ­როს სად­გუ­რებ­სა და სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში შე­იყ­ვა­ნე­თო...

- თუ უსაშ­ვე­ლო და გა­მო­უ­ვა­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა, მა­შინ მეტ­რო­ში კი უნდა წახ­ვი­დე, მაგ­რამ სუ­პერ­მარ­კეტ­ში თუ არა­ფე­რი იყი­დე, ამოგ­კრა­ვენ პან­ღურს და გა­მო­გაგ­დე­ბენ. აბა, რა გი­თხრათ, და რით გა­გა­ხა­როთ?

- ახალ­ბე­და მამა ხარ - რას გვე­ტყვი - მა­მო­ბა ტვირ­თია თუ სი­ა­მოვ­ნე­ბა?

- სი­ა­მოვ­ნე­ბაა, ფუ­ფუ­ნე­ბა, ბედ­ნი­ე­რე­ბა და ჩემი აზ­რით, კა­ცის ცხოვ­რე­ბის მი­ზა­ნი. აქამ­დე რაც კი მი­კე­თე­ბია, ამა­ზე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არა­ფე­რი მი­მაჩ­ნია.

- ბავ­შვი შენ გგავს?

- ფო­ტო­ებ­ში კი, მაგ­რამ მთლად მე არა, დე­დასც ჰგავს. ჭკვი­ა­ნია და ჩვენ­გან ვი­სიც რა სჯობ­და, აკ­რი­ფა.

- რო­გორც მე­ი­გა­ვე, ახლა იგავ-არაკს ვის­ზე ან რაზე და­წერ­დი?

- ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც გა­მუდ­მე­ბით ცდი­ლო­ბენ, ვი­ღა­ცას ან რა­ღა­ცას მო­ერ­გონ. სულ რომ წრი­ა­ლე­ბენ, ახლა ეს არის სა­ჭი­რო, ახლა ის, იქ უნდა დავრე­კო, ის უნდა დავ­პა­ტი­ჟო, ვი­ღა­ცას "ბან­ბა­ნერ­კა" ვა­ჭა­მო...

- ვის­ზე აქვს სულ­ხან-სა­ბას "სოფ­ლის მა­შე­ნებ­ლე­ბი" და­წე­რი­ლი?

- არ მინ­და, ის ქარ­თვე­ლებ­ზე იყოს დაწ­რი­ლი... "სიმ­ღე­რა უნდა და მეც აქა ვარ", - მაგ იგავ-არაკ­ში ხომ ეს არის მთა­ვა­რი ფრა­ზა. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ასე­თი ხალ­ხით არის სავ­სე. ხში­რად ჩვენც გვა­ხა­სი­ა­თებს რა­ღაც ასე­თე­ბი...

- ბანი კარ­გად გა­მოგ­დის?

- თუ გა­ჭირ­და, ცოტ-ცოტა კი.…

- დუ­შა­ში რო­დის ჯდე­ბა?

- დუ­შა­ში მა­შინ ჯდე­ბა, რო­დე­საც გო­ნე­ბა და ხე­ლის სის­წრა­ფე ერ­თმა­ნეთს ერ­თვის ანუ იღ­ბალს ემა­ტე­ბა აზ­როვ­ნე­ბა.

- იღ­ბლი­ა­ნი ხარ?

- მეტ-ნაკ­ლე­ბად, კი... დუ­შა­ში ჯდე­ბა.

- რა არის სი­ცი­ლი?

- სი­ცი­ლი სი­ცო­ცხლის გა­ხან­გრძლი­ვე­ბაა. ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა ხომ დრო­ის გა­წელ­ვაა, - და­ბა­დე­ბი­დან გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე. ჰოდა, სი­ცი­ლი არის პრო­ცე­სი, ეს დრო სა­ინ­ტე­რე­სოდ გა­ვა­ტა­როთ, ვიდ­რე სხვა შემ­თხვე­ვა­ში...

- ექ­სტრე­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში რო­გორ იქ­ცე­ვი?

- არ ვიბ­ნე­ვი, - ერთხელ თურ­ქეთ­ში რავ­ტინ­გის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ჩქარ ტრა­სა­ზე ნა­ვი­დან გა­დავ­ვარ­დი. არ ეგო­ნათ, თუ გა­დავ­რჩე­ბო­დი, მაგ­რამ არ და­ვი­ბე­ნი და სიპ ქვას მო­ვე­პო­ტი­ნე. რა­ტომ­ღაც მგო­ნია, რომ ნე­ბის­მი­ერ ექ­სტრე­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში არ და­ვიბ­ნე­ვი.

- ენაკ­ვი­მა­ტო­ბა სა­ი­დან ჩნდე­ბა?

- ენაკ­ვი­მა­ტო­ბა უდ­რის ბევრ კი­თხვას, ფან­ტა­ზი­ის უნარ­სა და იუ­მო­რის გრძნო­ბას. ამ ყვე­ლაფ­რის თა­ი­გუ­ლია.

- დაგ­ვი­სა­ხე­ლე ფრა­ზა, რო­მელ­საც ხში­რად იმე­ო­რებ?

- "ვერა შეჯ­და მწყე­რი ხესა, არა იყო ბედი მისი".

- "წყალ­ნი წავ­ლენ და წა­მოვ­ლენ, ქვი­ში­ა­ნი დარ­ჩე­ბი­ა­ნო", - ამ ცნო­ბილ ან­და­ზა­ში რა იგუ­ლის­ხმე­ბა?

- ეს ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის რე­ა­ლო­ბა და სარ­კეა. რაც ყვე­ლა­ზე ძი­რე­უ­ლი და მთა­ვა­რია, ის უნდა დარ­ჩეს. ჩვენ თუ ვერ შევ­ძე­ლით, უნდა ვე­ცა­დოთ, შვი­ლე­ბი მა­ინც გავ­ზარ­დოთ ისე, რომ რა­ღაც ღირ­სე­უ­ლი და­ტო­ვონ.

- დღე­ვან­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სი­ტუ­ა­ცია, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ი­დან რო­მელ პე­რი­ოდს გა­გო­ნებს?

- თვით­ნე­ბურ ლე­კი­ა­ნო­ბას, როცა ადა­მი­ა­ნე­ბი თვით­ნე­ბუ­რად გარ­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლო­დან.

- ნიკა, ტა­ტუს არ იკე­თებ, ხომ?

- არა კაცო, არა... ის ტატუ სი­ბე­რე­ში სა­ში­ნე­ლი შე­სა­ხე­დი იქ­ნე­ბა.

- რო­გორ ფიქ­რობ, რო­მელ პერ­სო­ნაჟს გავ­ხარ?

- აზ­და­კი მომ­წონს, თუმ­ცა ეფ­რე­ი­ტო­რის ფრა­ზაც კარ­გია, - "მე რა­საც ვა­კე­თებ, ყვე­ლა­ფერს ლა­ზა­თი­ა­ნად ვა­კე­თებ". ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ვცდი­ლობ, მეც ასე გა­ვა­კე­თო.

- ცნო­ბი­ლი კუ­ლი­ნა­რი ხარ. სა­უც­ბა­თოდ რას გვას­წავ­ლი­დი?

- ყვე­ლა­ნა­ი­რი ხილი აი­ღეთ, და­აბ­ლენ­დერეთ, ერთი კოვ­ზი თაფ­ლი და­უ­მა­ტეთ, მი­ირ­თვით და დიდ­ხანს იცო­ცხლეთ... ეს არის ენე­გი­ის, ვი­ტა­მი­ნე­ბის წყა­რო.

- რამ­დე­ნია 9X9?

- 81.

- ტა­ბუ­ლა გცოდ­ნია. ქი­მია?

- H2O რომ წყლის ფორ­მუ­ლაა, ვიცი.

- მოძ­რა­ო­ბის ტრა­ექ­ტო­რი­ას რო­მე­ლი სა­გა­ნი სწავ­ლობს?

- ფი­ზი­კა. თუ გინ­და ნი­უ­ტო­ნის მე­ო­რე კა­ნონს გე­ტყვი: სხე­უ­ლი მოძ­რა­ობს წრფი­ვად და თა­ნაბ­რად თუ მას­ზე სხვა სხე­უ­ლი არ იმოქ­მე­დებს.

- ახლა რა­ი­მე ლექ­სი­დან ფრა­ზაც გვი­თხა­რი...

- "შექ­სპი­რი არ იყო შე­სუ­ლი ხან­ში,/ ვამ­თე­ლებ ჟამ­თას­ვლის გა­წყვე­ტილ კავ­შირს.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"ნავიდან გადავვარდი, არ ეგონათ, თუ გადავრჩებოდი" - "მოულოდნელი კითხვები" ნიკა წულუკიძესთან

"ნავიდან გადავვარდი, არ ეგონათ, თუ გადავრჩებოდი" - "მოულოდნელი კითხვები" ნიკა წულუკიძესთან

თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძე ცოტა ხნის წინ მამა გახდა, ის ახლა თავის ოჯახთან ერთად, ქალაქგარეთ ატარებს საზაფხულო შვებულებას და პატარა გოგონას შეძლებისდაგვარად მზრუნველობას არ აკლებს.

ამჯერად ნიკა ჩემი სტუმარი ბლიც-სერიით - "მოულოდნელი კითხვები" გახდა.

- სად ხარ და რას საქმიანობ?

- ამ წუთას ვარ ლელუბანში, თბილისთან ახლოს და პატარა სესილიას ეტლით ვასეირნებ...

- როგორ ხასიათზე ხარ?

- ყველაზე კარგ ხასიათზე, რადგანაც მაქვს ცოტაოდენი თავისუფალი დრო და საზაფხულო შვებულებას ჩემს ცოლ-შვილთან ერთად ვატარებ. რამდენიმე დღეში კი ყვარელში, "ილიას ტბაზე" ვაპირებთ ასვლას.

- სიცხესა და მზეს როგორ ემალები?

- არ მიყვარს გადამეტებული სიცხე. სიგრილე მირჩევნია, მაგრამ სად არის? თუმცა ერთი ჯადოსნური სითხე ვიცი, რომლის დალევის შემდეგ, მთელი შეგრძნებითა და შინაგანი კორპუსით თავს გრილად ვგრძნობ. ის ჩემმა ახლობელმა ნატა გაგუამ მასწავლა.

- რა სითხეა ასეთი?

- ეს არის კიტრის, პიტნის, ლიმონის და კიდევ რაღაც კომპონენტების ნაერთი. ეს ყველაფერი უნდა დაჭრათ და წყლით სავსე ლიტრა-ნახევრიან ჭურჭელში მოათავსოთ და დღის განმავლობაში ნელ-ნელა სვათ. ეს სითხე თერმორეგულაციას უწყობს ხელს...

- დღეში რამდენ ლიტრ წყალს სვამ?

- ვცდილობ, ორი ლიტრი მივიღო, რადგან აუცილებელია.

- წყალი თუ ალკოჰოლი?

- წყალი და წყალი...

- ალკოჰოლი რატომ არა?

- თუ საჭიროა, ცოტას დავლევ, მაგრამ წყალი ჯანსაღი სითხეა... ალკოჰოლს ცოტას კი ვსვამ, მაგრამ იშვიათ შემთხვევაში.

- საშინელი სიცხის გამო ბავშვი ქალაქგარეთ, ტყეში კი წაგიყვანია, მაგრამ გუშინ ერთ-ერთი ექიმი საშინელი ცხელი დღეების ფონზე მშობლებს ურჩევდა, ბავშვები, როცა სიცხე ძალიან შეაწუხებთ, გასაგრილებლად მეტროს სადგურებსა და სუპერმარკეტებში შეიყვანეთო...

- თუ უსაშველო და გამოუვალი სიტუაციაა, მაშინ მეტროში კი უნდა წახვიდე, მაგრამ სუპერმარკეტში თუ არაფერი იყიდე, ამოგკრავენ პანღურს და გამოგაგდებენ. აბა, რა გითხრათ, და რით გაგახაროთ?

- ახალბედა მამა ხარ - რას გვეტყვი - მამობა ტვირთია თუ სიამოვნება?

- სიამოვნებაა, ფუფუნება, ბედნიერება და ჩემი აზრით, კაცის ცხოვრების მიზანი. აქამდე რაც კი მიკეთებია, ამაზე მნიშვნელოვნად არაფერი მიმაჩნია.

- ბავშვი შენ გგავს?

- ფოტოებში კი, მაგრამ მთლად მე არა, დედასც ჰგავს. ჭკვიანია და ჩვენგან ვისიც რა სჯობდა, აკრიფა.

- როგორც მეიგავე, ახლა იგავ-არაკს ვისზე ან რაზე დაწერდი?

- ადამიანებზე, რომლებიც გამუდმებით ცდილობენ, ვიღაცას ან რაღაცას მოერგონ. სულ რომ წრიალებენ, ახლა ეს არის საჭირო, ახლა ის, იქ უნდა დავრეკო, ის უნდა დავპატიჟო, ვიღაცას "ბანბანერკა" ვაჭამო...

- ვისზე აქვს სულხან-საბას "სოფლის მაშენებლები" დაწერილი?

- არ მინდა, ის ქართველებზე იყოს დაწრილი... "სიმღერა უნდა და მეც აქა ვარ", - მაგ იგავ-არაკში ხომ ეს არის მთავარი ფრაზა. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა ასეთი ხალხით არის სავსე. ხშირად ჩვენც გვახასიათებს რაღაც ასეთები...

- ბანი კარგად გამოგდის?

- თუ გაჭირდა, ცოტ-ცოტა კი.…

- დუშაში როდის ჯდება?

- დუშაში მაშინ ჯდება, როდესაც გონება და ხელის სისწრაფე ერთმანეთს ერთვის ანუ იღბალს ემატება აზროვნება.

- იღბლიანი ხარ?

- მეტ-ნაკლებად, კი... დუშაში ჯდება.

- რა არის სიცილი?

- სიცილი სიცოცხლის გახანგრძლივებაა. ჩვენი ცხოვრება ხომ დროის გაწელვაა, - დაბადებიდან გარდაცვალებამდე. ჰოდა, სიცილი არის პროცესი, ეს დრო საინტერესოდ გავატაროთ, ვიდრე სხვა შემთხვევაში...

- ექსტრემალურ სიტუაციაში როგორ იქცევი?

- არ ვიბნევი, - ერთხელ თურქეთში რავტინგის ერთ-ერთ ყველაზე ჩქარ ტრასაზე ნავიდან გადავვარდი. არ ეგონათ, თუ გადავრჩებოდი, მაგრამ არ დავიბენი და სიპ ქვას მოვეპოტინე. რატომღაც მგონია, რომ ნებისმიერ ექსტრემალურ სიტუაციაში არ დავიბნევი.

- ენაკვიმატობა საიდან ჩნდება?

- ენაკვიმატობა უდრის ბევრ კითხვას, ფანტაზიის უნარსა და იუმორის გრძნობას. ამ ყველაფრის თაიგულია.

- დაგვისახელე ფრაზა, რომელსაც ხშირად იმეორებ?

- "ვერა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო ბედი მისი".

- "წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშიანი დარჩებიანო", - ამ ცნობილ ანდაზაში რა იგულისხმება?

- ეს ჩვენი ცხოვრების რეალობა და სარკეა. რაც ყველაზე ძირეული და მთავარია, ის უნდა დარჩეს. ჩვენ თუ ვერ შევძელით, უნდა ვეცადოთ, შვილები მაინც გავზარდოთ ისე, რომ რაღაც ღირსეული დატოვონ.

- დღევანდელი საქართველოს სიტუაცია, საქართველოს ისტორიიდან რომელ პერიოდს გაგონებს?

- თვითნებურ ლეკიანობას, როცა ადამიანები თვითნებურად გარბიან საქართველოდან.

- ნიკა, ტატუს არ იკეთებ, ხომ?

- არა კაცო, არა... ის ტატუ სიბერეში საშინელი შესახედი იქნება.

- როგორ ფიქრობ, რომელ პერსონაჟს გავხარ?

- აზდაკი მომწონს, თუმცა ეფრეიტორის ფრაზაც კარგია, -  "მე რასაც ვაკეთებ, ყველაფერს ლაზათიანად ვაკეთებ". ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ, მეც ასე გავაკეთო.

- ცნობილი კულინარი ხარ. საუცბათოდ რას გვასწავლიდი?

- ყველანაირი ხილი აიღეთ, დააბლენდერეთ, ერთი კოვზი თაფლი დაუმატეთ, მიირთვით და დიდხანს იცოცხლეთ... ეს არის ენეგიის, ვიტამინების წყარო.

- რამდენია 9X9?

- 81.

- ტაბულა გცოდნია. ქიმია?

- H2O რომ წყლის ფორმულაა, ვიცი.

- მოძრაობის ტრაექტორიას რომელი საგანი სწავლობს?

- ფიზიკა. თუ გინდა ნიუტონის მეორე კანონს გეტყვი: სხეული მოძრაობს წრფივად და თანაბრად თუ მასზე სხვა სხეული არ იმოქმედებს.

- ახლა რაიმე ლექსიდან ფრაზაც გვითხარი...

- "შექსპირი არ იყო შესული ხანში,/ ვამთელებ ჟამთასვლის გაწყვეტილ კავშირს.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება