პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯონ მაკკეინი - საქართველოს მთავრობას აღმოსავლეთ უკრაინაში პუტინის მოქმედებები არ დაუგმია, ეს ჩემთვის მიუღებელია
ჯონ მაკკეინი - საქართველოს მთავრობას აღმოსავლეთ უკრაინაში პუტინის მოქმედებები არ დაუგმია, ეს ჩემთვის მიუღებელია

"მე მა­ღელ­ვებს ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო რუ­სეთს არ და­უ­ახ­ლოვ­დეს", - ამის შე­სა­ხებ "რეს­პუბ­ლი­კელ­მა" სე­ნა­ტორ­მა, ჯონ მა­კ­კე­ინ­მა რა­დიო "ამე­რი­კის ხმას­თან" სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

ჯონ მა­კ­კე­ი­ნი რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნა­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ტვირ­თის გაგ­ზავ­ნის თე­მა­საც შე­ე­ხო და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს ფაქ­ტი ამე­რი­კის ლი­დერ­ში­პის მარ­ცხია, რის­თვი­საც ძა­ლი­ან მა­ღა­ლი სა­ზღა­უ­რის გა­დახ­და კი­დევ დიდ ხანს მო­უ­წევთ.

"ჩვენ ვლა­დი­მირ პუ­ტინს ყი­რი­მის მით­ვი­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე მი­ვე­ცით. სან­ქცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ვუ­წე­სეთ ძა­ლი­ან სუს­ტია. სი­ტუ­ა­ცი­ას პუ­ტი­ნის გად­მო­სა­ხე­დი­დან რომ შევ­ხე­დოთ, ის ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლია. უკ­რა­ი­ნის სა­ზღვარ­თან ჯა­რე­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცი­ას აგ­რძე­ლებს. მე მჯე­რა, რომ ის ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს იმის­თვის, რომ აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში და­ძა­ბუ­ლო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს. მას არ უნდა უკ­რა­ი­ნამ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ოს", - გა­ნა­ცხა­და სე­ნა­ტორ­მა მა­კ­კე­ინ­მა "ამე­რი­კის ხმას­თან" სა­უბ­რი­სას.

მი­სი­ვე თქმით, პუ­ტი­ნის შე­სა­ჩე­რებ­ლად სა­ჭი­როა და­წეს­დეს რე­ა­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბი, უნდა შე­მუ­შავ­დეს გეგ­მა, რო­მე­ლიც მომ­დევ­ნო ორი წლის შემ­დეგ უკ­რა­ი­ნა­სა და ევ­რო­პა­ში ამე­რი­კის ენერ­გო-რე­სურ­სე­ბის ექ­სპორ­ტს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს და ევ­რო­პას რუ­სე­თის ენერ­გი­ა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას შე­ამ­ცი­რებს.

"ასე­ვე უნდა მო­ვახ­დი­ნოთ ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის გა­და­ფა­სე­ბა და ის მი­ვი­ღოთ იმად, რაც ის სი­ნამ­დვი­ლე­ში არის - სუ­კის პოლ­კოვ­ნი­კი, რო­მელ­საც რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის აღ­დგე­ნა სურს. ამ გზით ჩვენ მას გა­ვა­გე­ბი­ნებთ, რომ მის მოქ­მე­დე­ბებს სა­ფა­სუ­რი ახ­ლავს. ის გა­მო­უც­დე­ლო­ბა (უგუ­ნუ­რო­ბა), რო­მელ­საც ეს ად­მი­ნის­ტრა­ცია იჩენს მის მი­მართ, ჩვენ­თვის ძა­ლი­ან ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი გა­მოდ­გა. უთხა­რი ვლა­დი­მირს, რომ მოგ­ვი­ა­ნე­ბით მეტი მოქ­ნი­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მექ­ნე­ბა... "გა­დატ­ვირ­თვის" ღი­ლაკ­ზე გა­მუდ­მე­ბით ხე­ლის და­ჭე­რა... პუ­ტი­ნი უნდა აღ­ვიქ­ვათ ისე, რო­გორც ის ამას იმ­სა­ხუ­რებს. მე ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ იმით, რომ პუ­ტინ­მა ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბი და­ა­წე­სა", - აღ­ნიშ­ნა მა­კ­კე­ინ­მა.

"რეს­პუბ­ლი­კე­ლი" სე­ნა­ტო­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­საც შე­ე­ხო და აღ­ნიშ­ნა, რომ ძა­ლი­ან იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლია.

"ძა­ლი­ან გა­მიც­რუვ­და იმე­დე­ბი. მე ახალ­მა მთავ­რო­ბამ და­მარ­წმუ­ნა იმა­ში, რომ წარ­სულს გა­და­ა­ბი­ჯებ­და. სა­ქარ­თვე­ლომ ძა­ლი­ან გრძე­ლი გზა გა­ი­ა­რა, ეკო­ნო­მი­კუ­რად, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად, ჩა­ა­ტა­რა თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი და ახლა ეს მოქ­მე­დე­ბე­ბი იმედ­გა­მაც­რუ­ე­ბე­ლია. მათ გავ­ლე­ნა ექ­ნე­ბა ამე­რი­კის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს­თან. მე მა­ღელ­ვებს ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო რუ­სეთს არ და­უ­ახ­ლოვ­დეს. მთავ­რო­ბას აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის მოქ­მე­დე­ბე­ბი არ და­უგ­მია. ეს ჩემ­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ეს მი­უ­ღე­ბე­ლია", - დას­ძი­ნა მა­კ­კე­ინ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ჯონ მაკკეინი - საქართველოს მთავრობას აღმოსავლეთ უკრაინაში პუტინის მოქმედებები არ დაუგმია, ეს ჩემთვის მიუღებელია

ჯონ მაკკეინი - საქართველოს მთავრობას აღმოსავლეთ უკრაინაში პუტინის მოქმედებები არ დაუგმია, ეს ჩემთვის მიუღებელია

"მე მაღელვებს ის, რომ საქართველო რუსეთს არ დაუახლოვდეს", - ამის შესახებ "რესპუბლიკელმა" სენატორმა, ჯონ მაკკეინმა რადიო "ამერიკის ხმასთან" საუბრისას განაცხადა.

ჯონ მაკკეინი რუსეთის მიერ უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი ამერიკის ლიდერშიპის მარცხია, რისთვისაც ძალიან მაღალი საზღაურის გადახდა კიდევ დიდ ხანს მოუწევთ.

"ჩვენ ვლადიმირ პუტინს ყირიმის მითვისების საშუალება რეაგირების გარეშე მივეცით. სანქციები, რომლებიც დავუწესეთ ძალიან სუსტია. სიტუაციას პუტინის გადმოსახედიდან რომ შევხედოთ, ის ძალიან წარმატებულია. უკრაინის საზღვართან ჯარების მობილიზაციას აგრძელებს. მე მჯერა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბულობა შეინარჩუნოს. მას არ უნდა უკრაინამ წარმატებას მიაღწიოს", - განაცხადა სენატორმა მაკკეინმა "ამერიკის ხმასთან" საუბრისას.

მისივე თქმით, პუტინის შესაჩერებლად საჭიროა დაწესდეს რეალური სანქციები, უნდა შემუშავდეს გეგმა, რომელიც მომდევნო ორი წლის შემდეგ უკრაინასა და ევროპაში ამერიკის ენერგო-რესურსების ექსპორტს განახორციელებს და ევროპას რუსეთის ენერგიაზე დამოკიდებულებას შეამცირებს.

"ასევე უნდა მოვახდინოთ ვლადიმირ პუტინის გადაფასება და ის მივიღოთ იმად, რაც ის სინამდვილეში არის - სუკის პოლკოვნიკი, რომელსაც რუსეთის იმპერიის აღდგენა სურს. ამ გზით ჩვენ მას გავაგებინებთ, რომ მის მოქმედებებს საფასური ახლავს. ის გამოუცდელობა (უგუნურობა), რომელსაც ეს ადმინისტრაცია იჩენს მის მიმართ, ჩვენთვის ძალიან ძვირადღირებული გამოდგა. უთხარი ვლადიმირს, რომ მოგვიანებით მეტი მოქნილობის საშუალება მექნება... "გადატვირთვის" ღილაკზე გამუდმებით ხელის დაჭერა... პუტინი უნდა აღვიქვათ ისე, როგორც ის ამას იმსახურებს. მე ძალიან ვამაყობ იმით, რომ პუტინმა ჩემს წინააღმდეგ სანქციები დააწესა", - აღნიშნა მაკკეინმა.

"რესპუბლიკელი" სენატორი საქართველოში მიმდინარე მოვლენებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ძალიან იმედგაცრუებულია.

"ძალიან გამიცრუვდა იმედები. მე ახალმა მთავრობამ დამარწმუნა იმაში, რომ წარსულს გადააბიჯებდა. საქართველომ ძალიან გრძელი გზა გაიარა, ეკონომიკურად, დემოკრატიულად, ჩაატარა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ახლა ეს მოქმედებები იმედგამაცრუებელია. მათ გავლენა ექნება ამერიკის ურთიერთობაზე საქართველოსთან. მე მაღელვებს ის, რომ საქართველო რუსეთს არ დაუახლოვდეს. მთავრობას აღმოსავლეთ უკრაინაში ვლადიმირ პუტინის მოქმედებები არ დაუგმია. ეს ჩემთვის წარმოუდგენელია, ეს მიუღებელია", - დასძინა მაკკეინმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა