სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შავი ამბოხი" გრძელდება - ამერიკელი პოლიციელების მიერ დახოცილი ფერადკანიანები და მწვავე დაპირისპირება რასისტულ ნიადაგზე
"შავი ამბოხი" გრძელდება - ამერიკელი პოლიციელების მიერ დახოცილი ფერადკანიანები და მწვავე დაპირისპირება რასისტულ ნიადაგზე

რა­სობ­რი­ვი სა­კი­თხი აშშ-ის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დღემ­დე უმ­თავ­რეს პრობ­ლე­მად რჩე­ბა. 10 აგ­ვის­ტოს, მი­სუ­რის შტა­ტის ქა­ლაქ ფერ­გი­უსონ­ში მომ­ხდა­რი ინ­ცინ­დენ­ტი, აშშ-ში რა­სობ­რი­ვი და­პი­რის­პი­რე­ბის მო­რიგ მი­ზე­ზად იქცა. პო­ლი­ცი­ამ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით 18 წლის ფე­რად­კა­ნი­ა­ნი მა­იკლ ბრა­უ­ნი მოკ­ლა. CNN-ის ცნო­ბით, გაკ­ვე­თი­სას მო­ზარ­დის სხე­უ­ლი­დან 6 ტყვია ამო­ი­ღეს. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­უ­ია­რა­ღე­ბელ­მა მო­ზარ­დმა, და­კა­ვე­ბი­სას პო­ლი­ცი­ას ფი­ზი­კუ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია. პო­ლი­ცი­ამ მისი და­კა­ვე­ბა მას შემ­დეგ სცა­და, რაც ბრა­უნ­მა მა­ღა­ზი­ი­დან სი­გა­რე­ბის კო­ლო­ფი, ფუ­ლის გა­დახ­დის გა­რე­შე გა­მო­ი­ტა­ნა.

მომ­ხდარ­მა ქა­ლაქ ფერ­გი­უსო­ნის ფე­რად­კა­ნი­ან სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პრო­ტეს­ტი გა­მო­იწ­ვია. ხალ­ხის შე­სა­ჩე­რებ­ლად პო­ლი­ცი­ამ ცრემლსა­დე­ნი გაზი და რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბი გა­მო­ი­ყე­ნა. და­ძა­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის გამო, შტა­ტის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა ქა­ლაქ­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა შე­მო­ი­ღო და კო­მენ­დან­ტის სა­ა­თიც გა­მო­ა­ცხა­და. 18 აგ­ვის­ტოს მი­სუ­რის შტა­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ, ვი­თა­რე­ბის გა­სა­კონ­ტრო­ლებ­ლად, ქა­ლაქ­ში ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის და­ნა­ყო­ფე­ბის შეყ­ვა­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი აშშ-ში არც თუ ისე იშ­ვი­ა­თია. ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ინ­ცინ­დენ­ტი ლოს-ან­ჯე­ლეს­ში 1992 წელს მოხ­და. მა­შინ პირ­ვე­ლად ამე­რი­კის ის­ტო­რი­ა­ში, დე­მონ­სტრა­ცი­ებ­მა, ძა­ლა­დო­ბამ, ძარ­ცვამ და მკვლე­ლო­ბებ­მა მას­შტა­ბუ­რი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო.

"ქა­ლა­ქი ხან­ძრე­ბის კვამლმა და­ფა­რა. ქუ­ჩა­ში ყვე­ლა მხრი­დან სრო­ლის ხმა ის­მო­და. ცე­ცხლი მო­ე­დო ასო­ბით შე­ნო­ბას და ათო­ბით ავ­ტო­მო­ბილს. კვამ­ლი­სა და გა­უ­თა­ვე­ბე­ლი სრო­ლის გამო, მე­გა­პო­ლის­თან მი­ახ­ლო­ე­ბას ავი­ა­ლა­ი­ნე­რე­ბიც უფრთხოდ­ნენ. შავ­კა­ნი­ა­ნე­ბი­სა და ლა­თი­ნო­ა­მე­რი­კე­ლე­ბის ჯგუ­ფე­ბი მა­ღა­ზი­ე­ბის გამ­ყიდ­ვე­ლებს უპი­რის­პირ­დე­ბოდ­ნენ. ქა­ლაქ­ში გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა და მო­რო­დი­ო­რო­ბა მე­ფობ­და. მა­ღა­ზი­ე­ბი­დან სა­ქო­ნელს ხალ­ხი ური­კე­ბი­თა და მან­ქა­ნე­ბით იპა­რავ­და. ქუ­ჩებ­ში თეთ­რე­ბის მბრძა­ნებ­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, შავ­კა­ნი­ა­ნე­ბის სა­ყო­ველ­თაო აჯან­ყე­ბის მო­წო­დე­ბე­ბი გა­ის­მო­და", - ეს არც მხატ­ვრუ­ლი შე­მოქ­მე­დე­ბაა და არც ჰო­ლი­ვუ­დუ­რი ბლო­ქ­ბას­ტე­რის სცე­ნა­რია. ეს რე­ა­ლურ მოვ­ლე­ნე­ბია, რომ­ლე­ბიც 1992 წელს ლოს-ან­ჯე­ლეს­ში გან­ვი­თარ­და.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით, "შავი ამ­ბო­ხე­ბის" მი­ზე­ზი ოთხი პო­ლი­ცი­ე­ლის მიერ ფე­რად­კა­ნი­ა­ნი როდ­ნი კინ­გის ცემა გახ­და. მან პო­ლი­ცი­ას წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია.

სა­ვა­რა­უ­დოდ, რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი ამე­რი­კულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უფრო ღრმად იმა­ლე­ბა. თეთრ და შავ­კა­ნი­ან­თა შო­რის რა­სის­ტულ ნი­ა­დაგ­ზე და­პი­რის­პი­რე­ბა ყო­ველ­თვის არ­სე­ბობ­და. მა­ლუ­ლად თუ ღიად ერ­თმა­ნე­თი­სად­მი ან­ტი­პა­თი­ას ისი­ნი ყო­ველ­თვის გა­მო­ხა­ტავ­დნენ. როდ­ნი კინ­გის ცემა მხო­ლოდ ამ­ბო­ხე­ბის სა­ბა­ბი იყო. მსგავ­სი რამ ლოს-ან­ჯე­ლეს­ში ან აშშ-ის სხვა ქა­ლაქ­ში აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­დე­ბო­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დაგ­რო­ვი­ლი მუტ­ხი ყო­ველ­თვის დაც­ლას სა­ჭი­რო­ებს. ამის­თვის კი მხო­ლოდ ხელ­საყ­რე­ლი მო­მენ­ტია სა­ჭი­რო.

1992 წლის 3 მარტს, 8 მი­ლის დევ­ნის შემ­დეგ, პო­ლი­ცი­ამ მან­ქა­ნით მი­მა­ვა­ლი უმუ­შე­ვა­რი ნარ­კო­მა­ნი როდ­ნი კინ­გი და­ა­კა­ვა. წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გამო, პო­ლი­ცი­ამ ძალა გა­მო­ი­ყე­ნა. ხელ­კე­ტის 56-ჯერ დარ­ტყმით, კინგს სა­ხის ძვა­ლი და­უ­ზი­ა­ნეს და ფეხი მო­ტე­ხეს. გამ­ვლე­ლის მიერ, ვი­დე­ო­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბი პრე­სა­ში მოხ­ვდა. მა­სობ­რი­ვი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც 29 აპ­რილს სა­სა­მარ­თლომ ოთხი­ვე პო­ლი­ცი­ელს გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნა. რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში საპ­რო­ტეს­ტო დე­მონ­სტრა­ცია, მა­სი­ურ არე­უ­ლო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. ფე­რად­კა­ნი­ან­მა ახალ­გაზ­რდო­ბამ, ქვე­ბით თეთ­რე­ბი­სა და აზი­ე­ლე­ბის ჩა­ქოლ­ვა და­ი­წყო. თეთ­რე­ბის კუთ­ვნილ მა­ღა­ზი­ებს ძარ­ცვავ­დენ და წვავ­დნენ.

ერთი დღის თავ­ზე, არე­უ­ლო­ბა ქა­ლა­ქის სხვა უბ­ნებ­საც მო­ე­დო. უმ­ცი­რე­სო­ბა­ში აღ­მო­ჩე­ნილ­მა პო­ლი­ცი­ამ უკან და­ი­ხია. ამ­ბო­ხე­ბულ უბ­ნებ­ში ვი­თა­რე­ბა კონ­ტროლს გას­ცდა.

2 მა­ისს მთავ­რო­ბა რა­დი­კა­ლურ ქმე­დე­ბებ­ზე გა­და­ვი­და. ქა­ლაქ­ში 7,300 პო­ლი­ცი­ე­ლი, 1,950 შე­რი­ფი, 9,975 ეროვ­ნუ­ლი გვარ­დის ჯა­რის­კა­ცი, 3,300 ქვე­ი­თი და ფე­დე­რა­ლუ­რი გა­მო­ძე­ბის 1,000 თა­ნამ­შრო­მე­ლი შე­იყ­ვა­ნეს.

პო­ლი­ცია და არ­მია მკაც­რად მოქ­მე­დებ­და. შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რე­ბის მხრი­დან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, პირ­ვე­ლი­ვე გაფრ­თხი­ლე­ბის შემ­დეგ ის­როდ­ნენ. ქა­ლაქ­ში წეს­რი­გი 6 მა­ისს აღ­დგა. 5 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შავ­კა­ნი­ა­ნებ­მა 5,500-ზე მეტი შე­ნო­ბა დაწ­ვეს. მა­ტე­რი­ა­ლურ­მა ზა­რალ­მა 1,2 მლრდ დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა.

სხვა­დას­ხვა მო­ნა­ცე­მე­ბით, ლოს-ან­ჯე­ლე­სის "შავ ამ­ბო­ხე­ბას" 50-დან 143-მდე ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. და­კა­ვე­ბუ­ლი იყო 11,000-ზე მეტი პირი. აქე­დან 500-მდე სას­ჯელს დღემ­დე იხ­დის. მათ 25 წლი­ა­ნი ან სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა.

ამ­ბო­ხე­ბის შემ­დეგ, ფე­დე­რა­ლურ­მა მთავ­რო­ბამ, ის ოთხი პო­ლი­ცი­ე­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და სამ­სა­ხუ­რი­დან და­ი­თხო­ვა. თა­ვად კინ­გი მდი­და­რი ადა­მი­ა­ნი გახ­და. ლოს-ან­ჯე­ლე­სის პო­ლი­ცი­ამ, კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით 3,8 მლნ დო­ლა­რი გა­და­უ­ხა­და. თუმ­ცა ამ­ბო­ხე­ბის შემ­დეგ, სხვა­დას­ხვა კა­ნონ­დარ­ღვე­ვის­თვის, პო­ლი­ცი­ამ ის კი­დევ 7-ჯერ და­ა­კა­ვა.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

"შავი ამბოხი" გრძელდება - ამერიკელი პოლიციელების მიერ დახოცილი ფერადკანიანები და მწვავე დაპირისპირება რასისტულ ნიადაგზე

"შავი ამბოხი" გრძელდება - ამერიკელი პოლიციელების მიერ დახოცილი ფერადკანიანები და მწვავე დაპირისპირება რასისტულ ნიადაგზე

რასობრივი საკითხი აშშ-ის საზოგადოებაში დღემდე უმთავრეს პრობლემად რჩება. 10 აგვისტოს, მისურის შტატის ქალაქ ფერგიუსონში მომხდარი ინცინდენტი, აშშ-ში რასობრივი დაპირისპირების მორიგ მიზეზად იქცა. პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღით 18 წლის ფერადკანიანი მაიკლ ბრაუნი მოკლა. CNN-ის ცნობით, გაკვეთისას მოზარდის სხეულიდან 6 ტყვია ამოიღეს. ოფიციალური ინფორმაციით, შეუიარაღებელმა მოზარდმა, დაკავებისას პოლიციას ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია. პოლიციამ მისი დაკავება მას შემდეგ სცადა, რაც ბრაუნმა მაღაზიიდან სიგარების კოლოფი, ფულის გადახდის გარეშე გამოიტანა.

მომხდარმა ქალაქ ფერგიუსონის ფერადკანიან საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია. ხალხის შესაჩერებლად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაძაბული ვითარების გამო, შტატის გუბერნატორმა ქალაქში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო და კომენდანტის საათიც გამოაცხადა. 18 აგვისტოს მისურის შტატის ხელმძღვანელობამ, ვითარების გასაკონტროლებლად, ქალაქში ეროვნული გვარდიის დანაყოფების შეყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

მსგავსი შემთხვევები აშშ-ში არც თუ ისე იშვიათია. ყველაზე გახმაურებული ინცინდენტი ლოს-ანჯელესში 1992 წელს მოხდა. მაშინ პირველად ამერიკის ისტორიაში, დემონსტრაციებმა, ძალადობამ, ძარცვამ და მკვლელობებმა მასშტაბური ხასიათი მიიღო.

"ქალაქი ხანძრების კვამლმა დაფარა. ქუჩაში ყველა მხრიდან სროლის ხმა ისმოდა. ცეცხლი მოედო ასობით შენობას და ათობით ავტომობილს. კვამლისა და გაუთავებელი სროლის გამო, მეგაპოლისთან მიახლოებას ავიალაინერებიც უფრთხოდნენ. შავკანიანებისა და ლათინოამერიკელების ჯგუფები მაღაზიების გამყიდველებს უპირისპირდებოდნენ. ქალაქში განუკითხაობა და მოროდიორობა მეფობდა. მაღაზიებიდან საქონელს ხალხი ურიკებითა და მანქანებით იპარავდა. ქუჩებში თეთრების მბრძანებლობის წინააღმდეგ, შავკანიანების საყოველთაო აჯანყების მოწოდებები გაისმოდა", - ეს არც მხატვრული შემოქმედებაა და არც ჰოლივუდური ბლოქბასტერის სცენარია. ეს რეალურ მოვლენებია, რომლებიც 1992 წელს ლოს-ანჯელესში განვითარდა.

ოფიციალური ვერსიით, "შავი ამბოხების" მიზეზი ოთხი პოლიციელის მიერ ფერადკანიანი როდნი კინგის ცემა გახდა. მან პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია.

სავარაუდოდ, რეალური მიზეზი ამერიკულ საზოგადოებაში უფრო ღრმად იმალება. თეთრ და შავკანიანთა შორის რასისტულ ნიადაგზე დაპირისპირება ყოველთვის არსებობდა. მალულად თუ ღიად ერთმანეთისადმი ანტიპათიას ისინი ყოველთვის გამოხატავდნენ. როდნი კინგის ცემა მხოლოდ ამბოხების საბაბი იყო. მსგავსი რამ ლოს-ანჯელესში ან აშშ-ის სხვა ქალაქში აუცილებლად მოხდებოდა. საზოგადოებაში დაგროვილი მუტხი ყოველთვის დაცლას საჭიროებს. ამისთვის კი მხოლოდ ხელსაყრელი მომენტია საჭირო.

1992 წლის 3 მარტს, 8 მილის დევნის შემდეგ, პოლიციამ მანქანით მიმავალი უმუშევარი ნარკომანი როდნი კინგი დააკავა. წინააღმდეგობის გამო, პოლიციამ ძალა გამოიყენა. ხელკეტის 56-ჯერ დარტყმით, კინგს სახის ძვალი დაუზიანეს და ფეხი მოტეხეს. გამვლელის მიერ, ვიდეოზე გადაღებული კადრები პრესაში მოხვდა. მასობრივი უკმაყოფილება მას შემდეგ დაიწყო, რაც 29 აპრილს სასამართლომ ოთხივე პოლიციელს გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა. რამდენიმე საათში საპროტესტო დემონსტრაცია, მასიურ არეულობაში გადაიზარდა. ფერადკანიანმა ახალგაზრდობამ, ქვებით თეთრებისა და აზიელების ჩაქოლვა დაიწყო. თეთრების კუთვნილ მაღაზიებს ძარცვავდენ და წვავდნენ.

ერთი დღის თავზე, არეულობა ქალაქის სხვა უბნებსაც მოედო. უმცირესობაში აღმოჩენილმა პოლიციამ უკან დაიხია. ამბოხებულ უბნებში ვითარება კონტროლს გასცდა.

2 მაისს მთავრობა რადიკალურ ქმედებებზე გადავიდა. ქალაქში 7,300 პოლიციელი, 1,950 შერიფი, 9,975 ეროვნული გვარდის ჯარისკაცი, 3,300 ქვეითი და ფედერალური გამოძების 1,000 თანამშრომელი შეიყვანეს.

პოლიცია და არმია მკაცრად მოქმედებდა. შეიარაღებული პირების მხრიდან წინააღმდეგობის შემთხვევაში, პირველივე გაფრთხილების შემდეგ ისროდნენ. ქალაქში წესრიგი 6 მაისს აღდგა. 5 დღის განმავლობაში შავკანიანებმა 5,500-ზე მეტი შენობა დაწვეს. მატერიალურმა ზარალმა 1,2 მლრდ დოლარი შეადგინა.

სხვადასხვა მონაცემებით, ლოს-ანჯელესის "შავ ამბოხებას" 50-დან 143-მდე ადამიანი ემსხვერპლა. დაკავებული იყო 11,000-ზე მეტი პირი. აქედან 500-მდე სასჯელს დღემდე იხდის. მათ 25 წლიანი ან სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

ამბოხების შემდეგ, ფედერალურმა მთავრობამ, ის ოთხი პოლიციელი სამოქალაქო უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა და სამსახურიდან დაითხოვა. თავად კინგი მდიდარი ადამიანი გახდა. ლოს-ანჯელესის პოლიციამ, კომპენსაციის სახით 3,8 მლნ დოლარი გადაუხადა. თუმცა ამბოხების შემდეგ, სხვადასხვა კანონდარღვევისთვის, პოლიციამ ის კიდევ 7-ჯერ დააკავა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა