Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა ხდება ამ თბილისის აეროპორტში ღამით, გავგიჟდი!" - მწერალი თითო მგზავრზე თითო გამცილებლის დაწესებას მოითხოვს
"რა ხდება ამ თბილისის აეროპორტში ღამით, გავგიჟდი!" - მწერალი თითო მგზავრზე თითო გამცილებლის დაწესებას მოითხოვს

საფ­რან­გეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი მწე­რა­ლი და დო­კუ­მენ­ტა­ლის­ტი პა­ა­ტა ქურ­და­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას აკ­რი­ტი­კებს.

"რა ხდე­ბა ამ თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში ღა­მით... გავ­გიჟ­დი! კაცი იფიქ­რებს წუთი წუთ­ზე ომი იწყე­ბა და ყვე­ლა ცდი­ლობს სა­დღაც გა­იქ­ცეს! პარ­კინ­გში შეს­ვლა და გა­მოს­ვლა ნამ­დვი­ლი ჯო­ჯო­ხე­თია. მხო­ლოდ ერთი სა­ლა­რო და ასო­ბით ავ­ტო­მო­ბი­ლია, რო­მე­ლიც ური­გოდ ცდი­ლობს გაძ­რო­მას...შიგ აე­რო­პორ­ტში კი ადა­მი­ა­ნე­ბი ქარ­თუ­ლი პურ­მა­რი­ლი­ვით სამ სარ­თუ­ლად არი­ან ერ­თმა­ნეთ­ზე და­წყო­ბი­ლი:) ამას წი­ნათ მი­თხრეს აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო აე­რო­პორ­ტია, უბ­რა­ლოდ ზა­ფხუ­ლო­ბით მგზავ­რე­ბის ასეთ ნა­კად­ზე არ არის გათ­ვლი­ლიო. მე სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ა­ში ვერ ვერ­კვე­ვი, არც აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის აე­რო­პორ­ტე­ბი შე­მის­წავ­ლია ასე ღრმად, მაგ­რამ რა­ღაც ეჭვი მე­პა­რე­ბა ასე იყოს... ბო­ლოს და ბო­ლოს პა­რი­ზის დე გო­ლის აე­რო­პორ­ტიც კი ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ცუ­დად ით­ვლე­ბა ევ­რო­პა­ში სწო­რედ იმის გამო, რომ მო­უ­ხერ­ხე­ბე­ლი და არა­კომ­ფორ­ტუ­ლია მგზავ­რე­ბის­თვის... ყო­ველ შემ­თეხ­ვე­ვა­ში ამ საქ­მის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ასე ფიქ­რო­ბენ...

სი­მარ­თლე გი­თხრათ მე მგო­ნი მგზავ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა არა­ფერ შუ­ა­შია, მათ რო­გორ­ღაც აუ­ვი­დო­და თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტი... მაგ­რამ მგზავ­რე­ბის გამ­ცი­ლებ­ლე­ბის და დამ­ხვე­დუ­რე­ბის­თვის, ნამ­დვი­ლად ცალ­კე, რა­ი­მე სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზის ტი­პის უზარ­მა­ზა­რი შე­ნო­ბაა ასა­შე­ნე­ბე­ლი - თო­რემ ამ­დენ ბე­ბი­ებს, ბა­ბუ­ებს, გა­მოპ­რან­ჭულ ბი­ძაშ­ვილ-მა­მი­დაშ­ვი­ლებს, ძმის­შვი­ლებ­სა და დის შვი­ლიშ­ვი­ლებს, საბ­რა­ლო ქან­ცგა­წყვე­ტილ მჩხა­ვა­ნა ბავ­შვებს ნამ­დვი­ლად ვე­რა­ნა­ი­რი აე­რო­პორ­ტი ვერ და­ი­ტევს.... ან იქ­ნებ სა­ინ­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფი შევ­ქმნათ და კა­ნონპ­რო­ექ­ტი შე­ვი­ტა­ნოთ პარ­ლა­მენ­ტში, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც აე­რო­პორ­ტში თითო მგზავრზე თითო გამ­ცი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ ნე­ბარ­და­თუ­ლი", - წერს ქურ­და­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

"რა ხდება ამ თბილისის აეროპორტში ღამით, გავგიჟდი!" - მწერალი თითო მგზავრზე თითო გამცილებლის დაწესებას მოითხოვს

"რა ხდება ამ თბილისის აეროპორტში ღამით, გავგიჟდი!" - მწერალი თითო მგზავრზე თითო გამცილებლის დაწესებას მოითხოვს

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი მწერალი და დოკუმენტალისტი პაატა ქურდაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე თბილისის აეროპორტში არსებულ ვითარებას აკრიტიკებს.

"რა ხდება ამ თბილისის აეროპორტში ღამით... გავგიჟდი! კაცი იფიქრებს წუთი წუთზე ომი იწყება და ყველა ცდილობს სადღაც გაიქცეს! პარკინგში შესვლა და გამოსვლა ნამდვილი ჯოჯოხეთია. მხოლოდ ერთი სალარო და ასობით ავტომობილია, რომელიც ურიგოდ ცდილობს გაძრომას...შიგ აეროპორტში კი ადამიანები ქართული პურმარილივით სამ სართულად არიან ერთმანეთზე დაწყობილი:) ამას წინათ მითხრეს აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტია, უბრალოდ ზაფხულობით მგზავრების ასეთ ნაკადზე არ არის გათვლილიო. მე სამოქალაქო ავიაციაში ვერ ვერკვევი, არც აღმოსავლეთ ევროპის აეროპორტები  შემისწავლია ასე ღრმად, მაგრამ რაღაც ეჭვი მეპარება ასე იყოს... ბოლოს და ბოლოს პარიზის დე გოლის აეროპორტიც კი ერთ-ერთ ყველაზე ცუდად ითვლება ევროპაში სწორედ იმის გამო, რომ მოუხერხებელი და არაკომფორტულია მგზავრებისთვის... ყოველ შემთეხვევაში ამ საქმის სპეციალისტები ასე ფიქრობენ...

სიმართლე გითხრათ მე მგონი მგზავრების რაოდენობა არაფერ შუაშია, მათ როგორღაც აუვიდოდა თბილისის აეროპორტი... მაგრამ მგზავრების გამცილებლების და დამხვედურებისთვის, ნამდვილად ცალკე, რაიმე სპორტული დარბაზის ტიპის უზარმაზარი შენობაა ასაშენებელი - თორემ ამდენ ბებიებს, ბაბუებს, გამოპრანჭულ ბიძაშვილ-მამიდაშვილებს, ძმისშვილებსა და დის შვილიშვილებს, საბრალო ქანცგაწყვეტილ მჩხავანა ბავშვებს ნამდვილად ვერანაირი აეროპორტი ვერ დაიტევს.... ან იქნებ საინციატივო ჯგუფი შევქმნათ და კანონპროექტი შევიტანოთ პარლამენტში, რომლის მიხედვითაც აეროპორტში თითო მგზავრზე თითო გამცილებელი იქნება მხოლოდ ნებარდათული", - წერს ქურდაძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს