პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი სანაიას საქმის გამომძიებელი 13 წლის შემდეგ ალაპარაკდა - "ამ საქმით მანიპულირებას ვახო სანაიასაც არ ვაპატიებ!"
გიორგი სანაიას საქმის გამომძიებელი 13 წლის შემდეგ ალაპარაკდა - "ამ საქმით მანიპულირებას ვახო სანაიასაც არ ვაპატიებ!"

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ საქ­მემ სამი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­მო­ი­ა­რა, 13 წელი გა­ვი­და და მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბულ­მაც უკვე მო­ი­ხა­და სას­ჯე­ლი, ჟურ­ნა­ლიტ გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას ოჯა­ხი დღე­საც სა­მარ­თალს ეძებს. გა­ზე­თი "პრა­იმ ტა­ი­მი" გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას საქ­მის გა­მომ­ძი­ე­ბელ სერ­გო ძაგ­ნი­ძეს­თან ინ­ტერ­ვი­უს აქ­ვეყ­ნებს

სერ­გო ძაგ­ნი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ, ბო­ლოს და ბო­ლოს, დად­გა დრო, ხმა ამო­ი­ღოს და თქვას ყვე­ლა­ფე­რი, რაც ამ საქ­მის გარ­შე­მო იცის.

რო­გორ წა­რი­მარ­თა სა­გა­მო­ძი­ე­ბო პრო­ცე­სი, რაც 2001 წლის ზა­ფხულ­ში და­ი­წყო და რა­მაც რამ­დე­ნი­მე თვე­ში საქ­მე გახ­სნამ­დე მი­იყ­ვა­ნა:

"რო­გორც კი ეს ამ­ბა­ვი მოხ­და, იმ მო­მენ­ტი­დან­ვე ჩა­ვერ­თე საქ­მე­ში, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზეც პირ­ვე­ლი გა­ვე­დი. მა­შინ მე გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის კრი­მი­ნა­ლის­ტი­კუ­რი სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი ვი­ყა­ვი.

ეს იყო ერ­თო­თა­ხი­ა­ნი სტან­დარ­ტუ­ლი ტი­პის ბინა. იმ ერთ ოთახ­ში ეს­ვე­ნა გარ­დაც­ვლი­ლის გვა­მი. თავ­ში გამ­ჭო­ლი ჭრი­ლო­ბით. ში­ნა­გან საქ­მე­თა მა­შინ­დე­ლი მი­ნის­ტრი, კახა თარ­გა­მა­ძე და გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლე მერე მო­ვიდ­ნენ.

შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა ნორ­მის დაც­ვით ჩა­ტარ­და. ტყვი­ის გულა კედ­ლი­დან ამო­ვი­ღეთ. სა­ვა­რა­უ­დოდ, თავ­ში გავ­ლი­ლი ტყვია ჩარ­ჩე­ნი­ლი იყო კე­დელ­ში. მას­რა ვერ მო­ი­ძებ­ნა, რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, ის გრი­გოლ ხურ­ცი­ლა­ვას წა­უ­ღია. ია­რა­ღი­დან გას­რო­ლის შემ­დეგ მას­რა მარ­ჯვე­ნა, ან მარ­ცხე­ნა მხა­რეს გვერ­დით ვარ­დე­ბა. მოხ­ვდა კე­დელს და თვი­თონ ხურ­ცი­ლა­ვა ამ­ბობს, რომ როცა გა­ვის­რო­ლე, ფე­ხებ­თან და­მი­ვარ­დაო. ეგ­რეც უნდა ყო­ფი­ლი­ყო, პრინ­ციპ­ში, ავი­ღე ის მას­რა და ტყვი­ის გა­მო­ღე­ბა­ზე არც მი­ფიქ­რია, ისე ვი­ყა­ვი დაბ­ნე­უ­ლიო. ერთი სი­ტყვით, ტყვი­ის გუ­ლას გარ­და, ლუ­დის ბოთ­ლი­დან ამო­ვი­და თი­თის კვლე­ბი. ეს იყო ორი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ­ლი­თაც შე­მეძ­ლო დამ­ნა­შა­ვეს­თან მის­ვლა. ამ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუფ­ში ჩემ გარ­და იყო კი­დევ სხვა გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი. მე მიმ­ყავ­და სა­გა­მო­ძი­ე­ბოს ეს ნა­წი­ლი, ანუ ექ­სპერ­ტი­ზის ნა­წი­ლი", - აცხა­დებს გა­ზეთ­თან სა­უ­ბარ­ში გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი.

მისი თქმით ის, რაც გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას მკვლე­ლო­ბის გა­მო­ძი­ე­ბა­ში მოხ­და, მსგავ­სი რამ არას­დროს მომ­ხდა­რა სა­ქარ­თვე­ლოს კრი­მი­ნა­ლის­ტი­კა­ში.

"იმის გამო, რომ ტყვია არ გა­მოც­ვლი­ლი­ყო, ის მა­იკ­რო­სი­ლით და­ვა­მუ­შა­ვე. ეს არის ამე­რი­კუ­ლი სი­თხე, ჩვე­უ­ლებ­რივ თხე­ვა­დი რე­ზი­ნი. ერთი სი­ტყვით, თავი და­ვი­ზღვიე. ხომ შე­იძ­ლე­ბო­და ეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა რო­მე­ლი­მე სხვა უწყე­ბას წა­ე­ღო და... მა­იკ­რო­სო­ლი არის არა­ჟ­ნის მსგა­ვის მასა. მალე ცივ­დე­ბა და ხდე­ბა რე­ზი­ნი. ანუ რაც კი კვა­ლი აქვს ტყვი­ას, რომ­ლი­თაც ხდე­ბა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, სწო­რედ ეს ინა­ხე­ბა.

ანუ, თუ, ვთქვათ, შსს წა­ი­ღებ­და მას, დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ შე­და­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა გვეძ­ლე­ო­და...

ასე­თი პრე­ვენ­ცია მა­შინ პირ­ვე­ლად გა­მო­ვი­ყე­ნეთ და სწო­რედ ამ საქ­მე­ში. შეც­ვლის შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ძი­ე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­გებ­და ამ თაღ­ლი­თო­ბის შე­სა­ხებ. რაც შე­ე­ხე­ბა ბოთ­ლი­დან აღე­ბულ თი­თის კვალს, ბევ­რმა არ იცის, რომ მისი ამო­ღე­ბა რამ­დენ­ჯერ­მე შე­იძ­ლე­ბა. პირ­ვე­ლად რომ ამო­ვი­ღეთ და თა­ნა­მედ­რო­ვე სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით და­ვა­მუ­შა­ვეთ, ის ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­იგ­ზავ­ნა, და­ნარ­ჩე­ნი კვა­ლი კი და­ი­ლუ­ქა და "სკო­ჩი"გა­და­ეკ­რა. ეს კი­დევ იძ­ლე­ვა იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბას. შსს-ს ექ­სპერ­ტი­ზამ გვი­თხრა, ეს მა­სა­ლა ვარ­გი­სი არ არი­სო, არა­და რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ "ეფ­ბი­ა­ის"ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში გაგ­ზავ­ნი­ლი მა­სა­ლით კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხი მი­ვი­ღეთ...

...თა­ვი­დან გვი­თხრეს, ვარ­გი­სი­აო, მაგ­რამ არ გვქონ­და ის თი­თის ანა­ბეჭ­დე­ბი, რის­თვი­საც უნდა შეგ­ვე­და­რე­ბი­ნა წა­ღე­ბუ­ლი მა­სა­ლა. რო­დე­საც ხურ­ცი­ლა­ვა და­ი­ჭი­რეს და მისი თი­თის ანა­ბეჭ­დე­ბი აი­ღეს, თუ არ ვცდე­ბი, რვა ანა­ბეჭ­დი და­ემ­თხვა. ამით იმის თქმა მინ­და, რომ მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით ჩა­ტარ­და. შე­იძ­ლე­ბა ხმა­მაღ­ლა ნათ­ქვა­მი გა­მო­მი­ვი­დეს, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ეს საქ­მე ჩემი გახ­სნი­ლია. აი, ამ ორი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბით - ტყვი­ი­თა და თი­თის ანა­ბეჭ­დე­ბით გრიც­კოს და­ვუ­დე ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც საქ­მე­ში უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ამას მოჰ­ყვა და­კი­თხვა და ამ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მაგ­რე­ბა...

...ბო­ტა­ნი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზაც კი ჩა­ვა­ტა­რეთ. ცირ­კის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან ნი­ა­და­გი და ბა­ლა­ხიც კი ავი­ღეთ. ყვე­ლა­ფე­რი გა­კეთ­და, რაც კი შე­იძ­ლე­ბო­და გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო. ეს საქ­მე ქარ­თუ­ლი კი არა, მსოფ­ლიო კრი­მი­ნა­ლის­ტი­კა­შია შე­სა­ტა­ნი. ჩემ­თვის მად­ლო­ბაც კი არ უთ­ქვამთ...

...გრიც­კომ გვი­ამ­ბო, როცა ხელ­ში ია­რა­ღი ავი­ღე, გი­ორ­გი სა­ნა­ი­ამ თავი გვერ­დზე გა­წია, - გა­წიე იქით, არ გა­გი­ვარ­დე­სო. ზუს­ტად მაგ დროს გა­ვის­რო­ლეო.

უნ­დო­და თუ არა, ეგ სულ სხვა თე­მაა. ფაქ­ტი იყო, რომ თავ­ში ტყვი­ამ სწო­რედ ისე გა­ი­ა­რა, რო­გორც უნდა გა­ევ­ლო, თუ ის ყვე­ლა­ფე­რი ისე იყო, რო­გორც ხურ­ცი­ლა­ვა ყვე­ბო­და...

...გრიც­კო და­ვი­ჭი­რეთ ბა­ლის­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზით. ძა­ლი­ან რთუ­ლია, ტყვია ტყვი­ას შე­ა­და­რო, როცა არ გაქვს ელექტრო­ნუ­ლი ბაზა. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რა დრო შე­იძ­ლე­ბა დას­ჭირ­დეს ბა­ლის­ტი­კოსს ია­რა­ღის აღ­მო­სა­ჩე­ნად? მაგ­რამ ეს მა­ინც მო­ხერ­ხდა: ექ­სპერ­ტი ტყვი­ით მი­ვი­და ია­რა­ღამ­დე და ია­რა­ღით პი­როვ­ნე­ბამ­დე...

...ეს იყო ის ტა­ბე­ლუ­რი ია­რა­ღი, რო­მე­ლიც იყო გრიც­კო­ზე მი­მაგ­რე­ბუ­ლი, როცა ის სა­დღაც დაც­ვა­ში მუ­შა­ობ­და. ეს ია­რა­ღი იყო მას­რო­თე­კა­ში, რაც მთა­ვა­რია და მას­რო­თე­კი­დან მი­ად­გნენ ამ ია­რაღს. აქე­დან კი გა­ვიდ­ნენ ხურ­ცი­ლა­ვა­ზე. პი­როვ­ნე­ბამ­დე რომ მი­ვიდ­ნენ, მერე გა­იგ­ზავ­ნა თი­თის ანა­ბეჭ­დე­ბი ამე­რი­კა­ში და მოხ­და იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა... ძა­ლი­ან დიდი სურ­ვი­ლი მაქვს, ხალ­ხი და­ვაკ­ვა­ლი­ა­ნოთ: ვა­ხოც კი­დევ რომ იმე­ო­რებს, პო­ლი­ტი­კუ­რი მკვლე­ლო­ბა იყოო, მო­დით, და­ვი­დოთ ეს საქ­მე, მო­ვიწ­ვი­ოთ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, საქ­მე არ­ქივ­ში იქ­ნე­ბა, ეს კა­ციც გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლია უკვე... ამ საქ­მე­ში სის­ხლი მაქვს ჩაქ­ცე­უ­ლი და სა­კუ­თა­რი შვი­ლი­ვით "მიყ­ვარს". მე ამ საქ­მე­ზე მა­ნი­პუ­ლი­რე­ბას არც ვა­ხოს ვა­პა­ტი­ებ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძმაა. მთე­ლი ჩემი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს ამ საქ­მე­ში ჩა­დე­ბუ­ლი. და­ვა­ნე­ბოთ იმ სტრე­სებს თავი, რაც მაქვს გა­და­ტა­ნი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან ცალ­კე და უწყე­ბი­დან ცალ­კე. რე­ვო­ლუ­ცია მოხ­და კი­ნა­ღამ ამ საქ­მის გამო. ერთი რამე ავი­წყდე­ბა ამ ხალ­ხს: მკვლე­ლო­ბა ერ­თა­დერ­თი და­ნა­შა­უ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსში, რო­მელ­საც მო­ტი­ვი შე­იძ­ლე­ბა არ ჰქონ­დეს. N108-ე მუხ­ლში იცი, რა წე­რია? - სხვი­სი სი­ცო­ცხლის გან­ზრახ მოს­პო­ბა. ერთი წი­ნა­და­დე­ბა სულ. მო­ტი­ვი არ­სად წე­რია... ახლა პო­ლი­ტი­კურ ნა­წილ­საც შე­ვე­ხოთ: მოხ­და ისე, რომ 2002 წლის თე­ბერ­ვალ­ში მე ვი­ნიშ­ნე­ბი უშიშ­რო­ე­ბის სა­მი­ნის­ტროს ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის უფ­რო­სად. გახ­სოვთ, ალ­ბათ, გი­ორ­გის მკვლე­ლო­ბის მერე პან­კის­ზე იყო სა­უ­ბა­რი, რომ თით­ქოს მას რა­ღაც კა­სე­ტა ჰქონ­და. ყვე­ლა­ნა­ი­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რაც კი არ­სე­ბობ­და, ჩემს ხელ­ში იყო. პან­კი­სი ჩემს ხელ­ში გა­იწ­მინ­და. არა­ფე­რი მსგავ­სი არ შემ­ხვედ­რია.

იმ კონ­კრე­ტულ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად, რაც მე მე­ბა­რა, ასი პრო­ცენ­ტით შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ გრიც­კომ მოკ­ლა გი­ორ­გი. მე ამა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ვარ ვახო სა­ნა­ი­ას­თან, გი­ორ­გის შვილ­თან და მთელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან. ვა­ხომ კი მად­ლო­ბა მი­თხრას, ძმის მკვლე­ლი რომ და­ვუ­ჭი­რე, რო­მელ სპე­ცი­ა­ლის­ტთან ერ­თა­დაც უნდა, და­ვუჯ­დე­ბი და ერ­თად გა­ვი­ა­როთ ეს საქ­მე. მე მას­წავ­ლე­ბე­ლიც ვარ, 30 წე­ლია ლექ­ცი­ებს ვკი­თხუ­ლობ. ჩემი პი­როვ­ნუ­ლი თა­ვოყ­ვა­რე­ო­ბი­სა და პი­როვ­ნუ­ლი ეთი­კის სა­კი­თხიც არის, ერთხელ და სა­მუ­და­მოდ გა­ირ­კვეს ყვე­ლა­ფე­რი... ის რომ არ გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო, რაც მა­შინ გა­კეთ­და, დღეს ეს საქ­მე კიდვ გა­უხ­სნე­ლი იქ­ნე­ბო­და", - აცხა­დებს ძაგ­ნი­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

გიორგი სანაიას საქმის გამომძიებელი 13 წლის შემდეგ ალაპარაკდა - "ამ საქმით მანიპულირებას ვახო სანაიასაც არ ვაპატიებ!"

გიორგი სანაიას საქმის გამომძიებელი 13 წლის შემდეგ ალაპარაკდა - "ამ საქმით მანიპულირებას ვახო სანაიასაც არ ვაპატიებ!"

მიუხედავად იმისა, რომ საქმემ სამი ხელისუფლება გამოიარა, 13 წელი გავიდა და მკვლელობაში მსჯავრდებულმაც უკვე მოიხადა სასჯელი, ჟურნალიტ გიორგი სანაიას ოჯახი დღესაც სამართალს ეძებს. გაზეთი "პრაიმ ტაიმი" გიორგი სანაიას საქმის გამომძიებელ სერგო ძაგნიძესთან ინტერვიუს აქვეყნებს

სერგო ძაგნიძე მიიჩნევს, რომ, ბოლოს და ბოლოს, დადგა დრო, ხმა ამოიღოს და თქვას ყველაფერი, რაც ამ საქმის გარშემო იცის.

როგორ წარიმართა საგამოძიებო პროცესი, რაც 2001 წლის ზაფხულში დაიწყო და რამაც რამდენიმე თვეში საქმე გახსნამდე მიიყვანა:

"როგორც კი ეს ამბავი მოხდა, იმ მომენტიდანვე ჩავერთე საქმეში, შემთხვევის ადგილზეც პირველი გავედი. მაშინ მე გენერალური პროკურატურის კრიმინალისტიკური სამსახურის ხელმძღვანელი ვიყავი.

ეს იყო ერთოთახიანი სტანდარტული ტიპის ბინა. იმ ერთ ოთახში ესვენა გარდაცვლილის გვამი. თავში გამჭოლი ჭრილობით. შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი, კახა თარგამაძე და გენერალური პროკურორის მოადგილე მერე მოვიდნენ.

შემთხვევის ადგილის დათვალიერება აბსოლუტურად ყველა ნორმის დაცვით ჩატარდა. ტყვიის გულა კედლიდან ამოვიღეთ. სავარაუდოდ, თავში გავლილი ტყვია ჩარჩენილი იყო კედელში. მასრა ვერ მოიძებნა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ის გრიგოლ ხურცილავას წაუღია. იარაღიდან გასროლის შემდეგ მასრა მარჯვენა, ან მარცხენა მხარეს გვერდით ვარდება. მოხვდა კედელს და თვითონ ხურცილავა ამბობს, რომ როცა გავისროლე, ფეხებთან დამივარდაო. ეგრეც უნდა ყოფილიყო, პრინციპში, ავიღე ის მასრა და ტყვიის გამოღებაზე არც მიფიქრია, ისე ვიყავი დაბნეულიო. ერთი სიტყვით, ტყვიის გულას გარდა, ლუდის ბოთლიდან ამოვიდა თითის კვლები. ეს იყო ორი მტკიცებულება, რომლითაც შემეძლო დამნაშავესთან მისვლა. ამ საგამოძიებო ჯგუფში ჩემ გარდა იყო კიდევ სხვა გამომძიებელი. მე მიმყავდა საგამოძიებოს ეს ნაწილი, ანუ ექსპერტიზის ნაწილი", - აცხადებს გაზეთთან საუბარში გამომძიებელი.

მისი თქმით ის, რაც გიორგი სანაიას მკვლელობის გამოძიებაში მოხდა, მსგავსი რამ არასდროს მომხდარა საქართველოს კრიმინალისტიკაში.

"იმის გამო, რომ ტყვია არ გამოცვლილიყო, ის მაიკროსილით დავამუშავე. ეს არის ამერიკული სითხე, ჩვეულებრივ თხევადი რეზინი. ერთი სიტყვით, თავი დავიზღვიე. ხომ შეიძლებოდა ეს მტკიცებულება რომელიმე სხვა უწყებას წაეღო და... მაიკროსოლი არის არაჟნის მსგავის მასა. მალე ცივდება და ხდება რეზინი. ანუ რაც კი კვალი აქვს ტყვიას, რომლითაც ხდება იდენტიფიცირება, სწორედ ეს ინახება.

ანუ, თუ, ვთქვათ, შსს წაიღებდა მას, დაბრუნების შემდეგ შედარების საშუალება გვეძლეოდა...

ასეთი პრევენცია მაშინ პირველად გამოვიყენეთ და სწორედ ამ საქმეში. შეცვლის შემთხვევაში გამოძიება აუცილებლად გაიგებდა ამ თაღლითობის შესახებ. რაც შეეხება ბოთლიდან აღებულ თითის კვალს, ბევრმა არ იცის, რომ მისი ამოღება რამდენჯერმე შეიძლება. პირველად რომ ამოვიღეთ და თანამედროვე საშუალებებით დავამუშავეთ, ის ექსპერტიზაზე გაიგზავნა, დანარჩენი კვალი კი დაილუქა და "სკოჩი"გადაეკრა. ეს კიდევ იძლევა იდენტიფიკაციის საშუალებას. შსს-ს ექსპერტიზამ გვითხრა, ეს მასალა ვარგისი არ არისო, არადა რამდენიმე თვის შემდეგ "ეფბიაის"ლაბორატორიაში გაგზავნილი მასალით კონკრეტული პასუხი მივიღეთ...

...თავიდან გვითხრეს, ვარგისიაო, მაგრამ არ გვქონდა ის თითის ანაბეჭდები, რისთვისაც უნდა შეგვედარებინა წაღებული მასალა. როდესაც ხურცილავა დაიჭირეს და მისი თითის ანაბეჭდები აიღეს, თუ არ ვცდები, რვა ანაბეჭდი დაემთხვა. ამით იმის თქმა მინდა, რომ მაშინ ყველაფერი თანამედროვე ტექნოლოგიებით ჩატარდა. შეიძლება ხმამაღლა ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს საქმე ჩემი გახსნილია. აი, ამ ორი მტკიცებულებით - ტყვიითა და თითის ანაბეჭდებით გრიცკოს დავუდე ყველაფერი ის, რაც საქმეში უნდა ყოფილიყო. ამას მოჰყვა დაკითხვა და ამ მტკიცებულებების გამაგრება...

...ბოტანიკური ექსპერტიზაც კი ჩავატარეთ. ცირკის მიმდებარე ტერიტორიიდან ნიადაგი და ბალახიც კი ავიღეთ. ყველაფერი გაკეთდა, რაც კი შეიძლებოდა გაკეთებულიყო. ეს საქმე ქართული კი არა, მსოფლიო კრიმინალისტიკაშია შესატანი. ჩემთვის მადლობაც კი არ უთქვამთ...

...გრიცკომ გვიამბო, როცა ხელში იარაღი ავიღე, გიორგი სანაიამ თავი გვერდზე გაწია, - გაწიე იქით, არ გაგივარდესო. ზუსტად მაგ დროს გავისროლეო.

უნდოდა თუ არა, ეგ სულ სხვა თემაა. ფაქტი იყო, რომ თავში ტყვიამ სწორედ ისე გაიარა, როგორც უნდა გაევლო, თუ ის ყველაფერი ისე იყო, როგორც ხურცილავა ყვებოდა...

...გრიცკო დავიჭირეთ ბალისტიკური ექსპერტიზით. ძალიან რთულია, ტყვია ტყვიას შეადარო, როცა არ გაქვს ელექტრონული ბაზა. წარმოგიდგენიათ, რა დრო შეიძლება დასჭირდეს ბალისტიკოსს იარაღის აღმოსაჩენად? მაგრამ ეს მაინც მოხერხდა: ექსპერტი ტყვიით მივიდა იარაღამდე და იარაღით პიროვნებამდე...

...ეს იყო ის ტაბელური იარაღი, რომელიც იყო გრიცკოზე მიმაგრებული, როცა ის სადღაც დაცვაში მუშაობდა. ეს იარაღი იყო მასროთეკაში, რაც მთავარია და მასროთეკიდან მიადგნენ ამ იარაღს. აქედან კი გავიდნენ ხურცილავაზე. პიროვნებამდე რომ მივიდნენ, მერე გაიგზავნა თითის ანაბეჭდები ამერიკაში და მოხდა იდენტიფიცირება... ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ხალხი დავაკვალიანოთ: ვახოც კიდევ რომ იმეორებს, პოლიტიკური მკვლელობა იყოო, მოდით, დავიდოთ ეს საქმე, მოვიწვიოთ დამოუკიდებელი სპეციალისტები, საქმე არქივში იქნება, ეს კაციც გასამართლებულია უკვე... ამ საქმეში სისხლი მაქვს ჩაქცეული და საკუთარი შვილივით "მიყვარს". მე ამ საქმეზე მანიპულირებას არც ვახოს ვაპატიებ, მიუხედავად იმისა, რომ ძმაა. მთელი ჩემი ცოდნა და გამოცდილება მაქვს ამ საქმეში ჩადებული. დავანებოთ იმ სტრესებს თავი, რაც მაქვს გადატანილი საზოგადოებისგან ცალკე და უწყებიდან ცალკე. რევოლუცია მოხდა კინაღამ ამ საქმის გამო. ერთი რამე ავიწყდება ამ ხალხს: მკვლელობა ერთადერთი დანაშაულია სისხლის სამართლის კოდექსში, რომელსაც მოტივი შეიძლება არ ჰქონდეს. N108-ე მუხლში იცი, რა წერია? - სხვისი სიცოცხლის განზრახ მოსპობა. ერთი წინადადება სულ. მოტივი არსად წერია... ახლა პოლიტიკურ ნაწილსაც შევეხოთ: მოხდა ისე, რომ 2002 წლის თებერვალში მე ვინიშნები უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის უფროსად. გახსოვთ, ალბათ, გიორგის მკვლელობის მერე პანკისზე იყო საუბარი, რომ თითქოს მას რაღაც კასეტა ჰქონდა. ყველანაირი ოპერატიული ინფორმაცია, რაც კი არსებობდა, ჩემს ხელში იყო. პანკისი ჩემს ხელში გაიწმინდა. არაფერი მსგავსი არ შემხვედრია.

იმ კონკრეტულ მიმართულებებზე მუშაობის შედეგად, რაც მე მებარა, ასი პროცენტით შემიძლია ვთქვა, რომ გრიცკომ მოკლა გიორგი. მე ამაზე პასუხისმგებელი ვარ ვახო სანაიასთან, გიორგის შვილთან და მთელ საზოგადოებასთან. ვახომ კი მადლობა მითხრას, ძმის მკვლელი რომ დავუჭირე, რომელ სპეციალისტთან ერთადაც უნდა, დავუჯდები და ერთად გავიაროთ ეს საქმე. მე მასწავლებელიც ვარ, 30 წელია ლექციებს ვკითხულობ. ჩემი პიროვნული თავოყვარეობისა და პიროვნული ეთიკის საკითხიც არის, ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს ყველაფერი... ის რომ არ გაკეთებულიყო, რაც მაშინ გაკეთდა, დღეს ეს საქმე კიდვ გაუხსნელი იქნებოდა", - აცხადებს ძაგნიძე.

"თამარმა ბოლოს უნივერსიტეტის წარმატება მომილოცა..." - ვინ არის მიშო იაკობიძე, რომელიც ბაჩანა ლობჟანიძის თქმით, ბაჩალიაშვილს ეძებდა

"ცდილობენ იყოს განწყობა, თითქოს, თამუნა კი არ მოუკლავთ, არამედ თავი მოიკლა" - რა მოთხოვნა აქვთ ბაჩალიაშვილის ოჯახსა და ადვოკატს შსს-სთან

"თუ ვინმეს განზრახული ჰქონდა გოგონას ლიკვიდაცია, შესაძლოა თვითმკვლელობის ვერსიის  დადგმაზე წინასწარ იზრუნეს" - უსაფრთხოების ექსპერტი ბაჩალიაშვილის საქმის მასალებზე