სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ხმება ხეები თბილისსა და მის შემოგარენში? - "მთაწმინდა გახრიოკების საფრთხის წინაშე დგას"
რატომ ხმება ხეები თბილისსა და მის შემოგარენში? - "მთაწმინდა გახრიოკების საფრთხის წინაშე დგას"

დე­და­ქა­ლაქ­სა და მის შე­მო­გა­რენ­ში წიწ­ვო­ვა­ნი ნარ­გა­ვე­ბი მას­შტა­ბუ­რად ხმე­ბა. ეკო­ლოგ­თა თქმით, ვი­თა­რე­ბა სა­გან­გა­შოა და თუ დრო­უ­ლად არ მო­ევ­ლე­ბა საქ­მეს, დე­და­ქა­ლა­ქი მთაწ­მინ­დის ხრი­ო­კი ფერ­დო­ბე­ბის ამა­რა დარ­ჩე­ბა.

წიწ­ვო­ვა­ნი ხე­ე­ბი ხმე­ბა ოქ­რო­ყა­ნა­ში, წავ­კის­ში, კო­ჯორ­ში, კუს ტბის მი­და­მო­ებ­ში, ასე­ვე ქა­ლა­ქის შე­მო­სას­ვლე­ლებ­შიც - აღ­მა­შე­ნებ­ლის ხე­ი­ვან­სა და თბი­ლი­სის ეროვ­ნუ­ლი პარ­კის და­სა­წყის­ში გლ­დან­თან. ხმე­ბა, ძი­რი­თა­დად, შავი ფიჭ­ვი და კვი­პა­რო­სი. რა გახ­და ხე­ე­ბის მა­სობ­რი­ვად ხმო­ბის მი­ზე­ზი და სად არის გა­მო­სა­ვა­ლი? - ამ სა­კი­თხის გარ­კვე­ვა ვცა­დეთ ბუ­ნე­ბის­დამ­ცვე­ლებ­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან.

რო­გორც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "მწვა­ნე ალ­ტერ­ნა­ტი­ვის" წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ირაკ­ლი მა­ჭა­რაშ­ვილ­მა გვი­თხრა, სა­ფუძ­ვლი­ა­ნი კვლე­ვის გა­რე­შე ხმო­ბის მი­ზე­ზის დად­გე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლია. მისი თქმით, შე­იძ­ლე­ბა ამის მი­ზე­ზი კონ­კრე­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, მავ­ნე­ბე­ლი, კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბი ან სა­მი­ვე ერ­თად იყოს. კვლე­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ "მწვა­ნე­თა პარ­ტი­ა­შიც". ნინო ჩხო­ბა­ძის თქმით, უყუ­რა­დღე­ბო­ბამ სა­გან­გა­შო ვი­თა­რე­ბამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნა:

"ჯერ კი­დევ 2011 წელს შევ­ხვდი გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და ქა­ლა­ქის გამ­წვა­ნე­ბის სამ­სა­ხუ­რის იმ­ჟა­მინ­დელ წარ­მო­მად­გენ­ლებს და შეხ­ვედ­რა­ზე სწო­რედ ეს სა­კი­თხი და­ის­ვა. კვლე­ვის გა­რე­შე ძნე­ლია თქმა, რა­ტომ და­ი­წყო და გან­ვი­თარ­და ასე სწრა­ფად ეს ნე­გა­ტი­უ­რი პრო­ცე­სე­ბი. მი­ზე­ზი შე­საძ­ლოა იყოს ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა ან კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა, რაც მცე­ნა­რე­ულ სა­ფარ­ზე არა მხო­ლოდ ჩვენ­თან, არა­მედ მსოფ­ლიო მას­შტა­ბით აი­სა­ხე­ბა. ამ რამ­დე­ნი­მე წლის წინ სპე­ცი­ა­ლის­ტთა ჯგუ­ფი კვლე­ვის­თვის 10.000 ლარს ითხოვ­და, თუმ­ცა, ქა­ლა­ქის იმ­ჟა­მინ­დელ­მა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ეს მი­ზე­რუ­ლი თან­ხაც კი ვერ გა­მო­ნა­ხა".

გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 20-იან წლებ­შიც კი მთაწ­მინ­დის ფერ­დო­ბებ­ზე სიმწვა­ნეს ვერ­სად შე­ნიშ­ნავ­დით, ირ­გვლივ მხო­ლოდ შიშ­ვე­ლი კლდე­ე­ბი ჩან­და. თბი­ლი­სი­სა და მისი შე­მო­გა­რე­ნის ხე­ლოვ­ნუ­რად გამ­წვა­ნე­ბა ჯერ კი­დევ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 50-იანი წლე­ბი­დან და­ი­წყო და 60-იან წლებ­ში მას­შტა­ბუ­რი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო. მთაწ­მინ­დის ფერ­დო­ბებ­ზე კლდო­ვან ფე­ნა­ში მცი­რე მუხ­ტებს აფეთ­ქებ­დნენ, ბზა­რავ­დნენ კლდე­ებს, შემ­დეგ შეჰ­ქონ­დათ მიწა და რგავ­დნენ ხე­ებს. 50 წელ­ზე მეტი დრო დას­ჭირ­და იმას, რომ რე­ა­ლუ­რად გვე­ნა­ხა ამ გამ­წვა­ნე­ბის შე­დე­გი, დღეს კი მთაწ­მინ­და კვლავ გახ­რი­ო­კე­ბის საფრ­თხის წი­ნა­შე დგას.

შექ­მნილ პრობ­ლე­მა­ზე ვე­სა­უბ­რეთ თბი­ლი­სის ეკო­ლო­გი­ი­სა და გამ­წვა­ნე­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­როსს ბი­ძი­ნა გი­ორ­გო­ბი­ანს, რო­მე­ლიც მი­იჩ­ნევს, რომ ნარ­გა­ვე­ბის ხმო­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი მათი ასა­კი და შე­უ­ფე­რე­ბე­ლი კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბია.

- თბი­ლი­სის შე­მო­სას­ვლე­ლებ­ში და მის შე­მო­გა­რენ­ში წიწ­ვო­ვა­ნი ნარ­გა­ვე­ბის ხმო­ბა, ძი­რი­თა­დად, მათი ასა­კით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. ამ ხე­ლოვ­ნურ ტყე­ებს არ ახა­სი­ა­თებს ბუ­ნებ­რი­ვი გა­ნახ­ლე­ბა, რად­გან ნი­ა­და­გიც და კლი­მა­ტუ­რი სარ­ტყე­ლიც მათ­თვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლია. და­სუს­ტე­ბულ მცე­ნა­რეს ად­ვი­ლად მო­ე­რია და­ა­ვა­დე­ბე­ბი და შე­დე­გიც სა­ვა­ლა­ლო მი­ვი­ღეთ.

- ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა, სპე­ცი­ა­ლის­ტთა თქმით, ხმო­ბის მი­ზე­ზის დად­გე­ნა კვლე­ვის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია.

- და­ახ­ლო­ე­ბით შარ­შან გა­რე­მოს ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ კუს ტბის მი­და­მო­ებ­ში ჩა­ა­ტა­რა კვლე­ვა. იქ გე­ო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით ურ­თუ­ლე­სი ვი­თა­რე­ბაა და სა­ჭი­როა სას­წრა­ფო გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა. ხე­ებს, რომ­ლე­ბიც ხმე­ბა, ვე­რა­ფერს ვუშ­ვე­ლით, ამი­ტომ სა­ჭი­როა მათი სწრა­ფად ჩა­ნაც­ვლე­ბა. ძი­რი­თა­დად, ხმე­ბა შავი ფიჭ­ვი, აღ­მა­შე­ნებ­ლის ხე­ი­ვან­ში ხმე­ბა კვი­პა­რო­სე­ბიც. ამ ტე­რი­ტო­რი­ის აღ­დგე­ნის გეგ­მა უკვე არ­სე­ბობს.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

რატომ ხმება ხეები თბილისსა და მის შემოგარენში? - "მთაწმინდა გახრიოკების საფრთხის წინაშე დგას"

რატომ ხმება ხეები თბილისსა და მის შემოგარენში? - "მთაწმინდა გახრიოკების საფრთხის წინაშე დგას"

დედაქალაქსა და მის შემოგარენში წიწვოვანი ნარგავები მასშტაბურად ხმება. ეკოლოგთა თქმით, ვითარება საგანგაშოა და თუ დროულად არ მოევლება საქმეს, დედაქალაქი მთაწმინდის ხრიოკი ფერდობების ამარა დარჩება.

წიწვოვანი ხეები ხმება ოქროყანაში, წავკისში, კოჯორში, კუს ტბის მიდამოებში, ასევე ქალაქის შემოსასვლელებშიც - აღმაშენებლის ხეივანსა და თბილისის ეროვნული პარკის დასაწყისში გლდანთან. ხმება, ძირითადად, შავი ფიჭვი და კვიპაროსი. რა გახდა ხეების მასობრივად ხმობის მიზეზი და სად არის გამოსავალი? - ამ საკითხის გარკვევა ვცადეთ ბუნებისდამცველებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივის" წარმომადგენელმა ირაკლი მაჭარაშვილმა გვითხრა, საფუძვლიანი კვლევის გარეშე ხმობის მიზეზის დადგენა შეუძლებელია. მისი თქმით, შეიძლება ამის მიზეზი კონკრეტული დაავადება, მავნებელი, კლიმატური პირობები ან სამივე ერთად იყოს. კვლევის აუცილებლობაზე ლაპარაკობენ "მწვანეთა პარტიაშიც". ნინო ჩხობაძის თქმით, უყურადღებობამ საგანგაშო ვითარებამდე მიგვიყვანა:

"ჯერ კიდევ 2011 წელს შევხვდი გარემოს დაცვის სამინისტროსა და ქალაქის გამწვანების სამსახურის იმჟამინდელ წარმომადგენლებს და შეხვედრაზე სწორედ ეს საკითხი დაისვა. კვლევის გარეშე ძნელია თქმა, რატომ დაიწყო და განვითარდა ასე სწრაფად ეს ნეგატიური პროცესები. მიზეზი შესაძლოა იყოს ვირუსული დაავადება ან კლიმატის ცვლილება, რაც მცენარეულ საფარზე არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ მსოფლიო მასშტაბით აისახება. ამ რამდენიმე წლის წინ სპეციალისტთა ჯგუფი კვლევისთვის 10.000 ლარს ითხოვდა, თუმცა, ქალაქის იმჟამინდელმა ხელმძღვანელობამ ეს მიზერული თანხაც კი ვერ გამონახა".

გასული საუკუნის 20-იან წლებშიც კი მთაწმინდის ფერდობებზე სიმწვანეს ვერსად შენიშნავდით, ირგვლივ მხოლოდ შიშველი კლდეები ჩანდა. თბილისისა და მისი შემოგარენის ხელოვნურად გამწვანება ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან დაიწყო და 60-იან წლებში მასშტაბური ხასიათი მიიღო. მთაწმინდის ფერდობებზე კლდოვან ფენაში მცირე მუხტებს აფეთქებდნენ, ბზარავდნენ კლდეებს, შემდეგ შეჰქონდათ მიწა და რგავდნენ ხეებს. 50 წელზე მეტი დრო დასჭირდა იმას, რომ რეალურად გვენახა ამ გამწვანების შედეგი, დღეს კი მთაწმინდა კვლავ გახრიოკების საფრთხის წინაშე დგას.

შექმნილ პრობლემაზე ვესაუბრეთ თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსს ბიძინა გიორგობიანს, რომელიც მიიჩნევს, რომ ნარგავების ხმობის მთავარი მიზეზი მათი ასაკი და შეუფერებელი კლიმატური პირობებია.

- თბილისის შემოსასვლელებში და მის შემოგარენში წიწვოვანი ნარგავების ხმობა, ძირითადად, მათი ასაკით არის განპირობებული. ამ ხელოვნურ ტყეებს არ ახასიათებს ბუნებრივი განახლება, რადგან ნიადაგიც და კლიმატური სარტყელიც მათთვის შეუფერებელია. დასუსტებულ მცენარეს ადვილად მოერია დაავადებები და შედეგიც სავალალო მივიღეთ.

- ბატონო ბიძინა, სპეციალისტთა თქმით, ხმობის მიზეზის დადგენა კვლევის გარეშე შეუძლებელია.

- დაახლოებით შარშან გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კუს ტბის მიდამოებში ჩაატარა კვლევა. იქ გეოლოგიური თვალსაზრისით ურთულესი ვითარებაა და საჭიროა სასწრაფო განაშენიანება. ხეებს, რომლებიც ხმება, ვერაფერს ვუშველით, ამიტომ საჭიროა მათი სწრაფად ჩანაცვლება. ძირითადად, ხმება შავი ფიჭვი, აღმაშენებლის ხეივანში ხმება კვიპაროსებიც. ამ ტერიტორიის აღდგენის გეგმა უკვე არსებობს.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია