პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რეცეპტის რიგში დგომის პრობლემა აღარ იქნება" - სერგეენკო ბოლო დროის ყველაზე აქტუალურ პრობლემებზე
"რეცეპტის რიგში დგომის პრობლემა აღარ იქნება" - სერგეენკო ბოლო დროის ყველაზე აქტუალურ პრობლემებზე

ქვე­ყა­ნა­ში მე­დი­კა­მენ­ტუ­რი პა­ნი­კა მძვინ­ვა­რებს. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნა­წი­ლი ვალს იღებს, რომ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით წამ­ლე­ბი მო­ი­მა­რა­გოს, რა­საც სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლე­ბის მე­სი­ჯებ­მაც შე­უ­წყო ხელი, რომ­ლე­ბიც მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­დებ­დნენ წამ­ლე­ბი მა­ნამ­დე შე­ე­ძი­ნათ, სა­ნამ რე­ცეპ­ტე­ბის აღე­ბა გახ­დე­ბო­და აუ­ცი­ლე­ბე­ლი. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ში­შობს, რომ ექიმ­თან რე­ცეპ­ტის რიგ­ში დგო­მა მო­უ­წევთ, ან კი­დევ რე­ცეპ­ტის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი დი­აგ­ნო­ზის და­სას­მე­ლად ჯან­მრთე­ლო­ბის გა­მოკ­ვლე­ვა იმ­დე­ნად ძვი­რი და­უჯ­დე­ბათ, რომ იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დე­ბი­ან ისე­დაც მცი­რე შე­მო­სავ­ლე­ბი და­ზო­გონ და ექიმ­თან არ მი­ვიდ­ნენ. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ასე­ვე ში­შო­ბენ, რომ უმე­დი­კა­მენ­ტო­ბის ფონ­ზე გა­იზ­რდე­ბა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის გა­მო­ძა­ხე­ბის რი­ცხვი, ეს სამ­სა­ხუ­რი კი ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს მო­თხოვ­ნას და ქვე­ყა­ნა­ში კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცია შე­იქ­მნე­ბა.

"კვი­რის პა­ლიტ­რა" ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრ და­ვით სერ­გე­ენ­კოს ბოლო დრო­ის ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზეც ესა­უბ­რა.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ ნა­წილ­ში მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე რე­ცეპ­ტე­ბის შე­მო­ღე­ბის თე­მამ აჟი­ო­ტა­ჟი და უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია...

- ხში­რად წა­მალს სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბებ­თან ერ­თად აქვს გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი და არა­და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­სა­მებრ მი­ღე­ბის დროს იწ­ვევს ნარ­კო­ტი­კულ თრო­ბას, ეი­ფო­რი­ას, ასო­ცი­ა­ლურ ქმე­დე­ბებს. თუ ადა­მი­ანს სჭირ­დე­ბა მკურ­ნა­ლო­ბა, სჯობს, ექიმ­მა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად შე­ურ­ჩი­ოს წა­მა­ლი, ვიდ­რე პა­ცი­ენ­ტი იყოს და­მო­კი­დე­ბუ­ლი არ­ჩე­ვან­ზე: ენ­დოს პი­რად გა­მოც­დი­ლე­ბას, რეკ­ლა­მას თუ ახ­ლობ­ლის რჩე­ვას. რე­ცეპ­ტის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია სწო­რედ პა­ცი­ენ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ამას­თან, სა­აფ­თი­ა­ქო ნარ­კო­მა­ნია იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად უკონ­ტრო­ლო და კას­კა­დუ­რად მზარ­დი პრობ­ლე­მა, რო­მელ­მაც, პრაქ­ტი­კუ­ლად, თა­ო­ბე­ბი გა­ა­ნად­გუ­რა, ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მარ­თვა კი გახ­და უკი­დუ­რე­სად არა­ე­ფექ­ტუ­რი. ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მე­დი­კა­მენ­ტე­ბი უნდა მი­ი­ღო ხან­გრძლი­ვად, ხში­რად მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი წამ­ლე­ბით და­ა­ვა­დე­ბას მარ­თავ ისე, რომ არ და­ი­ზი­ა­ნო ორ­გა­ნიზ­მი.

თვით­მკურ­ნა­ლო­ბის პრობ­ლე­მა კი­დევ ორ ნა­წი­ლად იყო­ფა: ერთი მხრივ, ოჯა­ხის ექი­მი­სა და სა­ზო­გა­დოდ, ექი­მის ინ­სტი­ტუ­ტი დე­ვალ­ვი­რე­ბუ­ლია, ღი­რე­ბუ­ლე­ბა აქვს და­კარ­გუ­ლი, მიშ­ვე­ბუ­ლი იყო თა­ვი­სუ­ფა­ლი ბაზ­რის პრინ­ცი­პებ­ზე, რაც სის­ტე­მუ­რი შეც­დო­მაა. ამას­თან, სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის რეკ­ლა­მის მი­ხედ­ვით პა­ცი­ენ­ტი თვი­თონ ირ­ჩევ­და, რა წა­მა­ლი და­ე­ლია. ეს ყვე­ლა­ფე­რი რომ მოგ­ვეგ­ვა­რე­ბი­ნა, ამი­ტო­მაც გა­დავ­წყვი­ტეთ რე­ცეპ­ტის ინ­სტი­ტუ­ტის ამუ­შა­ვე­ბა.

- რამ­დე­ნად სწო­რად შე­ირ­ჩა პრე­პა­რა­ტე­ბის ის ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც რე­ცეპ­ტით გა­ი­ცე­მა? ხომ არ იჩ­ქა­რა ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ?

- ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ვებ­სა­იტ­ზე დევს მე­სა­მე ჯგუ­ფის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, 3 300-ზე მეტი და­სა­ხე­ლე­ბის მე­დი­კა­მენ­ტი, რო­მე­ლიც ურე­ცეპ­ტოდ გა­ი­ყი­დე­ბა.

- მო­სახ­ლე­ო­ბა მა­ინც ში­შობს, რომ რე­ცეპ­ტი ცხოვ­რე­ბას გა­ურ­თუ­ლებს. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი კი­თხუ­ლო­ბენ - ვა­ი­თუ, ქუ­ჩა­ში გავ­ხდი შე­უძ­ლოდ, გუ­ლის ან ას­თმის წა­მა­ლი მჭირ­დე­ბა, ვერ ვა­ხერ­ხებ, რომ მი­ვი­დე ექიმ­თან, აფ­თი­აქ­ში კი ურე­ცეპ­ტოდ წა­მალს არ მაძ­ლე­ვე­ნო.

- მეს­მის სა­ზო­გა­დო­ე­ბის, სა­ნამ ის ამომ­წუ­რა­ვად მი­ი­ღებს კი­თხვებ­ზე პა­სუხს, ში­შობს, არა­და, ჩვენ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ ბევ­რი ფაქ­ტო­რი და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო ხან­მოკ­ლე მოქ­მე­დე­ბის მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, მა­გა­ლი­თად წნე­ვის და­სა­წე­ვი, სამ­კურ­ნა­ლო ჰორ­მო­ნა­ლუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბი ურე­ცეპ­ტოდ გა­ი­ყი­დე­ბა. მე­ტიც, ასე­თი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შე­ძე­ნის დროს, რიგ­ში დგო­მი­სას ასეთ მო­ქა­ლა­ქე­ებს პრი­ო­რი­ტე­ტი მი­ე­ნი­ჭე­ბათ.

- მა­ინც გკი­თხავთ - თუ ვიცი, რაც მა­წუ­ხებს, მა­გა­ლი­თად, წნე­ვა და ისიც ვიცი, რა წა­მა­ლი უნდა დავ­ლიო, ექიმ­თან მის­ვლა რე­ცეპ­ტის გა­მო­სა­წე­რად რა აუ­ცი­ლებ­ლო­ბაა?

- ასეთ შემ­თხვე­ვა­ში შე­მო­ვი­ღეთ მრა­ვალ­ჯე­რა­დი მოქ­მე­დე­ბის რე­ცეპ­ტი, რო­მე­ლიც გა­მო­წე­რის მო­მენ­ტი­დან წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მოქ­მე­დებს და შე­იძ­ლე­ბა მისი სა­სურ­ვე­ლი სიხ­ში­რით მრა­ვალ­ჯე­რა­დად გა­მო­ყე­ნე­ბა. ის მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­საც ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა აქვს, ისე­დაც უნდა მი­ვი­დეს ექიმ­თან, რომ მოხ­დეს პრე­პა­რა­ტის დო­ზის კო­რექ­ტი­რე­ბა, რად­გან წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იც­ვლე­ბა ძა­ლი­ან ბევ­რი რამ, ასა­კი, წონა, თა­ნამ­დე­ვი და­ა­ვა­დე­ბე­ბი და ა.შ. ამ რის­კის­გა­ნაც და­ცუ­ლი უნდა იყოს მო­სახ­ლე­ო­ბა.

წნე­ვა, არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზია, ერთ-ერთი მრის­ხა­ნე და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მელ­საც "ჩუმ მკვლელს" უწო­დე­ბენ. მას ადა­მი­ა­ნი რა­ღაც სტა­დი­ამ­დე ვერ გრძნობს და როცა იგ­რძნობს, უკვე ძა­ლი­ან რთუ­ლი სა­მარ­თა­ვია. არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზია მსოფ­ლი­ო­ში კლავს უფრო მეტ ადა­მი­ანს, ვიდ­რე ნე­ბის­მი­ე­რი სხვა და­ა­ვა­დე­ბა ერ­თად აღე­ბუ­ლი, ანუ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის 51% ამით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 60%-ზე მე­ტია. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში შე­მა­ვა­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან ამ მხრივ მხო­ლოდ ლე­სო­ტო გვის­წრებს. მი­ზეზ­თა გამო

სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ღალ წნე­ვას გა­ნი­ხი­ლა­ვენ რო­გორც მა­ღალ სი­ცხეს - აქვს სი­ცხე, და­ლევს სი­ცხის დამ­წევს, აქვს წნე­ვა, და­ლევს წნე­ვის დამ­წევს, რაც ყვე­ლა­ზე დე­ლი­კა­ტუ­რი დე­ფი­ნი­ცი­ით ფა­ტა­ლუ­რი შეც­დო­მაა.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ყუ­რა­დღე­ბით ადევ­ნებს თვალს სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზრს ამა თუ იმ სა­კი­თხზე. იყო ისე­თი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბიც - რად მინ­და წნე­ვის წამ­ლის­თვის რე­ცეპ­ტი, ჩემს მე­ზო­ბელ­საც ჰქონ­და მა­ღა­ლი წნე­ვა, იმას ვკი­თხავ, რა დავ­ლი­ოო. ვი­მე­ო­რებ, ეს დიდი შეც­დო­მაა - წნე­ვის სამ­კურ­ნა­ლო და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად სა­ჭი­რო­ებს კონ­კრე­ტუ­ლი პა­ცი­ენ­ტის გა­სინ­ჯვას და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ შერ­ჩე­ვას. ასე­ვე შეც­დო­მაა შე­ხე­დუ­ლე­ბა, რო­დე­საც თვლი­ან, რომ"მისი ჩვე­უ­ლი წნე­ვაა მა­გა­ლი­თად, 160/100-ზე და ამ წნე­ვა­ზე კარ­გად გრძნო­ბენ თავს! არ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ანს 140/90-ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ჰქონ­დეს და ეს მის­თვის ნორ­მა­ლუ­რი იყოს. არა­და, ბევ­რი ამ­ტკი­ცებს, რომ მისი ნორ­მა­ლუ­რი წნე­ვა 170-ია. ესეც ფა­ტა­ლუ­რი შეც­დო­მაა, რო­მელ­საც გა­მო­უს­წო­რე­ბელ შე­დეგ­თან მივ­ყა­ვართ. ეს რომ არ მოხ­დეს, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ - ოჯა­ხის ექიმ­თან მის­ვლა სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის 100%-ის­თვის უფა­სოა. 1-ლი სექ­ტემ­ბრი­დან ყვე­ლას ეძ­ლე­ვა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩე­ვა­ნის უფ­ლე­ბა და რიგ­ში დგო­მის პრობ­ლე­მა აღარ იქ­ნე­ბა.

- ანუ არ მო­მი­წევს რიგ­ში დგო­მა, თუ სა­ყო­ველ­თაო და­ზღვე­ვით ვსარ­გებ­ლობ?

- გე­ტყვით, რა­ტომ იყო რი­გე­ბის პრობ­ლე­მა დღემ­დე. ჯან­დაც­ვის პრო­ექ­ტე­ბი, რო­მელ­შიც ფულს იხ­დი­და სა­ხელ­მწი­ფო, მაგ­რამ მისი მარ­თვა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და კერ­ძო სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ, არ ით­ვა­ლის­წი­ნებ­და სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის თა­ვი­სუ­ფალ არ­ჩე­ვანს და არ ხდე­ბო­და პა­ცი­ენ­ტის ნა­კა­დე­ბის მარ­თვა. მა­გა­ლი­თად, თბი­ლი­სის მი­ლი­ონ­ნა­ხევ­რი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და 17 პო­ლიკ­ლი­ნი­კა, სა­დაც შე­ეძ­ლოთ მის­ვლა ბავ­შვებ­სა და პენ­სი­ო­ნე­რებს. უმ­რავ­ლე­სო­ბა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი­დან და­შო­რე­ბუ­ლი იყო და ექიმ-სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან რი­გე­ბი იდგა. მა­გა­ლი­თად, თვა­ლის ექიმ­თან სამ­კვი­რი­ან რიგ­ში უნდა ჩამ­დგა­რიყ­ვნენ. ახლა ეს შე­ზღუდ­ვა აღარ არის და შე­უძ­ლი­ათ მი­ვიდ­ნენ იმ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, სა­დაც სურთ. რაც შე­ე­ხე­ბა ოჯა­ხის ექიმ­თან გეგ­მურ ვი­ზიტს, სა­ა­მი­სოდ რე­გის­ტრა­ცი­ას სულ რამ­დე­ნი­მე წუთი დას­ჭირ­დე­ბა.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"რეცეპტის რიგში დგომის პრობლემა აღარ იქნება" - სერგეენკო ბოლო დროის ყველაზე აქტუალურ პრობლემებზე

"რეცეპტის რიგში დგომის პრობლემა აღარ იქნება" - სერგეენკო ბოლო დროის ყველაზე აქტუალურ პრობლემებზე

ქვეყანაში მედიკამენტური პანიკა მძვინვარებს. მოქალაქეების ნაწილი ვალს იღებს, რომ დიდი რაოდენობით წამლები მოიმარაგოს, რასაც სააფთიაქო ქსელების მესიჯებმაც შეუწყო ხელი, რომლებიც მოსახლეობას მოუწოდებდნენ წამლები მანამდე შეეძინათ, სანამ რეცეპტების აღება გახდებოდა აუცილებელი. საზოგადოების ნაწილი შიშობს, რომ ექიმთან რეცეპტის რიგში დგომა მოუწევთ, ან კიდევ რეცეპტისთვის აუცილებელი დიაგნოზის დასასმელად ჯანმრთელობის გამოკვლევა იმდენად ძვირი დაუჯდებათ, რომ იძულებული გახდებიან ისედაც მცირე შემოსავლები დაზოგონ და ექიმთან არ მივიდნენ. მოქალაქეები ასევე შიშობენ, რომ უმედიკამენტობის ფონზე გაიზრდება სასწრაფო დახმარების გამოძახების რიცხვი, ეს სამსახური კი ვერ უზრუნველყოფს მოთხოვნას და ქვეყანაში კრიზისული სიტუაცია შეიქმნება.

"კვირის პალიტრა" ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ბოლო დროის ყველაზე აქტუალურ პრობლემებზეც ესაუბრა.

- საზოგადოების დიდ ნაწილში მედიკამენტებზე რეცეპტების შემოღების თემამ აჟიოტაჟი და უკმაყოფილება გამოიწვია...

- ხშირად წამალს სამკურნალო თვისებებთან ერთად აქვს გვერდითი მოვლენები და არადანიშნულებისამებრ მიღების დროს იწვევს ნარკოტიკულ თრობას, ეიფორიას, ასოციალურ ქმედებებს. თუ ადამიანს სჭირდება მკურნალობა, სჯობს, ექიმმა ინდივიდუალურად შეურჩიოს წამალი, ვიდრე პაციენტი იყოს დამოკიდებული არჩევანზე: ენდოს პირად გამოცდილებას, რეკლამას თუ ახლობლის რჩევას. რეცეპტის აუცილებლობა განპირობებულია სწორედ პაციენტის უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ამასთან, სააფთიაქო ნარკომანია იყო აბსოლუტურად უკონტროლო და კასკადურად მზარდი პრობლემა, რომელმაც, პრაქტიკულად, თაობები გაანადგურა, ქრონიკული დაავადებების მართვა კი გახდა უკიდურესად არაეფექტური. ქრონიკული დაავადების შემთხვევაში მედიკამენტები უნდა მიიღო ხანგრძლივად, ხშირად მთელი ცხოვრების განმავლობაში და სწორად შერჩეული წამლებით დაავადებას მართავ ისე, რომ არ დაიზიანო ორგანიზმი.

თვითმკურნალობის პრობლემა კიდევ ორ ნაწილად იყოფა: ერთი მხრივ, ოჯახის ექიმისა და საზოგადოდ, ექიმის ინსტიტუტი დევალვირებულია, ღირებულება აქვს დაკარგული, მიშვებული იყო თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე, რაც სისტემური შეცდომაა. ამასთან, სამკურნალო საშუალებების რეკლამის მიხედვით პაციენტი თვითონ ირჩევდა, რა წამალი დაელია. ეს ყველაფერი რომ მოგვეგვარებინა, ამიტომაც გადავწყვიტეთ რეცეპტის ინსტიტუტის ამუშავება.

- რამდენად სწორად შეირჩა პრეპარატების ის ჯგუფები, რომლებიც რეცეპტით გაიცემა? ხომ არ იჩქარა ჯანდაცვის სამინისტრომ?

- ჯანდაცვის სამინისტროს ვებსაიტზე დევს მესამე ჯგუფის მედიკამენტების ჩამონათვალი, 3 300-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი, რომელიც ურეცეპტოდ გაიყიდება.

- მოსახლეობა მაინც შიშობს, რომ რეცეპტი ცხოვრებას გაურთულებს. მოქალაქეები კითხულობენ - ვაითუ, ქუჩაში გავხდი შეუძლოდ, გულის ან ასთმის წამალი მჭირდება, ვერ ვახერხებ, რომ მივიდე ექიმთან, აფთიაქში კი ურეცეპტოდ წამალს არ მაძლევენო.

- მესმის საზოგადოების, სანამ ის ამომწურავად მიიღებს კითხვებზე პასუხს, შიშობს, არადა, ჩვენ გავითვალისწინეთ ბევრი ფაქტორი და გადაუდებელი დახმარებისთვის საჭირო ხანმოკლე მოქმედების მედიკამენტები, მაგალითად წნევის დასაწევი, სამკურნალო ჰორმონალური პრეპარატები ურეცეპტოდ გაიყიდება. მეტიც, ასეთი მედიკამენტების შეძენის დროს, რიგში დგომისას ასეთ მოქალაქეებს პრიორიტეტი მიენიჭებათ.

- მაინც გკითხავთ - თუ ვიცი, რაც მაწუხებს, მაგალითად, წნევა და ისიც ვიცი, რა წამალი უნდა დავლიო, ექიმთან მისვლა რეცეპტის გამოსაწერად რა აუცილებლობაა?

- ასეთ შემთხვევაში შემოვიღეთ მრავალჯერადი მოქმედების რეცეპტი, რომელიც გამოწერის მომენტიდან წლის განმავლობაში მოქმედებს და შეიძლება მისი სასურველი სიხშირით მრავალჯერადად გამოყენება. ის მოქალაქე, რომელსაც ქრონიკული დაავადება აქვს, ისედაც უნდა მივიდეს ექიმთან, რომ მოხდეს პრეპარატის დოზის კორექტირება, რადგან წლის განმავლობაში იცვლება ძალიან ბევრი რამ, ასაკი, წონა, თანამდევი დაავადებები და ა.შ. ამ რისკისგანაც დაცული უნდა იყოს მოსახლეობა.

წნევა, არტერიული ჰიპერტენზია, ერთ-ერთი მრისხანე დაავადებაა, რომელსაც "ჩუმ მკვლელს" უწოდებენ. მას ადამიანი რაღაც სტადიამდე ვერ გრძნობს და როცა იგრძნობს, უკვე ძალიან რთული სამართავია. არტერიული ჰიპერტენზია მსოფლიოში კლავს უფრო მეტ ადამიანს, ვიდრე ნებისმიერი სხვა დაავადება ერთად აღებული, ანუ სიკვდილიანობის 51% ამით არის გამოწვეული. საქართველოში ეს მაჩვენებელი 60%-ზე მეტია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში შემავალი ქვეყნებიდან ამ მხრივ მხოლოდ ლესოტო გვისწრებს. მიზეზთა გამო

საქართველოში მაღალ წნევას განიხილავენ როგორც მაღალ სიცხეს - აქვს სიცხე, დალევს სიცხის დამწევს, აქვს წნევა, დალევს წნევის დამწევს, რაც ყველაზე დელიკატური დეფინიციით ფატალური შეცდომაა.

ჯანდაცვის სამინისტრო ყურადღებით ადევნებს თვალს საზოგადოების აზრს ამა თუ იმ საკითხზე. იყო ისეთი შეხედულებებიც - რად მინდა წნევის წამლისთვის რეცეპტი, ჩემს მეზობელსაც ჰქონდა მაღალი წნევა, იმას ვკითხავ, რა დავლიოო. ვიმეორებ, ეს დიდი შეცდომაა - წნევის სამკურნალო დანიშნულება აუცილებლად საჭიროებს კონკრეტული პაციენტის გასინჯვას და ინდივიდუალურ შერჩევას. ასევე შეცდომაა შეხედულება, როდესაც თვლიან, რომ"მისი ჩვეული წნევაა მაგალითად, 160/100-ზე და ამ წნევაზე კარგად გრძნობენ თავს! არ შეიძლება ადამიანს 140/90-ზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდეს და ეს მისთვის ნორმალური იყოს. არადა, ბევრი ამტკიცებს, რომ მისი ნორმალური წნევა 170-ია. ესეც ფატალური შეცდომაა, რომელსაც გამოუსწორებელ შედეგთან მივყავართ. ეს რომ არ მოხდეს, გაითვალისწინეთ - ოჯახის ექიმთან მისვლა საქართველოს მოსახლეობის 100%-ისთვის უფასოა. 1-ლი სექტემბრიდან ყველას ეძლევა სამედიცინო დაწესებულების თავისუფალი არჩევანის უფლება და რიგში დგომის პრობლემა აღარ იქნება.

- ანუ არ მომიწევს რიგში დგომა, თუ საყოველთაო დაზღვევით ვსარგებლობ?

- გეტყვით, რატომ იყო რიგების პრობლემა დღემდე. ჯანდაცვის პროექტები, რომელშიც ფულს იხდიდა სახელმწიფო, მაგრამ მისი მართვა ხორციელდებოდა კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ, არ ითვალისწინებდა სამედიცინო დაწესებულების თავისუფალ არჩევანს და არ ხდებოდა პაციენტის ნაკადების მართვა. მაგალითად, თბილისის მილიონნახევრიან მოსახლეობას ემსახურებოდა 17 პოლიკლინიკა, სადაც შეეძლოთ მისვლა ბავშვებსა და პენსიონერებს. უმრავლესობა საცხოვრებელი ადგილიდან დაშორებული იყო და ექიმ-სპეციალისტებთან რიგები იდგა. მაგალითად, თვალის ექიმთან სამკვირიან რიგში უნდა ჩამდგარიყვნენ. ახლა ეს შეზღუდვა აღარ არის და შეუძლიათ მივიდნენ იმ დაწესებულებაში, სადაც სურთ. რაც შეეხება ოჯახის ექიმთან გეგმურ ვიზიტს, საამისოდ რეგისტრაციას სულ რამდენიმე წუთი დასჭირდება.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია