Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''თუ ქალს მოკლე წვივები აქვს, არ ვურჩევდი მუხლთან დაბოლოებულ კაბას...''
''თუ ქალს მოკლე წვივები აქვს, არ ვურჩევდი მუხლთან დაბოლოებულ კაბას...''

დი­ზა­ი­ნე­რი თეო ხიმ­ში­აშ­ვი­ლი ბავ­შვო­ბი­დან ხატ­ვი­თა და ხელ­საქ­მით იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ მოსე თო­ი­ძის სა­ხე­ლო­ბის პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში მო­დის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ა­ბა­რა. შემ­დეგ კი გა­და­წყვი­ტა, სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­ბი­ჯი გა­და­ედ­გა და სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში გა­ნაგ­რძო სწავ­ლა, მო­დის დი­ზა­ინ-მო­ხატ­ვის ფა­კულ­ტეტ­ზე, სა­დაც ტექ­სტი­ლის და­მუ­შა­ვე­ბა შე­ის­წავ­ლა.

მარ­თა­ლია, ამ ეტაპ­ზე ახალ კო­ლექ­ცი­ა­ზე ინ­ტენ­სი­უ­რად არ მუ­შა­ობს, თუმ­ცა ეს­კი­ზებს ქმნის და თუკი შე­სა­ბა­მი­სი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სიც ექ­ნე­ბა, ახა­ლი ხა­ზის გან­ვი­თა­რე­ბის სურ­ვი­ლიც აქვს. მის­თვის შთა­გო­ნე­ბის წყა­რო მი­ნე­რა­ლე­ბია და აქ­სე­სუ­ა­რე­ბა­დაც მათ იყე­ნებს. მუ­შა­ო­ბა ნა­ტუ­რა­ლურ ქსო­ვი­ლებ­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით - აბ­რე­შუმ­თან სი­ა­მოვ­ნებს.

- წლე­ვან­დელ ტენ­დენ­ცი­ებ­ზე გავ­ლე­ნას 60-იანი წლე­ბის სი­ლუ­ე­ტი ახ­დენს, წელ­ზე აქ­ცენ­ტით, თუმ-ცა ქა­ლებს, რომ­ლებ­საც აქვთ თე­ძო­ე­ბის, მუც­ლის პრობ­ლე­მა, არ მო­უხ­დე­ბათ 60-იანი წლე­ბის სტი­ლის სი­ლუ­ე­ტი. ასე­თი ფორ­მე­ბის მქო­ნე მან­დი­ლოს­ნებ­მა უნდა შე­არ­ჩი­ონ ისე­თი სა­მო­სი, რო­მე­ლიც სწო­რად გა­მოკ­ვეთს მათ ფორ­მებს და უფრო მიმ­ზიდ­ველს გახ­დის.

- რო­გო­რი ფაქ­ტუ­რის­გან შე­კე­რი­ლი სა­მო­სის მორ­გე­ბას გვირ­ჩევთ?

- სა­სურ­ვე­ლია ნა­ტუ­რა­ლუ­რი ქსო­ვი­ლის­გან შერ­ჩე­უ­ლი ტა­ნი­სა­მო­სი, გრა­და­ცი­უ­ლი ტო­ნე­ბით, რო­მე­ლიც ზა­ფხულ­ში სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ტა­რე­ბე­ლია.

- კა­ბე­ბი­სა და ქვე­და­ბო­ლო­ე­ბის მხრივ რა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ?

- ეს თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. კა­ბის ფორ­მა და­მო­კი­დე­ბუ­ლია თე­ძო­ებ­ზე, სიგ­რძე კი - ფე­ხის ფორ­მა­ზე. მა­გა­ლი­თად, თუ ქალს მოკ­ლე წვი­ვე­ბი აქვს, არ ვურ­ჩევ­დი მუხლთან და-ბო­ლო­ე­ბულ კა­ბას. პი­რა­დად მე, უპი­რა­ტე­სო­ბას ვა­ნი­ჭებ თა­ვი­სუ­ფალ სი­ლუ­ეტს და ეს ჩემს კო­ლექ­ცი­ა­შიც ჩანს.

- ზე­და­ტა­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სით რა რჩე­ვას მოგ­ვცემთ?

- ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია მხრე­ბი­სა და მკერ­დის ზომა, წე­ლის გარ­შე­მო­წე­რი­ლო­ბა. თუ ქალს გა­ნი­ე­რი მხრე­ბი აქვს, ვურ­ჩევ­დი ოდ­ნავ გა­და­სულ სა­ხე­ლოს. დიდ მკერ­დზე კი ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია ღრმად ამოჭ­რი­ლი დე­კოლ­ტე, ხში­რად ეს სექ­სუ­ა­ლურ­ზე მე­ტად ვულ­გა­რუ­ლია და ქალს ში­ნა­გან მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბას უკარ­გავს. ძი­რი­თა­დად ეს ორი მო­ტი­ვია გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი.

ზო­გა­დად, ვემ­ხრო­ბი იმ დი­ზა­ი­ნე­რებს, რომ­ლე­ბიც მი­იჩ­ნე­ვენ, რომ უნდა და­ფიქ­სირ­დეს წელი და ამას­თან არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რომ ეს მა­ინ­ცდა­მა­ინც რა­ი­მე აქ­სე­სუ­ა­რით მოხ­დეს, ქსო­ვი­ლის­გა­ნაც კი შე­საძ­ლე­ბე­ლია ფორ­მის გა­მო­ძერ­წვა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

''თუ ქალს მოკლე წვივები აქვს, არ ვურჩევდი მუხლთან დაბოლოებულ კაბას...''

''თუ ქალს მოკლე წვივები აქვს, არ ვურჩევდი მუხლთან დაბოლოებულ კაბას...''

დიზაინერი თეო ხიმშიაშვილი ბავშვობიდან ხატვითა და ხელსაქმით იყო გატაცებული. სკოლის დამთავრების შემდეგ მოსე თოიძის სახელობის პროფესიულ სასწავლებელში მოდის ფაკულტეტზე ჩააბარა. შემდეგ კი გადაწყვიტა, სერიოზული ნაბიჯი გადაედგა და სამხატვრო აკადემიაში განაგრძო სწავლა, მოდის დიზაინ-მოხატვის ფაკულტეტზე, სადაც ტექსტილის დამუშავება შეისწავლა.

მართალია, ამ ეტაპზე ახალ კოლექციაზე ინტენსიურად არ მუშაობს, თუმცა ესკიზებს ქმნის და თუკი შესაბამისი ფინანსური რესურსიც ექნება, ახალი ხაზის განვითარების სურვილიც აქვს. მისთვის შთაგონების წყარო მინერალებია და აქსესუარებადაც მათ იყენებს. მუშაობა ნატურალურ ქსოვილებთან, განსაკუთრებით - აბრეშუმთან სიამოვნებს.

- წლევანდელ ტენდენციებზე გავლენას 60-იანი წლების სილუეტი ახდენს, წელზე აქცენტით, თუმ-ცა ქალებს, რომლებსაც აქვთ თეძოების, მუცლის პრობლემა, არ მოუხდებათ 60-იანი წლების სტილის სილუეტი. ასეთი ფორმების მქონე მანდილოსნებმა უნდა შეარჩიონ ისეთი სამოსი, რომელიც სწორად გამოკვეთს მათ ფორმებს და უფრო მიმზიდველს გახდის.

- როგორი ფაქტურისგან შეკერილი სამოსის მორგებას გვირჩევთ?

- სასურველია ნატურალური ქსოვილისგან შერჩეული ტანისამოსი, გრადაციული ტონებით, რომელიც ზაფხულში სასიამოვნო სატარებელია.

- კაბებისა და ქვედაბოლოების მხრივ რა გავითვალისწინოთ?

- ეს თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალურია. კაბის ფორმა დამოკიდებულია თეძოებზე, სიგრძე კი - ფეხის ფორმაზე. მაგალითად, თუ ქალს მოკლე წვივები აქვს, არ ვურჩევდი მუხლთან და-ბოლოებულ კაბას. პირადად მე, უპირატესობას ვანიჭებ თავისუფალ სილუეტს და ეს ჩემს კოლექციაშიც ჩანს.

- ზედატანების თვალსაზრისით რა რჩევას მოგვცემთ?

- ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია მხრებისა და მკერდის ზომა, წელის გარშემოწერილობა. თუ ქალს განიერი მხრები აქვს, ვურჩევდი ოდნავ გადასულ სახელოს. დიდ მკერდზე კი ჩემთვის მიუღებელია ღრმად ამოჭრილი დეკოლტე, ხშირად ეს სექსუალურზე მეტად ვულგარულია და ქალს შინაგან მიმზიდველობას უკარგავს. ძირითადად ეს ორი მოტივია გასათვალისწინებელი.

ზოგადად, ვემხრობი იმ დიზაინერებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ უნდა დაფიქსირდეს წელი და ამასთან არ არის აუცილებელი, რომ ეს მაინცდამაინც რაიმე აქსესუარით მოხდეს, ქსოვილისგანაც კი შესაძლებელია ფორმის გამოძერწვა.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება