მომღერალმა ლოლიტამ ნასვამ მდგომარეობაში მოსკოვის მეტროში ”კონცერტი” გამართა.
ცნობილმა მომღერალმა მოსკოველები შოკში ჩააგდო, როდესაც მეტროს შესასვლელთან სიმღერა დაიწყო. თუმცა გამვლელები არა მისმა სიმღერამ, არამედ სიშიშვლემ აღაშფოთა.
ტანსაცმლიდან მას მხოლოდ მოკლე მაისური ეცვა, რომელიც ძლივს უფარავდა სხეულის ქვედა ნაწილს. ერთ-ერთი გამვლელი ლოლიტასთან შარფით მივიდა, რომ მას წელზე შემოეხვია, მაგრამ რატომღაც მომღერალმა მისი თავზე დახურვა ამჯობინა. ადამიანები, რომლებმაც გაბედეს მასთან ავტოგრაფისთვის მისვლა, ყვებიან, რომ მომღერალს ალკოჰოლის სუნი ასდიოდა.
მთვრალი ლოლიტას წარმოდგენა მეტროში ათ წუთს გრძელდებოდა, შემდეგ პოლიცია გამოჩნდა, რომლის დანახვაზეც ლოლიტა უცებ გაუჩინარდა.
მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.