კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბარბარე რაფალიანცის მშობლები მანანა ბერიკაშვილისგან განმარტებას ითხოვენ
ბარბარე რაფალიანცის მშობლები მანანა ბერიკაშვილისგან განმარტებას ითხოვენ

გარ­დაც­ვლი­ლი 10 თვის ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცის მშობ­ლე­ბი კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის ამ­ჟა­მინ­დე­ლი მო­ად­გი­ლის, მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვი­ლის­გან, მკვლე­ლო­ბის ღა­მეს მის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ჯა­რო გან­მარ­ტე­ბას ითხო­ვენ.

"მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვილ­მა უნდა გან­მარ­ტოს, რა ინ­ფორ­მა­ცია აქვს, რაზე დაყ­რდნო­ბით გა­ნა­ცხა­და, რომ მკვლე­ლი გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვი­ლი იყო", - აღ­ნიშ­ნეს მოკ­ლუ­ლი ბავ­შვის მშობ­ლებ­მა.

ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცი 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინა ღა­მეს, გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კო­ლაგ­ში წყლით სავ­სე ქვევრში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ქვევ­რს ზე­მო­დან ქვა ჰქონ­და და­ფა­რე­ბუ­ლი.

შემ­თხვე­ვის ღა­მეს მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან" გურ­ჯა­ა­ნის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტი იყო, ასე­თი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა:

"მე მინ­და გა­ვა­კე­თო ერთი გან­ცხა­დე­ბა. მე ვე­ლა­პა­რა­კე­ბი მთელს სა­ქარ­თვე­ლოს, დოი, ჭოლა. მე ვე­ლა­პა­რა­კე­ბი ჩემს თე­ატრს, ყვე­ლა ჩემს მე­გო­ბარს. სირ­ცხვი­ლია ხალ­ხო, ნუ გა­აპ­რა­ვებთ ამ სა­ძაგ­ლებს. 9 თვის ბავ­შვი მოკ­ლეს, გეს­მით თქვენ. სა­ქარ­თვე­ლო გა­იღ­ვი­ძე, ნუ დად­გე­ბით ამ მხე­ცე­ბის გვერ­დით. და­ა­კა­ვეთ გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვი­ლი, მკვლე­ლი, რო­მელ­მაც ბევ­რი მოკ­ლა ამ ქვე­ყა­ნა­ზე და ეს უნდა იყოს უკა­ნას­კნე­ლი. ჩემო მე­გობ­რე­ბო, გა­ა­ხი­ლეთ თვა­ლი და ნუ გე­ში­ნი­ათ. შიში უფრო დიდი სა­ში­ნე­ლე­ბაა. თქვენც მო­გი­კა­კუ­ნებთ კა­რებ­ზე სულ ყვე­ლას, თუ ეხლა ხმას არ ამო­ი­ღებთ".

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

ბარბარე რაფალიანცის მშობლები მანანა ბერიკაშვილისგან განმარტებას ითხოვენ

ბარბარე რაფალიანცის მშობლები მანანა ბერიკაშვილისგან განმარტებას ითხოვენ

გარდაცვლილი 10 თვის ბარბარე რაფალიანცის მშობლები კულტურის მინისტრის ამჟამინდელი მოადგილის, მანანა ბერიკაშვილისგან, მკვლელობის ღამეს მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით საჯარო განმარტებას ითხოვენ.

"მანანა ბერიკაშვილმა უნდა განმარტოს, რა ინფორმაცია აქვს, რაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ მკვლელი გიორგი ღვინიაშვილი იყო", - აღნიშნეს მოკლული ბავშვის მშობლებმა.

ბარბარე რაფალიანცი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა ღამეს, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში წყლით სავსე ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს. ქვევრს ზემოდან ქვა ჰქონდა დაფარებული.

შემთხვევის ღამეს მანანა ბერიკაშვილმა, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნებიდან" გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო, ასეთი განცხადება გააკეთა:

"მე მინდა გავაკეთო ერთი განცხადება. მე ველაპარაკები მთელს საქართველოს, დოი, ჭოლა. მე ველაპარაკები ჩემს თეატრს, ყველა ჩემს მეგობარს. სირცხვილია ხალხო, ნუ გააპრავებთ ამ საძაგლებს. 9 თვის ბავშვი მოკლეს, გესმით თქვენ. საქართველო გაიღვიძე, ნუ დადგებით ამ მხეცების გვერდით. დააკავეთ გიორგი ღვინიაშვილი, მკვლელი, რომელმაც ბევრი მოკლა ამ ქვეყანაზე და ეს უნდა იყოს უკანასკნელი. ჩემო მეგობრებო, გაახილეთ თვალი და ნუ გეშინიათ. შიში უფრო დიდი საშინელებაა. თქვენც მოგიკაკუნებთ კარებზე სულ ყველას, თუ ეხლა ხმას არ ამოიღებთ".

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა