შემთხვევა ტეხასში მოხდა. ერთ-ერთი რესტორნიდან მრავალშვილიანი დედა გამოაგდეს, რომელმაც ოთხი თვის ბავშვს საფენი გამოუცვალა რესტორნის დარბაზში, სადაც სხვები სადილობდნენ. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის "დასჯილმა" ქალმა მირანდა სოვერსმა თავისი ქმედება იმით ახსნა, რომ დაწესებულებას არ ჰქონდა დედისა და ბავშვის ოთახი, როგორც ბოლო დროს ბევრ ამგვარ დაწესებულებაში არის – ჯერჯერობით მხოლოდ ამერიკასა და ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში.
რაკი ამგვარი ოთახი რესტორანში არ იყო, ქალმა პირდაპირ თავის მაგიდასთან დააწვინა პატარა.