Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო კობახიძე - პრეზიდენტის მხრიდან კანონზე აპელირება უადგილოა
ნინო კობახიძე - პრეზიდენტის მხრიდან კანონზე აპელირება უადგილოა

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის, ნინო კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, პრე­ზი­დენ­ტის მხრი­დან კა­ნონ­ზე აპე­ლი­რე­ბა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შტო­ებს შო­რის გა­და­ნა­წი­ლე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი უად­გი­ლოა.

რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და, არ­სე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სწო­რედ იმი­ტომ გან­სხვავ­დე­ბა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან, რომ მის­თვის სა­ზო­გა­დო­ე­ბის კი­თხვებ­ზე რე­ა­გი­რე­ბა და მას­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია.

კო­ბა­ხი­ძის შე­ფა­სე­ბით, სრუ­ლი­ად ლო­გი­კუ­რია შე­კი­თხვა, თუ რა­ტომ დას­ჭირ­და პრე­ზი­დენ­ტის მიერ კონ­კრე­ტულ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­ზე გრი­ფით "სა­ი­დუმ­ლოს" მოხ­სნას ერთი თვე.

"მიგ­ვაჩ­ნია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­კი­თხვა სრუ­ლი­ად ლო­გი­კუ­რად გა­უჩ­ნდა. ასე­ვე, ეს სა­კი­თხი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, ვი­ნა­ი­დან ამას აკ­ვირ­დე­ბი­ან რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე უცხო­ეთ­ში. ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან და სწო­რედ ამი­ტომ, ვთვლით, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყვე­ლა წევ­რი ვალ­დე­ბუ­ლია პა­სუ­ხი გას­ცეს ნე­ბის­მი­ერ ლე­გი­ტი­მურ შე­კი­თხვას. პრე­ზი­დენ­ტის დღე­ვან­დე­ლი კო­მენ­ტა­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე კი, კი­თხვე­ბი ისევ უპა­სუ­ხოდ დარ­ჩა", - აღ­ნიშ­ნა ნინო კო­ბა­ხი­ძემ.

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­კუ­რა­ტუ­რამ პრე­ზი­დენტს ორ­ჯერ მი­მარ­თა, შედ­გა შეხ­ვედ­რაც.

"პრე­ზი­დენ­ტი არ მი­იჩ­ნევ­და მარ­თე­ბუ­ლად გრი­ფის მოხ­სნას. მით უმე­ტეს, რომ გაგ­ზავ­ნი­ლი იყო წე­რი­ლი და დას­კვნა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, თა­ვის დრო­ზე, გრი­ფის მი­ნი­ჭე­ბა მოხ­და უკა­ნო­ნოდ. ვფიქ­რობთ, პრე­ზი­დენ­ტის მხრი­დან კა­ნონ­ზე აპე­ლი­რე­ბა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შტო­ებ­ში გა­და­ნა­წი­ლე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი უად­გი­ლოა", - გა­ნა­ცხა­და ნინო კო­ბა­ხი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ნინო კობახიძე - პრეზიდენტის მხრიდან კანონზე აპელირება უადგილოა

ნინო კობახიძე - პრეზიდენტის მხრიდან კანონზე აპელირება უადგილოა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ნინო კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის მხრიდან კანონზე აპელირება და ხელისუფლების შტოებს შორის გადანაწილებაზე საუბარი უადგილოა.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს გიორგი მარგველაშვილის განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადა, არსებული ხელისუფლება სწორედ იმიტომ განსხვავდება წინა ხელისუფლებისგან, რომ მისთვის საზოგადოების კითხვებზე რეაგირება და მასზე პასუხის გაცემა უმნიშვნელოვანესია.

კობახიძის შეფასებით, სრულიად ლოგიკურია შეკითხვა, თუ რატომ დასჭირდა პრეზიდენტის მიერ კონკრეტულ დოკუმენტაციაზე გრიფით "საიდუმლოს" მოხსნას ერთი თვე.

"მიგვაჩნია, რომ საზოგადოებას აღნიშნული შეკითხვა სრულიად ლოგიკურად გაუჩნდა. ასევე, ეს საკითხი უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან ამას აკვირდებიან როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. ჩვენი ხელისუფლება რადიკალურად განსხვავდება წინა ხელისუფლებისგან და სწორედ ამიტომ, ვთვლით, რომ ხელისუფლების ყველა წევრი ვალდებულია პასუხი გასცეს ნებისმიერ ლეგიტიმურ შეკითხვას. პრეზიდენტის დღევანდელი კომენტარიდან გამომდინარე კი, კითხვები ისევ უპასუხოდ დარჩა", - აღნიშნა ნინო კობახიძემ.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ინფორმაციით, პროკურატურამ პრეზიდენტს ორჯერ მიმართა, შედგა შეხვედრაც.

"პრეზიდენტი არ მიიჩნევდა მართებულად გრიფის მოხსნას. მით უმეტეს, რომ გაგზავნილი იყო წერილი და დასკვნა, რომლის მიხედვითაც, თავის დროზე, გრიფის მინიჭება მოხდა უკანონოდ. ვფიქრობთ, პრეზიდენტის მხრიდან კანონზე აპელირება და ხელისუფლების შტოებში გადანაწილებაზე საუბარი უადგილოა", - განაცხადა ნინო კობახიძემ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა