ჩიკაგოში მცხოვრებმა 53 წლის სინდი რეუტზელიმ საკუთარი შვილიშვილი გააჩინა. საქმე ის არის, რომ სინდის შვილს, ემილის, საშვილოსნოს ყელის კიბო დაუდგინეს და ბავშვის გაჩენა აუკრძალეს.
29 წლის ემილის და მის მეუღლეს, მაიკ ჯორდანს, იმედი გადაწურული ჰქონდათ, როდესაც მათ დახმარება
სინდიმ შესთავაზა. სინდი წყვილის სუროგატი შვილის დედა გახდა. შესაბამისად ბებიამ საკუთარი შვილიშვილი გააჩინა.
სინდიმ ჰორმონალური და ფსიქოლოგიური თერაპიის კურსი გაიარა, რის შემდეგაც ხელოვნურად ჩასახული ემბრიონი მასში გაანაყოფიერეს.
9 თვის შემდეგ სინდიმ სრულიად ჯანმრთელი გოგონა გააჩინა. ბავშვს ელი სინტია ჯორდანი დაარქვეს. ახლა გოგონას ემილი და მისი მეუღლე ზრდიან.
"როდესაც დავინახე, რა ბედნიერები იყვნენ ჩემი შვილი და მისი მეუღლე, მივხვდი, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი. მე ელისთვის მხოლოდ ბებია ვიქნები", - განაცხადა სინდიმ.