ძმები ფერმას ფლობენ, რომელშიც 50 000-მდე გველია თავმოყრილი

ძმები ფერმას ფლობენ, რომელშიც 50 000-მდე გველია თავმოყრილი

ადამიანების უმეტესობისთვის დღის ყველაზე სტრესული მონაკვეთი უფროსთან თათბირი ან ყოველდღიური რუტინაა. მაგრამ ძმები იანგ ქსუნი და იანგ ქსუნლუნი ფლობენ ფერმას, სადაც 50 000 გველია და უწევთ მათთან მუშაობა. ძმები სამ აკრ მიწას ფლობენ, ფერმაში 30 000 კობრა ბინადრობს. ისინი დასავლეთ ჩინეთის ქალაქ ჩონგქინგში ცხოვრობენ. ბატონი ქსუნი 40 წლისაა, მისი უმცროსი ძმა ქსუნლუნი ექვსი წლის განმავლობაში უძღვებოდა ფერმის საქმეებს. ქსუნი ამბობს, რომ გველებს ის მრავალჯერ დაუკბენიათ.

”ძალიან ხშირად მკბენენ, ძირითადად ეს მაშინ ხდება, როდესაც მათ ვაჭმევ. როდესაც გიკბენენ, დაუყოვნებლივ უნდა გამოირწყა შხამი და კარგად დაიბანო ჭრილობა წყლით”, - ამბობს ის. ქსუნი ჭრილობებს სახლში დამზადებული მალამოთი იშუშებს და არასოდეს მიდის საავადმყოფოში. ფერმაში ოცი ადამიანია დასაქმებული. ყოველი მათგანი სამთვიან ინტენსიურ ტრენინგს გადის, სანამ გველებთან მუშაობას დაიწყებს. მათ მოვალეობაში შედის კვერცხების ინკუბაცია, გველებისთვის საკვების დაჭერა და ცხოველების მოკვლა. შემდეგ გველების კანს ყიდიან. ყოველწლიურად დაახლოებით, ნახევარი მილიონი გველის კანის ექსპორტი ხდება აზიიდან.

მომზადებულია dailymail.co.uk-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს