სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეფეს ყველაფრის უფლება აქვს! - მონარქების ოჯახის წევრების აღვირახსნილი ქცევები
მეფეს ყველაფრის უფლება აქვს! - მონარქების ოჯახის წევრების აღვირახსნილი ქცევები

გვირ­გვი­ნი, სა­მე­ფო, კვერ­თხი... მთა­ვა­რია ცხოვ­რე­ბის­გან სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ი­ღო! ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ასე ფიქ­რობს თა­ნა­მედ­რო­ვე სა­მე­ფო ოჯა­ხე­ბის ბევ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

გთა­ვა­ზობთ იმ მო­ნარ­ქე­ბის და მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბის სიას, რომ­ლე­ბიც არა­მე­ფუ­რი საქ­ცი­ე­ლით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან.

თე­ო­დო­რა ზაინ ვიტ­გენშტე­ი­ნი: მინი-სტრიპ­ტი­ზი, ლო­თო­ბა და რა­სიზ­მი

2014 წლის ივ­ნის­ში სა­სა­მარ­ლომ პრინ­ცე­სას 1700 დო­ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა და­ა­კის­რა ეთ­ნი­კუ­რი სა­ბა­ბით მუ­ქა­რის და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის გამო. 27 წლის პრინ­ცე­სა მა­ნამ­დეც იყო და­კა­ვე­ბუ­ლი წვე­უ­ლე­ბა­ზე ხალ­ხის სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის­თვის და პო­ლი­ცი­ას­თან ჩხუ­ბის გამო. თე­ო­დო­რა გა­მო­ირ­ჩე­ვა ქსე­ნო­ფო­ბი­უ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბით და მუ­სულ­მა­ნე­ბის მოკ­ვლა­საც კი მო­უ­წო­დებ­და.

პრინ­ცი ჯეფ­რი: შო­პოჰო­ლიზ­მი და გარ­ყვნი­ლე­ბა

ბრუ­ნე­ის სულ­თა­ნის ღვიძ­ლი ძმა სა­მე­ფო სის­ხლის ყვე­ლა­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რად აღ­ვი­რახ­სნი­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. თა­ვის იახ­ტას მან მოკ­ლედ და კონ­კრე­ტუ­ლად "ძუ­ძუ­ე­ბი" და­არ­ქვა. აგ­რეთ­ვე ის შო­პოჰო­ლი­კია, ერთ თვე­ში მა­ღა­ზი­ებ­ში 55 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის და­ხარ­ჯვა მო­ა­ხერ­ხა. მისი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 2300-ა. ჯეფ­რი, რო­მე­ლიც ფი­ნანსთა მი­ნის­ტრად მუ­შა­ობ­და, ფუ­ლის გაფ­ლან­გვა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. ახლა ის თვე­ში 22 000 დო­ლა­რი­ან ანა­ზღა­უ­რე­ბა­ზე ცხოვ­რობს.

მე­შა­ელ ალა­ი­ბა­ნი: მო­ნათ­მფლო­ბე­ლო­ბა

სა­უ­დის არა­ბე­თის პრინ­ცის აბ­დულ­რახ­მან მე­შა­ელ ალა­ი­ბა­ნის მე­უღ­ლე ყვე­ლა­ზე კრი­მი­ნა­ლუ­რი მო­ნარ­ქია ამ სი­ა­ში. პრინ­ცე­სა კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში და­ა­პა­ტიმ­რეს მო­ნათ­მფლო­ბე­ლო­ბის გამო. კე­ნი­ელ­მა ქალ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ პრინ­ცე­სამ ის მსა­ხუ­რად და­ი­ქი­რა­ვა, ფულს არ უხ­დი­და და პას­პორ­ტიც წა­არ­თვა. ად­გილ­ზე მი­სულ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა კი­დევ ოთხი ძა­ლით და­ტყვე­ვე­ბუ­ლი მონა აღ­მო­ა­ჩი­ნეს. სა­სა­მარ­თლომ საკ­მა­რი­სი ნივთმტკი­ცე­ბა ვერ მო­ნა­ხა, რომ ალა­ი­ბა­ნის და­ნა­შა­უ­ლი და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნათ, ამი­ტომ ის მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­უშ­ვეს.

პრინ­ცი ჰარი: დე­ბო­ში, ფა­შიზ­მი, მა­რი­ხუ­ა­ნა და პრე­სას­თან ჩხუ­ბი

პრინ­ცი ჰა­რის "დამ­სა­ხუ­რე­ბე­ბის" ნუს­ხა­შია ხმა­უ­რი­ა­ნად გა­შუ­ქე­ბუ­ლი კოს­ტუ­მი­რე­ბუ­ლი წვე­უ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ლას ვე­გას­ში 2012 წელს მო­ე­წყო, სა­დაც პრინ­ცი ფა­შის­ტურ სამ­ხედ­რო ფორ­მა­ში მი­ვი­და. 2005 წელს პა­პა­რა­ცის ეჩხუ­ბა, 2002 წელს კი 17 წლის ჰარი მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბის გამო და­ა­კა­ვეს.

ირი­ნა უოლ­კე­რი: მამ­ლე­ბის ჩხუ­ბი

2013 წელს რუ­მი­ნე­თის ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი მე­ფის, მი­ხაი პირ­ვე­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი ქათ­მე­ბის ბრძო­ლე­ბის მო­წყო­ბა­ში და­ა­და­ნა­შუ­ლეს, რაც ამე­რი­კუ­ლი კა­ნო­ნე­ბით აკ­რძა­ლუ­ლია. პრინ­ცე­სა და მისი მე­უღ­ლე თა­ვი­ანთ რან­ჩო­ზე მო­წყო­ბილ ბრძო­ლებ­ში დღე­ში მი­ნი­მუმ 2000 დო­ლარს შო­უ­ლობ­დნენ.

მახა ალ სუ­და­ი­რი: გა­და­სა­ხა­დე­ბის და­მალ­ვა

მრინ­ცე­სა მახა ალ სუ­და­ი­რის, რო­მე­ლიც სა­უ­დის არა­ბე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, არ უყ­ვარს კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დახ­და. ნა­ხე­ვა­რი წელი ხუთ­ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­რო შან­გრი-ლაში ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ, ქალ­მა თით­ქოს არც უცხოვ­რი­აო, 6 მი­ლი­ო­ნი ევრო არ გა­და­ი­ხა­და. მან უბ­რა­ლოდ ჩა­ა­ლა­გა ჩე­მოდ­ნე­ბი და სას­ტუმ­რო­დან გა­ვი­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია lenta.ru-ს მი­ხედ­ვით.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მეფეს ყველაფრის უფლება აქვს! - მონარქების ოჯახის წევრების აღვირახსნილი ქცევები

მეფეს ყველაფრის უფლება აქვს! - მონარქების ოჯახის წევრების აღვირახსნილი ქცევები

გვირგვინი, სამეფო, კვერთხი... მთავარია ცხოვრებისგან სიამოვნება მიიღო! ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობს თანამედროვე სამეფო ოჯახების ბევრი წარმომადგენელი.

გთავაზობთ იმ მონარქების და მათი ოჯახის წევრების სიას, რომლებიც არამეფური საქციელით გამოირჩევიან.

თეოდორა ზაინ ვიტგენშტეინი: მინი-სტრიპტიზი, ლოთობა და რასიზმი

2014 წლის ივნისში სასამარლომ პრინცესას 1700 დოლარიანი ჯარიმა დააკისრა ეთნიკური საბაბით მუქარის და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო. 27 წლის პრინცესა მანამდეც იყო დაკავებული წვეულებაზე ხალხის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის და პოლიციასთან ჩხუბის გამო. თეოდორა გამოირჩევა ქსენოფობიური განცხადებებით და მუსულმანების მოკვლასაც კი მოუწოდებდა.

პრინცი ჯეფრი: შოპოჰოლიზმი და გარყვნილება

ბრუნეის სულთანის ღვიძლი ძმა სამეფო სისხლის ყველაზე სექსუალურად აღვირახსნილი წარმომადგენელია. თავის იახტას მან მოკლედ და კონკრეტულად ”ძუძუები” დაარქვა. აგრეთვე ის შოპოჰოლიკია, ერთ თვეში მაღაზიებში 55 მილიონი დოლარის დახარჯვა მოახერხა. მისი ავტომობილების რაოდენობა 2300-ა. ჯეფრი, რომელიც ფინანსთა მინისტრად მუშაობდა, ფულის გაფლანგვაში დაადანაშაულეს. ახლა ის თვეში 22 000 დოლარიან ანაზღაურებაზე ცხოვრობს.

მეშაელ ალაიბანი: მონათმფლობელობა

საუდის არაბეთის პრინცის აბდულრახმან მეშაელ ალაიბანის მეუღლე ყველაზე კრიმინალური მონარქია ამ სიაში. პრინცესა კალიფორნიაში დააპატიმრეს მონათმფლობელობის გამო. კენიელმა ქალმა განაცხადა, რომ პრინცესამ ის მსახურად დაიქირავა, ფულს არ უხდიდა და პასპორტიც წაართვა. ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა კიდევ ოთხი ძალით დატყვევებული მონა აღმოაჩინეს. სასამართლომ საკმარისი ნივთმტკიცება ვერ მონახა, რომ ალაიბანის დანაშაული დაემტკიცებინათ, ამიტომ ის მშვიდობიანად გაუშვეს.

პრინცი ჰარი: დებოში, ფაშიზმი, მარიხუანა და პრესასთან ჩხუბი

პრინცი ჰარის "დამსახურებების" ნუსხაშია ხმაურიანად გაშუქებული კოსტუმირებული წვეულება, რომელიც ლას ვეგასში 2012 წელს მოეწყო, სადაც პრინცი ფაშისტურ სამხედრო ფორმაში მივიდა. 2005 წელს პაპარაცის ეჩხუბა, 2002 წელს კი 17 წლის ჰარი მარიხუანას მოხმარების გამო დააკავეს.

ირინა უოლკერი: მამლების ჩხუბი

2013 წელს რუმინეთის ჩამოგდებული მეფის, მიხაი პირველის ქალიშვილი ქათმების ბრძოლების მოწყობაში დაადანაშულეს, რაც ამერიკული კანონებით აკრძალულია. პრინცესა და მისი მეუღლე თავიანთ რანჩოზე მოწყობილ ბრძოლებში დღეში მინიმუმ 2000 დოლარს შოულობდნენ.

მახა ალ სუდაირი: გადასახადების დამალვა

მრინცესა მახა ალ სუდაირის, რომელიც საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენელია, არ უყვარს კომუნალური გადასახადების გადახდა. ნახევარი წელი ხუთვარსკვლავიან სასტუმრო შანგრი-ლაში ცხოვრების შემდეგ, ქალმა თითქოს არც უცხოვრიაო, 6 მილიონი ევრო არ გადაიხადა. მან უბრალოდ ჩაალაგა ჩემოდნები და სასტუმროდან გავიდა.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს