პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მექსიკა, მონასტრები, ბათუმი და ჭორვილა - სად ისვენებენ ქართველი პარლამენტარები
მექსიკა, მონასტრები, ბათუმი და ჭორვილა - სად ისვენებენ ქართველი პარლამენტარები

აგ­ვის­ტო­ში დას­ვე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა თით­ქმის ყვე­ლას ეძ­ლე­ვა. ამ დროს ზოგი შვე­ბუ­ლე­ბას სა­ზღვარ­გა­რეთ ატა­რებს, ზოგი სა­ქარ­თვე­ლო­ში. Ambebi.ge შე­ე­ცა­და გა­ერ­კვია, სად ატა­რე­ბენ კუთ­ვნილ შვე­ბუ­ლე­ბას პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი.

მი­ხე­ილ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი (ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა):

- საქ­მე­ე­ბი გვაქვს პარ­ტი­ა­ში, ამი­ტომ ჯერ მხო­ლოდ ოთხი დღით მო­ვა­ხერ­ხე დას­ვე­ნე­ბა. ჩემი მე­უღ­ლე წარ­მო­შო­ბით ბა­თუ­მი­დან არის და სწო­რედ იქ გა­ვა­ტა­რე დას­ვე­ნე­ბის ოთხი დღე. თვის ბო­ლოს ვა­პი­რებ სო­ფელ­ში გამ­გზავ­რე­ბას ოჯახ­თან ერ­თად, წყლის პრობ­ლე­მე­ბია მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი და ამის შემ­დეგ წა­ვალთ. სოფ­ლი­დან კი ისევ ბა­თუმ­ში გა­ვემ­გზავ­რე­ბით, ძვი­რია ბა­თუმ­ში დას­ვე­ნე­ბა, მაგ­რამ ჩემს მე­უღ­ლეს სახ­ლი აქვს იქ.

- სო­ფე­ლი სად გაქვთ?

- გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და ჭორ­ვი­ლა­ში. გვალ­ვა იყო წელს და იმი­ტომ არის წყლის პრობ­ლე­მე­ბი. მო­ვაგ­ვა­რებთ და წა­ვალთ და­სას­ვე­ნებ­ლად.

ეკა ბე­სე­ლია (ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა):

- სად ატა­რებთ შვე­ბუ­ლე­ბას?

- ბოლო წლე­ბი კარ­გად არც ვიცი, რას ნიშ­ნავს შვე­ბუ­ლე­ბა, რად­გან თუ არ ისარ­გებ­ლე, ვერც მიხ­ვდე­ბი, რა არის შვე­ბუ­ლე­ბა. ახლა ოფი­ცი­ა­ლუ­რად ვარ შვე­ბუ­ლე­ბა­ში, მაგ­რამ ამ დროს თბი­ლის­ში ვა­ტა­რებ. მო­მე­ნატ­რა თბი­ლი­სი, ბოლო ორი წე­ლია ხან ქუ­თა­ის­ში ვარ და ხან ჩემს ამომ­რჩე­ველ­თან ფოთ­ში. ეს სა­ში­ნე­ლი სი­ცხე­ე­ბი გა­და­მაქვს თბი­ლის­ში და ახ­ლობ­ლებს ვხვდე­ბი, იმათ, ვინც დიდი ხა­ნია არ მი­ნა­ხავს. ორი დიდი ოც­ნე­ბა ავის­რუ­ლე. ის­ტო­რი­უ­ლი ტაო-კლარ­ჯე­თი ვნა­ხე, ფო­თის მო­ძღვარ­თან და ფო­თის 20 კო­ლო­რიტ­თან ერ­თად ვი­ყა­ვი, მო­ვი­ლო­ცეთ ჩვე­ნი ის­ტო­რი­უ­ლი მიწა-წყა­ლი. სა­ოც­რად ემო­ცი­უ­რი გან­ცდა იყო. როცა იქე­დან დავ­ბრუნ­დით, შა­ტილ­ში ავე­დი. რამ­დე­ნი­მე წე­ლია ამას ვგეგ­მავ. ჩემი მო­ძღვა­რი შა­ტილ­ში და­ი­ბა­და. მინ­დო­და მე­ნა­ხა კოშ­კე­ბი, მუცო, მო­ვი­ა­რე ეს ყვე­ლა­ფე­რი, ულა­მა­ზე­სი სა­ნა­ხა­ვი იყო, მაგ­რამ თავ­გა­და­სა­ვა­ლის გა­რე­შე ვერ ჩა­მო­ვე­დი. წვიმ­და და უკან დაბ­რუ­ნე­ბი­სას კლდე ჩა­მო­ი­შა­ლა. გზა ჩა­ი­კე­ტა ორ ად­გი­ლას, იქ სა­დაც ვი­ყა­ვით, ტე­ლე­ფო­ნით კავ­ში­რიც კი შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. გზის გაწ­მენ­დას ვე­ლო­დე­ბო­დით, მო­იყ­ვა­ნეს ტრაქ­ტო­რი, რო­მე­ლიც გა­ფუჭ­და. ჯერ მო­ვით­მი­ნე და ჩემს მო­ძღვარს ვუ­თხა­რი, წა­ვალ, სად­მე დავ­რე­კავ და იქ­ნებ დაგ­ვეხ­მა­რონ-თქო. ჩავ­ჯე­ქი "უაზ­ში", სა­სა­ცი­ლო სა­ნა­ხა­ვი ვი­ყა­ვი. სა­ნამ მე დავ­ბრუნ­დი, გზა უკვე გახ­სნეს. ასე­თი იყო წელს ჩემი შვე­ბუ­ლე­ბა.

ჩემი შვი­ლე­ბი მე­ნატ­რე­ბა და ახლა მთელ დროს მათ­თან ვა­ტა­რებ. დარ­ჩე­ნი­ლი დღე­ე­ბი მათ­თან ყოფ­ნას და პარ­ლა­მენ­ტი­დან ჩემი ნივ­თე­ბის გად­მო­ტა­ნას და­ეთ­მო­ბა. ასე­თი იყო ჩემი შვე­ბუ­ლე­ბა, პატ­რი­ო­ტულ ნო­ტა­ზე გა­ვა­ტა­რე.

ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლი (ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა):

- თურ­ქეთ­ში და­ვის­ვე­ნე მე­უღ­ლეს­თან და შვილ­თან ერ­თად, სა­დაც 7 დღით ვიმ­ყო­ფე­ბო­დით. ჩემი შვე­ბუ­ლე­ბა დას­რულ­და.

ალექ­სან­დრე თა­მა­ზაშ­ვი­ლი (ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა):

- ბა­თუმ­ში ვის­ვე­ნებ ჩემს მე­გობ­რებ­თან ერ­თად. ათი დღით ჩა­მო­ვე­დი და­სას­ვე­ნებ­ლად. გაგ­ვი­მარ­თლა, კარ­გი ამინ­დე­ბია და კარ­გად ვის­ვე­ნებთ. უამ­რა­ვი ტუ­რის­ტია ქა­ლაქ­ში და ეს ძა­ლი­ან მა­ხა­რებს.

ანი მი­რო­ტა­ძე (ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა):

- ერთი კვი­რით ვიმ­ყო­ფე­ბო­დი საქ­მი­ა­ნი ვი­ზი­ტით ვარ­შა­ვა­ში. ჯერ­ჯე­რო­ბით არ და­მი­გეგ­მია, სად და­ვის­ვე­ნებ. სვა­ნეთ­ში წას­ვლაც მინ­და და ზღვა­ზეც. ვნა­ხოთ, რას გა­დავ­წყვეტ სა­ბო­ლო­ოდ. და­სას­ვე­ნებ­ლად ალ­ბათ ჩემს დას­თან და მე­გობ­რებ­თან ერ­თად წა­ვალ.

მექ­სი­კა­ში ერთი თვით გა­ემ­გზავ­რა თინა ხი­და­შე­ლი. რო­გორც პარ­ლა­მენ­ტარ­მა Ambebi.ge-ს უთხრა, ის შო­რე­ულ მექ­სი­კას სას­წავ­ლო პროგ­რა­მით ეს­ტუმ­რა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მექსიკა, მონასტრები, ბათუმი და ჭორვილა - სად ისვენებენ ქართველი პარლამენტარები

მექსიკა, მონასტრები, ბათუმი და ჭორვილა - სად ისვენებენ ქართველი პარლამენტარები

აგვისტოში დასვენების საშუალება თითქმის ყველას ეძლევა. ამ დროს ზოგი შვებულებას საზღვარგარეთ ატარებს, ზოგი საქართველოში. Ambebi.ge შეეცადა გაერკვია, სად ატარებენ კუთვნილ შვებულებას პარლამენტარები.

მიხეილ მაჭავარიანი (ნაციონალური მოძრაობა):

- საქმეები გვაქვს პარტიაში, ამიტომ ჯერ მხოლოდ ოთხი დღით მოვახერხე დასვენება. ჩემი მეუღლე წარმოშობით ბათუმიდან არის და სწორედ იქ გავატარე დასვენების ოთხი დღე. თვის ბოლოს ვაპირებ სოფელში გამგზავრებას ოჯახთან ერთად, წყლის პრობლემებია მოსაგვარებელი და ამის შემდეგ წავალთ. სოფლიდან კი ისევ ბათუმში გავემგზავრებით, ძვირია ბათუმში დასვენება, მაგრამ ჩემს მეუღლეს სახლი აქვს იქ.

- სოფელი სად გაქვთ?

- გაგიკვირდებათ და ჭორვილაში. გვალვა იყო წელს და იმიტომ არის წყლის პრობლემები. მოვაგვარებთ და წავალთ დასასვენებლად.

ეკა ბესელია (ქართული ოცნება):

- სად ატარებთ შვებულებას?

- ბოლო წლები კარგად არც ვიცი, რას ნიშნავს შვებულება, რადგან თუ არ ისარგებლე, ვერც მიხვდები, რა არის შვებულება. ახლა ოფიციალურად ვარ შვებულებაში, მაგრამ ამ დროს თბილისში ვატარებ. მომენატრა თბილისი, ბოლო ორი წელია ხან ქუთაისში ვარ და ხან ჩემს ამომრჩეველთან ფოთში. ეს საშინელი სიცხეები გადამაქვს თბილისში და ახლობლებს ვხვდები, იმათ, ვინც დიდი ხანია არ მინახავს. ორი დიდი ოცნება ავისრულე. ისტორიული ტაო-კლარჯეთი ვნახე, ფოთის მოძღვართან და ფოთის 20 კოლორიტთან ერთად ვიყავი, მოვილოცეთ ჩვენი ისტორიული მიწა-წყალი. საოცრად ემოციური განცდა იყო. როცა იქედან დავბრუნდით, შატილში ავედი. რამდენიმე წელია ამას ვგეგმავ. ჩემი მოძღვარი შატილში დაიბადა. მინდოდა მენახა კოშკები, მუცო, მოვიარე ეს ყველაფერი, ულამაზესი სანახავი იყო, მაგრამ თავგადასავალის გარეშე ვერ ჩამოვედი. წვიმდა და უკან დაბრუნებისას კლდე ჩამოიშალა. გზა ჩაიკეტა ორ ადგილას, იქ სადაც ვიყავით, ტელეფონით კავშირიც კი შეუძლებელი იყო. გზის გაწმენდას ველოდებოდით, მოიყვანეს ტრაქტორი, რომელიც გაფუჭდა. ჯერ მოვითმინე და ჩემს მოძღვარს ვუთხარი, წავალ, სადმე დავრეკავ და იქნებ დაგვეხმარონ-თქო. ჩავჯექი ”უაზში”, სასაცილო სანახავი ვიყავი. სანამ მე დავბრუნდი, გზა უკვე გახსნეს. ასეთი იყო წელს ჩემი შვებულება.

ჩემი შვილები მენატრება და ახლა მთელ დროს მათთან ვატარებ. დარჩენილი დღეები მათთან ყოფნას და პარლამენტიდან ჩემი ნივთების გადმოტანას დაეთმობა. ასეთი იყო ჩემი შვებულება, პატრიოტულ ნოტაზე გავატარე.

ირმა ნადირაშვილი (ნაციონალური მოძრაობა):

- თურქეთში დავისვენე მეუღლესთან და შვილთან ერთად, სადაც 7 დღით ვიმყოფებოდით. ჩემი შვებულება დასრულდა.

ალექსანდრე თამაზაშვილი (ქართული ოცნება):

- ბათუმში ვისვენებ ჩემს მეგობრებთან ერთად. ათი დღით ჩამოვედი დასასვენებლად. გაგვიმართლა, კარგი ამინდებია და კარგად ვისვენებთ. უამრავი ტურისტია ქალაქში და ეს ძალიან მახარებს.

ანი მიროტაძე (ქართული ოცნება):

- ერთი კვირით ვიმყოფებოდი საქმიანი ვიზიტით ვარშავაში. ჯერჯერობით არ დამიგეგმია, სად დავისვენებ. სვანეთში წასვლაც მინდა და ზღვაზეც. ვნახოთ, რას გადავწყვეტ საბოლოოდ. დასასვენებლად ალბათ ჩემს დასთან და მეგობრებთან ერთად წავალ.

მექსიკაში ერთი თვით გაემგზავრა თინა ხიდაშელი. როგორც პარლამენტარმა Ambebi.ge-ს უთხრა, ის შორეულ მექსიკას სასწავლო პროგრამით ესტუმრა.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია