პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პორნოპოეზია": "ქართველი მეფეებიც იყვნენ გეები" - არის თუ არა სადომაზოხისტური სცენების გმირი მარგველაშვილის პროტოტიპი (+ვიდეო)
"პორნოპოეზია": "ქართველი მეფეებიც იყვნენ გეები" - არის თუ არა სადომაზოხისტური სცენების გმირი მარგველაშვილის პროტოტიპი (+ვიდეო)

ჯგუ­ფი პორ­ნო­პო­ე­ზია სკან­და­ლუ­რი და ხმა­უ­რი­ა­ნი რე­პერ­ტუ­ა­რით გა­მო­ირ­ჩე­ვა. წლე­ბის წინ ჯგუ­ფი სწო­რედ იმ მიზ­ნით შე­იქ­მნა, რომ მის წევ­რებს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ­დე სათ­ქმე­ლი როკ-მუ­სი­კის მეშ­ვე­ო­ბით მი­ე­ტა­ნათ. ჯერ იყო სიმ­ღე­რა "ას­ტამ­ბუ­რა" - პრო­ტეს­ტი ქარ­თვე­ლი მო­ქე­ი­ფე ბი­ძე­ბის მი­მართ, რაც კლი­პი­თაც გა­მო­ხა­ტეს. სიმ­ღე­რა "ჩონ­ჩხი" კი "ოფის­ში გა­მო­კე­ტილ ტიპს" ეძღვნე­ბა, რო­დე­საც მას­ში "კრე­ა­ტი­ვი" კვდე­ბა, ხოლო სიმ­ღე­რა "გა­სა­ბე­რი კაცი" ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბი­სა და კა­ცე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზეა. კონ­კრე­ტუ­ლად, "ქა­ლიშ­ვი­ლო­ბი­სა და არ გა­მი­ბაზ­როს ინ­სტი­ტუტ­ზე". ყვე­ლა მათ სიმ­ღე­რას მსგავ­სი საპ­რო­ტეს­ტო დატ­ვირ­თვა აქვს.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში პორ­ნო­პო­ე­ზი­ის ახა­ლი კლი­პი გა­მოჩ­ნდა, რო­მელ­საც დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. მა­ყუ­რე­ბელ­მა მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს მი­ამ­სგავ­სა. Youtube-ზე არ­სე­ბუ­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბის მი­ხედ­ვით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, "პორ­ნო­პო­ე­ზი­ის" ახა­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი მსმე­ნე­ლის უმე­ტე­სო­ბამ უარ­ყო­ფი­თად შე­ფა­სა. ზო­გი­ერ­თმა კი ჯგუ­ფი "პორ­ნო­პო­ე­ზია" და კლი­პის შემ­ქმნე­ლე­ბი ე.წ. ჯო­ჯო­ხე­თის ცე­ცხლის­თვის გა­ი­მე­ტა.

Ambebi.ge კლი­პის შემ­ქნე­ლებს და­უ­კავ­შირ­და, თუმ­ცა რე­ჟი­სორ­მა საბა შენ­გე­ლი­ამ და მსა­ხი­ობ­მა რო­ბერტ ოგა­ნე­ზოვ­მა ინ­ტერ­ვი­უ­ზე უარი გა­ნა­ცხა­დეს. "პორ­ნო­პე­ზი­ის" სო­ლის­ტი თორ­ნი­კე ქარჩხა­ძე კი ამ­ბობს, რომ სიმ­ღე­რა გა­ცი­ლე­ბით ადრე და­ი­წე­რა, მა­შინ, რო­ცე­საც გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ იც­ნობ­და და უბ­რა­ლოდ ლექ­ტო­რი იყო. მე­ტიც, მისი თქმით, მი­უ­ხე­და­ვად კლი­პის მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟის პრე­ზი­დენტ მარ­გვე­ლაშ­ვილ­თან მსგავ­სე­ბი­სა, სიმ­ღე­რა არა მარ­გვე­ლაშ­ვილ­ზე, არა­მედ მის გეი მე­გო­ბარ­ზეა...

- სიმ­ღე­რა საკ­მა­ოდ ძვე­ლია, მგო­ნი 2011 წელს და­ი­წე­რა. სიმ­ღე­რა ერთ ჩემს მე­გო­ბარს ეძღვნე­ბა, რო­მე­ლიც არატ­რა­დი­ცი­უ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ნე­ტა­ცი­ის არის, გეია თქო-ვერ ვი­ტყვი, უფრო ალ­ბათ ბი­სექ­სუ­ა­ლია.

სიმ­ღე­რის სა­ხელს რაც შე­ე­ხე­ბა, ის ცოტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გაჩ­ნდა. ერთხელ ჯგუ­ფის წევ­რე­ბი ვსა­უბ­რო­ბით და რა­ღაც­ნა­ე­რად მივ­ხვდით რომ ეს ტიპი, ვის­ზეც ვმღე­რით, თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბო­და მეფე ყო­ფი­ლი­ყო, შემ­დეგ უკვე რომ გა­მოგ­ვე­რი­ცხა რა­ი­მე კავ­ში­რი კონ­კრე­ტულ პი­როვ­ნე­ბას­თან, ავირ­ჩი­ეთ გი­ორ­გი მე-14. ის­ტო­რი­ას გა­დავ­ხე­დეთ და აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ ბოლო გი­ორ­გი სა­ქარ­თვე­ლოს მეფე იყო გი­ორ­გი მე-12, მაგ­რამ არ­სე­ბობს მე­ო­რე ვერ­სია, რომ­ლის მი­ხედ­ვით ბოლო მეფე გი­ორ­გი მე-13 გა­მო­დის, ასე გაჩ­ნდა გი­ორ­გი მე-14 თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თვე­ლი მო­ნარ­ქი. მთელს მსოფ­ლი­ო­ში და მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ფე­ე­ბიც იყ­ვნენ გე­ე­ბი, მეტ­საც გე­ტყვით, ეს გარ­თო­ბის ერთ-ერთი სა­ხე­ო­ბად მი­იჩ­ნე­ო­და და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი იყო, მაგ­რამ ოფი­ცი­ა­ლურ ის­ტო­რია ხში­რად ამას ჩქმა­ლავს. სამ­წუ­ხა­როდ, ის­ტო­რია არ არის ზუს­ტი მეც­ნი­ე­რე­ბა, ის­ტო­რია ხომ ისე იწე­რე­ბა რო­გორც შემ­კვე­თებს უნ­დათ? შემ­კვე­თე­ბი კი ხში­რად რა­ღაც იდე­ო­ლო­გი­ის გა­ტა­რე­ბას ცდი­ლო­ბენ, რო­მელ­საც ხში­რად არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო რე­ა­ლურ ის­ტო­რი­ულ ფაქ­ტებ­თან. ამი­ტო­მაც არის ჩვე­ნი ის­ტო­რი­ის წიგ­ნი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ნა­ცარ­ქე­ქი­ას ზღა­პა­რი, რო­მე­ლიც რე­ა­ლო­ბას არ ასა­ხავს.

- კლი­პის მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი პრე­ზი­დენტ მარ­გვე­ლაშ­ვილს ჰგავს და შე­სა­ბა­მი­სად გაჩ­ნდა ვა­რა­უ­დი, რომ მას მი­უ­ძღვე­ნით ეს სიმ­ღე­რა…

- მარ­გვე­ლაშ­ვილ­თან სა­ერ­თოდ არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს ამ სიმ­ღე­რას და სა­ერ­თო­დაც არ გავს რობა (რო­ბერტ ოგა­ნე­ზო­ვი - მთა­ვა­რი გმი­რი) მარ­გვე­ლაშ­ვილს. სიმ­ღე­რა 2011 წელს შე­იქ­მნა, მაგ დროს გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს (მგო­ნი სა­დღაც ლექ­ტო­რი იყო) და სა­ერ­თოდ არა­ვინ იც­ნობ­და, მათ შო­რის, არც ჩვენ. არ ვიცი სა­ერ­თოდ სა­ი­დან მო­ვი­და ეს მო­საზ­რე­ბა, რა­ტომ და­ი­ნა­ხეს ამ სიმ­ღე­რა­ში მა­ინ­ცდა­მა­ინც გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი, ეს ძა­ლი­ან მიკ­ვირს. მე­ლას რაც ესიზ­მრე­ბო­და, ის ელან­დე­ბო­დაო, ამა­ზეა ნათ­ქვა­მი. ზო­გა­დად პორ­ნო­პო­ე­ზია, ყო­ველ­თვის შორს იყო პო­ლი­ტი­კის­გან, ადრე ეგე­თი სიმ­ღე­რა გვქონ­და "და­უ­მე­სი­ჯე პრე­მი­ერ-მი­ნისტრს", მა­ში­ნაც გვაბ­რა­ლებ­დნენ ივა­ნიშ­ვილს გუ­ლის­ხმობ­თო. ხალ­ხო, შე­ეშ­ვით ამ პო­ლი­ტი­კას, ხომ ხე­დავთ, გა­გი­ჟე­ბენ! დარ­წმუ­ნე­ბით ვამ­ბობ, რომ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო ამ კლი­პთან. და სა­ერ­თოდ არ ვფიქ­რობ მარ­გვე­ლაშ­ვილ­ზე, სა­ა­კაშ­ვილ­ზე, ივა­ნიშ­ვილ­ზე, პუ­ტინ­ზე ან ობა­მა­ზე, ისი­ნი არ არი­ან ღირ­სნი, რომ მე მათ­ზე ვი­ფიქ­რო, მათი სა­კი­თხი დიდი ხა­ნია გა­და­წყვე­ტი­ლია ჩემს თავ­ში. ისი­ნი პო­ლი­ტი­კის მუ­შა­კე­ბი არი­ან, ანუ ძა­ლით თუ უნებ­ლი­ედ, ბო­რო­ტე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან... ბო­რო­ტე­ბას, რო­მელ­საც რა შე­დე­გი მო­აქვს მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის, უკვე მრა­ვა­ლი ათა­სი წე­ლია მე მგო­ნი ყვე­ლა ხე­დავს. მე წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ ყო­ველ­გვა­რი პო­ლი­ტი­კის და პო­ლი­ტი­კო­სე­ბის, წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­ზღვრე­ბის, ყვე­ლა­ნა­ე­რი სა­კუთ­რე­ბის, ქვეყ­ნე­ბის, რე­ლი­გი­ის და ა.შ. დე­და­მი­წაა ერ­თია და ის ყვე­ლას გვე­კუთ­ვნის.

- რის მი­მართ გა­მო­ხა­ტე ამ სიმ­ღე­რით პრო­ტეს­ტი?

- ჩვე­ნი შე­მოქ­მე­დე­ბა დიდ­წი­ლად პრო­ტესტზეა აგე­ბუ­ლი. და­წყე­ბუ­ლი "ას­ტამ­ბუ­რა­დან", სულ პრო­ტესტს გა­მოვ­ხა­ტავთ. ჩემი აზ­რით, დღე­ვან­დელ მსოფ­ლი­ო­ში და მით უმე­ტეს ამ ქვე­ყა­ნა­ში, გა­საპ­რო­ტეს­ტე­ბე­ლი ბევ­რი რა­მეა და ვფიქ­რობ ბევ­რად უფრო აქ­ტი­უ­რი უნდა იყოს პრო­ტეს­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბა ქარ­თულ ხე­ლოვ­ნე­ბა­ში, ვიდ­რე რე­ა­ლუ­რად არის. ვი­ღა­ცე­ბი ვა­კე­თე­ბენ ამას, კი­დევ ბევ­რი არ ჩანს, ზოგი ერი­დე­ბა პრო­ტესტს, ზოგი კა­რი­ე­რის­თვის იყე­ნებს და მერე ჩუმ­დე­ბა და ა.შ. მო­სახ­ლე­ო­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი ძა­ლი­ან მძი­მე "მენ­ტა­ლურ ცი­ხე­ში" ზის და ვერ ხე­და­ვენ ვე­რა­ფერს, მო­ტყუ­ე­ბუ­ლე­ბი და დაბ­ნე­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან, ცოტა ალ­ბათ თავ­საც იტყუ­ე­ბენ. ბევ­რი ვიცი, რო­მე­ლიც კმა­ყო­ფი­ლია იმით, რაც ხდე­ბა. ჩემი აზ­რით, ადა­მი­ა­ნი ცო­ტას მა­ინც თუ აზ­როვ­ნებს (გა­ნათ­ლე­ბა­ზე აღარ ვლა­პა­რა­კობ) მის­თვის რთუ­ლი უნდა იყოს და­ე­თან­ხმოს იმას, რაც ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა და­წყე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კით, რე­ლი­გი­ით და ყო­ველ­დღი­უ­რო­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

ამ სიმ­ღე­რით და კლი­პით, რა­მო­დე­ნი­მე რა­მის თქმას ვცდი­ლობთ, პირ­ველ რიგ­ში თვი­თონ სიმ­ღე­რის ტექ­სტით, ნუ გიკ­ვირთ არატ­რა­დი­ცი­უ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი. ახლა რომ გა­გიჟ­დით ამა­ზე და სა­ში­ნელ აგ­რე­სი­ას გა­მო­ხა­ტავთ, ეს ყო­ველ­თვის ხდე­ბო­და, ხდე­ბა და მოხ­დე­ბა, ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია. თა­ნაც სი­სუ­ლე­ლეა, როცა ასე­თი არა­თან­მიმ­დევ­რუ­ლე­ბი არი­ან ლო­გი­კა­ში, მა­გა­ლი­თის­თვის ხომ ცნო­ბი­ლია რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ცი­ხე­ებ­ში "მო­სუ­ლი" იყო ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზ­მი. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ერთ ჭრილ­ში რა­ღაც ვაჟ­კა­ცო­ბად ით­ვლე­ბო­დეს და მე­ო­რე ჭრილ­ში ყვე­ლა­ზე მი­უ­ღე­ბელ რა­მედ. მე პი­რა­დად მყავს მე­გო­ბა­რი რო­მელ­საც ცი­ხე­ში ბი­ჭთან სექ­სუ­ლუ­რი კავ­ში­რი ჰქო­ნია და ეს არა­ვის გა­უპ­რო­ტეს­ტე­ბია და მე­ო­რე მხრივ მყავს მე­გო­ბა­რე­ბი, რო­მე­ლებ­საც სა­შინ­ლად რი­ყავს სა­ზო­გა­დო­ე­ბა ზუს­ტად იგი­ვე რა­მის გამო. მე­ო­რე სათ­ქმე­ლი, რაც ზე­მოთ უკვე ვახ­სე­ნე, ჩვე­ნი ის­ტო­რი­ი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და ის იდე­ო­ლო­გი­უ­რი სი­მა­ხინ­ჯეა, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლას თავს აქვს მოხ­ვე­უ­ლი. ჩვენ ხომ გვას­წავ­ლიდ­ნენ რომ ქარ­თვე­ლე­ბი ვართ ყვე­ლა­ზე მაგ­რე­ბი, გვყავ­და სა­სა­ხე­ლო წი­ნაპ­რე­ბი, ჩვე­ნი მე­ფე­ე­ბი იყ­ვნენ ლა­მა­ზე­ბი, მა­ღა­ლი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, ვაჟ­კა­ცე­ბი და ა.შ. ჩვენ ხომ ასე­თი წარ­მო­სახ­ვით ვცხოვ­რობთ. ბევ­რი ჩვე­ნი პრობ­ლე­მა რის წი­ნა­შეც დღეს ვდგა­ვართ სწო­რედ ამ შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ობ­რი­ვი აზ­როვ­ნე­ბის ბრა­ლია. ეს კლი­პი ამ ყვე­ლაფ­რის ალ­ტერ­ნა­ტი­ვაა და ალ­ბათ ბევ­რად რე­ა­ლუ­რი და მარ­თა­ლია ვიდ­რე ის რა­საც ჩვენ ბავ­შვო­ბი­დან თავ­ში გვი­დე­ბენ. გვინ­დო­და წარ­მოგ­ვე­ჩი­ნა, რომ რე­ლო­ბა შე­იძლბა ასე­თიც იყოს. ამი­ტო­მა­ცაა კლი­პის ეს­თე­ტი­კა ცოტა უხე­ში, "ჟოს­ტკი", ცოტა კო­მი­კუ­რი და ცოტა სა­ში­შიც კი.

-ვისი იდეა იყო მსგავ­სი ტი­პა­ჟის შერ­ჩე­ვა?

- როცა ეს სიმ­ღე­რა მო­ვას­მე­ნი­ნეთ რე­ჟი­სორ, ჩვენს მე­გო­ბარს და თა­ნა­მო­აზ­რეს, საბა შენ­გე­ლი­ას, ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა და გა­დავ­წყვი­ტეთ კლი­პის გა­და­ღე­ბა. თა­ვი­დან ცოტა სხვა რა­მეს ვგეგ­მავ­დით, უფრო გეი ეს­თე­ტი­კა­ში უნდა გა­დაგ­ვე­ღო, მაგ­რამ მერე სა­ბამ რობა გა­იხ­სე­ნა, შევ­ხვდით და სა­ბას გა­მო­ნა­თე­ბა და­ე­მარ­თა. რომ ვნა­ხეთ რობა ყვე­ლა­ნი მივ­ხვდით რომ ის იყო გი­რო­გი 14-ე, ამას წყა­ლი არ გა­უ­ვი­დო­და...

- რამ­დე­ნი ხანი გრძელ­დე­ბო­და კლი­პის გა­და­ღე­ბე­ბი?

- კლიპ­ზე სა­უ­ბა­რი თე­ბერ­ვლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი იყო, მარ­გამ ხან რა მი­ზე­ზით და ხან რა მი­ზე­ზით (ძი­რი­თა­დად ფი­ნან­სე­ბის არ ქო­ნის გამო) ვერ ვი­წყებ­დით. სა­დღაც მა­ი­სის ბო­ლოს მო­ვა­ბით თავი.

- ელო­დით თუ არა ასეთ რე­ზო­ნანსს?

- კლი­პის მონ­ტა­ჟი რომ დამ­თავ­რდა, პირ­ვე­ლი რაც ვთქვი, რომ ვუ­ყუ­რე იყო - ცოტა სიმ­ძფ­რე და­ვა­კე­ლით მგო­ნი - თქო... მაგ­რამ მერე ხალ­ხის რე­აქ­ცი­ე­ბით მივ­ხვდი, რომ და­ვა­კე­ლით კი არა ძა­ლი­ა­ნაც გა­დაგ­ვი­ჭარ­ბე­ბია. აჟი­ო­ტაჟს ვე­ლო­დი მაგ­რამ ასეთ აგ­რე­სი­ას არა, იმი­ტომ რომ მე მგო­ნია კლიპ­ში ისე­თი არა­ფე­რი ხდე­ბა, ბევ­რად მეტი სიმ­ძაფ­რეც შე­იძ­ლე­ბო­და და მინ­დო­და მე პი­რა­დად რე­ა­ლუ­რად არა­ფე­რი სას­წა­უ­ლი მანდ არ არის ნე­ბის­მი­ერ ამე­რი­კულ - ევ­რო­პულ კლიპ­ში გა­ცი­ლე­ბით მეტი მსგავ­სი რა­ღა­ცე­ე­ბია ხოლ­მე, ეს უბ­რა­ლოდ ქარ­თვე­ლე­ბის­გან უკ­ვირთ და ალ­ბათ ცოტა შურთ კი­დეც. სა­ერ­თო ჯამ­ში ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლე­ბი ვართ რაც გა­მო­ვი­და, ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ძა­ლი­ან ნა­ყო­ფი­ე­რი გა­მოდ­გა და ახლა სა­ბას­თან და მთელს შე­მად­გენ­ლო­ბას­თან ერ­თად ახალ ვი­დე­ო­ზე ვფი­რობთ, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს­კენ გა­მო­ვა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, Ambebi.ge

"პორნოპოეზია": "ქართველი მეფეებიც იყვნენ გეები" - არის თუ არა სადომაზოხისტური სცენების გმირი მარგველაშვილის პროტოტიპი (+ვიდეო)

"პორნოპოეზია": "ქართველი მეფეებიც იყვნენ გეები" - არის თუ არა სადომაზოხისტური სცენების გმირი მარგველაშვილის პროტოტიპი (+ვიდეო)

ჯგუფი პორნოპოეზია სკანდალური და ხმაურიანი რეპერტუარით გამოირჩევა. წლების წინ ჯგუფი სწორედ იმ მიზნით შეიქმნა, რომ მის წევრებს საზოგადოებამდე სათქმელი როკ-მუსიკის მეშვეობით მიეტანათ. ჯერ იყო სიმღერა "ასტამბურა" - პროტესტი ქართველი მოქეიფე ბიძების მიმართ, რაც კლიპითაც გამოხატეს. სიმღერა "ჩონჩხი" კი "ოფისში გამოკეტილ ტიპს" ეძღვნება, როდესაც მასში "კრეატივი" კვდება, ხოლო სიმღერა "გასაბერი კაცი" ქართველი ქალებისა და კაცების ურთიერთობაზეა. კონკრეტულად, "ქალიშვილობისა და არ გამიბაზროს ინსტიტუტზე". ყველა მათ სიმღერას მსგავსი საპროტესტო დატვირთვა აქვს.

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტსივრცეში პორნოპოეზიის ახალი კლიპი გამოჩნდა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მაყურებელმა მთავარი პერსონაჟი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მიამსგავსა. Youtube-ზე არსებული გამოხმაურების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, "პორნოპოეზიის" ახალი ნამუშევარი მსმენელის უმეტესობამ უარყოფითად შეფასა. ზოგიერთმა კი ჯგუფი "პორნოპოეზია" და კლიპის შემქმნელები ე.წ. ჯოჯოხეთის ცეცხლისთვის გაიმეტა.

Ambebi.ge კლიპის შემქნელებს დაუკავშირდა, თუმცა რეჟისორმა საბა შენგელიამ და მსახიობმა რობერტ ოგანეზოვმა ინტერვიუზე უარი განაცხადეს. "პორნოპეზიის" სოლისტი თორნიკე ქარჩხაძე კი ამბობს, რომ სიმღერა გაცილებით ადრე დაიწერა, მაშინ, როცესაც გიორგი მარგველაშვილს საზოგადოება არ იცნობდა და უბრალოდ ლექტორი იყო. მეტიც, მისი თქმით, მიუხედავად კლიპის მთავარი პერსონაჟის პრეზიდენტ მარგველაშვილთან მსგავსებისა, სიმღერა არა მარგველაშვილზე, არამედ მის გეი მეგობარზეა...

- სიმღერა საკმაოდ ძველია, მგონი 2011 წელს დაიწერა. სიმღერა ერთ ჩემს მეგობარს ეძღვნება, რომელიც არატრადიციული სექსუალური ორინეტაციის არის, გეია თქო-ვერ ვიტყვი, უფრო ალბათ ბისექსუალია.

სიმღერის სახელს რაც შეეხება, ის ცოტა მოგვიანებით გაჩნდა. ერთხელ ჯგუფის წევრები ვსაუბრობით და რაღაცნაერად მივხვდით რომ ეს ტიპი, ვისზეც ვმღერით, თავისუფლად შეიძლებოდა მეფე ყოფილიყო, შემდეგ უკვე რომ გამოგვერიცხა რაიმე კავშირი კონკრეტულ პიროვნებასთან, ავირჩიეთ გიორგი მე-14. ისტორიას გადავხედეთ და აღმოვაჩინეთ, რომ ბოლო გიორგი საქართველოს მეფე იყო გიორგი მე-12, მაგრამ არსებობს მეორე ვერსია, რომლის მიხედვით ბოლო მეფე გიორგი მე-13 გამოდის, ასე გაჩნდა გიორგი მე-14 თანამედროვე ქართველი მონარქი. მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში მეფეებიც იყვნენ გეები, მეტსაც გეტყვით, ეს გართობის ერთ-ერთი სახეობად მიიჩნეოდა და ჩვეულებრივი ამბავი იყო, მაგრამ ოფიციალურ ისტორია ხშირად ამას ჩქმალავს. სამწუხაროდ, ისტორია არ არის ზუსტი მეცნიერება, ისტორია ხომ ისე იწერება როგორც შემკვეთებს უნდათ? შემკვეთები კი ხშირად რაღაც იდეოლოგიის გატარებას ცდილობენ, რომელსაც ხშირად არაფერი აქვს საერთო რეალურ ისტორიულ ფაქტებთან. ამიტომაც არის ჩვენი ისტორიის წიგნი ჩვეულებრივი ნაცარქექიას ზღაპარი, რომელიც რეალობას არ ასახავს.

- კლიპის მთავარი პერსონაჟი პრეზიდენტ მარგველაშვილს ჰგავს და შესაბამისად გაჩნდა ვარაუდი, რომ მას მიუძღვენით ეს სიმღერა…

- მარგველაშვილთან საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს ამ სიმღერას და საერთოდაც არ გავს რობა (რობერტ ოგანეზოვი - მთავარი გმირი) მარგველაშვილს. სიმღერა 2011 წელს შეიქმნა, მაგ დროს გიორგი მარგველაშვილს (მგონი სადღაც ლექტორი იყო) და საერთოდ არავინ იცნობდა, მათ შორის, არც ჩვენ. არ ვიცი საერთოდ საიდან მოვიდა ეს მოსაზრება, რატომ დაინახეს ამ სიმღერაში მაინცდამაინც გიორგი მარგველაშვილი, ეს ძალიან მიკვირს. მელას რაც ესიზმრებოდა, ის ელანდებოდაო, ამაზეა ნათქვამი. ზოგადად პორნოპოეზია, ყოველთვის შორს იყო პოლიტიკისგან, ადრე ეგეთი სიმღერა გვქონდა "დაუმესიჯე პრემიერ-მინისტრს", მაშინაც გვაბრალებდნენ ივანიშვილს გულისხმობთო. ხალხო, შეეშვით ამ პოლიტიკას, ხომ ხედავთ, გაგიჟებენ! დარწმუნებით ვამბობ, რომ გიორგი მარგველაშვილს არაფერი აქვს საერთო ამ კლიპთან. და საერთოდ არ ვფიქრობ მარგველაშვილზე, სააკაშვილზე, ივანიშვილზე, პუტინზე ან ობამაზე, ისინი არ არიან ღირსნი, რომ მე მათზე ვიფიქრო, მათი საკითხი დიდი ხანია გადაწყვეტილია ჩემს თავში. ისინი პოლიტიკის მუშაკები არიან, ანუ ძალით თუ უნებლიედ, ბოროტებას ემსახურებიან... ბოროტებას, რომელსაც რა შედეგი მოაქვს მთელი მსოფლიოსთვის, უკვე მრავალი ათასი წელია მე მგონი ყველა ხედავს. მე წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი პოლიტიკის და პოლიტიკოსების, წინააღმდეგი ვარ ყველანაირი საზღვრების, ყველანაერი საკუთრების, ქვეყნების, რელიგიის და ა.შ. დედამიწაა ერთია და ის ყველას გვეკუთვნის.

- რის მიმართ გამოხატე ამ სიმღერით პროტესტი?

- ჩვენი შემოქმედება დიდწილად პროტესტზეა აგებული. დაწყებული "ასტამბურადან", სულ პროტესტს გამოვხატავთ. ჩემი აზრით, დღევანდელ მსოფლიოში და მით უმეტეს ამ ქვეყანაში, გასაპროტესტებელი ბევრი რამეა და ვფიქრობ ბევრად უფრო აქტიური უნდა იყოს პროტესტის მიმართულება ქართულ ხელოვნებაში, ვიდრე რეალურად არის. ვიღაცები ვაკეთებენ ამას, კიდევ ბევრი არ ჩანს, ზოგი ერიდება პროტესტს, ზოგი კარიერისთვის იყენებს და მერე ჩუმდება და ა.შ. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ძალიან მძიმე "მენტალურ ციხეში" ზის და ვერ ხედავენ ვერაფერს, მოტყუებულები და დაბნელებულები არიან, ცოტა ალბათ თავსაც იტყუებენ. ბევრი ვიცი, რომელიც კმაყოფილია იმით, რაც ხდება. ჩემი აზრით, ადამიანი ცოტას მაინც თუ აზროვნებს (განათლებაზე აღარ ვლაპარაკობ) მისთვის რთული უნდა იყოს დაეთანხმოს იმას, რაც ქვეყანაში ხდება დაწყებული პოლიტიკით, რელიგიით და ყოველდღიურობით დამთავრებული.

ამ სიმღერით და კლიპით, რამოდენიმე რამის თქმას ვცდილობთ, პირველ რიგში თვითონ სიმღერის ტექსტით, ნუ გიკვირთ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები. ახლა რომ გაგიჟდით ამაზე და საშინელ აგრესიას გამოხატავთ, ეს ყოველთვის ხდებოდა, ხდება და მოხდება, ეს ჩვეულებრივი ამბავია. თანაც სისულელეა, როცა ასეთი არათანმიმდევრულები არიან ლოგიკაში, მაგალითისთვის ხომ ცნობილია რომ საქართველოში ციხეებში "მოსული" იყო ჰომოსექსუალიზმი. როგორ შეიძლება ერთ ჭრილში რაღაც ვაჟკაცობად ითვლებოდეს და მეორე ჭრილში ყველაზე მიუღებელ რამედ. მე პირადად მყავს მეგობარი რომელსაც ციხეში ბიჭთან სექსულური კავშირი ჰქონია და ეს არავის გაუპროტესტებია და მეორე მხრივ მყავს მეგობარები, რომელებსაც საშინლად რიყავს საზოგადოება ზუსტად იგივე რამის გამო. მეორე სათქმელი, რაც ზემოთ უკვე ვახსენე, ჩვენი ისტორიისადმი დამოკიდებულება და ის იდეოლოგიური სიმახინჯეა, რაც საქართველოში ყველას თავს აქვს მოხვეული. ჩვენ ხომ გვასწავლიდნენ რომ ქართველები ვართ ყველაზე მაგრები, გვყავდა სასახელო წინაპრები, ჩვენი მეფეები იყვნენ ლამაზები, მაღალი, განათლებული, ვაჟკაცები და ა.შ. ჩვენ ხომ ასეთი წარმოსახვით ვცხოვრობთ. ბევრი ჩვენი პრობლემა რის წინაშეც დღეს ვდგავართ სწორედ ამ შუასაუკუნეობრივი აზროვნების ბრალია. ეს კლიპი ამ ყველაფრის ალტერნატივაა და ალბათ ბევრად რეალური და მართალია ვიდრე ის რასაც ჩვენ ბავშვობიდან თავში გვიდებენ. გვინდოდა წარმოგვეჩინა, რომ რელობა შეიძლბა ასეთიც იყოს. ამიტომაცაა კლიპის ესთეტიკა ცოტა უხეში, "ჟოსტკი", ცოტა კომიკური და ცოტა საშიშიც კი.

-ვისი იდეა იყო მსგავსი ტიპაჟის შერჩევა?

- როცა ეს სიმღერა მოვასმენინეთ რეჟისორ, ჩვენს მეგობარს და თანამოაზრეს, საბა შენგელიას, ძალიან მოეწონა და გადავწყვიტეთ კლიპის გადაღება. თავიდან ცოტა სხვა რამეს ვგეგმავდით, უფრო გეი ესთეტიკაში უნდა გადაგვეღო, მაგრამ მერე საბამ რობა გაიხსენა, შევხვდით და საბას გამონათება დაემართა. რომ ვნახეთ რობა ყველანი მივხვდით რომ ის იყო გიროგი 14-ე, ამას წყალი არ გაუვიდოდა...

- რამდენი ხანი გრძელდებოდა კლიპის გადაღებები?

- კლიპზე საუბარი თებერვლიდან მოყოლებული იყო, მარგამ ხან რა მიზეზით და ხან რა მიზეზით (ძირითადად ფინანსების არ ქონის გამო) ვერ ვიწყებდით. სადღაც მაისის ბოლოს მოვაბით თავი.

- ელოდით თუ არა ასეთ რეზონანსს?

- კლიპის მონტაჟი რომ დამთავრდა, პირველი რაც ვთქვი, რომ ვუყურე იყო - ცოტა სიმძფრე დავაკელით მგონი - თქო... მაგრამ მერე ხალხის რეაქციებით მივხვდი, რომ დავაკელით კი არა ძალიანაც გადაგვიჭარბებია. აჟიოტაჟს ველოდი მაგრამ ასეთ აგრესიას არა, იმიტომ რომ მე მგონია კლიპში ისეთი არაფერი ხდება, ბევრად მეტი სიმძაფრეც შეიძლებოდა და მინდოდა მე პირადად რეალურად არაფერი სასწაული მანდ არ არის ნებისმიერ ამერიკულ - ევროპულ კლიპში გაცილებით მეტი მსგავსი რაღაცეებია ხოლმე, ეს უბრალოდ ქართველებისგან უკვირთ და ალბათ ცოტა შურთ კიდეც. საერთო ჯამში ძალიან კმაყოფილები ვართ რაც გამოვიდა, ჩვენი თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერი გამოდგა და ახლა საბასთან და მთელს შემადგენლობასთან ერთად ახალ ვიდეოზე ვფირობთ, რომელიც სავარაუდოდ სექტემბრის ბოლოსკენ გამოვა.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება