ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია ფეისბუქის პირად გვერდზე თავდაცვის მინისტრთან რამდენიმე თვის წინანდელ საუბარს იხსენებს. როგორც ირკვევა, გრიგოლიამ ირაკლი ალასანიას ავღანეთიდან ქართველ ბიჭებზე გადაცემის გაკეთება სთხოვა.
"რამდენიმე თვის წინ პირადად ვთხოვე თავდაცვის მინისტრს ავღანეთის ქართული ბაზიდან გადაცემის გაკეთების საშუალება მოეცა.....იმ მაგარი ბიჭებისთვის...იმ უმაგრესებისთვის, ვინც იქაა ...რა თქმა უნდა ბ-ნ ალასანიას ეს ჩვენი თხოვნა არც გახსენებია...ან მისმა სტრუქტურამ არ ჩათვალა საჭიროდ ქართველი მეომრების შესახებ გადაცემა....სამაგიეროდ დღეს ფბ-ზე ვიხილე მისი "საქმიანი" პრეს-ცენტრი თავზე კასკით და საგანგებო ფოტკებით...ხოოოო. რა თქმა უნდა, ეს პრეს-მდივნის ფოტოები უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოსთვის, ვიდრე იმ ბიჭების კადრები, ვინც იქ იბრძვის-აი, როგორ არ დამეწერა ეს სტატუსი...", წერს ინგა გრიგოლია.
გრიგოლიას ამ სტატუსს ექს-პრეზიდენტის ყოფილი პრეს-სპიკერი, მანანა მანჯგალაძე გამოეხმაურა: "ინგა, მე ცოტათი ჩახედული ვარ მაგ თემებში... იციდე რომ მაგას მარტო პრესმდივანი და ვერც მინისტრი ვერ წყვეტს... მანდ სულ ცვალებადია სუტუაცია. მიუხედავად იმისა რომ, ქართული საჯარისო დანაყოფია, სხვის დაქვემდებარებაშია და მაატი ნებართვის გარეშე შენ ვერაფერს გეტყვიან.. არ გაბრაზდე მაგაზე",- წერს მანჯგალაძე.
ინგა გრიგოლია: "არა....რა უნდა გავბრაზდე....ეკაია შანიძის ფოტკები ავღანეთის ბაზიდან თავზე კასკითა და კისერზე წურბლებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოსთვის,ვიდრე იმ ბიჭებზე გაკეთებული გადაცემა,ვინც იქ იბრძვის"...