სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თირკმლისა და პროსტატისთვის ვიღებ ტაბლეტებს, მოგეშვათ?! - მიხეილ სააკაშვილი
თირკმლისა და პროსტატისთვის ვიღებ ტაბლეტებს, მოგეშვათ?! - მიხეილ სააკაშვილი

"მე არ ვარ კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი, ჩემი ოჯა­ხი ცხოვ­რობს იქ, სა­დაც ცხოვ­რობ­და და დავ­დი­ვარ მეტ­რო­თი", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ექს-პრე­ზი­დენ­ტმა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ს სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან თან­ხე­ბის გაფ­ლან­გვის თა­ო­ბა­ზე წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრა­ლის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და. მისი თქმით, ის თან­ხე­ბი, რა­ზეც პრო­კუ­რა­ტუ­რა ედა­ვე­ბა, რე­ა­ლუ­რად იხარ­ჯე­ბო­და სტუმ­რე­ბის მი­ღე­ბა­ზე, სა­სახ­ლის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ზე, ტუ­რიზ­მის რეკ­ლა­მი­რე­ბა­სა და არა­ღი­ა­რე­ბის პო­ლი­ტი­კა­ზე.

"ისიც გა­მო­აქ­ვეყ­ნეს ამ სა­მარ­ცხვი­ნო­ებ­მა, რომ რამ­დე­ნი­მე სა­გა­რეო ჩი­ნოვ­ნიკს იმ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც იყო რის­კი აღი­ა­რე­ბის, ჩვენ გა­და­ვე­ცით ფა­სი­ა­ნი სა­ჩუქ­რე­ბი. და რომ არ გა­დაგ­ვე­ცა და კი­დევ 20 ქვე­ყა­ნა და­მა­ტე­ბო­და ამა­ში, რა იქ­ნე­ბო­და ვხვდე­ბით. მე არ მაქვს კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი. ივა­ნიშ­ვილს თვი­თონ აქვს მო­ყო­ლი­ლი, რომ 100 მი­ლი­ო­ნი შევ­თა­ვა­ზეო და უარი მი­თხრა, ნა­ხეთ რო­გო­რი კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი­აო. მე არ ვარ კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი. ჩემი ოჯა­ხი ცხოვ­რობს იქ, სა­დაც ცხოვ­რობ­და პრე­ზი­დენ­ტო­ბი­სას. მე არა­ფე­რი მომ­მა­ტე­ბია, მაგ­რამ ქვეყ­ნის ბი­უ­ჯე­ტი გა­ი­ზარ­და 11-ჯერ", - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ვა­ლენ­სი­ა­ში გა­დაფ­რე­ნის დე­ტა­ლე­ბიც გა­იხ­სე­ნა. მისი თქმით, ამ ვი­ზი­ტის შე­დე­გად არ­ქი­ტექ­ტუ­რულ­მა კომ­პა­ნი­ამ ძა­ლი­ან ია­ფად გა­ა­კე­თა ბა­თუ­მის ბულ­ვა­რის პრო­ექ­ტი.

"ხარ­ჯე­ბია, რომ იქ გაფ­რინ­და და გა­მოფ­რინ­დაო. ბა­თუ­მის ბულ­ვა­რის მშე­ნებ­ლო­ბა და­ვი­წყეთ 10 მა­ისს. გვჭირ­დე­ბო­და ორ კვი­რა­ში პრო­ექ­ტი. იმ სა­ღა­მოს გა­დავფრინ­დით ვა­ლენ­სი­ა­ში, შევ­ხვდით არ­ქი­ტექ­ტუ­რულ კომ­პა­ნი­ას, რამ­დე­ნი­მე სა­დი­ლი გავ­მარ­თეთ. ეს არის ის ხალ­ხი, რო­მელ­მაც ეს პრო­ექ­ტი ორ კვი­რა­ში დაგ­ვიმ­ზა­დეს ძა­ლი­ან ია­ფად", - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, რა­ტომ გახ­და პრე­ზი­დენ­ტის ხარ­ჯე­ბის გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა სა­ჭი­რო, ექს-პრე­ზი­დენ­ტი პი­რა­დი უსაფრ­ხო­ე­ბის მი­ზეზს ასა­ხე­ლებს.

"ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში პრე­ზი­დენ­ტის გა­და­ად­გი­ლე­ბა, რას ჭამს, რას სვამს და რას მკურ­ნა­ლობს, არის სა­ი­დუმ­ლო. გა­ი­გო ხო სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ რომ თირკმლის­თვის ვი­ღებ ტაბ­ლე­ტებს და პროს­ტა­ტის პრობ­ლე­მე­ბი მაქვს. ამით მო­ეშ­ვა მთავ­რო­ბას? პრე­ზი­დენ­ტიც არის ადა­მი­ა­ნი და ხან­და­ხან პროს­ტა­ტაც სტკი­ვა, მერე? მო­ეშ­ვა ამით ივა­ნიშ­ვილს, რომ ეს გა­მო­აქ­ვეყ­ნა? რა მი­ი­ღო ამით?! 2008 წელს პუ­ტინ­მა თქვა, რომ სა­ა­კაშ­ვილს პი­რა­დად გა­ა­ნად­გუ­რებ­და. იყო ეს თუ არა ასე? მედ­ვე­დევ­მა თქვა თუ არა რომ პო­ლი­ტი­კუ­რი ცხე­და­რი ვარ? ამის შემ­დეგ, ნე­ბის­მი­ე­რი დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი ამას ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გა­ა­სა­ი­დუმ­ლო­ებ­და თუ სად მივ­დი­ვარ, რო­გორ მივ­დი­ვარ. ეს იყო რე­კო­მენ­და­ცია ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი მე­გობ­რე­ბის. მაგ­რამ, არას­დროს მყო­ლია ზედ­მე­ტი დაც­ვა, რად­გან მე თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ და გა­და­ვად­გილ­დე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად. ამ ყვე­ლაფ­რის დო­კუ­მენ­ტი­რე­ბა მოხ­და და გა­და­ე­ცა", - აღ­ნიშ­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა.

ნა­ხეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

თირკმლისა და პროსტატისთვის ვიღებ ტაბლეტებს, მოგეშვათ?! - მიხეილ სააკაშვილი

თირკმლისა და პროსტატისთვის ვიღებ ტაბლეტებს, მოგეშვათ?! - მიხეილ სააკაშვილი

"მე არ ვარ კორუმპირებული, ჩემი ოჯახი ცხოვრობს იქ, სადაც ცხოვრობდა და დავდივარ მეტროთი", - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების გაფლანგვის თაობაზე წაყენებული ბრალის კომენტირებისას განუცხადა. მისი თქმით, ის თანხები, რაზეც პროკურატურა ედავება, რეალურად იხარჯებოდა სტუმრების მიღებაზე, სასახლის ფუნქციონირებაზე, ტურიზმის რეკლამირებასა და არაღიარების პოლიტიკაზე.

"ისიც გამოაქვეყნეს ამ სამარცხვინოებმა, რომ რამდენიმე საგარეო ჩინოვნიკს იმ ქვეყნებში, სადაც იყო რისკი აღიარების, ჩვენ გადავეცით ფასიანი საჩუქრები. და რომ არ გადაგვეცა და კიდევ 20 ქვეყანა დამატებოდა ამაში, რა იქნებოდა ვხვდებით. მე არ მაქვს კორუმპირებული შემოსავლები. ივანიშვილს თვითონ აქვს მოყოლილი, რომ 100 მილიონი შევთავაზეო და უარი მითხრა, ნახეთ როგორი კორუმპირებულიაო. მე არ ვარ კორუმპირებული. ჩემი ოჯახი ცხოვრობს იქ, სადაც ცხოვრობდა პრეზიდენტობისას. მე არაფერი მომმატებია, მაგრამ ქვეყნის ბიუჯეტი გაიზარდა 11-ჯერ", - განაცხადა სააკაშვილმა.

ყოფილმა პრეზიდენტმა ვალენსიაში გადაფრენის დეტალებიც გაიხსენა. მისი თქმით, ამ ვიზიტის შედეგად არქიტექტურულმა კომპანიამ ძალიან იაფად გააკეთა ბათუმის ბულვარის პროექტი.

"ხარჯებია, რომ იქ გაფრინდა და გამოფრინდაო. ბათუმის ბულვარის მშენებლობა დავიწყეთ 10 მაისს. გვჭირდებოდა ორ კვირაში პროექტი. იმ საღამოს გადავფრინდით ვალენსიაში, შევხვდით არქიტექტურულ კომპანიას, რამდენიმე სადილი გავმართეთ. ეს არის ის ხალხი, რომელმაც ეს პროექტი ორ კვირაში დაგვიმზადეს ძალიან იაფად", - განაცხადა სააკაშვილმა.

კითხვაზე, რატომ გახდა პრეზიდენტის ხარჯების გასაიდუმლოება საჭირო, ექს-პრეზიდენტი პირადი უსაფრხოების მიზეზს ასახელებს.

"ყველა ქვეყანაში პრეზიდენტის გადაადგილება, რას ჭამს, რას სვამს და რას მკურნალობს, არის საიდუმლო. გაიგო ხო საქართველოს საზოგადოებამ რომ თირკმლისთვის ვიღებ ტაბლეტებს და პროსტატის პრობლემები მაქვს. ამით მოეშვა მთავრობას? პრეზიდენტიც არის ადამიანი და ხანდახან პროსტატაც სტკივა, მერე? მოეშვა ამით ივანიშვილს, რომ ეს გამოაქვეყნა? რა მიიღო ამით?! 2008 წელს პუტინმა თქვა, რომ სააკაშვილს პირადად გაანადგურებდა. იყო ეს თუ არა ასე? მედვედევმა თქვა თუ არა რომ პოლიტიკური ცხედარი ვარ? ამის შემდეგ, ნებისმიერი დაცვის სამსახური ამას ჩვეულებრივად გაასაიდუმლოებდა თუ სად მივდივარ, როგორ მივდივარ. ეს იყო რეკომენდაცია ჩვენი დასავლელი მეგობრების. მაგრამ, არასდროს მყოლია ზედმეტი დაცვა, რადგან მე თავისუფალი ადამიანი ვარ და გადავადგილდები ჩვეულებრივად. ამ ყველაფრის დოკუმენტირება მოხდა და გადაეცა", - აღნიშნა სააკაშვილმა.

ნახეთ ვიდეო

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"