მოზაიკა
პოლიტიკა
საზოგადოება

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბერბიჭების" ჰოროსკოპი - მამაკაცები, რომელთაც ოჯახის შექმნა აშინებთ
"ბერბიჭების" ჰოროსკოპი - მამაკაცები, რომელთაც ოჯახის შექმნა აშინებთ

ბევ­რი თქვენ­გა­ნი სტა­ტი­ის სა­თა­უ­რის წა­კი­თხვის­თა­ნა­ვე გა­ი­ფიქ­რებს, რომ და­ო­ჯა­ხე­ბის და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ნე­ბის­მი­ერ მა­მა­კაცს ეში­ნია ამ­ქვეყ­ნად.

თუმ­ცა არის კონ­კრე­ტუ­ლი ასა­კი, რომ­ლის შემ­დე­გაც ძლი­ე­რი სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი ოჯა­ხუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის მწიფ­დე­ბა და მზა­დაა, სა­კუ­თარ თავ­ზე აი­ღოს ქორ­წი­ნე­ბის "მძი­მე უღე­ლი".

მაგ­რამ არ არ­სე­ბობს წესი გა­მო­ნაკ­ლი­სის გა­რე­შე. ამი­ტომ რა გა­საკ­ვი­რია ის, რომ ისე­თი ინ­დი­ვი­დე­ბიც მო­ი­ძებ­ნე­ბი­ან, ვი­საც ქორ­წი­ნე­ბის ხსე­ნე­ბა­ზე, გა­ნურ­ჩევ­ლად იმი­სა, თუ რა ასაკ­შია, ტან­ზე ბუ­სუ­სე­ბი აყ­რის და მზა­დაა, თავ­ქუდ­მოგ­ლე­ჯილ­მა მო­ქუს­ლოს უკან­მო­უ­ხე­და­ვად, თუკი საყ­ვა­რე­ლი ქალი მას ამ "საკ­რა­ლურ თე­მა­ზე" ჩა­მო­უგ­დებს ოდეს­მე სა­უ­ბარს...

მოკ­ლედ და კონ­კრე­ტუ­ლად, დღეს "ქრო­ნი­კუ­ლი ბერ­ბი­ჭე­ბის" შე­სა­ხებ ვი­სა­უბ­რებთ და იმ მა­მა­კა­ცე­ბის მოკ­ლე სიას გა­გაც­ნობთ, ვი­საც ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით, ყვე­ლა­ზე მე­ტად ეში­ნია მენ­დელ­სო­ნის მარ­შის მოს­მე­ნის...

მშვილ­დო­სა­ნი – იგი გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი იდე­ა­ლის­ტი და მე­ქალ­თა­ნეა. ამას­თა­ნა­ვე - სა­ოც­რად ქა­რიზ­მა­ტუ­ლი, მომ­ხიბ­ვლე­ლი და მხი­ა­რუ­ლი, რის გა­მოც არა­ერ­თი ქა­ლის­თვის ახერ­ხებს ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე გუ­ლი­სა და ოც­ნე­ბე­ბის დამ­სხვრე­ვას.

მას­თან და­წყე­ბუ­ლი რო­მა­ნი სა­წყის ეტაპ­ზე ლა­მაზ ზღა­პარს ჰგავს... ყვა­ვი­ლე­ბით, სა­ჩუქ­რე­ბით, რო­მან­ტი­კუ­ლი გმი­რო­ბე­ბით და ა.შ. მშვილ­დო­სანს უდა­ვოდ გა­აჩ­ნია იმის ნიჭი, რომ ნე­ბის­მი­ერ ქალს თავი ერ­თა­დერ­თად და გა­ნუ­მე­ო­რებ­ლად აგ­რძნო­ბი­ნოს, მაგ­რამ ეს მა­ნამ, სა­ნამ ეს უკა­ნას­კნე­ლი სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ე­ბის სიმ­ყა­რე­ში არ დარ­წმუნ­დე­ბა და გა­თა­მა­მე­ბუ­ლი საყ­ვა­რელ მა­მა­კაცს მო­მა­ვა­ლი ერ­თობ­ლი­ვი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ არ ჩა­მო­უგ­დებს სა­უ­ბარს...

ასეთ დროს მშვილ­დო­სა­ნი ან ისეთ სა­ხეს მი­ი­ღებს, რომ ნათ­ქვა­მი ვერ გა­ი­გო, ან უბ­რა­ლოდ, გა­გიქ­რე­ბათ ცოტა ხნით თვალ­თა­ხედ­ვის არე­დან იმ იმე­დით, რომ მალე თქვენ ეს უაზ­რო ხუშ­ტუ­რი და აჩე­მე­ბა თა­ვი­სით გა­და­გივ­ლით... თუ ამა­ნაც არ გიშ­ვე­ლათ, მარ­ტი­ვად და ყო­ველ­გვა­რი სინ­დი­სის ქენ­ჯნის გა­რე­შე შე­უდ­გე­ბა სხვა, ნაკ­ლე­ბად პრე­ტენ­ზი­უ­ლი და უპ­რობ­ლე­მო ქა­ლის ძებ­ნას...

რაც შე­ე­ხე­ბა სიყ­ვა­რულს, მშვილ­დო­სანს ღრმად სწამს, რომ იგი ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რჯერ მო­დის და ყო­ველ ჯერ­ზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლად სა­ინ­ტე­რე­სოა მისი გან­ცდა. ამი­ტომ გა­მუდ­მე­ბით და­ე­ძებს იდე­ა­ლურ ქალს და გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, თქვენც იდე­ა­ლად მი­გიჩ­ნი­ათ თა­ვის დრო­ზე, მა­ნამ, სა­ნამ გუ­ლის გა­მაწ­ვრი­ლე­ბე­ლი ქა­ლუ­რი საყ­ვე­დუ­რე­ბით მო­ა­ბეზ­რებ­დით თავს.

მერ­წყუ­ლი – ოჯა­ხი მის­თვის მძი­მე ტვირ­თი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად უინ­ტე­რე­სო მდგო­მა­რე­ო­ბა და ზედ­მე­ტი თა­ვის ტკი­ვი­ლია. სა­შუ­ა­ლოს­ტა­ტის­ტი­კუ­რი მერ­წყუ­ლი მამ­რი, რო­გორც წესი, და­ახ­ლო­ე­ბით 30 წლამ­დე მა­ინც სა­კუ­თა­რი თა­ვით, სამ­ყა­როს შეს­წავ­ლით, ახალ-ახა­ლი შეგ­რძნე­ბე­ბის მი­ღე­ბი­თა და ნაირ-ნა­ი­რი სა­ხი­ფა­თო თუ ნაკ­ლებ­სა­ხი­ფა­თო თავ­გა­და­სავ­ლე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი.

ამი­ტომ და­ო­ჯა­ხე­ბა­ზე ფიქ­რიც კი მას­ში გულყრებს, ფსი­ქო-ნევ­რო­ზულ მდგო­მა­რე­ო­ბა­სა და თმის ყალ­ყზე დად­გო­მის ეფექტს იწ­ვევს. იგი ქალ­ში მე­გო­ბარს და თა­ნა­მო­აზ­რეს ეძებს, რო­მე­ლიც მის პი­რად თა­ვი­სუფ­ლე­ბას არა­სო­დეს შე­ე­ხე­ბა. სა­მა­გი­ე­როდ, იმა­ვეს გთა­ვა­ზობთ თა­ვა­დაც. მერ­წყუ­ლი ვერ იტანს ჩარ­ჩო­ებს, მო­ვა­ლე­ო­ბებს, ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს... აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მის­გან რა­ი­მე სა­ხის და­პი­რე­ბა­ზე და­ყო­ლი­ე­ბა ძალ­ზე რთუ­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­უძ­ლე­ბე­ლი საქ­მეც კია...

თუმ­ცა, მშვილ­დოს­ნის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რო­მე­ლიც მარ­ტი­ვად არი­გებს უხვ და­ნა­პი­რებს, შემ­დგომ­ში კი მათი არ­შეს­რუ­ლე­ბა სუ­ლაც არ მი­აჩ­ნია მსოფ­ლიო დო­ნის ტრა­გე­დი­ად, მერ­წყუ­ლი სი­ტყვის კა­ცია... მთა­ვა­რია, მის­გან ეს კონ­კრე­ტუ­ლი აღი­ა­რე­ბა მო­ის­მი­ნოთ ოდეს­მე...

მაგ­რამ იმ ავადსახ­სე­ნე­ბე­ლი, სამი მარ­ტი­ვი სი­ტყვის თქმას, რო­მელ­საც ჩვენ, ქა­ლე­ბი ესო­დენ ვე­ე­ბერ­თე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებთ, მერ­წყუ­ლი მა­მა­კა­ცი ზოგ­ჯერ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვერ აბამს ხოლ­მე თავს... შე­სა­ბა­მი­სად, ან მარ­ტო­ო­ბა­ში ატა­რებს წუ­თი­სო­ფელს (რაც მას სრუ­ლე­ბი­თაც არ თრგუ­ნავს და აწუ­ხებს), ან მუდ­მი­ვად არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ, "ჯიგ­რულ-მე­გობ­რულ-და­ქა­ლურ" ურ­თი­ერ­თო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა ვინ­მეს­თან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

"ბერბიჭების" ჰოროსკოპი - მამაკაცები, რომელთაც ოჯახის შექმნა აშინებთ

"ბერბიჭების" ჰოროსკოპი - მამაკაცები, რომელთაც ოჯახის შექმნა აშინებთ

ბევრი თქვენგანი სტატიის სათაურის წაკითხვისთანავე გაიფიქრებს, რომ დაოჯახების და პასუხისმგებლობის ნებისმიერ მამაკაცს ეშინია ამქვეყნად.

თუმცა არის კონკრეტული ასაკი, რომლის შემდეგაც ძლიერი სქესის წარმომადგენელთა ძირითადი ნაწილი ოჯახური ურთიერთობისთვის მწიფდება და მზადაა, საკუთარ თავზე აიღოს ქორწინების "მძიმე უღელი".

მაგრამ არ არსებობს წესი გამონაკლისის გარეშე. ამიტომ რა გასაკვირია ის, რომ ისეთი ინდივიდებიც მოიძებნებიან, ვისაც ქორწინების ხსენებაზე, განურჩევლად იმისა, თუ რა ასაკშია, ტანზე ბუსუსები აყრის და მზადაა, თავქუდმოგლეჯილმა მოქუსლოს უკანმოუხედავად, თუკი საყვარელი ქალი მას ამ "საკრალურ თემაზე" ჩამოუგდებს ოდესმე საუბარს...

მოკლედ და კონკრეტულად, დღეს "ქრონიკული ბერბიჭების" შესახებ ვისაუბრებთ და იმ მამაკაცების მოკლე სიას გაგაცნობთ, ვისაც ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, ყველაზე მეტად ეშინია მენდელსონის მარშის მოსმენის...

მშვილდოსანი – იგი გამოუსწორებელი იდეალისტი და მექალთანეა. ამასთანავე - საოცრად ქარიზმატული, მომხიბვლელი და მხიარული, რის გამოც არაერთი ქალისთვის ახერხებს ცხოვრების მანძილზე გულისა და ოცნებების დამსხვრევას.

მასთან დაწყებული რომანი საწყის ეტაპზე ლამაზ ზღაპარს ჰგავს... ყვავილებით, საჩუქრებით, რომანტიკული გმირობებით და ა.შ. მშვილდოსანს უდავოდ გააჩნია იმის ნიჭი, რომ ნებისმიერ ქალს თავი ერთადერთად და განუმეორებლად აგრძნობინოს, მაგრამ ეს მანამ, სანამ ეს უკანასკნელი საკუთარი პოზიციების სიმყარეში არ დარწმუნდება და გათამამებული საყვარელ მამაკაცს მომავალი ერთობლივი ცხოვრების შესახებ არ ჩამოუგდებს საუბარს...

ასეთ დროს მშვილდოსანი ან ისეთ სახეს მიიღებს, რომ ნათქვამი ვერ გაიგო, ან უბრალოდ, გაგიქრებათ ცოტა ხნით თვალთახედვის არედან იმ იმედით, რომ მალე თქვენ ეს უაზრო ხუშტური და აჩემება თავისით გადაგივლით... თუ ამანაც არ გიშველათ, მარტივად და ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე შეუდგება სხვა, ნაკლებად პრეტენზიული და უპრობლემო ქალის ძებნას...

რაც შეეხება სიყვარულს, მშვილდოსანს ღრმად სწამს, რომ იგი ცხოვრებაში ბევრჯერ მოდის და ყოველ ჯერზე განსხვავებულად საინტერესოა მისი განცდა. ამიტომ გამუდმებით დაეძებს იდეალურ ქალს და გამორიცხული არ არის, თქვენც იდეალად მიგიჩნიათ თავის დროზე, მანამ, სანამ გულის გამაწვრილებელი ქალური საყვედურებით მოაბეზრებდით თავს.

მერწყული – ოჯახი მისთვის მძიმე ტვირთი, აბსოლუტურად უინტერესო მდგომარეობა და ზედმეტი თავის ტკივილია. საშუალოსტატისტიკური მერწყული მამრი, როგორც წესი, დაახლოებით 30 წლამდე მაინც საკუთარი თავით, სამყაროს შესწავლით, ახალ-ახალი შეგრძნებების მიღებითა და ნაირ-ნაირი სახიფათო თუ ნაკლებსახიფათო თავგადასავლებითაა დაკავებული.

ამიტომ დაოჯახებაზე ფიქრიც კი მასში გულყრებს, ფსიქო-ნევროზულ მდგომარეობასა და თმის ყალყზე დადგომის ეფექტს იწვევს. იგი ქალში მეგობარს და თანამოაზრეს ეძებს, რომელიც მის პირად თავისუფლებას არასოდეს შეეხება. სამაგიეროდ, იმავეს გთავაზობთ თავადაც. მერწყული ვერ იტანს ჩარჩოებს, მოვალეობებს, ვალდებულებებს... აქედან გამომდინარე, მისგან რაიმე სახის დაპირებაზე დაყოლიება ძალზე რთული, ფაქტობრივად, შეუძლებელი საქმეც კია...

თუმცა, მშვილდოსნისგან განსხვავებით, რომელიც მარტივად არიგებს უხვ დანაპირებს, შემდგომში კი მათი არშესრულება სულაც არ მიაჩნია მსოფლიო დონის ტრაგედიად, მერწყული სიტყვის კაცია... მთავარია, მისგან ეს კონკრეტული აღიარება მოისმინოთ ოდესმე...

მაგრამ იმ ავადსახსენებელი, სამი მარტივი სიტყვის თქმას, რომელსაც ჩვენ, ქალები ესოდენ ვეებერთელა მნიშვნელობას ვანიჭებთ, მერწყული მამაკაცი ზოგჯერ მთელი ცხოვრება ვერ აბამს ხოლმე თავს... შესაბამისად, ან მარტოობაში ატარებს წუთისოფელს (რაც მას სრულებითაც არ თრგუნავს და აწუხებს), ან მუდმივად არაოფიციალურ, "ჯიგრულ-მეგობრულ-დაქალურ" ურთიერთობაში იმყოფება ვინმესთან.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს