"ქართველი ხალხის თვალებში დანახულმა სითბომ და სიყვარულმა იმდენი ძალა მომცა, რომ დაღლა საერთოდ არ მიგრძნია." - ასე ესაუბრა ცნობილი თურქი მსახიობი მურატ ილდირიმი ჟურნალ "გზის" ჟურნალისტს, რომელმაც მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა და "გზის" მკითხველი მას ხვალ წაიკითახავს.
მსახიობი ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, ბათუმში, "დიმიტრი ცინცაძის ფონდის" მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო ვახშამში მონაწილეობდა. გადაიღეს ვიდეორგოლი, რომელშიც ბავშვების სიცოცხლის გადარჩენისკენ მოგვიწოდებენ. ვიდეორგოლში ლეიკემიისა და სოლიდური სიმსივნისგან განკურნებულ ბავშვებთან ერთად, მურატ ილდირიმიც მონაწილეობს.
როგორია თურქი მსახიობის შთაბეჭდილებები წაიკითხეთ ჟურნალ "გზის" ხუთშაბათის ნომერში.