საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაზე აღარ ხარჯავს დროს ნინო დარბაისელი
 რაზე აღარ ხარჯავს დროს ნინო დარბაისელი

პო­ე­ტი და ლი­ტე­რა­ტუ­რათმცოდ­ნე ნინო დარ­ბა­ი­სე­ლი 1981 წლის 6 მარტს და­ი­ბა­და. წერ­და ფსევ­დო­ნი­მე­ბით დი­ო­ტი­მა და დე­ბო­რა. ამ­ჟა­მად აშშ-ში, ტე­ნე­სის დე­და­ქა­ლაქ ნეშ­ვილ­ში იმ­ყო­ფე­ბა, ამი­ტომ მის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­ვად­გი­ნეთ მწერ­ლის ან­კე­ტა, რო­მელ­ზეც მან წე­რი­ლო­ბით უპა­სუ­ხა...

თვით­და­ხა­სი­ა­თე­ბა...

თა­ვი­დან­ვე რა ძნე­ლი კი­თხვით იწყე­ბა... აკა­კის და­ვე­სეს­ხე­ბი: "ხან უგ­ნუ­რი ვარ, ხან ბრძე­ნი, ხან არც ისა ვარ, არც ისა".

მე - "თევ­ზე­ბი"...

რაც კი წა­გი­კი­თხავთ პო­პუ­ლა­რულ ჰო­როს­კო­პებ­ში თევ­ზის ზო­დი­ა­ქოს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ყვე­ლა­ფე­რი მარ­თა­ლია. გა­მოც­დი­ლი მაქვს სა­კუ­თარ თავ­ზე. შე­უ­თავ­სებ­ლო­ბა­თა შე­თავ­სე­ბა ჩემი არ­სე­ბო­ბის წე­სია.

ჩემი ოჯა­ხი...

რო­გორც იქნა, გა­ვერ­თი­ან­დით. თით­ქმის ორი ათე­უ­ლი წელი თვითმფრი­ნა­ვის ფრთა­ზე ვი­ყა­ვი ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი. მე სა­ქარ­თვე­ლო არ მეთ­მო­ბო­და, ჩე­მებს - ამე­რი­კა. მყავს ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი, ერთი სიძე, ერთი შვი­დი წლის შვი­ლიშ­ვი­ლი - ქალ­ბა­ტო­ნი ად­რი­ა­ნა ჩეფ­მე­ნი, სა­შო­ბა­ოდ მე­ო­რეს ვე­ლით. ქმა­რი ყო­ფი­ლი სამ­ხედ­როა.

ჩემი დილა იწყე­ბა...

ტო­რო­ლა ვარ. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ყვე­ლა­ზე ადრე ვიღ­ვი­ძებ, მუ­დამ კარგ ხა­სი­ათ­ზე. ხე­ლის გაწ­ვდე­ნა­ზე მი­დევს აი­პე­დი. თით­ქმის თვალ­და­ხუ­ჭუ­ლი შევ­დი­ვარ "ფე­ის­ბუქ­ში", თან წუ­ხან­დელ ნა­ფიქ­რალს ვიხ­სე­ნებ, ასე იქ­მნე­ბა ოპუ­სე­ბი რუბ­რი­კი­სათ­ვის "ჩემი დი­ლა­უზ­მოს ფიქ­რე­ბი".

სა­ერ­თო კედ­ლის თვა­ლი­ე­რე­ბი­სას ზოგი ინ­ფორ­მა­ცი­ი­დან რა­ღაც უჩ­ვე­უ­ლო სი­ტყვა ან აზრი მი­ი­პყრობს ხოლ­მე ჩემს ყუ­რა­დღე­ბას. რო­გორც ჩანს, ბავ­შვო­ბი­დან­ვე მეხ­სი­ე­რე­ბა ისე მაქვს მო­წყო­ბი­ლი, რომ ყვე­ლა სი­ტყვა ჩემ­და­უ­ნე­ბუ­რად მე­რით­მი­ნე­ბა. ძი­რი­თა­დად ზუს­ტი რით­მე­ბი გა­მომ­დის. თუ ამ რით­მებ­ში რა­ი­მე მახ­ვილ­გო­ნივ­რუ­ლიც მო­მეჩ­ვე­ნა, პა­ტა­რა სა­ტი­რულ-იუ­მო­რის­ტუ­ლი ლექ­სის აწყო­ბას რაღა უნდა!

მე­ო­რე "ფე­ის­ბუ­ქუ­რი" რუბ­რი­კა "ჩემი მხი­ა­რუ­ლი რით­მე­ბი­დან" ამ ლექ­სებს აერ­თი­ა­ნებს. ვირ­ტუ­ა­ლუ­რად თუ რე­ა­ლუ­რად ცნო­ბა­დი სა­ხე­ე­ბი­დან ვინ არ გამ­ხდა­რა ამ ლექ­სე­ბის ად­რე­სა­ტი! რა და­გი­შა­ვა ამა თუ იმ ადა­მი­ან­მაო, უკი­თხავთ ზოგ­ჯერ ღიად ან პი­რად მი­მო­წე­რა­ში და მარ­თალ­ნიც არი­ან. ჩემი მწა­რე კალ­მის მსხვერ­პლთა­გან პი­რა­დად თით­ქმის არა­ვის ვიც­ნობ. ზოგ­ჯერ სულ­ხან-სა­ბას "ქურ­დი მკერ­ვა­ლი­ვით" გა­დავ­წყვეტ ხოლ­მე, რომ მეტს აღარ ვი­ზამ, კე­დელს გა­ვი­სუფ­თა­ვებ, მაგ­რამ ცოტა ხან­ში ისევ წა­მიც­დე­ბა ხელი კარგ რით­მა­ზე და ასე...

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

რაზე აღარ ხარჯავს დროს ნინო დარბაისელი

 რაზე აღარ ხარჯავს დროს ნინო დარბაისელი

პოეტი და ლიტერატურათმცოდნე ნინო დარბაისელი 1981 წლის 6 მარტს დაიბადა. წერდა ფსევდონიმებით დიოტიმა და დებორა. ამჟამად აშშ-ში, ტენესის დედაქალაქ ნეშვილში იმყოფება, ამიტომ მისთვის სპეციალურად შევადგინეთ მწერლის ანკეტა, რომელზეც მან წერილობით უპასუხა...

თვითდახასიათება...

თავიდანვე რა ძნელი კითხვით იწყება... აკაკის დავესესხები: ''ხან უგნური ვარ, ხან ბრძენი, ხან არც ისა ვარ, არც ისა".

მე - ''თევზები''...

რაც კი წაგიკითხავთ პოპულარულ ჰოროსკოპებში თევზის ზოდიაქოსთან დაკავშირებით, ყველაფერი მართალია. გამოცდილი მაქვს საკუთარ თავზე. შეუთავსებლობათა შეთავსება ჩემი არსებობის წესია.

ჩემი ოჯახი...

როგორც იქნა, გავერთიანდით. თითქმის ორი ათეული წელი თვითმფრინავის ფრთაზე ვიყავი ჩამოკიდებული. მე საქართველო არ მეთმობოდა, ჩემებს - ამერიკა. მყავს ერთი ქალიშვილი, ერთი სიძე, ერთი შვიდი წლის შვილიშვილი - ქალბატონი ადრიანა ჩეფმენი, საშობაოდ მეორეს ველით. ქმარი ყოფილი სამხედროა.

ჩემი დილა იწყება...

ტოროლა ვარ. მთელი ცხოვრება ყველაზე ადრე ვიღვიძებ, მუდამ კარგ ხასიათზე. ხელის გაწვდენაზე მიდევს აიპედი. თითქმის თვალდახუჭული შევდივარ ''ფეისბუქში", თან წუხანდელ ნაფიქრალს ვიხსენებ, ასე იქმნება ოპუსები რუბრიკისათვის ''ჩემი დილაუზმოს ფიქრები".

საერთო კედლის თვალიერებისას ზოგი ინფორმაციიდან რაღაც უჩვეულო სიტყვა ან აზრი მიიპყრობს ხოლმე ჩემს ყურადღებას. როგორც ჩანს, ბავშვობიდანვე მეხსიერება ისე მაქვს მოწყობილი, რომ ყველა სიტყვა ჩემდაუნებურად მერითმინება. ძირითადად ზუსტი რითმები გამომდის. თუ ამ რითმებში რაიმე მახვილგონივრულიც მომეჩვენა, პატარა სატირულ-იუმორისტული ლექსის აწყობას რაღა უნდა!

მეორე ''ფეისბუქური" რუბრიკა ''ჩემი მხიარული რითმებიდან" ამ ლექსებს აერთიანებს. ვირტუალურად თუ რეალურად ცნობადი სახეებიდან ვინ არ გამხდარა ამ ლექსების ადრესატი! რა დაგიშავა ამა თუ იმ ადამიანმაო, უკითხავთ ზოგჯერ ღიად ან პირად მიმოწერაში და მართალნიც არიან. ჩემი მწარე კალმის მსხვერპლთაგან პირადად თითქმის არავის ვიცნობ. ზოგჯერ სულხან-საბას ''ქურდი მკერვალივით" გადავწყვეტ ხოლმე, რომ მეტს აღარ ვიზამ, კედელს გავისუფთავებ, მაგრამ ცოტა ხანში ისევ წამიცდება ხელი კარგ რითმაზე და ასე...

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია