პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოხვდა ჟურნალისტი გურამ როგავა ''ნაციონალების'' შავ სიაში
როგორ მოხვდა ჟურნალისტი გურამ როგავა ''ნაციონალების'' შავ სიაში

გუ­რამ რო­გა­ვა ერთ-ერ­თია იმ ქარ­თველ ჟურ­ნა­ლის­ტებს შო­რის, რომ­ლე­ბიც რე­პორ­ტა­ჟის მომ­ზა­დე­ბი­სას ხში­რად აღ­მო­ჩე­ნი­ლა სა­ში­ში მოვ­ლე­ნე­ბის ეპი­ცენ­ტრში. კა­რი­ე­რა წლე­ბის წინ და­ი­წყო და ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა რა­დი­ო­ში მუ­შა­ო­ბი­სას აის­რუ­ლა, თუმ­ცა ცხოვ­რე­ბის გზამ ტე­ლე­ვი­ზი­ამ­დე მი­იყ­ვა­ნა. თა­ვი­დან უარ­ზე იყო, მაგ­რამ დღეს ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­ში" ყვე­ლა­ზე მძი­მე ჩარ­თვებს აკე­თებს.

- ბავ­შვო­ბი­დან რა­დი­ოს მი­მართ მქონ­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი, არას­დროს მი­ოც­ნე­ბია ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ო­ბა­ზე. იმ პე­რი­ოდ­ში რა­დიო ტე­ლე­ვი­ზი­ა­ზე ბევ­რად პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო და მეც უშუ­ქო­ბის დროს ხში­რად ვუს­მენ­დი საყ­ვა­რელ გა­და­ცე­მებს. ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა, ახალ­გაზ­რდა გა­მომ­გო­ნე­ბელ­მა ლაშა ქი­რი­ამ, კუს­ტა­რუ­ლი რა­დი­ო­გა­დამ­ცე­მიც კი და­მიმ­ზა­და, რომ­ლის და­ფარ­ვის ზონა ჩვენს უბანს არ სცდე­ბო­და, მაგ­რამ მსმე­ნე­ლე­ბის მო­სა­ზი­დად საკ­მა­ოდ ეფექ­ტუ­რი მე­თო­დი გვქონ­და. მივ­დი­ო­დით მე­ზობ­ლებ­თან, ვურ­თავ­დით ჩვენს სიხ­ში­რეს და ძა­ლით ვას­მე­ნი­ნებ­დით "მე­კობ­რულ რა­დი­ოს". "ოფი­სი" ჩემი სახ­ლის სხვენ­ში გვქონ­და. გა­დამ­ცე­მი მა­ლე­ვე გა­და­იწ­ვა და ჩვე­ნი "პრო­ექ­ტიც" ჩა­ვარ­და, მაგ­რამ ოც­ნე­ბა არ შე­მი­წყვე­ტია.

მე­ცხრე კლას­ში ვი­ყა­ვი, როცა ზუგ­დი­დის ერთ-ერთ რა­დი­ო­ში მუ­სი­კა­ლუ­რი წამ­ყვა­ნე­ბის შე­სარ­ჩე­ვად კონ­კურ­სი გა­მო­ცხად­და. გა­დავ­წყვი­ტე, ოც­ნე­ბა რე­ა­ლო­ბად მექ­ცია. გა­სა­უბ­რე­ბა­ზე მი­სულს რა­დი­ოს დი­რექ­ტორ­მა მი­თხრა, ბავ­შვუ­რი ხმა გაქვს, იქ­ნებ, სკო­ლას რომ და­ამ­თავ­რებ, მერე მოხ­ვი­დეო, მაგ­რამ შევ­ძე­ლი და­მერ­წმუ­ნე­ბი­ნა, რომ ამ გა­მოწ­ვე­ვას გა­ვუმკლავ­დე­ბო­დი და სა­ბო­ლო­ოდ ისე მოხ­და, რომ და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი რა­დი­ოს თა­ნამ­შრო­მე­ლი გავ­ხდი.

- პა­რა­ლე­ლუ­რად სკო­ლა­ში სწავ­ლობ­დი?

- დიახ, გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ რა­დი­ო­ში მივ­დი­ო­დი და ჩემს საყ­ვა­რელ სიმ­ღე­რებს ვუს­მენ­დი, შო­უ­ბიზ­ნე­სის ამ­ბებს ვაც­ნობ­დი მსმე­ნელს. სწო­რედ რა­დიო "ევ­რა­ზი­ა­ში" მუ­შა­ო­ბის დროს გა­დავ­წყვი­ტე ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ბა­რე­ბა. ჩემი მთა­ვა­რი ოც­ნე­ბა მა­შინ რა­დიო "ფორ­ტუ­ნა" იყო. ამ მი­ზანს სტუ­დენ­ტო­ბის პირ­ვე­ლი­ვე წელს მი­ვაღ­წიე, როცა რე­პორ­ტი­ო­რის შე­სარ­ჩე­ვად კონ­კურ­სი ჩა­ტარ­და. გან­ცხა­დე­ბე­ბი ჯგუ­ფე­ლებ­მა ერ­თად შე­ვი­ტა­ნეთ, რამ­დე­ნი­მე დღე­ში კი მე და ნო­დარ მე­ლა­ძეს დაგ­ვი­რე­კეს და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს. ასე აღ­მოვ­ჩნდი რა­დიო "ფორ­ტუ­ნას" სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხურ­ში, სა­დაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ახა­ლი ამ­ბე­ბის წამ­ყვა­ნის ფუნ­ქცი­აც შე­ვი­თავ­სე და დღემ­დე ვფიქ­რობ, რომ ეს იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დი.

- პირ­ვე­ლი რეს­პონ­დენ­ტი, რე­პორ­ტა­ჟი...

- პირ­ვე­ლი რეს­პონ­დენ­ტი, თუ არ ვცდე­ბი, აჩი­კო მე­ფა­რი­ძე იყო. მა­შინ მისი სიმ­ღე­რა "მი­თხა­რი" რა­დი­ო­ში დღე­ში, სულ მცი­რე, 20-ჯერ მა­ინც გა­დი­ო­და. ზუგ­დიდ­ში მისი კონ­ცერ­ტი ტარ­დე­ბო­და და რა­დი­ო­ში სტუმ­რად გვეწ­ვია ვე­რი­კო ტუ­რაშ­ვილ­თან ერ­თად.

რაც შე­ე­ხე­ბა პირ­ველ რა­დი­ო­რე­პორ­ტაჟს, კონ­კრე­ტულს ვე­რა­ფერს ვიხ­სე­ნებ. პირ­ვე­ლი სრულ­ყო­ფი­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო რე­პორ­ტა­ჟი კი "პა­ლიტ­რა ტვ"-სთვის მო­ვამ­ზა­დე. "დრო­ზე ადრე და­წე­რი­ლი ის­ტო­რია", - ასე­თი სა­ხელ­წო­დე­ბა ჰქონ­და ჩემს პირ­ველ ნა­მუ­შე­ვარს, რო­მე­ლიც მზია სურ­გუ­ლა­ძის წიგნს ეხე­ბო­და. ის­ტო­რი­ის წიგ­ნი ბავ­შვე­ბის­თვის და­ი­წე­რა და მას­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ო­დი მხო­ლოდ და­დე­ბით კონ­ტექ­სტში იყო მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი, თით­ქოს პო­ლი­ტი­კუ­რი რეკ­ლა­მი­დან ამოკ­რი­ფეს ფრა­ზე­ბიო, ფაქ­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა კი რე­ა­ლო­ბას აც­დე­ნი­ლი და გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლი იყო.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

როგორ მოხვდა ჟურნალისტი გურამ როგავა ''ნაციონალების'' შავ სიაში

როგორ მოხვდა ჟურნალისტი გურამ როგავა ''ნაციონალების'' შავ სიაში

გურამ როგავა ერთ-ერთია იმ ქართველ ჟურნალისტებს შორის, რომლებიც რეპორტაჟის მომზადებისას ხშირად აღმოჩენილა საშიში მოვლენების ეპიცენტრში. კარიერა წლების წინ დაიწყო და ბავშვობის ოცნება რადიოში მუშაობისას აისრულა, თუმცა ცხოვრების გზამ ტელევიზიამდე მიიყვანა. თავიდან უარზე იყო, მაგრამ დღეს ტელეკომპანია ''იმედში'' ყველაზე მძიმე ჩართვებს აკეთებს.

- ბავშვობიდან რადიოს მიმართ მქონდა განსაკუთრებული ინტერესი, არასდროს მიოცნებია ტელევიზიაში მუშაობაზე. იმ პერიოდში რადიო ტელევიზიაზე ბევრად პოპულარული იყო და მეც უშუქობის დროს ხშირად ვუსმენდი საყვარელ გადაცემებს. ჩემმა მეგობარმა, ახალგაზრდა გამომგონებელმა ლაშა ქირიამ, კუსტარული რადიოგადამცემიც კი დამიმზადა, რომლის დაფარვის ზონა ჩვენს უბანს არ სცდებოდა, მაგრამ მსმენელების მოსაზიდად საკმაოდ ეფექტური მეთოდი გვქონდა. მივდიოდით მეზობლებთან, ვურთავდით ჩვენს სიხშირეს და ძალით ვასმენინებდით ''მეკობრულ რადიოს''. ''ოფისი'' ჩემი სახლის სხვენში გვქონდა. გადამცემი მალევე გადაიწვა და ჩვენი ''პროექტიც'' ჩავარდა, მაგრამ ოცნება არ შემიწყვეტია.

მეცხრე კლასში ვიყავი, როცა ზუგდიდის ერთ-ერთ რადიოში მუსიკალური წამყვანების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა. გადავწყვიტე, ოცნება რეალობად მექცია. გასაუბრებაზე მისულს რადიოს დირექტორმა მითხრა, ბავშვური ხმა გაქვს, იქნებ, სკოლას რომ დაამთავრებ, მერე მოხვიდეო, მაგრამ შევძელი დამერწმუნებინა, რომ ამ გამოწვევას გავუმკლავდებოდი და საბოლოოდ ისე მოხდა, რომ დასავლეთ საქართველოში პირველი დამოუკიდებელი რადიოს თანამშრომელი გავხდი.

- პარალელურად სკოლაში სწავლობდი?

- დიახ, გაკვეთილების შემდეგ რადიოში მივდიოდი და ჩემს საყვარელ სიმღერებს ვუსმენდი, შოუბიზნესის ამბებს ვაცნობდი მსმენელს. სწორედ რადიო ''ევრაზიაში'' მუშაობის დროს გადავწყვიტე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩაბარება. ჩემი მთავარი ოცნება მაშინ რადიო ''ფორტუნა'' იყო. ამ მიზანს სტუდენტობის პირველივე წელს მივაღწიე, როცა რეპორტიორის შესარჩევად კონკურსი ჩატარდა. განცხადებები ჯგუფელებმა ერთად შევიტანეთ, რამდენიმე დღეში კი მე და ნოდარ მელაძეს დაგვირეკეს და თანამშრომლობა შემოგვთავაზეს. ასე აღმოვჩნდი რადიო ''ფორტუნას'' საინფორმაციო სამსახურში, სადაც მოგვიანებით ახალი ამბების წამყვანის ფუნქციაც შევითავსე და დღემდე ვფიქრობ, რომ ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი.

- პირველი რესპონდენტი, რეპორტაჟი...

- პირველი რესპონდენტი, თუ არ ვცდები, აჩიკო მეფარიძე იყო. მაშინ მისი სიმღერა ''მითხარი'' რადიოში დღეში, სულ მცირე, 20-ჯერ მაინც გადიოდა. ზუგდიდში მისი კონცერტი ტარდებოდა და რადიოში სტუმრად გვეწვია ვერიკო ტურაშვილთან ერთად.

რაც შეეხება პირველ რადიორეპორტაჟს, კონკრეტულს ვერაფერს ვიხსენებ. პირველი სრულყოფილი სატელევიზიო რეპორტაჟი კი ''პალიტრა ტვ''-სთვის მოვამზადე. ''დროზე ადრე დაწერილი ისტორია'', - ასეთი სახელწოდება ჰქონდა ჩემს პირველ ნამუშევარს, რომელიც მზია სურგულაძის წიგნს ეხებოდა. ისტორიის წიგნი ბავშვებისთვის დაიწერა და მასში ''ნაციონალური მოძრაობის'' მმართველობის პერიოდი მხოლოდ დადებით კონტექსტში იყო მოხსენიებული, თითქოს პოლიტიკური რეკლამიდან ამოკრიფეს ფრაზებიო, ფაქტების უმეტესობა კი რეალობას აცდენილი და გაზვიადებული იყო.

იხილეთ გაგრძელება

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები