მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოთო ფოლადაშვილმა ჯულიანა ბარ-გნარის ფოტო გულთან ამოისვირინგა? - ცნობილების ტატუმანია
ოთო ფოლადაშვილმა ჯულიანა ბარ-გნარის ფოტო გულთან ამოისვირინგა? - ცნობილების ტატუმანია

ბოლო პე­რი­ოდ­ში სვი­რინ­გის გა­კე­თე­ბა მო­დურ ტენ­დენ­ცი­ად იქცა, რა­საც ცნო­ბილ­მა სა­ხე­ებ­მა აქ­ტი­უ­რად აუ­წყვეს ფეხი. სხე­უ­ლის ამოს­ვი­რინ­გე­ბი­სას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რას და­ი­ხა­ტავ და ასე­ვე ისიც, სად გა­ი­კე­თებ შენ­თვის სა­სურ­ველ ტა­ტუს. ხში­რად ტა­ტუ­ი­რე­ბა აზარ­ტში გა­და­დის, რაც სხე­უ­ლის დიდი ნა­წი­ლის მო­ხატ­ვით სრულ­დე­ბა, ამის მა­გა­ლი­თად კი ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტე­ბიც გა­მოდ­გე­ბი­ან, რო­მელ­თაც სა­კუ­თა­რი სვი­რინ­გე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­სა და მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ვე­სა­უბ­რეთ.

ოთო:

- ერთი ტატუ ხელ­ზე მაქვს, მე­ო­რე - ტან­ზე. პირ­ვე­ლად, ორი წლის წინ ხელ­ზე არა­ბუ­ლად და­ვი­წე­რე ფრა­ზა - "ყო­ველ­თვის პირ­ვე­ლი", შემ­დეგ მი­ვა­ყო­ლე და მთელ ხელ­ზე, რაც ცხოვ­რე­ბის კრე­დოდ მი­მაჩ­ნია, ამა­ვე ენა­ზე ის ამო­ვის­ვი­რინ­გე.

- კონ­კრე­ტუ­ლად?

- სა­ი­დუმ­ლოა, არა­ბუ­ლი იმი­ტო­მაა, რომ მარ­ტო მე უნდა ვი­ცო­დე (იცი­ნის). მა­ნი­ა­კი ვარ, მიყ­ვარს ტა­ტუ­ე­ბი, ბავ­შვო­ბი­დან მინ­დო­და გა­კე­თე­ბა, დრო­ე­ბი­თებს ვი­ხა­ტავ­დი ტუ­შით, ფუნ­ჯი­თა და მა­ნი­კი­უ­რით, მერე კი, როცა იმ ასა­კამ­დე მი­ვე­დი, რომ შე­მეძ­ლო გა­კე­თე­ბა, სურ­ვი­ლი ავის­რუ­ლე.

ტა­ტუ­ი­რე­ბა ნარ­კო­ტი­კი­ვი­თაა, იმ­დე­ნად ჩამ­თრე­ვია, რომ სხე­უ­ლის სხვა ნა­წი­ლებ­ზეც მო­მინ­და ამოს­ვი­რინ­გე­ბა. ისეთ აზარ­ტში ვარ შე­სუ­ლი, ალ­ბათ, კი­დევ გა­ვი­კე­თებ და წარ­წე­რე­ბით კო­ჭამ­დე ჩა­ვალ (იცი­ნის). სხვა­თა შო­რის, ახლო მო­მა­ვალ­ში ვა­პი­რებ ახა­ლი სვი­რინ­გის გა­კე­თე­ბას. პირ­ვე­ლი ტა­ტუს შემ­დეგ ვფიქ­რობ­დი, კი­დევ რა და­მე­ხა­ტა ისე­თი, რაც ჩემ­თან ახ­ლოს იქ­ნე­ბო­და. ასე­თი ცეკ­ვაა, ჰოდა, გა­დავ­წყვი­ტე, ჩემი და ჯუ­ლი­ა­ნას ცეკ­ვის პოზა და­მე­ხა­ტა. შე­დე­გად სხე­ულ­ზე, მარ­ცხე­ნა მხა­რეს, ნეკ­ნებ­თან ჩემი და ჯუ­ლი­ა­ნას სუ­რა­თი მაქვს გა­და­ტა­ნი­ლი.

- რა­ტომ მა­ინ­ცდა­მა­ინც შენი და ჯუ­ლი­ა­ნას ფოტო?

- ცეკ­ვა კი არის ჩემ­თან ახ­ლოს, მაგ­რამ ამას­თან ერ­თად მინ­დო­და, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და ჩე­მეუ-ლი ამო­მეს­ვი­რინ­გე­ბი­ნა, რაც მხო­ლოდ მე მექ­ნე­ბო­და, ამი­ტომ და­ვი­ხა­ტე ჩემი და ჯუ­ლი­ა­ნას ცეკ­ვა.

- ჯუ­ლი­ა­ნას რო­გო­რი რე­აქ­ცია ჰქონ­და, როცა შენი ტა­ტუს ში­ნა­არ­სი გა­ი­გო?

- ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და. ეს ტატუ მარ­ცხე­ნა მხა­რეს, გულ­თან ახ­ლოს მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი და მიხ­ვდა, რომ კარ­გი და ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რა­ღაც გა­ვა­კე­თე (იცი­ნის). ცეკ­ვა მარ­თლა გულ­თან ახ­ლო­საა ჩემ­თვის. ჯუ­ლი­ა­ნა­საც ძა­ლი­ან მოს­წონს ტატუ.

- ამ ტა­ტუს ქვე­შაც გაქვს წარ­წე­რა, ესეც სა­ი­დუმ­ლოა?

- არა, არა, ინ­გლი­სუ­რად მა­წე­რია, "ცეკ­ვა არ არის მხო­ლოდ ჰობი, ეს ცხოვ­რე­ბის გზაა" და კი­დევ მა­წე­რია ფრა­ზა, - "იფ­რი­ნე ან­გე­ლო­ზებ­თან ერ­თად და იცეკ­ვე ვარ­სკვლა­ვებ­თან ერ­თად".

- ეს ფრა­ზა "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" გავ­ლე­ნით ამო­იტ­ვიფ­რე?

- შე­იძ­ლე­ბა ასეც ით­ქვას, თან ამ ფრა­ზის ამოს­ვი­რინ­გე­ბა პრო­ექ­ტის მო­გე­ბას და­ვუ­კავ­ში­რე. ტატუ ჩემ­თვის ისე­თი სი­ა­მოვ­ნე­ბაა, რომ ის ტკი­ვი­ლი, რაც მის გა­კე­თე­ბას უკავ­შირ­დე­ბა, არა­ფე­რია ჩემ­თვის.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ოთო ფოლადაშვილმა ჯულიანა ბარ-გნარის ფოტო გულთან ამოისვირინგა? - ცნობილების ტატუმანია

ოთო ფოლადაშვილმა ჯულიანა ბარ-გნარის ფოტო გულთან ამოისვირინგა? - ცნობილების ტატუმანია

ბოლო პერიოდში სვირინგის გაკეთება მოდურ ტენდენციად იქცა, რასაც ცნობილმა სახეებმა აქტიურად აუწყვეს ფეხი. სხეულის ამოსვირინგებისას მნიშვნელოვანია, რას დაიხატავ და ასევე ისიც, სად გაიკეთებ შენთვის სასურველ ტატუს. ხშირად ტატუირება აზარტში გადადის, რაც სხეულის დიდი ნაწილის მოხატვით სრულდება, ამის მაგალითად კი ჩვენი რესპონდენტებიც გამოდგებიან, რომელთაც საკუთარი სვირინგების რაოდენობასა და მნიშვნელობაზე ვესაუბრეთ.

ოთო:

- ერთი ტატუ ხელზე მაქვს, მეორე - ტანზე. პირველად, ორი წლის წინ ხელზე არაბულად დავიწერე ფრაზა - ''ყოველთვის პირველი'', შემდეგ მივაყოლე და მთელ ხელზე, რაც ცხოვრების კრედოდ მიმაჩნია, ამავე ენაზე ის ამოვისვირინგე.

- კონკრეტულად?

- საიდუმლოა, არაბული იმიტომაა, რომ მარტო მე უნდა ვიცოდე (იცინის). მანიაკი ვარ, მიყვარს ტატუები, ბავშვობიდან მინდოდა გაკეთება, დროებითებს ვიხატავდი ტუშით, ფუნჯითა და მანიკიურით, მერე კი, როცა იმ ასაკამდე მივედი, რომ შემეძლო გაკეთება, სურვილი ავისრულე.

ტატუირება ნარკოტიკივითაა, იმდენად ჩამთრევია, რომ სხეულის სხვა ნაწილებზეც მომინდა ამოსვირინგება. ისეთ აზარტში ვარ შესული, ალბათ, კიდევ გავიკეთებ და წარწერებით კოჭამდე ჩავალ (იცინის). სხვათა შორის, ახლო მომავალში ვაპირებ ახალი სვირინგის გაკეთებას. პირველი ტატუს შემდეგ ვფიქრობდი, კიდევ რა დამეხატა ისეთი, რაც ჩემთან ახლოს იქნებოდა. ასეთი ცეკვაა, ჰოდა, გადავწყვიტე, ჩემი და ჯულიანას ცეკვის პოზა დამეხატა. შედეგად სხეულზე, მარცხენა მხარეს, ნეკნებთან ჩემი და ჯულიანას სურათი მაქვს გადატანილი.

- რატომ მაინცდამაინც შენი და ჯულიანას ფოტო?

- ცეკვა კი არის ჩემთან ახლოს, მაგრამ ამასთან ერთად მინდოდა, განსაკუთრებული და ჩემეუ-ლი ამომესვირინგებინა, რაც მხოლოდ მე მექნებოდა, ამიტომ დავიხატე ჩემი და ჯულიანას ცეკვა.

- ჯულიანას როგორი რეაქცია ჰქონდა, როცა შენი ტატუს შინაარსი გაიგო?

- ძალიან გაუხარდა. ეს ტატუ მარცხენა მხარეს, გულთან ახლოს მაქვს გაკეთებული და მიხვდა, რომ კარგი და ჩემთვის მნიშვნელოვანი რაღაც გავაკეთე (იცინის). ცეკვა მართლა გულთან ახლოსაა ჩემთვის. ჯულიანასაც ძალიან მოსწონს ტატუ.

- ამ ტატუს ქვეშაც გაქვს წარწერა, ესეც საიდუმლოა?

- არა, არა, ინგლისურად მაწერია, ''ცეკვა არ არის მხოლოდ ჰობი, ეს ცხოვრების გზაა'' და კიდევ მაწერია ფრაზა, - ''იფრინე ანგელოზებთან ერთად და იცეკვე ვარსკვლავებთან ერთად''.

- ეს ფრაზა ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' გავლენით ამოიტვიფრე?

- შეიძლება ასეც ითქვას, თან ამ ფრაზის ამოსვირინგება პროექტის მოგებას დავუკავშირე. ტატუ ჩემთვის ისეთი სიამოვნებაა, რომ ის ტკივილი, რაც მის გაკეთებას უკავშირდება, არაფერია ჩემთვის.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება