პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მანქანის ძარცვა თბილისში: "სამი საბურავი მოხსნეს და ერთი დატოვეს, ალბათ გული რომ არ დამწყვეტოდა"
მანქანის ძარცვა თბილისში: "სამი საბურავი მოხსნეს და ერთი დატოვეს, ალბათ გული რომ არ დამწყვეტოდა"

დიდ დი­ღომ­ში, პეტ­რი­წის ქუ­ჩა­ზე წუ­ხელ გვი­ან ღა­მით ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და. და­უდ­გე­ნელ­მა პი­რებ­მა კორ­პუ­სის ეზო­ში მდგარ ავ­ტო­მან­ქა­ნას სამი სა­ბუ­რა­ვი მოხ­სნეს. ამის შე­სა­ხებ ავ­ტო­მან­ქა­ნის მფლო­ბელ­მა თა­ვად გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით. Ambebi.ge მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გუ­რამ ვარ­შა­ნი­ძეს და­უ­კავ­შირ­და:

"წუ­ხელ ღა­მის პირ­ველ სა­ათ­ზე მო­ვე­დი სახ­ლში და მან­ქა­ნა ჩემი კორ­პუ­სის ეზო­ში და­ვა­ყე­ნე. დი­ლას უკვე მომ­ხდა­რი იყო ეს ინ­ცი­დენ­ტი, სამი სა­ბუ­რა­ვი მოხ­სნეს და ერთი რა­ტომ­ღაც და­ტო­ვეს, ალ­ბათ გული რომ არ დამ­წყვე­ტო­და. გა­მო­ვი­ძა­ხე პატ­რუ­ლი, კრი­მი­ნა­ლუ­რი ექ­სპერ­ტე­ბი და კი­ნო­ლო­გე­ბიც იყ­ვნენ და ოქმი შე­ად­გი­ნეს. დიდი იმე­დი არ მაქვს, რომ კვალ­ზე გავ­ლენ, მაგ­რამ მე ჩემი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი ვალი მო­ვი­ხა­დე და დიდი დიღ­მის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ჩვე­ნე­ბაც დავ­წე­რე. ისიც კი მკი­თხეს, ვინ­მეს­თან ბოლო დროს კონ­ფლიქ­ტი ხომ არ მოგ­სვლია, ვის­ზეც შე­იძ­ლე­ბა ეჭვი გქონ­დე­სო. მსგავ­სი რამ არ მომ­ხდა­რა, მშვი­დად ვცხოვ­რობ.

ფაქ­ტია, რომ ბოლო დროს კრი­მი­ნა­ლურ­მა შემ­თხვე­ვებ­მა საგ­რძნობ­ლად მო­ი­მა­ტა. სხვე­ბის­გა­ნაც გა­მი­გია ასე­თი ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ. თუმ­ცა, ვით­ვა­ლის­წი­ნებ ბა­ტონ ბი­ძი­ნას რჩე­ვას და გა­გე­ბით ვე­კი­დე­ბი ამ ყვე­ლა­ფერს"- გა­ნუ­ცხა­და Ambebi.ge-ს გუ­რამ ვარ­შა­ნი­ძემ.

შსს-ს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფაქ­ტზე უკვე აღ­ძრუ­ლია საქ­მე და გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 177-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ქურ­დო­ბას გუ­ლის­ხმობს.

სა­ლო­მე ში­ხაშ­ვი­ლი, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

მანქანის ძარცვა თბილისში: "სამი საბურავი მოხსნეს და ერთი დატოვეს, ალბათ გული რომ არ დამწყვეტოდა"

მანქანის ძარცვა თბილისში: "სამი საბურავი მოხსნეს და ერთი დატოვეს, ალბათ გული რომ არ დამწყვეტოდა"

დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე წუხელ გვიან ღამით ინციდენტი მოხდა. დაუდგენელმა პირებმა კორპუსის ეზოში მდგარ ავტომანქანას სამი საბურავი მოხსნეს. ამის შესახებ ავტომანქანის მფლობელმა თავად გაავრცელა ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით. Ambebi.ge მომხდართან დაკავშირებით გურამ ვარშანიძეს დაუკავშირდა:

"წუხელ ღამის პირველ საათზე მოვედი სახლში და მანქანა ჩემი კორპუსის ეზოში დავაყენე. დილას უკვე მომხდარი იყო ეს ინციდენტი, სამი საბურავი მოხსნეს და ერთი რატომღაც დატოვეს, ალბათ გული რომ არ დამწყვეტოდა. გამოვიძახე პატრული, კრიმინალური ექსპერტები და კინოლოგებიც იყვნენ და ოქმი შეადგინეს. დიდი იმედი არ მაქვს, რომ კვალზე გავლენ, მაგრამ მე ჩემი მოქალაქეობრივი ვალი მოვიხადე და დიდი დიღმის განყოფილებაში ჩვენებაც დავწერე. ისიც კი მკითხეს, ვინმესთან ბოლო დროს კონფლიქტი ხომ არ მოგსვლია, ვისზეც შეიძლება ეჭვი გქონდესო. მსგავსი რამ არ მომხდარა, მშვიდად ვცხოვრობ.

ფაქტია, რომ ბოლო დროს კრიმინალურმა შემთხვევებმა საგრძნობლად მოიმატა. სხვებისგანაც გამიგია ასეთი ინციდენტის შესახებ. თუმცა, ვითვალისწინებ ბატონ ბიძინას რჩევას და გაგებით ვეკიდები ამ ყველაფერს"- განუცხადა Ambebi.ge-ს გურამ ვარშანიძემ.

შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, ფაქტზე უკვე აღძრულია საქმე და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია