პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაარღვია თუ არა კანონი პროკურატურამ ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებით
დაარღვია თუ არა კანონი პროკურატურამ ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებით

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი თე­ი­მუ­რაზ ჯა­ნა­შია სა­ხელ­მწი­ფოს კუთ­ვნი­ლი 8 837 461 ლა­რის გაფ­ლან­გვის ფაქ­ტზე სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცა.

მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია ინ­ფორ­მა­ცია სა­თა­უ­რით: "მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ მ. სა­ა­კაშ­ვი­ლი და თ. ჯა­ნა­შია სა­ხელ­მწი­ფოს კუთ­ვნი­ლი 8 837 461 ლა­რის გაფ­ლან­გვის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბუ­ლად სცნო", სა­დაც "კოს­მე­ტი­კუ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბის­თვის" მი­მაგ­რე­ბულ pdf სა­ქა­ღალ­დე­ში დევს 2010 წლის 24 მარტს, გერ­მა­ნი­ა­ში შე­ძე­ნი­ლი ორი წამ­ლის - Pollstimo-ის და Alna Ocas-ის ქვი­თა­რი. შემ­ძე­ნი არის ვინ­მე გი­ორ­გი ქო­ბუ­ლაშ­ვი­ლი. ქვით­რის მი­ხედ­ვით, ორი­ვე წამ­ლის შე­ძე­ნა აფ­თი­აქ "Obere Apotheke"-ში მოხ­და და მთლი­ა­ნო­ბა­ში ქო­ბუ­ლაშ­ვილ­მა აფ­თი­აქ­ში 159.07 ევრო და­ხარ­ჯა.

"გუ­რია ნი­უ­სის" მიერ მო­ძი­ე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, Pollstimol არის პრე­პა­რა­ტი, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა პროს­ტა­ტის კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი ჰი­პერ­პლა­ზის, ანუ პროს­ტა­ტის ადე­ნო­მის სამ­კურ­ნა­ლოდ. ALNA ocas კი შე­ი­ცავს აქ­ტი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბა ტამ­სუ­ლო­ზინს, რო­მე­ლიც შე­დის ნარ­კო­ტი­კე­ბის ჯგუფ­ში და იგი უზ­რუნ­ველ­ყოფს შარ­დის უფრო ად­ვი­ლად გა­მო­დი­ნე­ბას.

pdf სა­ქა­ღალ­დე­ში, ასე­ვე, დევს ინ­ფორ­მა­ცია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შვი­ლის, ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ, რი­თიც დგინ­დე­ბა რომ, იგი 2010 წლის 5 იან­ვარს იმ­ყო­ფე­ბო­და გერ­მა­ნი­ა­ში, კერ­ძოდ კი ბერ­ლი­ნის ერთ-ერთ ოტო­ლა­რინ­გო­ლო­გი­ულ კლი­ნი­კა­ში, პრო­ფე­სორ ბერ­გჰა­უზ­თან, სა­დაც გარ­კვე­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვე­ბი ჩა­ი­ტა­რა და და­უდ­გინ­და შე­სა­ბა­მი­სი დი­აგ­ნო­ზი. აქ პირ­და­პირ მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ გა­დამ­ხდე­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლია, პა­ცი­ენ­ტი კი - ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

და­არ­ღვია თუ არა მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ კა­ნო­ნი, ედურდ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის, წამ­ლე­ბის და­სა­ხე­ლე­ბის და შემ­ძე­ნის სა­ხე­ლი და გვა­რის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბით? - ამ კი­თხვით "გუ­რია ნი­უს­მა" მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­მარ­თა.

"რო­გორც ამიხ­სნეს, ეს არის უმ­ნიშ­ვნე­ლო ხარ­ჯი. არ­სად წე­რია, რომ ეს წა­მა­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის არის შე­ძე­ნი­ლი. სა­უ­ბა­რია ხარ­ჯებ­ზე, რო­მე­ლიც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის და სხვა პი­რე­ბის­თვის და­ი­ხარ­ჯა. ამ ქვი­თარ­ზე კონ­კრე­ტუ­ლად არ ჩანს, ვის­თვის არის და­ხარ­ჯუ­ლი. ეს თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბის­თვის არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რომ ასეთ ია­ფ­ფა­სი­ან წამ­ლებ­საც კი სა­ხელ­მწი­ფო თან­ხით ყი­დუ­ლობ­დნენ", - აცხა­დებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თე­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნა­თია სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

დაარღვია თუ არა კანონი პროკურატურამ ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებით

დაარღვია თუ არა კანონი პროკურატურამ ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებით

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშია სახელმწიფოს კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

მთავარი პროკურატურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ინფორმაცია სათაურით: "მთავარმა პროკურატურამ მ. სააკაშვილი და თ. ჯანაშია სახელმწიფოს კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვის ფაქტზე ბრალდებულად სცნო", სადაც "კოსმეტიკური პროცედურებისთვის" მიმაგრებულ pdf საქაღალდეში დევს 2010 წლის 24 მარტს, გერმანიაში შეძენილი ორი წამლის - Pollstimo-ის და Alna Ocas-ის ქვითარი. შემძენი არის ვინმე გიორგი ქობულაშვილი. ქვითრის მიხედვით, ორივე წამლის შეძენა აფთიაქ "Obere Apotheke"-ში მოხდა და მთლიანობაში ქობულაშვილმა აფთიაქში 159.07 ევრო დახარჯა.

„გურია ნიუსის“ მიერ მოძიებული ინფორმაციით, Pollstimol არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზის, ანუ პროსტატის ადენომის სამკურნალოდ. ALNA ocas კი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ტამსულოზინს, რომელიც შედის ნარკოტიკების ჯგუფში და იგი უზრუნველყოფს შარდის უფრო ადვილად გამოდინებას.

pdf საქაღალდეში, ასევე, დევს ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის შვილის, ედუარდ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ, რითიც დგინდება რომ, იგი 2010 წლის 5 იანვარს იმყოფებოდა გერმანიაში, კერძოდ კი ბერლინის ერთ-ერთ ოტოლარინგოლოგიულ კლინიკაში, პროფესორ ბერგჰაუზთან, სადაც გარკვეული სამედიცინო გამოკვლევები ჩაიტარა და დაუდგინდა შესაბამისი დიაგნოზი. აქ პირდაპირ მითითებულია, რომ გადამხდელი მიხეილ სააკაშვილია, პაციენტი კი - ედუარდ სააკაშვილი.

დაარღვია თუ არა მთავარმა პროკურატურამ კანონი, ედურდ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის, წამლების დასახელების და შემძენის სახელი და გვარის გამოქვეყნებით? - ამ კითხვით "გურია ნიუსმა" მთავარ პროკურატურას მიმართა.

"როგორც ამიხსნეს, ეს არის უმნიშვნელო ხარჯი. არსად წერია, რომ ეს წამალი მიხეილ სააკაშვილისთვის არის შეძენილი. საუბარია ხარჯებზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილისთვის და სხვა პირებისთვის დაიხარჯა. ამ ქვითარზე კონკრეტულად არ ჩანს, ვისთვის არის დახარჯული. ეს თვალსაჩინოებისთვის არის წარმოდგენილი, რომ ასეთ იაფფასიან წამლებსაც კი სახელმწიფო თანხით ყიდულობდნენ", - აცხადებს საზოგადოებასთან ურთიერთების სამსახურის ხელმძღვანელი ნათია სუხიტაშვილი.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ