პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასულიერო პირებსა და მრევლს განმუხურის ხიდზე გადასვლის საშუალებას არ აძლევენ
სასულიერო პირებსა და მრევლს განმუხურის ხიდზე გადასვლის საშუალებას არ აძლევენ

ანაკ­ლი­ა­ში სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­სა და მრევლს გან­მუ­ხუ­რის ხიდ­ზე გა­დას­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას არ აძ­ლე­ვენ. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი იუ­წყე­ბა, ად­გილ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი არი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც "კა­ზან­ტი­პის" ფეს­ტი­ვა­ლის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებს ხიდ­ზე გა­დას­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას არ აძ­ლე­ვენ. მათ გზა აქვთ გა­და­კე­ტი­ლი.

სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი და მრევ­ლი ხი­დის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არი­ან შეკ­რე­ბი­ლი.

სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა და მრველ­მა მსვლე­ლო­ბა ანაკ­ლი­ი­დან და­ი­წყეს, სა­დაც ად­გი­ლობ­რი­ვებს კა­ზან­ტი­პის ფეს­ტი­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­გან თავ­შე­კა­ვე­ბის­კენ მო­უ­წო­დეს.

მსვლე­ლო­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ანაკ­ლი­ა­ში "კა­ზან­ტი­პის" ღო­ნის­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი მრევლს ზნე­ო­ბის დაც­ვის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ. მათ თან აქვთ პლა­კა­ტე­ბი წარ­წე­რით - "ნუ გა­და­ვაქ­ცევთ სა­ქარ­თვე­ლოს სო­დომ-გო­მო­რად", "ვთხოვთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, არ და­უშ­ვას გარ­ყვნი­ლე­ბის ქა­და­გე­ბა", "კა­ზან­ტი­პი გარ­ყვნი­ლე­ბაა".

მსვლე­ლო­ბა­ში არა­სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, რომ­ლე­ბიც აცხა­დე­ბენ, რომ სა­მარ­ცხვი­ნოა, როცა სა­ხელ­მწი­ფო პროს­ტი­ტუ­ცი­ას უჭერს მხარს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სასულიერო პირებსა და მრევლს განმუხურის ხიდზე გადასვლის საშუალებას არ აძლევენ

სასულიერო პირებსა და მრევლს განმუხურის ხიდზე გადასვლის საშუალებას არ აძლევენ

ანაკლიაში სასულიერო პირებსა და მრევლს განმუხურის ხიდზე გადასვლის შესაძლებლობას არ აძლევენ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები, რომლებიც "კაზანტიპის" ფესტივალის მოწინააღმდეგეებს ხიდზე გადასვლის შესაძლებლობას არ აძლევენ. მათ გზა აქვთ გადაკეტილი.

სასულიერო პირები და მრევლი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილი.

სასულიერო პირებმა და მრველმა მსვლელობა ანაკლიიდან დაიწყეს, სადაც ადგილობრივებს კაზანტიპის ფესტივალში მონაწილეობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდეს.

მსვლელობის მონაწილეები ანაკლიაში "კაზანტიპის" ღონისძიების ჩატარებას აპროტესტებენ. სასულიერო პირები მრევლს ზნეობის დაცვისკენ მოუწოდებენ. მათ თან აქვთ პლაკატები წარწერით - "ნუ გადავაქცევთ საქართველოს სოდომ-გომორად", "ვთხოვთ ხელისუფლებას, არ დაუშვას გარყვნილების ქადაგება", "კაზანტიპი გარყვნილებაა".

მსვლელობაში არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ, რომლებიც აცხადებენ, რომ სამარცხვინოა, როცა სახელმწიფო პროსტიტუციას უჭერს მხარს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია