პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
1 533 222.35 ლარი ერთი წლის განმავლობაში - სააკაშვილის სამივლინებო ხარჯები
1 533 222.35 ლარი ერთი წლის განმავლობაში - სააკაშვილის სამივლინებო ხარჯები

2013 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი 128-ჯერ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ მივ­ლი­ნე­ბით ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ. IDFI-ის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, სულ ოფი­ცი­ა­ლურ ვი­ზი­ტებ­ზე გა­სუ­ლი წლის მან­ძილ­ზე სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან და­ი­ხარ­ჯა 1 863 768.54 ლარი. ამ თან­ხის 82% - მო­დის სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ვი­ზი­ტებ­ზე. არ­ნიშ­ნულ წელს სა­ა­კაშ­ვი­ლი 41 ვი­ზი­ტით იმ­ყო­ფე­ბო­და ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ.

პრე­ზი­დენ­ტის სა­დღე­ღა­მი­სო ნორ­მის და­ნა­მა­ტე­ბი

სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის მივ­ლი­ნე­ბე­ბის­თვის ხარ­ჯე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბა გან­სა­ზღვრუ­ლია თი­თო­ე­უ­ლი ქვეყ­ნის შე­სა­ბა­მი­სად. მა­გა­ლი­თად, სინ­გა­პუ­რის შემ­თხვე­ვა­ში დღი­უ­რი ნორ­მა შე­ად­გენს 64 სინ­გა­პუ­რულ დო­ლარს, სა­ბერ­ძნეთ­ში - 39 ევ­როს, ავ­სტრი­ა­ში - 49 ევ­როს და ა.შ. გარ­და ამი­სა, მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­ზე ვრცელ­დე­ბა და­ნა­მა­ტი სა­დღე­ღა­მი­სო ნორ­მა­ზე, რაც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის შემ­თხვე­ვა­ში 300 აშშ დო­ლა­რის ეკ­ვი­ვა­ლენტს შე­ად­გენს.

"ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მივ­ლი­ნე­ბი­სას სა­დღე­ღა­მი­სო ნორ­მის და­ნა­მა­ტის გან­სა­ზღვრის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის 2011 წლის 14 სექ­ტემ­ბრის №14/09/10 გან­კარ­გუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სა­დღე­ღა­მი­სო ნორ­მის და­ნა­მა­ტი გა­ნი­სა­ზღვრა 900 აშშ დო­ლა­რის ეკ­ვი­ვა­ლენ­ტი შე­სა­ბა­მი­სი ვა­ლუ­ტით. ყო­ფი­ლი პრე­ზიდნ­ტი 112 კა­ლენ­და­რუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და მივ­ლი­ნე­ბა­ში, სა­ი­და­ნაც დღი­უ­რი ნორ­მა აღე­ბუ­ლი აქვს 106 დღის­თვის - სულ და­ახ­ლო­ე­ბით 87 500 დო­ლა­რი. აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხი­დან მხო­ლოდ 5300 დო­ლა­რი შე­ად­გენს გან­სა­ზღვრულ ნორ­მას კონ­კრე­ტუ­ლი ქვეყ­ნის შე­სა­ბა­მი­სად, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი, და­ახ­ლო­ე­ბით 82 200 დო­ლა­რი ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა აიღო მივ­ლი­ნე­ბის სა­დღე­ღა­მი­სო ნორ­მის და­ნა­მა­ტის სა­ხით.

პრე­ზი­დენ­ტის სას­ტუმ­როს ხარ­ჯე­ბი

ქვეყ­ნის ბი­უ­ჯე­ტის მი­ზან­მი­მარ­თულ გან­კარ­გვას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­თხვე­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტე­ბის დროს გა­წე­უ­ლი სას­ტუმ­როს ხარ­ჯე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც ჩნდე­ბა.

2013 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ვი­ზი­ტე­ბის ფარ­გლებ­ში სას­ტუმ­როს­თვის გა­დახ­დილ­მა თან­ხებ­მა ჯამ­ში შე­ად­გი­ნა და­ახ­ლო­ე­ბით 362 000 დო­ლა­რი. მათ შო­რის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი ოდე­ნო­ბის თან­ხა, და­ახ­ლო­ე­ბით 43 300 დო­ლა­რი და­უჯ­და სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტს პრე­ზი­დენ­ტის სას­ტუმ­რო­ში გან­თავ­სე­ბა, აშშ-ში ცხრა დღი­ა­ნი ვი­ზი­ტის მან­ძილ­ზე.

აშშ-ს ვი­ზი­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ნო­მე­რი, რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი გა­ჩერ­და, იყო სას­ტუმ­რო Peninsula New York-ში, სა­დაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ერთ ღა­მე­ში 3500 დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და. სულ 2013 წლის 28 აპ­რი­ლი­დან 30 აპ­რი­ლის ჩათ­ვლით სას­ტუმ­რო­ში გა­დახ­დი­ლია 10 500 დო­ლა­რი. აღ­ნიშ­ნულ თან­ხა­ში შე­დის ორი ღა­მის სა­ფა­სუ­რი (2 X 3500 დო­ლა­რი) და ნომ­რი­დან დაგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მოს­ვლის სა­ფა­სუ­რი (3500 დო­ლა­რი).

რო­გორც მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, აშშ-ში ყოფ­ნი­სას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მე­ო­რე­დაც გა­ჩერ­და იმა­ვე სას­ტუმ­რო­ში, 2013 წლის 2 მა­ისს, და ერთ ნო­მერ­ში გა­და­ი­ხა­და 950 დო­ლა­რი. გარ­და ამი­სა, Peninsula New York-ში ჯამ­ში 2521,26 დო­ლა­რი იქნა გა­დახ­დი­ლი - გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი ხარ­ჯე­ბის­თვის. სულ სას­ტუმ­რო­ში Peninsula New York-ში ორი გა­ჩე­რე­ბი­სას - 28-30 აპ­რილ­სა და 2-3 მა­ისს - პრე­ზი­დენ­ტმა გა­და­ი­ხა­და 15 721.26 დო­ლა­რი, შეხ­ვედ­რე­ბის ოთა­ხის ხარ­ჯე­ბის ჩათ­ვლით. მთლი­ა­ნო­ბა­ში, აშშ-ში 9-დღი­ა­ნი ვი­ზი­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში პრე­ზი­დენ­ტის მიერ მხო­ლოდ სას­ტუმ­როს ნომ­რებ­ში გა­დახ­დი­ლი თან­ხა მერ­ყე­ობს 950 დო­ლა­რი­დან 3500 დო­ლა­რამ­დე, ხოლო სა­შუ­ა­ლო თან­ხა და­ახ­ლო­ე­ბით 2400 დო­ლა­რია. შე­სა­ბა­მი­სად, 10 ღა­მის­თვის სას­ტუმ­როს ხარ­ჯე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 23 500 დო­ლა­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. თუმ­ცა, ნომ­რი­დან გვი­ან გას­ვლის სა­ფა­სუ­რი­სა და სხვა­დას­ხვა გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი ხარ­ჯე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბის გამო მთლი­ა­ნო­ბა­ში გა­დახ­დი­ლია 43 804.74 დო­ლა­რი - თით­ქმის ორ­ჯერ მეტი.

გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოა ქ. სე­დო­ნას Enchantment Resort-ის შემ­თხვე­ვა, სა­დაც 25 აპ­რი­ლი­დან 27 აპ­რი­ლამ­დე ოთა­ხის ხარ­ჯმა შე­ად­გი­ნა 2 328,94 დო­ლა­რი, ხოლო და­მა­ტე­ბით­მა გა­და­სა­ხა­დებ­მა 4,25-ჯერ მეტი - 9 899,35 დო­ლა­რი.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

1 533 222.35 ლარი ერთი წლის განმავლობაში - სააკაშვილის სამივლინებო ხარჯები

1 533 222.35 ლარი ერთი წლის განმავლობაში - სააკაშვილის სამივლინებო ხარჯები

2013 წლის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები 128-ჯერ იმყოფებოდნენ მივლინებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ. IDFI-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სულ ოფიციალურ ვიზიტებზე გასული წლის მანძილზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა 1 863 768.54 ლარი. ამ თანხის 82% - მოდის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიზიტებზე. არნიშნულ წელს სააკაშვილი 41 ვიზიტით იმყოფებოდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

პრეზიდენტის სადღეღამისო ნორმის დანამატები

საჯარო მოხელეების მივლინებებისთვის ხარჯების ანაზღაურება განსაზღვრულია თითოეული ქვეყნის შესაბამისად. მაგალითად, სინგაპურის შემთხვევაში დღიური ნორმა შეადგენს 64 სინგაპურულ დოლარს, საბერძნეთში - 39 ევროს, ავსტრიაში - 49 ევროს და ა.შ. გარდა ამისა, მაღალ თანამდებობის პირებზე ვრცელდება დანამატი სადღეღამისო ნორმაზე, რაც საქართველოს პრეზიდენტის შემთხვევაში 300 აშშ დოლარის ეკვივალენტს შეადგენს.

"ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 14 სექტემბრის №14/09/10 განკარგულების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვრა 900 აშშ დოლარის ეკვივალენტი შესაბამისი ვალუტით. ყოფილი პრეზიდნტი 112 კალენდარული დღის განმავლობაში იმყოფებოდა მივლინებაში, საიდანაც დღიური ნორმა აღებული აქვს 106 დღისთვის - სულ დაახლოებით 87 500 დოლარი. აღნიშნული თანხიდან მხოლოდ 5300 დოლარი შეადგენს განსაზღვრულ ნორმას კონკრეტული ქვეყნის შესაბამისად, ხოლო დანარჩენი, დაახლოებით 82 200 დოლარი ყოფილმა პრეზიდენტმა აიღო მივლინების სადღეღამისო ნორმის დანამატის სახით.

პრეზიდენტის სასტუმროს ხარჯები

ქვეყნის ბიუჯეტის მიზანმიმართულ განკარგვასთან დაკავშირებით კითხვები ოფიციალური ვიზიტების დროს გაწეული სასტუმროს ხარჯების შემთხვევაშიც ჩნდება.

2013 წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტების ფარგლებში სასტუმროსთვის გადახდილმა თანხებმა ჯამში შეადგინა დაახლოებით 362 000 დოლარი. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოდენობის თანხა, დაახლოებით 43 300 დოლარი დაუჯდა სახელმწიფო ბიუჯეტს პრეზიდენტის სასტუმროში განთავსება, აშშ-ში ცხრა დღიანი ვიზიტის მანძილზე.

აშშ-ს ვიზიტის განმავლობაში ყველაზე ძვირადღირებული ნომერი, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გაჩერდა, იყო სასტუმრო Peninsula New York-ში, სადაც მიხეილ სააკაშვილმა ერთ ღამეში 3500 დოლარი გადაიხადა. სულ 2013 წლის 28 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით სასტუმროში გადახდილია 10 500 დოლარი. აღნიშნულ თანხაში შედის ორი ღამის საფასური (2 X 3500 დოლარი) და ნომრიდან დაგვიანებით გამოსვლის საფასური (3500 დოლარი).

როგორც მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, აშშ-ში ყოფნისას მიხეილ სააკაშვილი მეორედაც გაჩერდა იმავე სასტუმროში, 2013 წლის 2 მაისს, და ერთ ნომერში გადაიხადა 950 დოლარი. გარდა ამისა, Peninsula New York-ში ჯამში 2521,26 დოლარი იქნა გადახდილი - გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის. სულ სასტუმროში Peninsula New York-ში ორი გაჩერებისას - 28-30 აპრილსა და 2-3 მაისს - პრეზიდენტმა გადაიხადა 15 721.26 დოლარი, შეხვედრების ოთახის ხარჯების ჩათვლით. მთლიანობაში, აშშ-ში 9-დღიანი ვიზიტის განმავლობაში პრეზიდენტის მიერ მხოლოდ სასტუმროს ნომრებში გადახდილი თანხა მერყეობს 950 დოლარიდან 3500 დოლარამდე, ხოლო საშუალო თანხა დაახლოებით 2400 დოლარია. შესაბამისად, 10 ღამისთვის სასტუმროს ხარჯები დაახლოებით 23 500 დოლარი უნდა ყოფილიყო. თუმცა, ნომრიდან გვიან გასვლის საფასურისა და სხვადასხვა გაუთვალისწინებელი ხარჯების დიდი რაოდენობის გამო მთლიანობაში გადახდილია 43 804.74 დოლარი - თითქმის ორჯერ მეტი.

განსაკუთრებით საინტერესოა ქ. სედონას Enchantment Resort-ის შემთხვევა, სადაც 25 აპრილიდან 27 აპრილამდე ოთახის ხარჯმა შეადგინა 2 328,94 დოლარი, ხოლო დამატებითმა გადასახადებმა 4,25-ჯერ მეტი - 9 899,35 დოლარი.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა