პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეს გამოვიდა "საქართველოს იმედის" მეორე ნაწილის პირველი წიგნი, რომელიც ღირს გაბრიელს მიეძღვნება
დღეს გამოვიდა "საქართველოს იმედის" მეორე ნაწილის პირველი წიგნი, რომელიც ღირს გაბრიელს მიეძღვნება

წიგ­ნე­ბის სე­რი­ის - "სა­ქარ­თვე­ლოს იმე­დის" მე­ო­რე ნა­წი­ლი კვლა­ვაც ჟურ­ნალ "კა­რიბ­ჭეს­თან" ერ­თად გა­ი­ყი­დე­ბა თვე­ში ორ­ჯერ და ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მისი შე­ძე­ნა შე­ღა­ვა­თი­ან ფა­სად იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის ილია მე­ო­რის სურ­ვი­ლით და ლოც­ვა-კურ­თხე­ვით შე­იქ­მნა ხატი, "სა­ქარ­თვე­ლოს იმე­დად" წო­დე­ბუ­ლი, რომ­ლის წინა მხა­რეს ქარ­თვე­ლი წმინ­და­ნე­ბია გა­მო­სა­ხუ­ლი, უკა­ნა მხა­რეს კი მსოფ­ლიო მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წმინ­და­ნე­ბი.

"კვი­რის პა­ლიტ­რამ" ორი წლის წინ, ტრა­დი­ცი­ულ სა­აღ­დგო­მო სა­ჩუქ­რად ამ წმინ­და ხა­ტის პი­რის ასლი და აღ­წე­რი­ლო­ბა მი­არ­თვა თა­ვის მკი­თხველს. სწო­რედ მა­შინ გაჩ­ნდა იდეა, ხატ­ზე გა­მო­სა­ხულ წმინ­და­ნებ­ზე უფრო ვრცლად მოგ­ვე­თხრო. მარ­თლაც, ჟურ­ნალ "კა­რიბ­ჭის" და გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ის ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტით უკვე გა­მო­ი­ცა 50 წიგ­ნი, რომ­ლე­ბიც ქარ­თველ წმინ­და­ნებს მი­ე­ძღვნა. ამა­სო­ბა­ში ხა­ტის უკა­ნა მხა­რეც მო­ი­ჭე­და მსოფ­ლიო მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წმინ­დან­თა მი­ნან­ქრის ხა­ტე­ბით. ამი­ტო­მაც პრო­ექ­ტი გრძელ­დე­ბა.

პრო­ექ­ტის პირ­ვე­ლი წიგ­ნი მი­ე­ძღვნე­ბა ღირს გაბ­რი­ელს (ურ­გე­ბა­ძეს), რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ამ ახ­ლა­ხან შე­რა­ცხა წმინ­და­ნად და "იმე­დის ხა­ტის" მე­ო­რე მხა­რეს არის გა­მო­სა­ხუ­ლი მსოფ­ლიო წმინ­და­ნებ­თან ერ­თად. წიგ­ნი მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო­დაა შედ­გე­ნი­ლი, აქ თქვენ­თვის უც­ნობ არა­ერთ ამ­ბავს წა­ი­კი­თხავთ მამა გაბ­რი­ე­ლის შე­სა­ხებ.

მე­ო­რე წიგ­ნი პირ­ველ ადა­მი­ა­ნებ­ზე - ადამ­სა და ევა­ზე იქ­ნე­ბა.

"იმე­დის ხა­ტის" უკა­ნა მხა­რეს 160-მდე მფარ­ვე­ლი წმინ­და­ნია გა­მო­სა­ხუ­ლი, პრო­ექ­ტში ყვე­ლა მათ­გა­ნის ცხოვ­რე­ბა იქ­ნე­ბა მო­თხრო­ბი­ლი. წმინ­და იო­ა­ნე ნათ­ლის­მცე­მე­ლი, წმინ­და მო­წა­მე მაქ­სი­მე, წმინ­და მო­წა­მე ან­დრი­ა­ნე ნი­კო­მი­დი­ე­ლი, წმინ­და ღირ­სმო­წა­მე ელი­სა­ბე­დი, მო­ცი­ქუ­ლი ტრო­ფი­მე ედე­სე­ლი, ადა­მი, ევა, ღირ­სი დედა ქსე­ნია და სხვა...

დე­კა­ნო­ზი ლე­ვან მა­თეშ­ვი­ლი: - ჟურ­ნალ "კა­რიბ­ჭის" მიერ აწ უკვე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი "სა­ქარ­თვე­ლოს იმე­დი" მარ­თლაც ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის ნუ­გე­ში აღ­მოჩ­ნდა ღმერ­თის აღ­მო­ჩე­ნი­სა და მი­სად­მი შედ­გო­მის ურ­თუ­ლეს, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბით აღ­სავ­სე გზა­ზე. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ეს პრო­ექ­ტი გრძელ­დე­ბა და ახლა მკი­თხვე­ლის­თვის ასე­ვე მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვან მი­ზანს ისა­ხავს: გა­აც­ნოს მას მსოფ­ლიო ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სამ­ყა­როს­თვის უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი და მათი ნა­მოღ­ვა­წა­რი - მსოფ­ლიო ეკ­ლე­სი­ის წმინ­და­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც გა­ა­უ­კე­თე­სეს სამ­ყა­რო. მათი დამ­სა­ხუ­რე­ბაა იმ ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის და­ნერგვა ამა სოფ­ლად, რაც იქა­და­გა იესო ქრის­ტემ. მათ ღვაწლ­ზე დგას თა­ნა­მედ­რო­ვე ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­როს ღი­რე­ბუ­ლე­ბი­თი სის­ტე­მა.

თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი, "სა­ქარ­თვე­ლოს იმე­დის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და ჟურ­ნალ "კა­რიბ­ჭის" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი:

"სა­ქარ­თვე­ლოს იმე­დის" წიგ­ნე­ბი ნამ­დვი­ლი სა­გან­ძუ­რია ყვე­ლა მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნის­თვის, სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლი და­ე­წა­ფა სუ­ლი­ერ წყა­როს და პრო­ექ­ტი წარ­მა­ტე­ბუ­ლი გახ­და. წიგ­ნე­ბი კარ­გი შე­ნა­ძე­ნია ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრე­ბის ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის­თვი­საც. ახლა კი გან­ზრა­ხუ­ლი გვაქვს, უფრო ვრცლად ვი­სა­უბ­როთ ამ წმინ­და­ნებ­ზე, რო­მელ­თა ლოც­ვით დგას ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და მთე­ლი სამ­ყა­რო. ამ­ჯე­რად "სა­ქარ­თვე­ლოს იმე­დის" ხა­ტის მე­ო­რე მხა­რის აღ­წე­რი­ლო­ბას შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

იმე­დი გვაქვს, პრო­ექ­ტის მე­ო­რე ნა­წილს მკი­თხველ­თა ახა­ლი ნა­კა­დიც შე­მო­უ­ერ­თდე­ბა, გპირ­დე­ბით, რომ პრო­ექ­ტის ეს ნა­წი­ლი კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სო და თქვე­ნი სუ­ლის­თვის სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა."

დღეს გამოვიდა "საქართველოს იმედის" მეორე ნაწილის პირველი წიგნი, რომელიც ღირს გაბრიელს მიეძღვნება

დღეს გამოვიდა "საქართველოს იმედის" მეორე ნაწილის პირველი წიგნი, რომელიც ღირს გაბრიელს მიეძღვნება

წიგნების სერიის - "საქართველოს იმედის" მეორე ნაწილი კვლავაც ჟურნალ "კარიბჭესთან" ერთად გაიყიდება თვეში ორჯერ და ორი კვირის განმავლობაში მისი შეძენა შეღავათიან ფასად იქნება შესაძლებელი.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის სურვილით და ლოცვა-კურთხევით შეიქმნა ხატი, "საქართველოს იმედად" წოდებული, რომლის წინა მხარეს ქართველი წმინდანებია გამოსახული, უკანა მხარეს კი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანები.

"კვირის პალიტრამ" ორი წლის წინ, ტრადიციულ სააღდგომო საჩუქრად ამ წმინდა ხატის პირის ასლი და აღწერილობა მიართვა თავის მკითხველს. სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა, ხატზე გამოსახულ წმინდანებზე უფრო ვრცლად მოგვეთხრო. მართლაც, ჟურნალ "კარიბჭის" და გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ერთობლივი პროექტით უკვე გამოიცა 50 წიგნი, რომლებიც ქართველ წმინდანებს მიეძღვნა. ამასობაში ხატის უკანა მხარეც მოიჭედა მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანთა მინანქრის ხატებით. ამიტომაც პროექტი გრძელდება.

პროექტის პირველი წიგნი მიეძღვნება ღირს გაბრიელს (ურგებაძეს), რომელიც საქართველოს ეკლესიამ ახლახან შერაცხა წმინდანად და "იმედის ხატის" მეორე მხარეს არის გამოსახული მსოფლიო წმინდანებთან ერთად. წიგნი მეტად საინტერესოდაა შედგენილი, აქ თქვენთვის უცნობ არაერთ ამბავს წაიკითხავთ მამა გაბრიელის შესახებ.

მეორე წიგნი პირველ ადამიანებზე - ადამსა და ევაზე იქნება.

"იმედის ხატის" უკანა მხარეს 160-მდე მფარველი წმინდანია გამოსახული, პროექტში ყველა მათგანის ცხოვრება იქნება მოთხრობილი. წმინდა იოანე ნათლისმცემელი, წმინდა მოწამე მაქსიმე, წმინდა მოწამე ანდრიანე ნიკომიდიელი, წმინდა ღირსმოწამე ელისაბედი, მოციქული ტროფიმე ედესელი, ადამი, ევა, ღირსი დედა ქსენია და სხვა...

დეკანოზი ლევან მათეშვილი: - ჟურნალ "კარიბჭის" მიერ აწ უკვე განხორციელებული პროექტი "საქართველოს იმედი" მართლაც ბევრი ადამიანისთვის ნუგეში აღმოჩნდა ღმერთის აღმოჩენისა და მისადმი შედგომის ურთულეს, წინააღმდეგობებით აღსავსე გზაზე. საბედნიეროდ, ეს პროექტი გრძელდება და ახლა მკითხველისთვის ასევე მეტად მნიშვნელოვან მიზანს ისახავს: გააცნოს მას მსოფლიო ქრისტიანული სამყაროსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ადამიანები და მათი ნამოღვაწარი - მსოფლიო ეკლესიის წმინდანები, რომლებმაც გააუკეთესეს სამყარო. მათი დამსახურებაა იმ ფასეულობების დანერგვა ამა სოფლად, რაც იქადაგა იესო ქრისტემ. მათ ღვაწლზე დგას თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს ღირებულებითი სისტემა.

თამარ მამაცაშვილი, "საქართველოს იმედის" პროექტის ავტორი და ჟურნალ "კარიბჭის" მთავარი რედაქტორი:

"საქართველოს იმედის" წიგნები ნამდვილი საგანძურია ყველა მორწმუნე ადამიანისთვის, სასიხარულოა, რომ ქართველი მკითხველი დაეწაფა სულიერ წყაროს და პროექტი წარმატებული გახდა. წიგნები კარგი შენაძენია ეკლესია-მონასტრების ბიბლიოთეკებისთვისაც. ახლა კი განზრახული გვაქვს, უფრო ვრცლად ვისაუბროთ ამ წმინდანებზე, რომელთა ლოცვით დგას ჩვენი ქვეყანა და მთელი სამყარო. ამჯერად "საქართველოს იმედის" ხატის მეორე მხარის აღწერილობას შემოგთავაზებთ.

იმედი გვაქვს, პროექტის მეორე ნაწილს მკითხველთა ახალი ნაკადიც შემოუერთდება, გპირდებით, რომ პროექტის ეს ნაწილი კიდევ უფრო საინტერესო და თქვენი სულისთვის სასარგებლო იქნება."

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"