მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი არქიტექტორ-დაზაინერის საერთაშორისო წარმატება
ქართველი არქიტექტორ-დაზაინერის საერთაშორისო წარმატება

ქარ­თუ­ლი დი­ზა­ი­ნულ-არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი კომ­პა­ნი­ის XYZ Integrated Architecture-ის მიერ შექ­მნი­ლი დი­ზა­ი­ნუ­რუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი ციკ­ლი­დან "60 სე­რია" მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ პრეს­ტი­ჟულ - გერ­მა­ნუ­ლი დი­ზა­ი­ნის ჯილ­დო­ზეა ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი. რო­გორც კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რი, ლე­ვან ლო­მი­ნაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, ასე­თი წარ­მა­ტე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რუ­ლი სკო­ლის სა­ე­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე გას­ვლის წი­ნან­და­რია, რად­გან ასეთ კონ­კურ­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უკვე აღი­ა­რე­ბად ით­ვლე­ბა. ხოლო ნო­მი­ნან­ტის წო­დე­ბა კონ­კურ­სანტს უფ­ლე­ბას აძ­ლევს, პარტნი­ო­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­სა და ფირ­მის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, შე­უ­ზღუ­და­ვად გა­მო­ი­ყე­ნონ "2015 წლის ნო­მი­ნან­ტის" პრეს­ტი­ჟუ­ლი წო­დე­ბა.

გერ­მა­ნუ­ლი დი­ზა­ი­ნის ჯილ­დო 60 წლის წინ და­არ­სდა, რა­საც გა­დამ­წყვე­ტი ბიძ­გი გერ­მა­ნუ­ლი მრეწ­ვე­ლო­ბის ფე­დე­რე­ცი­ამ მის­ცა. გერ­მა­ნი­ის დი­ზა­ი­ნის საბ­ჭო მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ წამ­ყვან დი­ზა­ი­ნე­რულ ცენ­ტრს წარ­მო­ად­გენს. მისი მი­ზა­ნი დი­ზა­ი­ნის სფე­რო­ში კულ­ტუ­რი­სა და საქ­მი­ა­ნი სამ­ყა­როს და­ახ­ლო­ვე­ბაა. თა­ვი­სი კონ­კურ­სე­ბით, გა­მო­ფე­ნე­ბით, კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბით, სე­მი­ნა­რე­ბი­თა და გა­მო­ცე­მე­ბით სის­ტე­მა­ტუ­რად უჭერს მხარს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დი­ზა­ი­ნე­რუ­ლი იდე­ე­ბის დამ­კვიდ­რე­ბას. დღეს­დღე­ო­ბით გერ­მა­ნუ­ლი დი­ზა­ი­ნის ჯილ­დოს მფლო­ბე­ლე­ბი ის დი­ზა­ი­ნე­რე­ბი, კომ­პა­ნი­ე­ბი, ასო­ცი­ა­ცი­ე­ბი და სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბია, რომ­ლე­ბიც ერ­თგულ­ნი რჩე­ბი­ან იმ პრინ­ცი­პის, რომ დი­ზა­ი­ნი მხო­ლოდ პრი­ა­ლა ზე­და­პი­რი კი არა, სა­მე­წარ­მეო და კულ­ტუ­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გა­დამ­წყვე­ტი ფაქ­ტო­რია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ქართველი არქიტექტორ-დაზაინერის საერთაშორისო წარმატება

ქართველი არქიტექტორ-დაზაინერის საერთაშორისო წარმატება

ქართული დიზაინულ-არქიტექტურული კომპანიის XYZ Integrated Architecture-ის მიერ შექმნილი დიზაინურული ნამუშევრები ციკლიდან „60 სერია“ მსოფლიოს ერთ-ერთ პრესტიჟულ - გერმანული დიზაინის ჯილდოზეა ნომინირებული. როგორც კომპანიის დირექტორი, ლევან ლომინაშვილი აღნიშნავს, ასეთი წარმატება თანამედროვე ქართული დიზაინერული სკოლის საეთაშორისო ასპარეზზე გასვლის წინანდარია, რადგან ასეთ კონკურსებში მონაწილეობა უკვე აღიარებად ითვლება. ხოლო ნომინანტის წოდება კონკურსანტს უფლებას აძლევს, პარტნიორებთან ურთიერთობასა და ფირმის საქმიანობაში, შეუზღუდავად გამოიყენონ „2015 წლის ნომინანტის“ პრესტიჟული წოდება.

გერმანული დიზაინის ჯილდო 60 წლის წინ დაარსდა, რასაც გადამწყვეტი ბიძგი გერმანული მრეწველობის ფედერეციამ მისცა. გერმანიის დიზაინის საბჭო მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან დიზაინერულ ცენტრს წარმოადგენს. მისი მიზანი დიზაინის სფეროში კულტურისა და საქმიანი სამყაროს დაახლოვებაა. თავისი კონკურსებით, გამოფენებით, კონფერენციებით, სემინარებითა და გამოცემებით სისტემატურად უჭერს მხარს მნიშვნელოვანი დიზაინერული იდეების დამკვიდრებას. დღესდღეობით გერმანული დიზაინის ჯილდოს მფლობელები ის დიზაინერები, კომპანიები, ასოციაციები და სხვა ორგანიზაციებია, რომლებიც ერთგულნი რჩებიან იმ პრინციპის, რომ დიზაინი მხოლოდ პრიალა ზედაპირი კი არა, სამეწარმეო და კულტურული განვითარების გადამწყვეტი ფაქტორია.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია