მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სექტემბრიდან პური შესაძლოა 5-10 თეთრით გაიაფდეს
სექტემბრიდან პური შესაძლოა 5-10 თეთრით გაიაფდეს

უხვი მო­სა­ვა­ლია ხორ­ბლის ექ­სპორ­ტი­ორ ქვეყ­ნებ­შიც - 750 მი­ლი­ო­ნი ტონა. სა­ერ­თა­შო­რი­სო ბირ­ჟებ­ზე 1 ტონა ხორ­ბლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა უკვე 200 დო­ლარს ჩა­მოს­ცდა. არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი ფქვი­ლის და შემ­დეგ პუ­რის გა­ი­ა­ფე­ბას ელი­ან. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი, უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა 1 ტო­მა­რა ფქვი­ლი მი­ნი­მუმ 10 ლა­რით არის გა­ი­ა­ფე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, სექ­ტემ­ბრი­დან, რო­დე­საც გა­ი­ა­ფე­ბუ­ლი ხორ­ბლის იმ­პორ­ტი და­ი­წყე­ბა, პუ­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის 5-10 თეთ­რით შემ­ცი­რე­ბა გარ­და­უ­ვა­ლი უნდა გახ­დეს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ალო­ო­ბა გა­ხურ­და. კა­ხეთ­ში ხორ­ბა­ლი უკვე აი­ღეს, ამ­ჯე­რად, კომ­ბა­ი­ნე­ბი შიდა ქარ­თლსა და სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში მუ­შა­ო­ბენ. გვალ­ვე­ბის გამო მო­სავ­ლი­ა­ნო­ბის პროგ­ნო­ზი რამ­დე­ნი­მე ათა­სი ტო­ნით შემ­ცირ­და, თუმ­ცა წელს მო­სა­ვა­ლი წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით მა­ინც ბევ­რად დი­დია.

სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბი­სა და სურ­სა­თის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის, კოტე ხუ­ცა­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით, ხორ­ბლის ნა­თე­სე­ბი, და­ახ­ლო­ე­ბით, 40%-ით გა­ი­ზარ­და და 85 ათა­სი ჰექ­ტა­რი შე­ად­გი­ნა. რომ არა გვალ­ვა, ქვე­ყა­ნას მი­ნი­მუმ 170 ათა­სი ტონა ხორ­ბა­ლი უნდა მი­ე­ღო. ამ­ჯე­რად, საპ­როგ­ნო­ზო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 120-140 ათა­სი ტო­ნაა.

კოტე ხუ­ცა­ი­ძე ამ­ბობს, რომ გვალ­ვამ ძი­რი­თა­დად კა­ხე­თი და­ა­ზა­რა­ლა, სიღ­ნა­ღის რა­ი­ონ­ში 14 ათას ჰექ­ტარ­ზე ნა­თე­სებს 20-100%-მდე სხვა­დას­ხვა სა­ხის ზი­ა­ნი მი­ად­გა.

სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­კონ­სულ­ტა­ციო სამ­სა­უხ­რის უფ­რო­სის, ბონ­დო ბო­ღაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სიღ­ნა­ღის რა­ი­ონ­ში ხორ­ბა­ლი 19 790 ჰექ­ტარ­ზე და­ი­თე­სა, აქე­დან 16 100 სა­შე­მოდ­გო­მო ხორ­ბა­ლია, 3690 სა­შე­მოდ­გო­მო ქერი. 4995 ჰექ­ტარ ხორ­ბლის ყა­ნა­ში კომ­ბა­ი­ნი აღარ შე­ვი­და, ვი­ნა­ი­დან ყანა 100%-ით გა­ნად­გურ­და.

"გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა ივ­რის ზე­გან­ზე, ქვე­მო მა­ჩხა­ან­ში ყა­რა­ღა­ჯი-მი­ლა­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­უ­დაბ­ნო­ე­ბა. გარ­და მარ­ცვლე­უ­ლი კულ­ტუ­რე­ბი­სა, 100 ჰექ­ტარ­ზე ახ­ლად­გა­შე­ნე­ბუ­ლი ვე­ნა­ხი გახ­მა", - ამ­ბობს ბონ­დო ბო­ღაშ­ვი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა ხორ­ბლის ექ­სპორ­ტი­ორ ქვეყ­ნებს, ამე­რი­კის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს ბოლო კვლე­ვის მი­ხედ­ვით, მსოფ­ლი­ო­ში 8 მი­ლი­ო­ნი ტო­ნით მეტი ხორ­ბა­ლი უნდა მო­ვი­დეს. მთლი­ა­ნო­ბა­ში, პროგ­ნო­ზი 750 მი­ლი­ონ ტო­ნა­ზე კეთ­დე­ბა. სა­ვა­რა­უ­დო მო­სა­ვა­ლი 3 მი­ლი­ო­ნი ტო­ნით არის გაზ­რდი­ლი რუ­სეთ­ში და 1 მი­ლი­ო­ნი ტო­ნით ყა­ზა­ხეთ­ში. ეს ის რე­გი­ო­ნე­ბია, სა­ი­და­ნაც სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბის ხორ­ბა­ლი შე­მო­აქვს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

სექტემბრიდან პური შესაძლოა 5-10 თეთრით გაიაფდეს

სექტემბრიდან პური შესაძლოა 5-10 თეთრით გაიაფდეს

უხვი მოსავალია ხორბლის ექსპორტიორ ქვეყნებშიც - 750 მილიონი ტონა. საერთაშორისო ბირჟებზე 1 ტონა ხორბლის ღირებულება უკვე 200 დოლარს ჩამოსცდა. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ანალიტიკოსები ფქვილის და შემდეგ პურის გაიაფებას ელიან. საქართველოში კი, უკვე რამდენიმე თვეა 1 ტომარა ფქვილი მინიმუმ 10 ლარით არის გაიაფებული. შესაბამისად, სექტემბრიდან, როდესაც გაიაფებული ხორბლის იმპორტი დაიწყება, პურის ღირებულების 5-10 თეთრით შემცირება გარდაუვალი უნდა გახდეს.

საქართველოში ალოობა გახურდა. კახეთში ხორბალი უკვე აიღეს, ამჯერად, კომბაინები შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მუშაობენ. გვალვების გამო მოსავლიანობის პროგნოზი რამდენიმე ათასი ტონით შემცირდა, თუმცა წელს მოსავალი წინა წლებთან შედარებით მაინც ბევრად დიდია.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსის, კოტე ხუცაიძის განცხადებით, წინა წლებთან შედარებით, ხორბლის ნათესები, დაახლოებით, 40%-ით გაიზარდა და 85 ათასი ჰექტარი შეადგინა. რომ არა გვალვა, ქვეყანას მინიმუმ 170 ათასი ტონა ხორბალი უნდა მიეღო. ამჯერად, საპროგნოზო მაჩვენებელი 120-140 ათასი ტონაა.

კოტე ხუცაიძე ამბობს, რომ გვალვამ ძირითადად კახეთი დააზარალა, სიღნაღის რაიონში 14 ათას ჰექტარზე ნათესებს 20-100%-მდე სხვადასხვა სახის ზიანი მიადგა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსაუხრის უფროსის, ბონდო ბოღაშვილის ინფორმაციით, სიღნაღის რაიონში ხორბალი 19 790 ჰექტარზე დაითესა, აქედან 16 100 საშემოდგომო ხორბალია, 3690 საშემოდგომო ქერი. 4995 ჰექტარ ხორბლის ყანაში კომბაინი აღარ შევიდა, ვინაიდან ყანა 100%-ით განადგურდა.

”განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ივრის ზეგანზე, ქვემო მაჩხაანში ყარაღაჯი-მილარის ტერიტორიაზე. მიმდინარეობს გაუდაბნოება. გარდა მარცვლეული კულტურებისა, 100 ჰექტარზე ახლადგაშენებული ვენახი გახმა”, - ამბობს ბონდო ბოღაშვილი.

რაც შეეხება ხორბლის ექსპორტიორ ქვეყნებს, ამერიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბოლო კვლევის მიხედვით, მსოფლიოში 8 მილიონი ტონით მეტი ხორბალი უნდა მოვიდეს. მთლიანობაში, პროგნოზი 750 მილიონ ტონაზე კეთდება. სავარაუდო მოსავალი 3 მილიონი ტონით არის გაზრდილი რუსეთში და 1 მილიონი ტონით ყაზახეთში. ეს ის რეგიონებია, საიდანაც საქართველოს ყველაზე დიდი რაოდენობის ხორბალი შემოაქვს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია