პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სახის მასაჟი ეთერზეთებით გაჯერებული ყინულით - ასწორებს ღრმა ნაოჭებსაც კი
სახის მასაჟი ეთერზეთებით გაჯერებული ყინულით - ასწორებს ღრმა ნაოჭებსაც კი

ჯერ კი­დევ უძ­ვე­ლეს დრო­ში ლა­მაზ­მა­ნე­ბი, ცხე­ლი, ორ­თქლის აბა­ზა­ნის შემ­დეგ მი­მარ­თავ­დნენ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ, გა­მა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბელ მე­თოდს – სა­ხის მა­საჟს ყი­ნუ­ლით, ან თოვ­ლით.

ყი­ნუ­ლის ნა­ტე­ხე­ბით მა­სა­ჟის გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა კვი­რა­ში 2-3-ჯერ აბა­ზა­ნის ან სა­ხის და­ორ­თქლის შემ­დეგ. პრო­ცე­დუ­რა არ არის რთუ­ლი:

1. და­ბა­ნის წინ მო­ამ­ზა­დეთ ჭურ­ჭე­ლი ცხე­ლი წყლით, რბი­ლი პირ­სა­ხო­ცი და ყი­ნუ­ლის კუ­ბე­ბი.

2. და­ას­ვე­ლეთ პირ­სა­ხო­ცი წყალ­ში, რამ­დე­ნი­მე წამ­ში ამო­ი­ღეთ, გა­წუ­რეთ და და­ი­ფი­ნეთ მთელ სა­ხე­ზე.

3. როცა პირ­სა­ხო­ცი გაგ­რილ­დე­ბა, მო­ი­ცი­ლეთ სა­ხი­დან, აი­ღეთ ყი­ნუ­ლის კუ­ბე­ბი და ნა­ზად და­ი­მა­სა­ჟეთ ლო­ყე­ბი, შუბ­ლი და ყელი.

4. ყი­ნუ­ლი თა­ვი­სუფ­ლად უნდა დას­რი­ა­ლებ­დეს კან­ზე. ერთ ჯერ­ზე შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ ყი­ნუ­ლის სა­შუ­ა­ლო ზო­მის 2-3 ცალი კუბი.

5. მა­სა­ჟის შემ­დეგ გა­ი­მე­ო­რეთ ცხე­ლი კომ­პრე­სი პირ­სა­ხო­ცით, შემ­დეგ და­ი­ბა­ნეთ სახე გრი­ლი წყლით და წა­ის­ვით მკვე­ბა­ვი.

6. იმი­სათ­ვის, რომ ყი­ნუ­ლის მა­საჟს მეტი ეფექ­ტი ჰქონ­დეს, წყალ­ში გა­ყინ­ვამ­დე და­უმ­ტეთ რო­მე­ლი­მე ეთერ­ზე­თი.

აქვე გთა­ვა­ზობთ კოს­მე­ტი­კუ­რი ყი­ნუ­ლის მომ­ზა­დე­ბის რამ­დე­ნი­მე რე­ცეპტს:

ერთ ჭიქა მი­ნა­რა­ლურ წყალ­ში ჩა­უ­მა­ტეთ 4 წვე­თი სან­და­ლას, 4 წვე­თი ფიჭ­ვის და 5 წვე­თი პიტ­ნის ზეთი. ეს ყი­ნუ­ლი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მა­ტო­ნი­ზი­რე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბაა, გან­სა­კუთ­რე­ბით მო­უხ­დე­ბა მშრალ და მოშ­ვე­ბულ კანს.

ერთ ჭიქა წყალ­ში ჩა­უ­მა­ტეთ 5 წვე­თი ვარ­დის ზეთი, 2 წვე­თი გე­რა­ნის ზეთი და 2 წვე­თი პიტ­ნის ზეთი.

ვარ­დი ყი­ნულს არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ არო­მატს შეს­ძენს, გე­რა­ნი და­ამ­შვი­დებს კანს, ხოლო პიტ­ნა – გა­მო­ა­ცო­ცხლებს. ასე მომ­ზა­დე­ბუ­ლი ყი­ნუ­ლი მო­უხ­დე­ბა ასე­ვე მკერდს.

თუ არ გაქვთ ეთერ­ზე­თე­ბი, შე­გიძ­ლი­ათ წყალ­ში ჩა­ყა­როთ ციტ­რუ­სის კა­ნე­ბი. გა­ა­კე­თეთ კოს­მე­ტი­კუ­რი ყი­ნუ­ლი ერთი ფორ­თოხ­ლი­სა და მან­და­რი­ნის ქერ­ქის­გან. და­ას­ხით კა­ნებს 2 ჭიქა ადუ­ღე­ბუ­ლი წყა­ლი და გა­ა­ჩე­რეთ მთე­ლი ღამე და­ხუ­რულ ქი­ლა­ში. დი­ლით გა­და­წუ­რეთ, ჩა­ას­ხით სი­თხე ყი­ნუ­ლის ფორ­მებ­ში და გა­ყი­ნეთ. ასე მომ­ზა­დე­ბუ­ლი ყი­ნუ­ლით მა­სა­ჟი კანს გა­მო­ა­ცო­ცხლებს, გა­ამ­კვრი­ვებს და რა თქმა უნდა, გა­ას­წო­რებს ნა­ო­ჭებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სახის მასაჟი ეთერზეთებით გაჯერებული ყინულით - ასწორებს ღრმა ნაოჭებსაც კი

სახის მასაჟი ეთერზეთებით გაჯერებული ყინულით - ასწორებს ღრმა ნაოჭებსაც კი

ჯერ კიდევ უძველეს დროში ლამაზმანები, ცხელი, ორთქლის აბაზანის შემდეგ მიმართავდნენ არაჩვეულებრივ, გამაახალგაზრდავებელ მეთოდს – სახის მასაჟს ყინულით, ან თოვლით.

ყინულის ნატეხებით მასაჟის გაკეთება შეიძლება კვირაში 2-3-ჯერ აბაზანის ან სახის დაორთქლის შემდეგ. პროცედურა არ არის რთული:

1. დაბანის წინ მოამზადეთ ჭურჭელი ცხელი წყლით, რბილი პირსახოცი და ყინულის კუბები.

2. დაასველეთ პირსახოცი წყალში, რამდენიმე წამში ამოიღეთ, გაწურეთ და დაიფინეთ მთელ სახეზე.

3. როცა პირსახოცი გაგრილდება, მოიცილეთ სახიდან, აიღეთ ყინულის კუბები და ნაზად დაიმასაჟეთ ლოყები, შუბლი და ყელი.

4. ყინული თავისუფლად უნდა დასრიალებდეს კანზე. ერთ ჯერზე შეგიძლიათ გამოიყენოთ ყინულის საშუალო ზომის 2-3 ცალი კუბი.

5. მასაჟის შემდეგ გაიმეორეთ ცხელი კომპრესი პირსახოცით, შემდეგ დაიბანეთ სახე გრილი წყლით და წაისვით მკვებავი.

6. იმისათვის, რომ ყინულის მასაჟს მეტი ეფექტი ჰქონდეს, წყალში გაყინვამდე დაუმტეთ რომელიმე ეთერზეთი.

აქვე გთავაზობთ კოსმეტიკური ყინულის მომზადების რამდენიმე რეცეპტს:

ერთ ჭიქა მინარალურ წყალში ჩაუმატეთ 4 წვეთი სანდალას, 4 წვეთი ფიჭვის და 5 წვეთი პიტნის ზეთი. ეს ყინული არაჩვეულებრივი მატონიზირებელი საშუალებაა, განსაკუთრებით მოუხდება მშრალ და მოშვებულ კანს.

ერთ ჭიქა წყალში ჩაუმატეთ 5 წვეთი ვარდის ზეთი, 2 წვეთი გერანის ზეთი და 2 წვეთი პიტნის ზეთი.

ვარდი ყინულს არაჩვეულებრივ არომატს შესძენს, გერანი დაამშვიდებს კანს, ხოლო პიტნა – გამოაცოცხლებს. ასე მომზადებული ყინული მოუხდება ასევე მკერდს.

თუ არ გაქვთ ეთერზეთები, შეგიძლიათ წყალში ჩაყაროთ ციტრუსის კანები. გააკეთეთ კოსმეტიკური ყინული ერთი ფორთოხლისა და მანდარინის ქერქისგან. დაასხით კანებს 2 ჭიქა ადუღებული წყალი და გააჩერეთ მთელი ღამე დახურულ ქილაში. დილით გადაწურეთ, ჩაასხით სითხე ყინულის ფორმებში და გაყინეთ. ასე მომზადებული ყინულით მასაჟი კანს გამოაცოცხლებს, გაამკვრივებს და რა თქმა უნდა, გაასწორებს ნაოჭებს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს